რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 50
-
ერთ-ერთ საიტზე დაისვა შეკითხვა, რომლის ავტორსაც ერთი ცნობილი ფაქტის შემოწმება სურდა. შემოწმების ხერხების ჩამონათვალში ფიგურირებდა იქსში ვიდეოკამერის შედება, აგრეთვე მასში ბურღით ნახვრეტის გაკეთება ან ქურქში გახვეული ჯუჯის შესმა. რა შევცვალეთ ჩვენ სიტყვით იქსი?
პასუხი: მაცივარი კომენტარი: მას აინტერესებდა ქრება თუ არა ნათურა მაცივრის კარის დახურვისას წყარო: answers.yahoo.com/question/index?qid=2008030613174 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1367პასუხი -
საიტ kinopoisk.ru-ზე დაიწერა, რომ ჯეიმს კამერონმა „გააკეთა ეს“ და მალე სამყაროს სამგანზომილებიანი ეპიდემია მოედება. რა სამი სიტყვა შევცვალეთ ჩვენ სიტყვებით გააკეთა ეს?
პასუხი: გააღო პანდორას ყუთი კომენტარი: ფილმ ავატარში პლანეტას, რომელზეც ვითარდება მოქმედება, პანდორა ეწოდება. წყარო: www.kinopoisk.ru/level/79/user/899250/comment/8344 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1366პასუხი -
როგორ დაასათაურა ავტორმა მიხაილ ვექსლერმა ეს ლექსი?პასუხი: სასიყვარულო სამკუთხედი პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1365პასუხი -
მარსელო ფიგერასის ერთ-ერთ რომანში „კამჩატკა“ მოხსენიებულია სხვადასხვა ასაკის სამი ძმა, რომლებიც გარეგნობით ძალიან გვანან ერთმანეთს. ამ ძმებს ავტორი იქსებს ადარებს. დაასახელეთ იქსები.
პასუხი: მატრიოშკები კომენტარი: რომანის სახელწოდება მის რუსულ სპეციფიკაზე მიუთითებს. წყარო: knigosite.ru/read/82579-kamchatka-figeras-marselo. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1364პასუხი -
იქსი რამდენიმე ამერიკული ფილმის პერსონაჟის მეტსახელია. იქსი აგრეთვე ეწოდება ერთ-ერთ ქვას მაჯონგში, რომელსაც ნებისმიერი სხვა ქვის ჩანაცვლება შეუძლია. გვიპასუხეთ რა სიტყვა შევცვალეთ ჩვენ სიტყვით „იქსი“, თუკი გეტყვით, რომ იქსი ალბათ ყველას გვითამაშია.
პასუხი: ჯოკერი წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Джокер პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1363პასუხი -
ასეთ აქსომეტრულ გამოსახულებებს გერმანელები ერთი ადამიანის საპატივცემულოდ მოიხსენიებენ. ერთი წუთის შემდეგ დაწერეთ მისი გვარი.პასუხი: რენტგენი წყარო: www.lori.ru/321343 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1362პასუხი -
1996 წელს 11 წლის რიფკა სტანესკუ თავის მომავალ მეუღლესთან, იონელ სტანესკუსთან ერთად გაიქცა სახლიდან. სულ ცოტა ხნის წინ რიფკა გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. რა რეკორდი დაამყარა მან?
პასუხი: რიფკა ყველაზე ახალგაზრდა ბებია გახდა კომენტარი: რიფკას შვილიც ადრე გათხოვდა წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1361პასუხი -
ბრიტანეთში მდებარე ერთ-ერთი უჩვეულო იქსზე გაკეთებულია წარწერა, რომელიც იუწყება, რომ ესტერ რაიტის მეუღლე, ტომასი, ქვაზე კვეთის ერთ-ერთი საუკეთესო ოსტატია. დაასახელეთ მაქსიმალურად ზუსტად, რას წარმოადგენს იქსი.
პასუხი: საფლავის ქვას კომენტარი: ტომასმა თვითონ დაამზადა მეუღლის საფლავის ქვა. წყარო: society.presscom.org/religion/26666.html პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1360პასუხი -
შეკითხვა #1359 © გაგი გაბრიჭიძე
1895 წლიდან 1989 წლის ჩათვლით ყოველწლიურად ტარდებოდა რაგბის მატჩი იორკშირის და ლანკაშირის საგრაფოების გუნდებს შორის. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ორი სიტყვით, თუ რას უწოდებდნენ ამ დაპირისპირებებს.
პასუხი: ვარდების ომი. კომენტარი: ვარდების ომი მიმდინარეობდა იორკებისა და ლანკასტერების საგრაფოებს შორის მეთხუთმეტე საუკუნეში. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Rugby_League_War_of_the_Rose პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1359პასუხი -
შეკითხვა #1358 © გაგი გაბრიჭიძე
მეცხრამეტე საუკუნეში, როცა პარიზში გამოჩნდა პირველი ფასიანი ტუალეტები, მათ მოიხსენიებდნენ ამ ადამიანის სახელით. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ადამიანი.
პასუხი: ვესპასიანე კომენტარი: მან დააწესა პირველად გადასახადები ტუალეტებზე. გამონათქვამი: ”ფულს სუნი არ უდის” ალბათ ყველას გაგიგიათ. წყარო: paris.untappedcities.com/2010/07/08/i-need-to-pee- პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1358პასუხი -
შეკითხვა #1357 © ანტონ ვაჭარაძე
თქვენს წინაშეა ორი სურათი: პირველზე გამოსახულია ფრაგმენტი ერთი ინგლისური საგრაფოს რუქიდან, მეორეზე კი ამავე საგრაფოს ბარონი, ვინმე ლეონარდი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს საგრაფო.პასუხი: ჩეშირი კომენტარი: დამთხვევაა, მაგრამ ”ალისას” პერსონაჟის - ჩეშირის კატის ღიმილი ჩამოგავს ამ ყურესაც და ამ ადამიანის ღიმილსაც. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1357პასუხი -
შეკითხვა #1356 © გაგი გაბრიჭიძე
[ეს შეკითხვა შესაძლოა მეცამეტეც ყოფილიყო] ჩაკ პალანიკის ნაწარმოებში აღწერილია, რომ სასაკლაომდე რქოსანი პირუტყვი მიჰყავთ გაწვრთნილი ძროხის დახმარებით, რომელიც მათ სიკვდილის ადგილამდე მიუძღვება. დაასახელეთ საკუთარი სახელი, რომლითაც მოიხსენიებენ ამ ძროხას.
პასუხი: იუდა კომენტარი: მეთორმეტე კითხვა დამატებითი მინიშნებაა. იუდა 12 მოციქულში იყო, შემდეგ კი მისი ადგილი პავლემ დაიკავა და მეცამეტეც სიმბოლურია გამომდინარე ცრურწმენიდან. წყარო: lib.ru/INPROZ/PALANUK/kolybelnaya.txt პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1356პასუხი -
შეკითხვა #1355 © გაგი გაბრიჭიძე
ვილჰელმ დამპყრობელისადმი მიძღვნილ დოკუმენტურ ფილმში („დამპყრობლები“) ნათქვამია, რომ მისი შურდათ საფრანგეთის მეფე ფილიპე მეორეს, ნაპოლეონს და ჰიტლერს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ შურის მთავარი მიზეზი.
პასუხი: ვილჰელმ დამპყრობელმა დაიპყრო ინგლისი კომენტარი: დანარჩენებს ეს სურვილი სურვილად დარჩათ. წყარო: დ/ფ ”დამპყრობლები”. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1355პასუხი -
შეკითხვა #1354 © გაგი გაბრიჭიძე
გასაგებია, რომ ნერვიულობის გარეშე არ ჩაუვლია, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ გავიდოდით, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც _____ ამბობდა, რომ ძალიან ახარებდა კენჭისყრის შედეგები. მაშინ ვიფიქრე, რომ მას ეს ძვირად დაუჯდებოდა.
ფატმან ხათუნს გაეხარნეს, გააგება მონა ათი,
მოუკაზმნა ქარვანსრანი, დააყენა ბარგი მათი;
შემოვიდა ღაწვი-ვარდი, ბროლ-ბადახში, მინა-სათი;
მისთა მჭვრეტთა დაუსახეს ვეფხსა _____, ლომსა - თათი.
თქვენ წინაშეა ორი ამონარიდი. ერთი მათგანის ავტორია ვიტალი ვიცენეცი, მეორესი კი შოთა რუსთაველი. დაასახელეთ ერთი სიტყვა, რომელიც გამოტოვებულია ორივე ამონარიდში.პასუხი: ტოტი. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1354პასუხი -
შეკითხვა #1353 © ანტონ ვაჭარაძე
მარგარეტმა ბიოგრაფიული რომანი - ”ოცნებების დამჭერი” მამას მიუძღვნა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ მარგარეტის გვარი.
პასუხი: სელინჯერი კომენტარი: ჯერომ დევიდ სელინჯერის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია “Catcher in the Rye”. წყარო: en.wikipedia.org/wiki/J._D._Salinger#Marriage_and_ პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1353პასუხი