რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 82
-
შეკითხვა #887 © სერგეი ბელოვი
XIV საუკუნის თურქი პოეტი საიფ სარაი ერთგან მეტაფორულად აღწერს თავისი სატრფოს ირგვლივ მავალ შეყვარებულ გოგონას. მთარგმნელის თქმით, ამით თურქმა პოეტმა თითქმის ორი საუკუნით დაასწრო ერთ პიროვნებას. დაასახელეთ ეს პიროვნება.
პასუხი: ნიკოლაი კოპერნიკი კომენტარი: საიფ სარაი შეყვარებულ გოგონას ადარებს მზის ირგვლივ მოძრავ დედამიწას პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/887პასუხი -
შეკითხვა #886 © ალექსანდრე სპივაკოვი
ამას წინათ, იხტიოლოგებმა დაადგინეს, რომ თუ ამის საკვებ რაციონში არ იქნება ზღვის ვარსკვლავები და მოლუსკები, ის გაიზრდება აბსოლუტურად უსაფრთხო. ეს ამბავი არ ყოფილა სასიამოვნო მაღალანაზღაურებადი ვიწრო სპეციალობის ადამიანებისთვის. დაასახელეთ იხტიოლოგების კვლევის ეს საგანი!
პასუხი: ფუგუ წყარო: lenta.ru/news/2009/11/29/fugu/ პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/886პასუხი -
შეკითხვა #885 © ირაკლი გუნია
ჟურნალ „დრო მშვიდობისას“ ერთ-ერთი სტატიაში, საქართველოში ამ ნაწარმოების ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟი შედარებულია დენის დარტყმასთან. დაასახელეთ ეს ნაწარმოები.
პასუხი: და ვინჩის კოდი კომენტარი: დენ ბრაუნის რომანია წყარო: „დრო მშვიდობისა“, #1, 2011, გვ. 54 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/885პასუხი -
შეკითხვა #884 © ანტონ ვაჭარაძე
ნაოჭების საწინააღმდეგო პრეპარატის რეკლამაზე გამოსახულია იქსის ყელში გაჭედილი კაფსულა. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: ქვიშის საათი კომენტარი: პრეპარატი თითქოს დროს აჩერებს წყარო: Вокруг Света. №10 (2841). Октябрь 2010. გვ. 147 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/884პასუხი -
შეკითხვა #883 © სანდრო რაჩკოვსკი
ამერიკელ კალათბურთელს, მორის პიტერსონს, რომელიც 3-ნომრიანი მაისურით ასპარეზობდა, მეტსახელად ეძახიან 1993 წლიდან არსებულ ფორმატს. დაასახელეთ მისი მეტსახელი.
პასუხი: MP3 კომენტარი: მორის პიტერსონი და 3-ნომრიანი არის აკრონიმები წყარო: str8hoops.com/nba-player-nicknames/ პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/883პასუხი -
შეკითხვა #882 © ვლადიმერ უკრაინეცი
ჩინელი მხატვარი აი ვეივეი მაო ძედუნის პიროვნების კულტის აღწერისას საუბრობს ისეთ ადამიანებზე, რომლებიც გამუდმებით სახეში შესცქეროდნენ დიდ ბელადს. მათ მხატვარი მოიხსენიებს ისევე, როგორც ეწოდება 1887-88 წლებში საფრანგეთში შექმნილ ნაწარმოებს. დაასახელეთ ეს ნაწარმოები!
პასუხი: მზესუმზირები წყარო: en.wikipedia.org/wiki/Sunflowers_(series_of_painti პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/882პასუხი -
შეკითხვა #881 © გაგი გაბრიჭიძე
სერიალის „ჩიპი და დეილი“ ერთ-ერთ სერიაში ჩიპი და დეილი იმალებიან თივის ზვინში. მას შემდეგ რაც თივის ზვინი იწვება, ფერფლში ისინი პოულობენ ამას. რას?
პასუხი: ნემსი კომენტარი: ალუზია თივის ზვინში ნემსის პოვნაზე. წყარო: ავტორის პირადი დაკვირვება პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/881პასუხი -
შეკითხვა #880 © ანდრეი და ანტონ გრიგოროვები
მწერალი გომეს დე ლა სერნა ამას ადარებს საუკუნეების საუზმეზე გატეხილ ჭიქას. ერთ-ერთ საბავშვო კონსტრუქტორში, ამის ასაწყობ კომპლექტს მოჰყვება რამდენიმე ადამიანის, ლომის და ვეფხვის ფიგურები. დაასახელეთ ეს.
პასუხი: კოლიზეუმი წყარო:- Гомес де ла Серна, Рамон. Избранное: Пер. с исп. - М.: Худож. лит., 1983
- www.neopod.ru/products/Playmobil_neo021564/
პასუხი -
შეკითხვა #879 © ოლგა ეჟკოვა
60-იან წლებში ბრაზილიელი ფეხბურთელები ერთ აბრევიატურას განმარტავდნენ, როგორც „კაიდადო კოინ კრეოლო პელე“, რაც ნიშნავს „ფრთხილად ეთამაშეთ კრეოლ პელეს“. დაასახელეთ ეს აბრევიატურა.
პასუხი: სსსრ (СССР) კომენტარი: ბრაზილიელი ფეხბურთელები რუსულად დაწერილ აბრევიატურას კითხულობდნენ ლათინური ასოებით. წყარო: www.sport-express.ru/art.shtml?180458 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/879პასუხი -
შეკითხვა #878 © რატი შუბლაძე
მწერალი მალხაზ ხარბედია თავის ერთ-ერთ წერილში ახალგაზრდა გაბედულ ქართველ პროზაიკოსებს ახასიათებს 1998 წლის გახმაურებული ფრანგული რომანის სახელწოდებაზე შექმნილი კალამბურით. დაასახელეთ ეს კალამბური.
პასუხი: ელემენტარული ლაწირაკები წყარო: www.radiotavisupleba.ge/archive/Malkhaz_Kharbedia/ პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/878პასუხი -
შეკითხვა #877 © ნატალია კუდრიაშოვა, იური ვიმენეცი
ამ ამერიკელის შესახებ არსებული ერთ-ერთი ბიოგრაფია მთავრდება თავით „ტრაგედია კომედიის დროს“. დაასახელეთ ეს ამერიკელი.
პასუხი: აბრაამ ლინკოლნი კომენტარი: იგი მოკლეს კომედია „ჩემი ამერიკელი კუზენის“ დროს წყარო: 100 человек, которые изменили ход истории. Выпуск N59, 2009. Авраам Линкольн. С.18. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/877პასუხი -
შეკითხვა #876 © დაჩი ქინქლაძე
ყურადღება, ვიწყებთ თამაშს! ფილმი „მოგზაურობა ჩემს დეიდასთან“ მთავრდება ისე, რომ იქსი არის ჰაერში, რითაც რეჟისორი მაყურებელს უტოვებს შესაძლებლობას თავად აირჩიოს ფილმის დასასრული. დაასახელეთ იქსი ერთი სიტყვით.
პასუხი: მონეტა კომენტარი: ფილმის დასასრული დამოკიდებულია იმაზე თუ რომელ მხარეზე დაეცემა გმირის მიერ აგდებული მონეტა. ჩვენ კი თამაშს მონეტის აგდებით ვიწყებთ. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Coin_flipping პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/876პასუხი -
შეკითხვა #874 © თემურ დანელია
ბრაუზერში ერთ-ერთი საიტის მისამართის აკრეფისას მოვხვდი სულ სხვა რუსულ საიტზე. გადავედი მის მთავარ გვერდზე და როგორც გავარკვიე ეს საიტი შეიქმნა იმისთვის, რომ მოხვდეთ სასურველ საიტებზე მათი მისამართის ხელმეორედ აკრეფის გარეშე. რომ არა ეს საიტი, რა მოქმედება უნდა ჩაატაროს მომხმარებელმა მანამდე, სანამ ხელმეორედ აკრეფს სასურველი საიტის მისამართს?
პასუხი: კლავიატურა უნდა გადართოს რუსულიდან ინგლისურზე. კომენტარი: ტექსტი საიტიდან "ОПЕЧАТКА.ru": Вам уже доводилось вводить в адресную строку Интернет-браузера слово типа "цццюкисюкг"? Ну, конечно, Вы просто забыли переключить раскладку клавиатуры на английский язык. И нужно набирать адрес заново... ...Пока не появился этот сайт! Сайт "ОПЕЧАТКА.ru" специально создан для того, чтобы перейти на желаемый сайт без повторного набора адреса.“ წყარო: www.opechatka.ru/ პაკეტი: თბილისის 37-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/874პასუხი -
შეკითხვა #873 © თემურ დანელია
ჰავაელების ენაში სულ 6 თანხმოვანია: ხ, კ, ლ, მ, ნ, პ გარდა ამისა ინგლისური დუბლვეს ნაირი ბგერა და ხმოვნები. ევროპული სიტყვების სესხებისას მათი წარმოთქმა იცვლება. რომელი ინგლისური გავრცელებული სიტყვათშეთნხმება ჟღერს ჰავაელების ენაზე როგორც Mele kalikimaka!?
პასუხი: Merry Christmas! წყარო: www.samoeinteresnoe.com/slova/SKOKO_ZVUKOV.htm პაკეტი: თბილისის 37-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/873პასუხი -
შეკითხვა #872 © თემურ დანელია
ცინცინატელი ფრედრიკ ბაური 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად მისი ფერფლის ნაწილი ცილინდრულ კონტეინერში მოთვსებული დამახეს. ბაური Procter & Gamble-ში მუშაობდა და კვლევებითა და ხარისხის კონტროლით იყო დაკავებული. 1970 წელს მან მიიღო პატენტი მისი კომპანიის ერთ-ერთი პროდუქტის შეფუთვაზე. 80-იან წლებში იგი პენსიაზე გავიდა, ხოლო ანდერძით ამ გამოგონებაში დასაფლავება დაიბარა. რა ბრენდი იყიდება ბაურის გამოგონებაში შეფუთული?
პასუხი: Pringles კომენტარი: საუბარია ჩიპსების ცილინდრულ შეფუთვაზე. წყარო: www.weirdfacts.org/211-izobretatelya-upakovki-prin პაკეტი: თბილისის 37-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/872პასუხი