რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 79
-
მოწაფის შეკითხვას სოკრატემ ასეთი პასუხი გასცა: „მე შევამჩნიე, რომ ის, ვინც გადაწყვეტს გახდეს კარგი მხედარი, ყოველთვის ირჩევს არა დამჯერ, არამედ ცქვიტ, თავნება ცხენს. მეც ასე მოვიქეცი: მინდოდა რა მცოდნოდა ხალხთან ურთიერთობა ... (გამოტოვებულია ორი სიტყვა) ... ქსანტიპა.
შეკითვა: დაწერეთ გამოტოვებული ორი სიტყვა.პასუხი: ცოლად მოვიყვანე კომენტარი: „მინდოდა რა მცოდნოდა ხალხთან ურთიერთობა, ცოლად მოვიყვანე ქსანტიპა“ პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/932პასუხი -
ერთხელ, სტუდენტებთან შეხვედრის დროს, უილიამ ფოლკნერს სთხოვეს დაესახელებინა მისი თანამედრო საუკეთესო ამერიკელი მწერლები. პირველი მან მოიხსენია ჯონ დოს პასოსი, შემდეგ ჰემინგუეი, ტომას ვულფი. აი ეს მწერალი კი, რომელიც 1897 წელს დაიბადა მისისიპიში და მოდერნიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელია, თითქმის სულ ბოლოს დაასახელა.
შეკითხვა: მაშ რომელი ცნობილი ამერიკელი მწერალი დაასახელა ფოლკნერმა ბოლოს?პასუხი: უილიამ ფოლკნერი კომენტარი: საკუთარი თავი მან ბოლოს მოიხსენია. აი მესმის თავმდაბლობა! პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/931პასუხი -
ქირურგი, არქიტექტორი და პოლიტიკოსი კამათობენ, თუ ვისი პროფესიაა უფრო ძველი.
- ევა ღმერთმა ადამის ნეკნისაგან შექმნა. ეს კი ქირურგიული ოპერაციაა - თქვა ქირურგმა.
- მანამდე კი ღმერთმა ქაოსისგან შექმნა სამყარო. ეს არქიტექტურას განეკუთვნება - განაცხადა არქიტექტორმა.
პოლიტიკოსმა კი ნიშნის მოგებით, მხიარულად იკითხა: მანამდე ხომ ვიღაცამ...
შეკითხვა: დაასრულეთ პოლიტიკოსის სიტყვაპასუხი: მანამდე ხომ ვიღაცამ შექმნა ეს ქაოსი? კომენტარი: პოლიტიკოსებს ხომ ამაში ბადალი არ ჰყავთ :) პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/930პასუხი -
რამდენიმე წლის წინ უკრაინელმა მებაჟეებმა დააკავეს ადამიანი, რომელსაც საზღვარზე უკანონოდ გადაჰქონდა სამურაის 7 ხმალი. მოქალაქის მტკიცებამ თითქოს იგი იყო სამურაი, შედეგი ვერ გამოიღო, რადგან „კომსომოლკსაია პრავდა ვ უკრაინე“-ს აზრით, ამ მოქალაქემ დაარღვია ბუსიდო, არ გააკეთა რა ამ არასახარბიელო სიტუაციაში ის.
შეკითვა: მაშ რა არ გააკეთა ამ მოქალაქემ?პასუხი: ხარაკირი (სეპუკუ) კომენტარი: ღირსება შეელახა და ამ დროს სიცოცხლე ისე არ დაასრულა, როგორც სამურაის შეჰფერის. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/929პასუხი -
რამდენიმე წლის წინ ბუენოს-აირესის მუნიციპალიტეტმა დათვალა ქალაქში ქუჩებისა და მოედნების რიცხვი, რომელიც შეადგენდა 2053 ერთეულს. ეს ერთეულები დაყოფილი იქნა სამ სვეტად. პირველში მოხვდა 1211 ერთეული, მეორეში მხოლოდ 27, მესამეში კი - 815. პირველსა და მეორე სვეტებს შორის ამხელა განსხვავება მიანიშნებდა აშკარა დისკრიმინაციაზე.
შეკითხვა: მაშ რა პრინციპით იქნა შედგენილი პირველი და მეორე სვეტი?პასუხი: პირველი - ქუჩები, რომლებსაც მამაკაცების სახელები აქვთ, მეორე - ქუჩები, რომლებსაც ქალების სახელები აქვთ. კომენტარი: ხოლო მესამე სვეტში იყო დანარჩენი, ანუ ქუჩები რომლებსაც უსულოთა სახელები ჰქონდათ. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/928პასუხი -
1939 წლის სექტემბრის შემდეგ ლავრენტი ბერიამ აუკრძალა გულაგის ბანაკების ადმინისტრაციებს, ტუსაღებისთვის მიემართათ ერთი სალანძღავი სიტყვით, რომელსაც იქამდე ხშირად იყენებდნენ.
შეკითხვა: დაასახელეთ ეს სიტყვაპასუხი: ფაშისტი კომენტარი: მოგეხსენებათ 1939 წლის 1 სექტემბერს ფაშისტურმა გერმანიამ დაიწყო საომარი მოქმედებები პოლონეთზე თავდასხმით. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/927პასუხი -
მერი კლარისა მილერი, რომელსაც ჩვენ სხვა სახელით ვინობთ, ავტობიოგრაფიაში წერს, რომ ქალაქ ტორკიში, სადაც ის ცხოვრობდა, ამ ქვეყნიდან ჩამოსული ძალიან ბევრი ემიგრანტი იყო. მერი კლარისა მილერმა წერა საკუთარი მწერალი დისთვის შესაძლებლობების დასამტკიცებლად დაიწყო. თავისი ნაწარმოებების მთავარ გმირი კი იქაური ემიგრანტების მიხედვით შექმნა.
შეკითხვა: დაასახელეთ ეს ქვეყანა.პასუხი: ბელგია კომენტარი: მერი კლარისა მილერს ჩვენ აგათა კრისტის სახელით ვინობთ. მისი დეტექტივების მთავარი პერსონაჟი კი ბელგიელი ერკიულ პუაროა. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/926პასუხი -
[ყურადღებით, შეკითხვაში ცვლილებაა]. ნაწყვეტი ერთი-ერთი ვებსაიტიდან: “ჰოლმსი კარჩაკეტილი, შეუპოვარი, ცინიკური და ასევე ბუნტისთავია. ის თავს არ იწუხებს წესების და ეთიკის დაცვით, ხანდახან კი შეიძლება მოგეჩვენოთ რომ მას საერთოდ არ შეუძლია თანაგრძნობის გამოხატვა. ჰოლმსი დარწმუნებულია, რომ ყველა ცრუობს და რა გასაკვირიც არ უნდა იყოს სწორედ ამ მიდგომით ახერხებს ის ყველაზე რთულ სიტუაციებში გარკვევას. ექიმი უოტსონი ონკოლოგი, და ალბათ ჰოლმსის ერთადერთი მეგობარია...“ რა სიტყვები შევცვალეთ ჩვენ სიტყვებით ჰოლმსი და უოტსონი?
პასუხი: ჰაუსი და უილსონი წყარო: gom.ge/tv-ser/7330-bbbbbbbbb-bbbbbb-dr-housevb-byo პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/925პასუხი -
2006 წელს ენდრიუ ლოიდ ვებერმა განაცხადა, რომ ცნობილი რუსი მწერლის ნაწარმოების მიხედვით აპირებდა მიუზიკლის დაწერას. კითხვის ავტორთა აზრით ამ მიუზიკლში ვებერს თავისუფლად შეეძლო თავისი სხვა ცნობილი ნაწარმოების ეპიზოდების ჩასმა. დაასახელეთ რუსი მწერლის ნაწარმოები.
პასუხი: ოსტატი და მარგარიტა (მიხაილ ბულგაკოვის) კომენტარი: ვებერი აპირებდა „ოსტატი და მარგარიტა“-ს მიხედვით დაეწერა მიუზიკლი, რომელშიც თავისუფლად შეიძლება ჩაჯდეს ნაწყვეტები როკ-ოპერიდან - „იესო ქრისტე - სუპერვარსკვლავი“. წყარო: www.automan.kz/100735-jendrju-llojjd-ujebber-otkaz პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/924პასუხი -
ფილიპ ჰალსმანის ერთ-ერთ ფოტოზე გამოსახულია დოლარის სიმბოლო, რომელიც შედგება ორი ფუნჯისაგან და მათგან. დაასახელეთ მათი მფლობელის გვარი.
პასუხი: სალვადორ დალი.
კომენტარი: სალვადორ დალის სახელის ანაგრამა - Avida dollars - დოლარებს დახარბებული. წყარო: www.reocities.com/Paris/Arc/6537/chtivo/avida.htm პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/923პასუხი -
დიზაინერმა ანდრე კლაუზერმა შექმნა ლითონის სახაზავი, რომლის ერთ მხარეზეც სანტიმეტრებია გამოსახული, მეორეზე კი - ინჩები. სახაზავი დაახლოებით 12 ინჩის სიგრძისაა. მის ზედაპირზე ორი ცალი მოძრავი მაგნიტის რგოლია მიმაგრებული. ერთი წუთის შემდეგ მიხვდით, თუ სიგრძის გაზომვის გარდა კიდევ რის ფუნქციას ასრულებს ეს სახაზავი?
პასუხი: კალენდრის. კომენტარი: 12 ინჩი დაახლოებით 31 სანტიმეტრია. ერთით მაგნიტით თვეები აღინიშნება, მეორეთი კი - დღეები.
წყარო: www.novate.ru/blogs/190809/12735/ პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/922პასუხი -
სერთიფიკატი „ჰიბაკუშა“ მფლობელს აძლევდა უფლებას ესარგებლა უფასო სამედიცინო დახმარებით, ხოლო გარდაცვალების შემთხვევაში - უფასო სარიტუალო მომსახურებით (მოკლედ უფასოდ ასაფლავებდნენ). რომელ ორ ქალაქთან ასოცირდებოდნენ ის ადამიანები, რომელთაც თავის დროზე ეს სერთიფიკატები გადაეცათ?
პასუხი: ჰიროსიმა და ნაგასაგი კომენტარი: სერთიფიკატი გადაეცათ მათ, ვინც ატომურ აფეთქებას გადაურჩა. წყარო: news.bbc.co.uk/hi/russian/life/newsid_7964000/7964 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/921პასუხი -
მათი დამზადებისას გამოიყენება ქიმიურად ნეიტრალური და წყალში უხსნადი ნივთიერებები. ერთმა ბრიტანელმა დიზაინერმა დაიწყო მათი გამოშვება სიგარეტის ფორმით, რომლის ფილტრიც ტივტივას როლს ასრულებს და არ იძირება. ერთი წუთის შემდეგ დაწერეთ, თუ რაზეა საუბარი.
პასუხი: ჩაის პაკეტებზე კომენტარი: ამ სიგარეტის თითოეული ღერი ჩაის პაკეტს წარმოადგენს.
წყარო: tea.ru/290-3663.html პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/920პასუხი -
ეს ბრიტანელი მეცნიერი ბოტანიკით იყო გატაცებული, თუმცა გარკვეულ სირთულეებს აწყდებოდა ხოლმე ერთი თავისებურების გამო. თავდაპირველად მის ნათესავებსა და მეგობრებს, რომლებსაც ის დახმარებისთვის მიმართავდა ხოლმე როცა რაიმეს დაინახავდა, ეგონათ, რომ ეს პიროვნება ხუმრობდა. მისი მხოლოდ ძმას ესმოდა, მაგრამ არ შეეძლო დახმარება. დაასახელეთ ეს ბრიტანელი მეცნიერი.
პასუხი: ჯონ დალტონი. კომენტარი: იგი ხშირად ეკითხებოდა მეგობრებს, ეს ყვავილი ვარდისფერია თუ ცისფერიო :) წყარო: elementy.ru/lib/431081 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/919პასუხი -
სტივენ სპილბერგის თქმით მას მხოლოდ ერთი მავნე ჩვევა გააჩნია: „არ ვეწევი, არ ვსვამ ყავას, არც ალკოჰოლს ვიღებ, ერთადერთი, რასაც ვაკეთებ, არის ეს.“ ერთი ხუმრობის თანახმად ქალბატონს, რომელმაც ვენერა მილოსელის მოდელის როლი შეასრულა, სწორედ ეს მავნე ჩვევა გააჩნდა. რა ჩვევაზეა საუბარი?
პასუხი: ფრჩხილების კვნეტაზე წყარო: "Esquire", 2007, N 1 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/918პასუხი