რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 80
-
„როდესაც ჯორჯ ფორმანმა თავისი ტიტული დაიბრუნა, ამან ძალიან გამამწარა (здорово задело меня за живое). მეც მომინდა დაბრუნება. მაგრამ როცა დილა გათენდა და სირბილის დრო დადგა, მე ისევ საწოლში ჩავწექი და ვთქვი: „კარგი, მე მაინც ყველაზე დიადი ვარ“. შეკითხვა: დაასახელეთ ამ სიტყვების ავტორი!
პასუხი: მუჰამედ ალი წყარო: esquire.ru/wil/muhammad-ali პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/917პასუხი -
ერთ-ერთ ამერიკულ იუმორისტულ სერიალში ერთ-ერთი პერსონაჟი სახელოსნოს ხსნის. სახელოსნოში, სტენდზე, გვერდიგვერდაა ჩამოკიდებული სახლის გასაღები, მანქანის გასაღები და ერთი სახეობის რამდენიმე ფრინველი. ერთი წუთის შემდეგ დაწერეთ ამ ფრინველის სახელი ინგლისურად.
პასუხი: turkey კომენტარი: Flat (ან house) keys, car keys, turkeys. აი ასეთი იუმორი აქვთ ამერიკელებს. წყარო: Police Squad s01e05 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/916პასუხი -
XIX საუკუნის შუაში, როდესაც ცდილობდნენ მისთვის სახელის შერჩევას, ჯეიმს ჩაილსმა წამოაყენა ვერსია ოკეანუსი, მისი ლურჯი შეფერილობის გამო. თუმცა არჩევანი საბოლოოდ სხვა სახელზე შეჩერდა. დაასახელეთ ის.
პასუხი: ნეპტუნი კომენტარი: საუბარია პლანეტა ნეპტუნზე, რომელსაც ლურჯი შეფერილობა აქვს. ნეპტუნი, როგორც მოგეხსენებათ, წყლებისა და ზღვის ღმერთია. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Neptune პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/915პასუხი -
ყვებიან, რომ ერთ-ერთი თეატრის მსახიობმა სპექტაკლის მიმდინარეობისას ტექსტს გადაუხვია და იკითხა: „ხომ ჯანმრთელადაა ირიადა ვლასევნა? დიდი ხანია, მისგან აღარაფერი მსმენია...“ ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ ირიადა ვლასევნას პროფესია.
პასუხი: სუფლიორი. კომენტარი: მსახიობს ტექსტი დაავიწყდა და ასეთი კითხვით სცადა სუფლიორის ყურადღების მიპყრობა. წყარო: "Теленеделя" N 47’2007 – გვ. 45 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/914პასუხი -
ამ „ქალბატონის“ გამოსახულებები ხშირად გვხვდება როგორც ანტიკური ხანის, ასევე თანამედროვე დეკორატიული ხელოვნების ნიმუშებზეც. ერთი იუმორისტული მოთხრობის თანახმად, სწორედ ის ეხმარებოდა მოქანდაკე პიგმალიონს სასწრაფო შეკვეთების შესრულებაში.
პასუხი: მედუზა გორგონა კომენტარი: ითვლება უბრალოდ მედუზაც ) წყარო:- ru.wikipedia.org/wiki/Горгонейон
- Лайон Олди – „Кое-что о женщинах“, მოთხრობა "Она"
პასუხი -
ის დაახლოებით 30 წლის წინ გაჩნდა. ერთი სახუმარო დიაგრამის თანახმად, ამ დიაგრამის 75% მას ჰგავს, 25% კი - არა. დაასახელეთ ის.
პასუხი: პეკმენი კომენტარი: ითვლება Pac-Man, Pacman, პაკმენი, პაკმანი და ყველა მსგავსი პასუხი.
წყარო: en.wikipedia.org/wiki/Pac-Man პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/912პასუხი -
1977 წელს, ამ პიროვნების გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, გადაიღეს მისდამი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი „მაწანწალა ჯენტლმენი“. დაასახელეთ ის.
პასუხი: ჩარლი ჩაპლინი კომენტარი: მაწანწალა - როლი, რომელმაც ჩაპლინს აღიარება მოუტანა. წყარო: „100 человек, которые изменили ход истории“, ნომერი 7 "Чаплин". პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/911პასუხი -
შეკითხვა #910 © ანტონ ვაჭარაძე
[დასარიგებელი მასალა (დასარიგებელი მასალა თითო გუნდზე უნდა დარიგდეს 10-12 ცალი)]
ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ აღნიშნული საკვები პროდუქტების კომპანიის ყველაზე ცნობილი ბრენდის სახელწოდება.პასუხი: სპამი კომენტარი: სპამი აშშ-ი კონსერვირებული ხორცის ყველაზე ცნობილი მარკაა. გუნდებს შეკითხვის დასმამდე ბევრი სპამი მიუვიდათ :) წყარო: en.wikipedia.org/wiki/Hormel პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/910პასუხი -
შეკითხვა #909 © ანტონ ვაჭარაძე
მას შემდეგ, რაც ტანსაცმლის დიზაინერი დონატელა ვერსაჩე დაქორწინდა მოდელ პოლ ბეკზე, დონატელას თავისუფლად შეეძლო გამოეყენებინა ერთი ფრაზა. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ თქვენთვის კარგად ნაცნობი [ქართული] ლიტერატურული პერსონაჟი, რომელსაც ეს ფრაზა ეკუთვნის.
პასუხი: დათა თუთაშხია კომენტარი: ფრაზა შემდეგნაირად ჟღერს: „ვისაც ჩავაცვი მან გამხადა“ :) წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/909პასუხი -
შეკითხვა #908 © ანტონ ვაჭარაძე
აკირა კუროსავას ერთ-ერთი X ბუნებრივ მოვლენას ასახავს და მისი სახელწოდებაა – „Y წითელში“ (ან „წითელი Y“). ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ კომპანია, რომელსაც ეწოდება Y X.
პასუხი: ფუჯიფილმი კომენტარი: აკირა კუროსავას ერთ–ერთ ფილმს ეწოდება „ფუჯი წითელში“ და ის ასახავს ვულკან ფუჯის (ან ფუძის) ამოფრქვევას. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/908პასუხი -
შეკითხვა #907 © ანტონ ვაჭარაძე
[წამყვანი ხაზს უსვამს: შეკითხვა ნომერი თორმეტი] დაასახელეთ ლიტერატურული ნაწარმოები, სადაც ელექრონათურის გამოცვლისას მომხდარი ინციდენტის შემდეგ, დანგრევის პირას მდგარი კლუბის დირექტორ კრასილნიკოვს, საშუალება ეძლევა ახალი კლუბი ააშენოს!
პასუხი: თორმეტი სკამი კომენტარი: ელექტრონათურას სკამზე შემდგარი დარაჯი ცვლის, რომელიც ჩამოვარდება, სკამი გატყდება და ძვირფასეულობაც გამოჩნდება. წყარო: И.Илф, Е.Петров. Двенадцать Стульев. Глава XL Сокровище პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/907პასუხი -
შეკითხვა #906 © ანტონ ვაჭარაძე
დაასახელეთ სიტყვა, რომელიც კითხვის ავტორმა ფოტოზე შავი კვადრატით დამალა.პასუხი: ქააბა კომენტარი: ქააბა არის შავი ქვა. დასარიგებელ მასალაზეც ავტორმა სიტყვა შეიძლება ითქვას შავი ქვის ერთი გვერდით დამალა. წყარო: www.google.ge/imgres?imgurl=http://www.sz-wholesal პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/906პასუხი -
შეკითხვა #905 © ანტონ ვაჭარაძე
2010 წლის არჩევნებამდე, საქართველოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ, საარჩევნო სიებიდან ამოიღო „რევიზორი“. ყურადღება, შეკითხვა: რომელი 2 სიტყვა შეცვალა კითხვის ავტორმა შეკითხვაში სიტყვით „რევიზორი“.
პასუხი: მკვდარი სულები კომენტარი: ნიკოლაი გოგოლის ერთი ნაწარმოების სათაურით შეცვლილი იყო მისი მეორე ნაწარმოების სათაური. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/905პასუხი -
შეკითხვა #904 © ანტონ ვაჭარაძე
ქვეყნის გაერთიანებისთვის მებრძოლი იტალიელი დემონსტრანტები ხშირად შეფარულად სკანდირებდნენ: „გაუმარჯოს ვიტორიო ემანუელს, იტალიის მეფეს!“ (Viva Vittorio Emmanuele Re d’Italia). ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ გვარი, რომელსაც ისინი ამ დროს ახსენებდნენ.
პასუხი: ვერდი კომენტარი: ფრაზის აბრევიატურა. ავსტრიელი ჯარისკაცები მშვენივრად ხვდებოდნენ, თუმცა ვერანაირად ვერ დასჯიდნენ ხალხს მუსიკის სიყვარულისთვის. წყარო: Вокруг Света. #2844. გვ.103 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/904პასუხი -
შეკითხვა #903 © ანტონ ვაჭარაძე
რუსეთის ამ ქალაქთან მდინარე მკვეთრად იცვლის დინების მიმართულებას. ამავე ქალაქში მე–16 საუკუნეში მოხდა უკვე ყველა თქვენთაგანისთვის ცნობილი მოვლენა. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ ეს ქალაქი!
პასუხი: უგლიჩი კომენტარი: მდინარე „ვოლგა“ მკვეთრად იცვლის დინებას, ანუ აკეთებს კუთხეს. თქვენთვის კარგად ნაცნობი მოვლენა კი ცარევიჩ დიმიტრის მკვლელობაა, რომელიც ჩვენი პაკეტის მე–4 კითხვაში იყო ნახსენები :) წყარო: ru.wikipedia.org/wiki/%D0%A3%D0%B3%D0%BB%D0%B8%D1% პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/903პასუხი