რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 81
-
შეკითხვა #902 © ანტონ ვაჭარაძე
კარიკატურების კოლაჟში – „უდიდესი ადამიანები მერხებთან“, მასწავლებელი უბრაზდება ბავშვს: „აღიარე, ვინ დაგეხმარა ამის დაწერაში?!“. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ მაქსიმალურად ზუსტად თუ ვინაა ეს [ფრანგი] ბავშვი.
პასუხი: ალექსანდრე დიუმა მამა კომენტარი: როგორც ცნობილია დიუმა მამა ყველა თავის ნაწარმოებს დაქირავებული თანაშემწეების მთელ ჯგუფს აწერინებდა. წყარო: www.webpark.ru/comment/47369 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/902პასუხი -
შეკითხვა #901 © ანტონ ვაჭარაძე
85 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საიტზე jewish.ru ამ ადამიანს მიეძღვნა სტატია, რომლის სათაური ასე იწყებოდა: „ყველასთვის ცნობილი ...“. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ ადამიანის გვარი.
პასუხი: ნეიზვესტნი (ერნსტ) („უცნობი“-ც ითვლება) კომენტარი: სტატიას ეწოდებოდა „Всем известный Неизвестный“. ერნსტ ნეიზვესტნი ყველაზე ცნობილი რუსი-ებრაელი მოქანდაკეა. (სხვათა შორის, სწორედ ერნსტ ნეიზვესტნის ნამუშევარია მერაბ მამარდაშვილის ბიუსტი, რომელიც 2001 წელს გაიხსნა თბილისში). წყარო: www.jewish.ru/culture/art/2010/04/news994284243.ph პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/901პასუხი -
შეკითხვა #900 © ანტონ ვაჭარაძე
კომპანია პიცა-ჰატი, თავის ერთ–ერთ სარეკლამო პლაკატზე აქცენტს აკეთებს სწრაფ მოწოდებაზე. ყურადღება შეკითხვა: დახატეთ თქვენს ფურცელზე თუ როგორაა განლაგებული სურათზე ნაჩვენები პიცის ორი ნაჭერი.
პასუხი: ▶ ▶ კომენტარი: ჩაითვლება ყველა პასუხი, სადაც ხატია მუსიკალური და ვიდეოჩანაწერების გადახვევის ღილაკი. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/900პასუხი -
შეკითხვა #899 © ანტონ ვაჭარაძე
[წამკითხველი გამოტოვების ადგილას ჩვეულზე ცოტა მეტხანს შეჩერდეს; გარდა ამისა ხმით გამოყოს ქალაქის სახელი]
1591 წელს რუსეთის ქალაქ უგლიჩში სიკვდილით დასაჯეს 200 ადამიანი და მათი აჯანყებისკენ მომხმობი [.....], რომელსაც ყური და ენა მოაჭრეს. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ სიტყვა, რომელიც ავტორმა შეკითხვაში გამოტოვა.პასუხი: ზარი კომენტარი: მეფის ძის, დიმიტრის მკვლელობის შემდეგ, მოსახლეობას აჯანყებისკენ ქალაქის მთავარი ეკლესიის ზარით მოუხმეს, რომელსაც საბოლოოდ ასე მოექცნენ, არადა საწყალმა რა დააშავა :( წყარო: ru.wikipedia.org/wiki/%D0%A3%D0%B3%D0%BB%D0%B8%D1% პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/899პასუხი -
შეკითხვა #898 © ანტონ ვაჭარაძე
საკალთბურთო გუნდ „როკეტსის“ მიერ, მიჯრით რამდენიმე წაგებით NBA–ს სეზონის დაწყებას, ინტერნეტში მიეძღვნა სტატია, რომლის სათაურიც წარმოადგენდა ცნობილ ფრაზას. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ ეს ფრაზა!
პასუხი: Houston, we have a problem (ჰიუსტონ, პრობლემაა). კომენტარი: „როკეტსი“ ჰიუსტონის საკალათბურთო გუნდია და მათ მართლაც რომ პრობლემები გააჩნდათ. წყარო: bleacherreport.com/articles/507364-houston-rockets პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/898პასუხი -
შეკითხვა #897 © ანტონ ვაჭარაძე
"Notebook" - ეს არის ლექსების კრებულის სახელწოდება, რომელშიც ავტორმა შეცვალა ერთი ასო. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ვის ეკუთვნის ეს ლექსების კრებული?
პასუხი: კოტე ყუბანეიშვილს კომენტარი: N–ით შეცვლილი იყო ასო K. კოტე ყუბანეიშვილის კრებულს „კოტებუქი“ ეწოდება. წყარო: კოტე ყუბანეიშვილი, "Kotebook" პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/897პასუხი -
შეკითხვა #896 © ანტონ ვაჭარაძე
ცხენოსნობაში ასე ეწოდება მხედრის მდგომარეობას, როდესაც ის წრის პირველ, ყველაზე მოკლე მონაკვეთზე დგას. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ ამ მდგომარეობის სახელწოდება ორი სიტყვით, რომლებიც ერთიდაიგივე ასოზე იწყება.
პასუხი: პოულ პოზიცია კომენტარი: შემდეგ ეს ტერმინი ავტორბოლაშიც გავრცელდა. გისურვებთ ჩემპიონატი პოულ–პოზიციით დაგეწყოთ :) წყარო: en.wikipedia.org/wiki/Pole_position პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/896პასუხი -
შეკითხვა #895 © ირაკლი გუნია
ვიკიპედიის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეაში ლიდერთა გვარებს ყოველთვის წერენ იქსით. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.პასუხი: მსხვილი შრიფტი წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/895პასუხი -
შეკითხვა #894 © ირაკლი გუნია
იქსი იქსზე აქვს სათამაშოების კომპანია „ჰასბროს“. დაასახელეთ იქსი ერთი სიტყვით!
პასუხი: მონოპოლია წყარო: en.wikipedia.org/wiki/Monopoly_(game) პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/894პასუხი -
შეკითხვა #893 © მიშელ მატვეევი
ბორის აკუნინის ერთ-ერთი რომანის ილუსტრაციაზე გამოსახულია თავად ავტორი ამ პროფესიის ადამიანის მოკრძალებულ როლში. დაასახელეთ ეს პროფესია, თუ გიკარნახებთ და გეტყვით, რომ რომანი თეატრზეა.
პასუხი: სუფლიორი კომენტარი: „გიკარნახებთ“ - მინიშნებაა წყარო: flibusta.net/b/190780/read პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/893პასუხი -
შეკითხვა #892 © იური კალიაკინი
1915 წელს გერმანული არმიის მორიგი შემოტევის დროს რუსი ჯარისკაცები ჩიოდნენ, რომ ოფიცრებს უკეთესი „სპილოები“ ჰქონდათ, ვიდრე მათ. დაასახელეთ, თუ რას უწოდებდნენ რუსი ჯარისკაცები „სპილოს“.
პასუხი: აირწინაღი წყარო: militera.lib.ru/tw/figurnovsky_na/02.html პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/892პასუხი -
შეკითხვა #891 © ნიკოლაი ლეგიონსკი
ერთ-ერთი თანამედროვე რუსი პოეტის ლექსი მთავრდება სიტყვებით „დაახრჩვე იგი, ბელადო“. დაასახელეთ 1962 წელს გამოჩენილი [ლიტერატურული] პერსონაჟი, რომელიც არის ლექსის მთავარი გმირი.
პასუხი: რენდელ პატრიკ მაკმერფი წყარო: split-dagger.livejournal.com/3994.html?mode=reply პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/891პასუხი -
შეკითხვა #890 © ანტონ ვაჭარაძე
whatchamacallit - ამ სიტყვას ინგლისურ ენაში იყენებენ ერთ გარკვეულ სიტუაციაში. იმავე ვითარებაში ქართულ ენაში ხმარობენ ფრაზას, რომელშიც ფიგურირებს საკვების სახელი. დაასახელეთ ეს საკვები!
პასუხი: მჭადი კომენტარი: ეს სიტყვა ინგლისურში იმ დროს გამოიყენება, როცა მთქმელს რაიმე ადვილი ან ცნობილი სახელი დაავიწყდა, მჭადის სახელი ქართულ ენაში ანალოგიურია წყარო: ABBYY Lingvo 9.0 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/890პასუხი -
შეკითხვა #889 © მარკ ლენივკერი
„სამი მუშკეტერის“ ერთ-ერთ ფრანგულ კინოვერსიაში დ’არტანიანი ხმალზე აგებს სამ ქუდს. ამასთან დაკავშირებით, კითხვის ავტორს გაახსენდა ერთი სპორტული ტერმინი. დაასახელეთ ეს ტერმინი.
პასუხი: ჰეთ-თრიკი კომენტარი: ჰეთ-თრიქი ნიშნავს „ოინს ქუდით“, იგი იხმარება ერთი მოთამაშის მიერ სამი გატანილი გოლის აღსანიშნავად. წყარო: www.imdb.com/title/tt0046461/ პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/889პასუხი -
შეკითხვა #888 © გაგი გაბრიჭიძე
ჩაკ პალანიკის ნაწარმოებში პერსონაჟები იმაზე ლაპარაკისას, თუ როგორ უნდა გაშიფრონ ძველ ენებზე დაწერილი საგალობლების წიგნი, ახსენებენ ერთ ხმელთაშუაზღვისპირულ პორტს. დაასახელეთ ეს პორტი.
პასუხი: როზეტა (რაშიდი) კომენტარი: ტექსტი რამდენიმე ენაზეა დაწერილი, ისევე როგორც როზეტის ქვის წარწერა წყარო: lib.ru/INPROZ/PALANUK/kolybelnaya.txt პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/888პასუხი