თბილისის 42-ე ჩემპიონატი
I ტური
I ლიგა
6 მარტი, 2011
-
შეკითხვა #876 © დაჩი ქინქლაძე
ყურადღება, ვიწყებთ თამაშს! ფილმი „მოგზაურობა ჩემს დეიდასთან“ მთავრდება ისე, რომ იქსი არის ჰაერში, რითაც რეჟისორი მაყურებელს უტოვებს შესაძლებლობას თავად აირჩიოს ფილმის დასასრული. დაასახელეთ იქსი ერთი სიტყვით.
პასუხი: მონეტა კომენტარი: ფილმის დასასრული დამოკიდებულია იმაზე თუ რომელ მხარეზე დაეცემა გმირის მიერ აგდებული მონეტა. ჩვენ კი თამაშს მონეტის აგდებით ვიწყებთ. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Coin_flipping ბმული: http://moazrovne.net/q/876პასუხი -
შეკითხვა #877 © ნატალია კუდრიაშოვა, იური ვიმენეცი
ამ ამერიკელის შესახებ არსებული ერთ-ერთი ბიოგრაფია მთავრდება თავით „ტრაგედია კომედიის დროს“. დაასახელეთ ეს ამერიკელი.
პასუხი: აბრაამ ლინკოლნი კომენტარი: იგი მოკლეს კომედია „ჩემი ამერიკელი კუზენის“ დროს წყარო: 100 человек, которые изменили ход истории. Выпуск N59, 2009. Авраам Линкольн. С.18. ბმული: http://moazrovne.net/q/877პასუხი -
შეკითხვა #878 © რატი შუბლაძე
მწერალი მალხაზ ხარბედია თავის ერთ-ერთ წერილში ახალგაზრდა გაბედულ ქართველ პროზაიკოსებს ახასიათებს 1998 წლის გახმაურებული ფრანგული რომანის სახელწოდებაზე შექმნილი კალამბურით. დაასახელეთ ეს კალამბური.
პასუხი: ელემენტარული ლაწირაკები წყარო: www.radiotavisupleba.ge/archive/Malkhaz_Kharbedia/ ბმული: http://moazrovne.net/q/878პასუხი -
შეკითხვა #879 © ოლგა ეჟკოვა
60-იან წლებში ბრაზილიელი ფეხბურთელები ერთ აბრევიატურას განმარტავდნენ, როგორც „კაიდადო კოინ კრეოლო პელე“, რაც ნიშნავს „ფრთხილად ეთამაშეთ კრეოლ პელეს“. დაასახელეთ ეს აბრევიატურა.
პასუხი: სსსრ (СССР) კომენტარი: ბრაზილიელი ფეხბურთელები რუსულად დაწერილ აბრევიატურას კითხულობდნენ ლათინური ასოებით. წყარო: www.sport-express.ru/art.shtml?180458 ბმული: http://moazrovne.net/q/879პასუხი -
შეკითხვა #880 © ანდრეი და ანტონ გრიგოროვები
მწერალი გომეს დე ლა სერნა ამას ადარებს საუკუნეების საუზმეზე გატეხილ ჭიქას. ერთ-ერთ საბავშვო კონსტრუქტორში, ამის ასაწყობ კომპლექტს მოჰყვება რამდენიმე ადამიანის, ლომის და ვეფხვის ფიგურები. დაასახელეთ ეს.
პასუხი: კოლიზეუმი წყარო:- Гомес де ла Серна, Рамон. Избранное: Пер. с исп. - М.: Худож. лит., 1983
- www.neopod.ru/products/Playmobil_neo021564/
პასუხი -
შეკითხვა #881 © გაგი გაბრიჭიძე
სერიალის „ჩიპი და დეილი“ ერთ-ერთ სერიაში ჩიპი და დეილი იმალებიან თივის ზვინში. მას შემდეგ რაც თივის ზვინი იწვება, ფერფლში ისინი პოულობენ ამას. რას?
პასუხი: ნემსი კომენტარი: ალუზია თივის ზვინში ნემსის პოვნაზე. წყარო: ავტორის პირადი დაკვირვება ბმული: http://moazrovne.net/q/881პასუხი -
შეკითხვა #882 © ვლადიმერ უკრაინეცი
ჩინელი მხატვარი აი ვეივეი მაო ძედუნის პიროვნების კულტის აღწერისას საუბრობს ისეთ ადამიანებზე, რომლებიც გამუდმებით სახეში შესცქეროდნენ დიდ ბელადს. მათ მხატვარი მოიხსენიებს ისევე, როგორც ეწოდება 1887-88 წლებში საფრანგეთში შექმნილ ნაწარმოებს. დაასახელეთ ეს ნაწარმოები!
პასუხი: მზესუმზირები წყარო: en.wikipedia.org/wiki/Sunflowers_(series_of_painti ბმული: http://moazrovne.net/q/882პასუხი -
შეკითხვა #883 © სანდრო რაჩკოვსკი
ამერიკელ კალათბურთელს, მორის პიტერსონს, რომელიც 3-ნომრიანი მაისურით ასპარეზობდა, მეტსახელად ეძახიან 1993 წლიდან არსებულ ფორმატს. დაასახელეთ მისი მეტსახელი.
პასუხი: MP3 კომენტარი: მორის პიტერსონი და 3-ნომრიანი არის აკრონიმები წყარო: str8hoops.com/nba-player-nicknames/ ბმული: http://moazrovne.net/q/883პასუხი -
შეკითხვა #884 © ანტონ ვაჭარაძე
ნაოჭების საწინააღმდეგო პრეპარატის რეკლამაზე გამოსახულია იქსის ყელში გაჭედილი კაფსულა. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: ქვიშის საათი კომენტარი: პრეპარატი თითქოს დროს აჩერებს წყარო: Вокруг Света. №10 (2841). Октябрь 2010. გვ. 147 ბმული: http://moazrovne.net/q/884პასუხი -
შეკითხვა #885 © ირაკლი გუნია
ჟურნალ „დრო მშვიდობისას“ ერთ-ერთი სტატიაში, საქართველოში ამ ნაწარმოების ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟი შედარებულია დენის დარტყმასთან. დაასახელეთ ეს ნაწარმოები.
პასუხი: და ვინჩის კოდი კომენტარი: დენ ბრაუნის რომანია წყარო: „დრო მშვიდობისა“, #1, 2011, გვ. 54 ბმული: http://moazrovne.net/q/885პასუხი -
შეკითხვა #886 © ალექსანდრე სპივაკოვი
ამას წინათ, იხტიოლოგებმა დაადგინეს, რომ თუ ამის საკვებ რაციონში არ იქნება ზღვის ვარსკვლავები და მოლუსკები, ის გაიზრდება აბსოლუტურად უსაფრთხო. ეს ამბავი არ ყოფილა სასიამოვნო მაღალანაზღაურებადი ვიწრო სპეციალობის ადამიანებისთვის. დაასახელეთ იხტიოლოგების კვლევის ეს საგანი!
პასუხი -
შეკითხვა #887 © სერგეი ბელოვი
XIV საუკუნის თურქი პოეტი საიფ სარაი ერთგან მეტაფორულად აღწერს თავისი სატრფოს ირგვლივ მავალ შეყვარებულ გოგონას. მთარგმნელის თქმით, ამით თურქმა პოეტმა თითქმის ორი საუკუნით დაასწრო ერთ პიროვნებას. დაასახელეთ ეს პიროვნება.
პასუხი: ნიკოლაი კოპერნიკი კომენტარი: საიფ სარაი შეყვარებულ გოგონას ადარებს მზის ირგვლივ მოძრავ დედამიწას ბმული: http://moazrovne.net/q/887პასუხი -
შეკითხვა #888 © გაგი გაბრიჭიძე
ჩაკ პალანიკის ნაწარმოებში პერსონაჟები იმაზე ლაპარაკისას, თუ როგორ უნდა გაშიფრონ ძველ ენებზე დაწერილი საგალობლების წიგნი, ახსენებენ ერთ ხმელთაშუაზღვისპირულ პორტს. დაასახელეთ ეს პორტი.
პასუხი: როზეტა (რაშიდი) კომენტარი: ტექსტი რამდენიმე ენაზეა დაწერილი, ისევე როგორც როზეტის ქვის წარწერა წყარო: lib.ru/INPROZ/PALANUK/kolybelnaya.txt ბმული: http://moazrovne.net/q/888პასუხი -
შეკითხვა #889 © მარკ ლენივკერი
„სამი მუშკეტერის“ ერთ-ერთ ფრანგულ კინოვერსიაში დ’არტანიანი ხმალზე აგებს სამ ქუდს. ამასთან დაკავშირებით, კითხვის ავტორს გაახსენდა ერთი სპორტული ტერმინი. დაასახელეთ ეს ტერმინი.
პასუხი: ჰეთ-თრიკი კომენტარი: ჰეთ-თრიქი ნიშნავს „ოინს ქუდით“, იგი იხმარება ერთი მოთამაშის მიერ სამი გატანილი გოლის აღსანიშნავად. წყარო: www.imdb.com/title/tt0046461/ ბმული: http://moazrovne.net/q/889პასუხი -
შეკითხვა #890 © ანტონ ვაჭარაძე
whatchamacallit - ამ სიტყვას ინგლისურ ენაში იყენებენ ერთ გარკვეულ სიტუაციაში. იმავე ვითარებაში ქართულ ენაში ხმარობენ ფრაზას, რომელშიც ფიგურირებს საკვების სახელი. დაასახელეთ ეს საკვები!
პასუხი: მჭადი კომენტარი: ეს სიტყვა ინგლისურში იმ დროს გამოიყენება, როცა მთქმელს რაიმე ადვილი ან ცნობილი სახელი დაავიწყდა, მჭადის სახელი ქართულ ენაში ანალოგიურია წყარო: ABBYY Lingvo 9.0 ბმული: http://moazrovne.net/q/890პასუხი -
შეკითხვა #891 © ნიკოლაი ლეგიონსკი
ერთ-ერთი თანამედროვე რუსი პოეტის ლექსი მთავრდება სიტყვებით „დაახრჩვე იგი, ბელადო“. დაასახელეთ 1962 წელს გამოჩენილი [ლიტერატურული] პერსონაჟი, რომელიც არის ლექსის მთავარი გმირი.
პასუხი: რენდელ პატრიკ მაკმერფი წყარო: split-dagger.livejournal.com/3994.html?mode=reply ბმული: http://moazrovne.net/q/891პასუხი -
შეკითხვა #892 © იური კალიაკინი
1915 წელს გერმანული არმიის მორიგი შემოტევის დროს რუსი ჯარისკაცები ჩიოდნენ, რომ ოფიცრებს უკეთესი „სპილოები“ ჰქონდათ, ვიდრე მათ. დაასახელეთ, თუ რას უწოდებდნენ რუსი ჯარისკაცები „სპილოს“.
პასუხი: აირწინაღი წყარო: militera.lib.ru/tw/figurnovsky_na/02.html ბმული: http://moazrovne.net/q/892პასუხი -
შეკითხვა #893 © მიშელ მატვეევი
ბორის აკუნინის ერთ-ერთი რომანის ილუსტრაციაზე გამოსახულია თავად ავტორი ამ პროფესიის ადამიანის მოკრძალებულ როლში. დაასახელეთ ეს პროფესია, თუ გიკარნახებთ და გეტყვით, რომ რომანი თეატრზეა.
პასუხი: სუფლიორი კომენტარი: „გიკარნახებთ“ - მინიშნებაა წყარო: flibusta.net/b/190780/read ბმული: http://moazrovne.net/q/893პასუხი -
შეკითხვა #894 © ირაკლი გუნია
იქსი იქსზე აქვს სათამაშოების კომპანია „ჰასბროს“. დაასახელეთ იქსი ერთი სიტყვით!
პასუხი -
შეკითხვა #895 © ირაკლი გუნია
ვიკიპედიის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეაში ლიდერთა გვარებს ყოველთვის წერენ იქსით. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.პასუხი
- პაკეტის კომენტარები: