რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 102
-
არტურ კონან დოილის წიგნში “ბრიგადირ ჟერარის გმირობანი” მთავარი გმირი – ეტიენ ჟერარი – ამბობს, რომ 1812 წლის რუსული კომპანიის შემდეგ მას აღარ ძალუძს უცქიროს ამ ორ ფერს ერთმანეთის გვერდით. რომელ ორ ფერზეა საუბარი?
პასუხი: წითელი და თეთრი (“სისხლის ლაქები თოვლზე”) პაკეტი: საქართველოს მე-5 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/586პასუხი -
მისი ნამდვილი სახელი და გვარია – გერჰარდ გერჰარდსი. ყველაზე ცნობილი მისი ნაწარმოები დაკავშირებულია იმასთან, რასაც ბომარშემ უწოდა “პატივმოყვარეობის განუყრელი მეგობარი”. დაასახელეთ მისი ფსევდონიმი!
პასუხი: ერაზმ როტერდამელი პაკეტი: საქართველოს მე-5 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/585პასუხი -
ის ითვლებოდა ჰერაკლეს შთამომავლად. მის ერთ-ერთ ნაწარმოებს ეწოდება “ჰაერი, მიწა და წყალი”, მეორეს – “პროგნოზირება”. კითხვა: რა ეწოდება ფართოდ ცნობილ ტექსტს, რომლის ავტორიც, გავრცელებული მცდარი აზრის საწინააღმდეგოდ, ის არ არის?
პასუხი: “ჰიპოკრატეს ფიცი” პაკეტი: საქართველოს მე-5 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/584პასუხი -
ეს ნივთიერება – მჟავური წვიმების შემადგენელი ძირითადი კომპონენტია. გაზის მდგომარეობაში მას შეუძლია გამოიწვიოს მძიმე დამწვრობა. ამ ნივთიერების კუჭში მოხვედრის შედეგი შეიძლება გახდეს გაძლიერებული ოფლიანობა, დიდი დოზის შემთხვევაში კი – ღებინება. მისი შემთხვევითი შესუნთქვის შემთხვევაში კი, არ არის გამორიცხული ლეტალური აღსასრული. დაასახელეთ ეს ნივთიერება!
პასუხი: წყალი პაკეტი: საქართველოს მე-5 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/583პასუხი -
ბევრ ხალხებში მათ ჰქონდათ კულტური მნიშვნელობა, ასიმბოლიზებდნენ რა წინაპრების ძლევამოსილობას და ტოტემურ ცხოველებს. ახალი გვინეის პაპუასები მათ კოვზით აჭმევენ. ადრე მათ ხშირად გამოსახავდნენ დროშებზე, ამჟამად კი მათი გამოსახულება ხშირად შეიძლება ვიხილოთ სხვადასხვა ხელსაწყოებსა და მოწყობილობებზე. დაასახელეთ იმ ერთ-ერთი მათგანის ყოფილი მფლობელის სახელი, რომელიც გახდა თქვენთვის ცნობილი სამეფოს ოჯახის წარმომადგენლის ფილოსოფიური მსჯელობის საგანი!
პასუხი: იორიკი პაკეტი: საქართველოს მე-5 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/582პასუხი -
მისი შვილიშვილის მტკიცებით, ამ ადამიანს სულაც არ ჰქონდა მიდრეკილება პირქუში ფატალიზმისადმი. და როგორც წერს შვილიშვილი, მას რომ მიექცია ყურადღება, რომ ბუტერბროდი ყოველთვის კარაქიანი ზედაპირით ეცემა, ის არა მარტო მოახდენდა ფაქტის კონსტატაციას, არამედ მოიგონებდა რამეს, იმისათვის, რომ ბუტერბროდები ან საერთოდ არ ეცემოდნენ ანაც ეცემოდნენ უკარაქო ზედაპირით. დაასახელეთ ამ ადამიანის გვარი.
პასუხი: მერფი პაკეტი: საქართველოს მე-5 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/581პასუხი -
ეს გრანდიოზული მშენებლობა დაიწყო 1948 წლის 2 აგვისტოს და დასრულდა 1950 წლის 16 ივნისს. იმ მეტალოკონსტრუქციებით, რომლიბიც დაიხარჯა მშენებლობაზე, ერთნახევარჯერ შეიძლება დედამიწის ეკვტორის შემოვლება, ცემენტისაგან კი შეიძლება აშენდეს “ემპაირ სტეიტ ბილდინგზე” ორჯერ მაღალი სვეტი. რა ეწოდება ამ მშენებლობის შედეგს?
პასუხი: სტადიონი ”მარაკანა” პაკეტი: საქართველოს მე-5 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/580პასუხი -
ეს ადამიანი, რომლის საგვარეულოც დასაბამს იწყებს ვინმე ოლივერ დე პიუნშარდონიდან, ცხოვრობდა მე-19 საუკუნეში. მის მიერ დაარსებული ფირმა დღემდე ატარებს მის სახელს. ამ ფირმის მონაწილეობის გარეშე დიდი ხანია უკვე აღარ ტარდება არც ოლიმპიური თამაშები, არც “ფორმულა-1”-ის რბოლები და არც “ოსკარების” მინიჭების ცერემონია. რა ეწოდება ამ ფირმას?
პასუხი: “პინკერტონის დეტექტიური სააგენტო” პაკეტი: საქართველოს მე-5 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/579პასუხი -
ამ წიგნს ცნობილი ამერიკელი ფანტასტი დევიდ ბრინი უწოდებს ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს სამეცნიერო-ფანტასტიკურ ნაწარმოებს და ამტკიცებს, რომ იგი მსოფლიოს დაეხმარა იმ სისტემის რეფორმირებაში, რომელიც ავტორს აბსოლუტურად არარეფორმირებადად მიაჩნდა. დაასახელეთ ეს წიგნი!
პასუხი: მარქსის ”კაპიტალი” პაკეტი: საქართველოს მე-5 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/578პასუხი -
ბონჩ-ბრუევიჩისადმი 1920 წლის 5 თებერვალს მიწერილ წერილში ლენინმა მოიყვანა ფრაზა “გაზეთი ქაღალდისა და მანძილის გარეშე”. რა ჰქონდა მას მხედველობაში?
პასუხი: რადიომაუწყებლობა პაკეტი: საქართველოს მე-5 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/577პასუხი -
1788 წელს ინგლისელმა ზღვაოსანმა თომას ჰილბერტმა გამოიკვლია ეკვატორზე განლაგებულ მარჯნის კუნძულთა ჯგუფი, რომელთაც შემდგომში მის საპატივცემლოდ მიიღეს სახელწოდება. 1979 წელს მარჯნის ამ 16-მა კუნძულმა სხვა კუნძულებთან ერთად შექმნეს დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც დღემდე არ არის გაეროს წევრი. რა ეწოდება ამ სახელმწიფოს?
პასუხი: კირიბატი კომენტარი: ”კირიბატი” თომას ჰილბერტის მეტსახელი იყო. პაკეტი: საქართველოს მე-5 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/576პასუხი -
ჯარისკაცი და დიპლომატი – ასეთი იყო საერთაშორისო ურთიერთობების კლასიკური სიმბოლოები XX საუკუნის დასაწყისში. მაგრამ ჩვენი საუკუნის ბოლოს, სახელმწიფოთაშორისი ინტეგრაციის გათვალისწინებით სპეციალისტები ასახელებენ ორ ახალ სიმბოლოს, ე.წ. ორ “ტ”-ს. დაასახელეთ ეს ორი სიმბოლო!
პასუხი: ტურისტი და ტერორისტი პაკეტი: საქართველოს მე-5 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/575პასუხი -
ეს პატარა ლომბარდიული ქალაქი – ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია იტალიაში. ამჟამად აქ ცხოვრობენ და საქმიანობენ იმ სამი განთქმული საგვარეულოს შთამომავლები, რომლებმაც სახელი გაუთქვეს ამ ქალაქს. რამდენიმე წლის წინ კი, ამ 80 ათასიანი ქალაქის საფეხბურთო გუნდი სერია “A”-შიც კი გამოდიოდა. დაასახელეთ ეს ქალაქი!
პასუხი: კრემონა კომენტარი: გვარები – ამატი, გვარნერი და სტრადივარი პაკეტი: საქართველოს მე-5 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/574პასუხი -
1951 წელს შექმნილი ამ ორგანიზაციის სრული სახელწოდება ქართულ თარგმანში ჟღერს შემდეგნაირად: “დაზვერვისა და სპეციალური დავალებების ინსტიტუტი”. ეს სახელწოდება ცოტა ვინმესთვის თუა ცნობილი, აი, მისი შემოკლებული ვარიანტი კი ალბათ ყველას გსმენიათ. რა სახელწოდებით ვიცნობთ ჩვენ ამ ორგანიზაციას?
პასუხი: მოსსადი პაკეტი: საქართველოს მე-5 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/573პასუხი -
ანა ახმატოვას აზრით მე-19 საუკუნის ნამდვილი და არა კალენდარული დასაწყისი დაემთხვა 1814-15 წლების ვენის კონგრესს. კითხვა: რომელ წელს დაიწყო მისი აზრით “ჭეშმარიტი”, და არა კალენდარული მე-20 საუკუნე?
პასუხი: 1914 წლის შემოდგომაზე, I მსოფლიო ომთან ერთად პაკეტი: საქართველოს მე-5 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/572პასუხი