რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 105
-
ალფრედ ბრემი თავის ნაშრომებში ყველა შინაურ (ფინია) ძაღლს ყოფს 7 ჯგუფად: 1) მწევრები, 2) დოგები, 3) ტაქსები, 4) მეძებრები, 5) ბალონკები, 6) პინჩერები და 7) საკუთრივ შინაური ძაღლები ანუ ნაგაზები (ოვჩარკა), შპიცები და ლაიკები.
კითხვა: რომელ დასახელებულ ჯგუფს მიაკუთვნა ბრემმა სენბერნარები და ნიუფაუნდლენდები?პასუხი: ბალონკებს კომენტარი: თუ ზომებს არ მივაქცევთ ყურადღებას, სხეულის აგებულება და დრუნჩის ფორმა მათ მსგავსი აქვთ პაკეტი: საქართველოს მე-4 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/541პასუხი -
ინგლისელების მიერ ფეხბურთის სიყვარული უზომოა და საქვეყნოდაა ცნობილი. ფანების დაწყნარება თამაშის დროს პრაქტიკულად შეუძლებელია, ისინი ღრიალებენ, მღერიან, უკრავენ ყველანაირ დასარტყამ და ჩასაბერ ინსტრუმენტებზე და ასე ქომაგობენ თავიანთ გუნდს. რატომ არის მუდმივად გულგრილი და ინარჩუნებს სამარისებულ სიჩუმეს ლონდონის “არსენალის” 120 გულშემატკივარი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ ტოვებენ არცერთ მატჩს “ჰაიბრი სტედიუმზე”?
პასუხი: ისინი დასფლავებული არიან სტადიონის გაზონის ქვეშ პაკეტი: საქართველოს მე-4 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/540პასუხი -
შუა საუკუნეების იაპონიაში არსებობდა მუსიკოსი-ძატოებისა და მასაჟისტი-ძატოების მთელი გილდიები. გილდიებში ხალხი გაერთიანებული იყო არა მარტო ხელობის, არამედ კიდევ ერთი საერთო ნიშნის მიხედვით, რომლის სიმულირებაც იშვიათობას არ წარმოადგენდა. გადამითარგმნეთ იაპონურ ენაზე სიტყვა ძატო!
პასუხი: უსინათლო, ბრმა პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/539პასუხი -
ამ საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთის მსოფლიოში უმსხვილეს მწარმოებლად ითვლება კომპანია “როქსაიდ ინთერნეშნლ”. მისი სპეციალისტების აზრით, სწორედ “როქსაიდ ინთერნეშნლ”-ის პროდუქცია აკმაყოფილებს ყველაზე მაღალ მოთხოვნებს. ამას ამზადებენ იმავე მასალისაგან, რისგანაც კეთდება სუპერთანამედროვე ჭოკები (ხტომისათვის) და საავტომობილო ბამპერები. მისი ფორმა აეროდინამიკურად ოპტიმიზირებულია, განსაკუთრებული ყურადღება კი ექცევა იმას, რომ მოხმარების დროს მისი სამუშაო ზედაპირის ქვეშ არ წარმოიქმნას ჰაერის ბალიში. რისთვის გამოიყენება ეს?
პასუხი: ბუზების საკლავად პაკეტი: საქართველოს მე-4 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/538პასუხი -
თუ დავუჯერებთ აშშ-ს ინჟინერ-მშენებლების ასოციაციის მონცემებს, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ნაგებობა არის არა ახლახან კუალა-ლუმპურში აშენებული ცათამბჯენი “პეტრონასი” - 452მ, არა ტორონტოს ტელეკოშკი - 553მ, არა ფარგოს ტელეანძა - 629მ და არა 1991 წელს დაცემული პოლონეთის რადიოს ანძა - 646,5მ, არამედ ნაგებობა, რომლის სიმაღლეა 990,6მ.
კითხვა: რა ფუნქციას ასრულებს ეს ნაგებობა?პასუხი: ეს არის შუა ზღვაში ჭაბურღილიდან ნავთობის მოსაპოვებელი პლატფორმა პაკეტი: საქართველოს მე-4 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/537პასუხი -
ბრიტანიკის ენციკლოპედიის უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, ეს ენა გამოყენების მხრივ მეოთხე ადგილზეა აშშ-ში ინგლისურის, ესპანურისა და იტალიურის შემდეგ. მისი ერთ-ერთი წინამორბედი შემუშავებული იქნა საფრანგეთში და ამერიკაში გამოჩნდა მხოლოდ მე-19 საუკუნის დასაწყისში. დაასახელეთ ეს ენა!
პასუხი: ჟესტების ენა პაკეტი: საქართველოს მე-4 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/536პასუხი -
უეჭველად კოლეგებს შორის ყველაზე არასაყვარელ დეპუტატად ითვლება ბუნდესტაგის წევრი ჰერალდ ჰეფნერი, რომელიც მწვანეთა პარტიის თავმჯდომარეა. ის არასოდეს არ ბილწსიტყვაობს ტრიბუნაზე, არასოდეს არ ეუხეშება ქალ-დეპუტატებს და წუწავს პოლიტიკურ ოპონენტებს ლუდით. იგი წყნარად და აუღელვებლად ამბობს თავის სათქმელს და მუდამ კატეგორიულად წინააღმდეგია ერთი გადაწყვეტილებისა, რის გამოც კოლეგები მას უბრალოდ ვერ იტანენ და ღიად ლანძღავენ სხდომებზე, დერეფნებში, ლიფტებში და ა.შ.
კითხვა: რის წინააღმდეგ გამოდის მუდმივად ჰ. ჰეფნერი?პასუხი: იგი წინააღმდეგია დეპუტატებისათვის ხელფასის მომატებისა. პაკეტი: საქართველოს მე-4 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/535პასუხი -
პირველად ასეთი სია შედგენილ იქნა ქალაქ ვორმსში, 1521 წელს, ჰერცოგ ჰენრიხ ფონ ბრუნსვიკ-ვოლფენბიუტელის მითითებით, რომელიც საზეიმო მიღებისათვის ემზადებოდა. ფართო გამოყენება კი მან მოიპოვა უკვე საფრაგეთის დიდი რევოლუციის დროს, რის შემდეგაც დამკვიდრდა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
კითხვა: სად უნდა წახვიდე, რათა იხილო ეს სია?პასუხი: რესტორანში კომენტარი: საუბარია მენიუზე პაკეტი: საქართველოს მე-4 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/534პასუხი -
ეს ნაწარმოები დაახლოებით 7 საუკუნის წინ შეიქმნა. 1781 წელს იგი გადაამუშავა და ჩაიწერა გერმანელმა მოხეტიალე პოეტმა კინდლებენმა. შემდგომში ამ ნაწარმოების მოტივებს ამუშავებდნენ და იყენებდნენ ფ. ლისტი, ჰ. ბერლიოზი, ე. ჰამპერდინკი. დაასახელეთ ამ ნაწარმოების პირველი სიტყვა!
პასუხი: გავიხაროთ! (“გაუდეამუს!”) პაკეტი: საქართველოს მე-4 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/533პასუხი -
როდესაც საფეხბურთო კლუბის - ბილბაოს “ატლეტიკის” ფანებს უნდათ ხაზი გაუსვან თავიანთი გუნდის თვითმყოფადობას, ისინი იშველიებენ მათი გუნდის ორ ტრადიციულ წესს: “პირველი, ჩვენ გუნდში არასოდეს თამაშობენ ლეგიონერები - ამბობენ ისინი, - და მეორე, ჩვენ გუნდში არასოდეს თამაშობენ...” ვინ?
პასუხი: ესპანელები (არაბასკები) პაკეტი: საქართველოს მე-4 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/532პასუხი -
1992 წლიდან სმიტსონის ინსტიტუტი და ჟურნალი “კომპიუტერ უორლდ” ყოველწლიურდ ანიჭებენ პრემიას კომპიუტერულ საქმეში მიღწევებისათვის. ერთ-ერთი პირველი ასეთი პრემია მიენიჭათ ლიუის სედლერსა და სკოტ ბეროუზს, რომლებმაც შეიმუშავეს სპეციალური პროგრამა. ამ პროგრამის მეშვეობით შესაძლებელია შეიქმნას ადამიანის ფოტორობოტი, თუ როგორი იქნება ის რამდენიმე (ვთქვათ 10) წლის შემდეგ.
კითხვა: რომელი პიროვნების 10 წლის შემდგომი ფოტორობოტის შედგენა სთხოვეს ავტორებს თითქმის ყველა ამერიკულმა გაზეთებმა?პასუხი: მაიკლ ჯექსონის პაკეტი: საქართველოს მე-4 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/531პასუხი -
გადამითარგმნეთ ამჰარულ (ეთიოპიის ოფიციალური ენა) ენაზე ფრაზა “მაიმუნის ხე”!
პასუხი: ბაობაბი პაკეტი: საქართველოს მე-4 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/530პასუხი -
მას ერქვა ჟან-კლოდი და 34 წლის ასაკში ის დანიშნეს იუნესკოს მისიის ხელმძღვანელად ჩილეში. შემდეგ ის ამავე ხაზით მუშაობდა ბანგლადეშში, ტაილანდში, კენიაში და იემნის არაბთა რესპუბლიკაში. მან გამოსცა რამდენიმე მონოგრაფია, მათ შორის ბუდისტური პაგოდების ტაოისტური არქიტექტურის შესახებ. იგი გარდაიცვალა ორი წლის წინ ინფარქტით 66 წლის ასაკში.
კითხვა: რა ერქვა მის ცოლს?პასუხი: ემანუელ არსანი პაკეტი: საქართველოს მე-4 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/529პასუხი -
1916 წელს აშშ-ში ჩატარდა გამოკითხვა დაახლოებით 10,000 მეცნიერს შორის, რომლის დროსაც მათ დაუსვეს ერთად-ერთი შეკითხვა. დაახლოებით 40%-მა დადებითად უპასუხა. ზუსტად იგივე გამოკითხვა ჩატარდა 80 წლის შემდეგ - 1996 წელს - და შედეგი დაახლოებით იგივე მიიღეს. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ პროცენტულად ყველაზე ბევრი დადებითი პასუხი გასცეს მათემატიკოსებმა - 54,6%, ყველაზე ნაკლები კი - ფიზიკოსებმა - 22%. რა კითხვა დაესვათ მეცნიერებს?
პასუხი: “გწამთ თუ არა ღმერთის?” პაკეტი: საქართველოს მე-4 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/528პასუხი -
1994 წლის ნოემბერში, როგორც იქნა დასრულდა ეს მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც თითქმის 7 წელი გრძელდებოდა. იმავე წელს საერთაშორისო ფედერაციამ გადაწყვიტა აღარ ჩაეტარებინა მსგავსი ტიპის ტურნირები მათი ძალზე ხანგრძლივი ხასიათის გამო. ამ გადაწყვეტილების მომხრეების უმთავრეს არგუმენტს წარმოადგენდა ის, რომ 1994 წელს დამთავრებულ მსოფლიო ჩემპიონატში მე-2 ადგილი დაიკავა უკვა აღარარსებული სახელმწიფოს - გდრ-ის - ნაკრებმა გუნდმა. სპორტის რომელ სახეობაში ტარდებოდა ეს ჩემპიონატი?
პასუხი: ჭადრაკი (მიმოწერით) პაკეტი: საქართველოს მე-4 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/527პასუხი