რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 103
-
1984 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა არ მიიღეს საბჭოთა კავშირისა და უმეტესობა სოციალისტური ქვეყნების სპორტსმენებმა. გუნდურ ჩათვლაში კონკურენციის გარეშე გაიმარჯვა აშშ-ს ნაკრებმა – 83 ოქროს მედალი. მე-3 ადგილზე გავიდა გფრ, შემდეგ საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ა.შ. კითხვა: რომელი ქვეყნის გამოსვლა იქნა განხილული, როგროც სენსაცია, მითუმეტეს, რომ ამ ქვეყანამ გუნდური მე-2 შედეგი აჩვენა?
პასუხი: რუმინეთი პაკეტი: საქართველოს მე-5 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/571პასუხი -
1880 წელს ძეგლის გახსნის ცერემონიაზე განსაკუთრებით საპატიო სტუმრები იყვნენ მარია გარტუნგი, გრაფინია ნატალი მერენბერგი, ძმები ალექსანდრე და გრიგორი. დაასახელეთ ძმების გვარი!
პასუხი: პუშკინები (ოთხივე ა.ს. პუშკინის შვილები იყვნენ) პაკეტი: საქართველოს მე-5 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/570პასუხი -
ცნობილია, რომ ყველა ეპოქას თავისი ავადმყოფობები ახასიათებს. შუა საუკუნეებში – შავი ჭირი და კეთრი; რენესანსის ეპოქაში – სიფილისი; ბაროკოს ეპოქაში – ტიფი და სურავანდი – უბრალო ხალხში, ნიკრისის ქარი (პოდაგრა) და იპოქონდრია – არისტოკრატიაში. XX საუკუნის დაავადებებია – შიდსი და ნევროზები. კითხვა: დაასახელეთ რომანტიზმის ეპოქის ავადმყოფობა!
პასუხი: ჭლექი (ტუბერკულოზი) პაკეტი: საქართველოს მე-5 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/569პასუხი -
1936 წელს კინოფილმისათვის “ქალიშვილი კამჩატკიდან” დაწერილი იქნა სიმღერა “თერთმეტი და”. მე დარწმუნებული ვარ, რომ უმეტესობა თქვენგანს ეს ფილმი არ უნახავს, მიუხედავათ ამისა დამისახელეთ ამ 11-დან მინიმუმ 5 დის სახელი!
პასუხი: რუსეთი, უკრაინა, საქართველო, სამხეთი, ბელარუსი და ა.შ. კომენტარი: 1936 წელს სსრკ-ში იყო 11 რესპუბლიკა, ბალტიისპირეთისა და მოლდავეთის გარდა პაკეტი: საქართველოს მე-5 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/568პასუხი -
სამხედრო ფორმის ამ ორი აქსესუარის სახელწოდებები წარმოსდგება სიტყვებისაგან, რომლების ნიშნავს “მხარს” – ერთი გერმანულად, მეორე – ფრანგულად. დაასახელეთ ორივე აქსესუარი!
პასუხი: აქსელბანდი და ეპოლეტი პაკეტი: საქართველოს მე-5 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/567პასუხი -
ეს ადამიანი დაიბადა ალაბამის შტატში ჩვენი საუკუნის 50-იან წლებში. მისი თქმით, სწორედ მან ასწავლა ცეკვა ელვის პრესლის; იყო ჩემპიონი ამერიკულ ფეხბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში; იყო ერთ-ერთი პირველი ამერიკელი, რომელიც ჩავიდა ჩინეთში ვიეტნამის ომის შემდეგ; შეხვედრია აშშ-ს რამდენიმე პრეზიდენტს, რიჩარდ ნიქსონმა კი მისი ჭრილობა მილიონ დოლარად შეაფასა; ის მართლაც გახდა მილიონერი გრიგალის წყალობით, კონგრესმა კი მედალი მიანიჭა. კითხვა: რა უყვარდა მას ყველაზე მეტად, რითიც შევიდა კიდეც თავისი ქვეყნის ისტორიაში?
პასუხი: სირბილი კომენტარი: საუბარი იყო ფორესტ გამპზე პაკეტი: საქართველოს მე-5 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/566პასუხი -
ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ტირიფის ლათინური სახელწოდება – “შალიხ”, წარმოიქმნა ორი კელტური სიტყვისაგან – “სალ” და “ლის”. პირველი ითარგმნება, როგორც “ახლოს”. როგორ ითარგმნება მეორე?
პასუხი: წყალი პაკეტი: საქართველოს მე-5 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/565პასუხი -
მსოფლიოს მდინარეები პირობითად შეიძლება დაიყოს ოთხ ჯგუფად: I ჯგუფი - ნილოსი, ობი, ორინოკო და ა.შ; II ჯგუფი - ვოლგა, მისისიპი, მეკონგი და ა.შ; III ჯგუფი - ამაზონი, ხუანხე, მტკვარი და ა.შ.
დაასახელეთ IV ჯგუფის ყველაზე გრძელი მდინარე!პასუხი: კონგო კომენტარი: მისი სათავისა და შესართავის შემაერთებელი ვექტორი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენაა მიმართული პაკეტი: საქართველოს მე-5 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/564პასუხი -
1863 წელს დაიბადა ორი დიდი რუსი: რეჟისორი კონსტანტინე სტანისლავსკი და მეცნიერი ვლადიმირ ვერნადსკი. იმავე წელს ამსტერდამში მოხდა დიდი კომერციული გარიგება. ჰოლანდიელმა კომერსანტმა სახელად გერარდ ადრიაანმა შეიძინა “ჰეისტეკის” ლუდის ქარხანა. ამ წლიდან დაიწყო ცნობილი ფირმის წარმატებული ისტორია. კითხვა: რა გვარი იყო გერარდ ადრიაანი?
პასუხი: ჰეინეკენი პაკეტი: საქართველოს მე-5 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/563პასუხი -
1943 წელი. გერმანელების მიერ ოკუპირებული ქალაქი პოზარევაცი. ესესელმა ოფიცერმა პატარა ბავშვს კანფეტი მისცა ხელში. ბავშვმა მას კანფეტი გამოართვა, გაბოროტებით შეხედა და სახეში ესროლა. დედა ბავშვს მივარდა და სილა გააწნა. ესესელმა დაკვირვებით შეხედა ბავშვს, რომელიც დედის მწარე ხელმაც კი ვერ აატირა და იკითხა, თუ რამდენი წლის იყო ის. როდესაც მას უპასუხეს, რომ ბავშვი მხოლოდ ორი წლის იყო, ოფიცერმა პირქუშად გაიღიმა და ქალს უთხრა: ”თქვენი შვილი საოცარი ნაძირალა გაიზრდება”. კითხვა: დამისახელეთ ბავშვის სახელი და გვარი!
პასუხი: სლობოდან მილოშევიჩი პაკეტი: საქართველოს მე-5 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/562პასუხი -
შეკითხვა #561 © მარი გოგოლიშვილი
ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად იმართება მატყუარათა კონკურსი. მასში მონაწილეობა შეუძლია ამერიკის თითქმის ნებისმიერ მოქალაქეს. ვის აქვთ აკრძალული კონკურსში მონაწილეობა იმ მიზეზით, რომ ისინი ამ საქმის პროფესიონალები არიან?
პასუხი: პოლიტიკოსებს წყარო: ჟურნალი ”თბილისელები”, ნომერი 12, 2007 წ. ბმული: http://moazrovne.net/q/561პასუხი -
1992 წელს გარდაიცვალა ემილიო რეკობა, “უკანასკნელი მოჰიკანი”, როგორც მას უწოდებდა პრესა. ერთ-ერთ პირველი მსოფლიოში, კასტროს, სკარონეს, ანდრადესა და ირიარტეს თანამზრახველი.
რომელ ქალაქში გარდაიცვალა ეს პიროვნება?პასუხი: მონტევიდეო კომენტარი: ის იყო პირველი მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთში პაკეტი: საქართველოს მე-4 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/560პასუხი -
ამ სახელმწიფოს ტერიტორია დაახლოებით 40-ჯერ აღემატება საქართველოს ტერიტორიას, მოსახლეობა კი სულ 6-ჯერ. იგი შედგება 22 პროვინციისაგან, ერთი ფედერალური (დედაქალაქის) ოლქისაგან და ნაციონალური ტერიტორიისაგან. რა ეწოდება ამ ნაციონალურ ტერიტორიას?
პასუხი: კუნძული ცეცხლოვანი მიწა პაკეტი: საქართველოს მე-4 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/559პასუხი -
ამ საქვეყნოდ ცნობილი შენობის აგების დროს გამოყენებული იქნა ძველი ეკლესიის კედლები და საფუძველი. ეს ეკლესია თავის დროზე დააარსა ვინმე რეჯინამ, ჩრ. იტალიის მმართველის მეუღლემ. იმ საგვარეულოს გერბზე, რომელსაც ეკუთვნოდა რეჯინა, გამოსახული იყო ის, რაც ანსახიერებს სვლას დიდებისა და სიმდიდრისაკენ.
კითხვა: რა მდებარეობს ახლა იქ, სადაც თავის დროზე იდგა რეჯინას ეკლესია?პასუხი: თეატრი “ლა სკალა” კომენტარი: გერბზე კი კიბე იყო გამოსახული პაკეტი: საქართველოს მე-4 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/558პასუხი -
ეს უძველესი დროიდან იყო მტკიცე გულის, მკაცრი გადაწყვეტილებებისა და შიშის უქონლობის სიმბოლო. სწორედ ამ თვისებების გამო ისააკ იაზერიცკიმ, 1955 წლიდან ისრაელის დაზვერვის “მოსსადის” ხელმძღვანელმა, აიღო ფსევდონიმი შამირი.
გადამითარგმნეთ სიტყვა “შამირ” ქართულ ენაზე!პასუხი: ალმასი პაკეტი: საქართველოს მე-4 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/557პასუხი