რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 100
-
ვინმე მორის მიჩტონს, გასული საუკუნის დასაწყისში, ნიუ–იორკის ერთ–ერთ უბანში გახსნილი ჰქონდა პატარა, საბავშვო მაღაზია, სადაც იგი ტკბილეულობით და სათამაშოებით ვაჭრობდა. თუმცა სახელი მან გაითქვა არა ტკბილეულობის წარმოებით, არამედ კლიფორდ ბერიმენის მიერ დახატულ, პოლიტიკურ კარიკატურაზე დაყრდნობით შექმნილი პროდუქციით.
მაშ რისი წარმოებით გაითქვა სახელი მორის მიჩტონმა იმდროინდელ ამერიკაში?პასუხი: სათამაშო დათვი „ტედი“ კომენტარი: კლიფორდ ბერიმენმა „ვაშინგტონ ივნინგსტარ“–ში დახატა თეოდორ რუზველტის კარიკატურა, რომლის საფუძველზეც მიჩტონმა დაიწყო სათამაშო დათვების სერიული წარმოება. წყარო: Кагарлицкий «Книга о Герберте Уэллсе» პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/616პასუხი -
შეკითხვა #615 © ირაკლი ნაზღაიძე
ერთხელ სალვადორ დალის, ერთ–ერთმა პარფიუმერულმა ფირმამ დაუკვეთა ფლაკონი ახალი სუნამოსათვის. მხატვარმა ჩვეული ორიგინალობა გამოიჩინა. აიღო საგანი, რომელიც სახლში მოიძია, მას ლითონის ნაწილი მოხსნა, ოქროსფრად შეღება და განაცხადა, რომ ეს ფლაკონის თავსახურის როლს შეასრულებდა. მწარმოებლებს კი შესთავაზა სუნამოსთვის მიეცათ ერთობ უჩვეულო სახელწოდება “გაელვება”. მაშ რისგან გადაწყვიტა სალვადორ დალიმ ამ ფლაკონის დამზადება?
პასუხი: ნათურა წყარო: С. Дали «Дневник одного гения» პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/615პასუხი -
ეს ორი ახლო მნიშვნელობის მუქარის გამომხატველი ორი ტერმინი მოვიდა სხვადასხვა ენებიდან. პირველი – სპარსულიდან, მეორე – ფრანგულიდან. პირველი დღემდე გამოიყენება და მათემატიკურ ნიშანთანაც კია დაკავშირებული. მეორე, რომელსაც გარკვეული კავშირი აქვს ცივი იარაღის დეტალთან, მივიწყებულია, როგორც ნატიფი წვრილმანი. დაასახელეთ ორივე ტერმინი!
პასუხი: შახი და გარდე პაკეტი: საქართველოს მე-5 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/614პასუხი -
ბრიგანტიის რომაელმა ნაცვალმა სერვიუს ლუპუსმა ჩვენი წელთ აღრიცხვის 100 წელს ბრძანა ამ ნაგებობის აგება. გავიდა საუკუნეები. ბრიგანტია გახდა ესპანური ქალაქი ლა-კორუნია. ნაგებობა კი კვლავ ემსახურება ადამიანებს და ასრულებს იგივე დანიშნულებას. რა დანიშნულებას?
პასუხი: შუქურის პაკეტი: საქართველოს მე-5 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/613პასუხი -
იუდეველთა რიტუალში ეს წარმოადგენს შეხსენებას იმ ლოცვა-კურთხევის შესახებ, რომელიც თავისი ხალხისათვის აღავლინა ღმერთმა. ქრისტიანობაში – ეს წარმოადგენს ერთ-ერთი საიდუმლოს განუყრელ ელემენტს. აი, მუსლიმანები კი მას მიიჩნევენ მხოლოდ იმათ პრეროგატივად, ვინც მიაღწია სამოთხეს. დაასახელეთ ეს!
პასუხი: ღვინო პაკეტი: საქართველოს მე-5 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/612პასუხი -
მიმდინარე წლის 8 ივნისს ამერიკული გამომცემლობა “დელი” აპირებს ამჟამად პოპულარული ავტორის ტომას ჰარისის რომანის “ჰანიბალის” გამოქვეყნებას. კითხვა: რა ეწოდება რომანს, რომლის გაგრძელებაცაა მოხსენიებული ნაწარმოები?
პასუხი: “კრავთა დუმილი” პაკეტი: საქართველოს მე-5 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/611პასუხი -
1928 წელს აშშ-ს საარჩევნო კანონმა უფლებები გაუთანაბრა მამაკაცსა და ქალს; 1931 წელს ბრიტანეთის პარლამენტმა დაამტკიცა 6 დომინიონის თანასწორუფლებიანობა; 1959 წელს აშშ-ის შავკანინი მოსახლეობა უფლებებით გაუთანაბრდა თეთრკანიანს… კითხვა: ვისი უფლებები, ბინადრობის ადგილის მიუხედავად, იქნა ჩამოთვლილი გაეროს დეკლარაციაში იმავე 1959 წელს?
პასუხი: ბავშვის (“ბავშვის უფლებათა დეკლარაცია”) პაკეტი: საქართველოს მე-5 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/610პასუხი -
ლონდონში დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიის კიბესთან დგას ორი ბიუსტი. ვისი და ვისი?
პასუხი: უილიამ შექსპირი და ბერნარდ შოუ პაკეტი: საქართველოს მე-5 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/609პასუხი -
ამჟამად მსოფლიოში მათი რაოდენობა 100 მილიონს აჭარბებს. და ეს მხოლოდ ისინია, რომლებიც ჯერ კიდევ ელოდებიან თავიანთ მსხვერპლს. სტატისტიკის მიხედვით მათ ყოველ 20 წუთში პოულობენ. 1997 წელს ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან მათ წინააღმდეგ, მიენიჭათ ნობელის პრემია, მცირე ხნის წინ კი მსოფლიო საზოგადოებამ გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი მათ წინააღმდეგ. რის შესახებაა საუბარი?
პასუხი: ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები კომენტარი: 1999 წლის 1 მარტს გაერომ შემოიღო აკრძალვა, რომელსაც ჯერ, სამწუხაროდ, არ შეუერთდნენ აშშ, რუსეთი და ჩინეთი პაკეტი: საქართველოს მე-5 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/608პასუხი -
არსებობს ლეგენდა, რომ ლეონარდო და ვინჩის ჰქონდა დღის ასეთი განრიგი: ყოველ 4 საათში ის 15 წუთით წვებოდა დასაძინებლად და ასე, უთმობდა რა ძილს დღე-ღამეში მხოლოდ საათნახევარს, მუდმივად ინარჩუნებდა შრომისუნარიანობას. უკვე ჩვენს დროში ერთმა იტალიელმა მხატვარმა გადაწყვიტა მიებაძა დიდი წინამორბედისათვის. მან აითვისა ეს მეთოდი და დარწმუნდა მის უეჭველ ეფექტურობაში, მაგრამ ნახევარი წლის შემდეგ კვლავ დაუბრუნდა ჩვეულებრივ 8 საათიან ძილს. რატომ?
პასუხი: არ იცოდა სად წაეღო გამოთავისუფლებული დრო პაკეტი: საქართველოს მე-5 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/607პასუხი -
“ოსკარით” დაჯილდოვების ცერემონიაზე ბედნიერ გამარჯვებულებს იქვე ართმევენ ხოლმე ნანატრ სტატუეტებს და უბრუნებენ მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ. რისთვის კეთდება ეს?
პასუხი: სტატუეტებზე იტვიფრება მფლობელის გვარი პაკეტი: საქართველოს მე-5 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/606პასუხი -
გერმანული ქალაქის ვისბადენის კრიმინალურმა პოლიციამ გამოჰკითხა ექსპერტთა ჯგუფი: ბინის გაქურდვისაგან თავდაცვის რომელი ხერხი მიაჩნიათ მათ განსაკუთრებით ეფექტურად? ყველამ ერთხმად აღიარა, რომ დაცვის საუკეთესო საშუალებებია – პოლიციის ტელეფონზე მიერთებული სიგნალიზაცია და ძაღლი, თანაც ამ უკანასკნელის ზომებს მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია ხმამაღლა ყეფდეს. დანარჩენი ხერხები, რკინის კარების ჩათვლით, ნაკლებად ქმედითია. კითხვა: რა დაწესებულებაში ჩატარდა ეს გამოკითხვა?
პასუხი: ქალაქის ციხე კომენტარი: ექსპერტები კი პროფესიონალი ბინის ქურდები იყვნენ პაკეტი: საქართველოს მე-5 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/605პასუხი -
1999 წლის დასაწყისში “ინდიკარის” ცნობილი ამერიკელი ავტომრბოლი ელ ანსერ-უმცროსი მოხვდა სერიოზულ ავარიაში, რომელშიც მოიტეხა კოჭი და დაიზიანა მუხლის იოგები. მას გაუკეთდა ორსაათიანი ოპერაცია, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. ექიმების პროგნოზი გვამცნობდა, რომ რბოლას იგი დაუბრუნდებოდა 4-6 კვირაში. კითხვა: იგივე პროგნოზის შესაბამისად, რის გაკეთებას შესძლებს ის 8 კვირის შემდეგ?
პასუხი: გავლას (სიარულს) პაკეტი: საქართველოს მე-5 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/604პასუხი -
მთა ტონგა მცირედით ჩამოუვარდება ევერესტს: მისი სიმაღლეა 8690 მეტრი. მაგრამ დედამიწის რვაათასიანების სიაში მას ვერ იპოვით, ალპინისტებს კი არასოდეს უცდიათ მისი დაპყრობა. რატომ?
პასუხი: ის მდებარეობს წყალქვეშ (წყნარ ოკეანეში) პაკეტი: საქართველოს მე-5 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/603პასუხი -
1799 წელს ინგლისში ოფიციალურ სადილებზე პირველ სადღეგრძელოს წარმოთქვამდნენ მეფე გეორგ III-ის სადღეგრძელოდ. რუსეთში კი – იმპერატორ პავლე I-ს. აი, მეორედ კი, რუსეთშიც და ინგლისშიც ადღეგრძელებდნენ ამ დიდგვაროვანს. დაასახელეთ მისი გვარი!
პასუხი: სუვოროვი პაკეტი: საქართველოს მე-5 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/602პასუხი