რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 101
-
როგორც მოგეხსენებათ ხეს, რომელსაც რუსები უწოდებენ Ива-ს, ჩვენ ვუწოდებთ ტირიფს. კითხვა: რას ვუწოდებთ ჩვენ ხეს, რომელსაც რუსები უწოდებენ Плакучая ива-ს? დარწმუნებული ვარ ამ კითხვას ადვილად უპასუხებენ პოეზიის მოყვარულები.
პასუხი: ძეწნა პაკეტი: საქართველოს მე-5 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/601პასუხი -
ჰეროდოტეს გადმოცემით ჩვენს წელთ აღრიცხვამდე V საუკუნეში ტირანი ჰესტიუსი ამ მიზნით იყენებდა თავისი მონის გადახოტრილ თავს. კითხვა: რომელ საკვებ პროდუქტს იყენებდა იგივე მიზნით მარქსიზმ-ლენინიზმის ერთ-ერთი კლასიკოსი?
პასუხი: რძე კომენტარი: ჰესტიუსი საიდუმლო წერილებს წერდა თავისი მონის ხოტორა თავზე, ხოლო როდესაც თმები წამოეზრდებოდა და დაფარავდა წარწერას, აგზავნიდა ადრესატთან. ლენინი კი ციხიდან საიდუმლო წერილებს სწორედ რძით წერდა პაკეტი: საქართველოს მე-5 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/600პასუხი -
წმინდა მაქსიმე აღმსარებელი, რომელიც მე-7 საუკუნეში მოღვაწეობდა, მარჯვედ და წარმატებით ამტკიცებდა, იმ დროს გავრცელებული, მონოფელიტური ერესის არამართებულობას. როდესაც ის ხელში ჩაუვარდა ჰერაკლე კეისარს, რომელიც ერეტიკოსების მომხრე იყო, იმპერატორმა ბრძანა მოეკვეთათ მაქსიმესათვის, მისი აზრით, სხეულის ორი ყველაზე სახიფათო ნაწილი. კითხვა: რომელი ორი ნაწილი (გნებავთ, ორგანო) მოჰკვეთეს წმინდა მაქსიმეს?
პასუხი: ენა და მარჯვენა ხელი, რათა წართმეოდა ქადაგებისა და წერის უნარი პაკეტი: საქართველოს მე-5 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/599პასუხი -
ამ ადამიანს არ სჯეროდა ნოსტრადამუსის მაგვარი წინაწარმეტყველებისა, რომლებიც საკმაო რაოდენობით იყვნენ მის ეპოქაში. დაცინვით მან დაწერა “წინასწარმეტყველებანი”, სადაც ბუნდოვან და ზოგჯერ ავბედით სტილში აღწერა ჩვეულებრივი რამეები: სიზმარი, ადამიანის ჩრდილი, ბურთის თამაში, ჭიანჭველები, მიწის მთხრელის საქმე, ცეცხლის გაღვივება. თქვენთვის კარგადაა ნაცნობი ეს ნაწარმოებები. დაასახელეთ მათი ავტორი!
პასუხი: ლეონარდო და ვინჩი კომენტარი: ე.წ. “ლეონარდოს გამოცანები” კი აღებულია მისი წიგნიდან “წინასწარმეტყველებანი” პაკეტი: საქართველოს მე-5 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/598პასუხი -
რესპირატორს ჩვენ ვუწოდებთ მოწყობილობას, რომელიც იცავს სუნთქვის ორგანოებს იმ მტვრისა და მავნე ნივთიერებისაგან, რომელსაც შეიცავს ჰაერი. მისი სახელწოდება წარმოსდგება ლათინური სიტყვისაგან “respirare” – ამოსუნთქვა. კითხვა: რომელ ხელსაწყოს უწოდებენ ფრანგები “aspirateur” – შემსუნთქავი?
პასუხი: მტვერსასრუტი პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/597პასუხი -
ავსტრიაში – გროსგლოკნერი, პორტუგალიაში – სერა-და-ეშტრელა, შვეიცარიაში – დიუფური, ნორვეგიაში – გალჰეპიგენი, გერმანიაში – ცუგშპიცე, საქართველოში - ?
პასუხი: შხარა (5068მ) კომენტარი: საუბარი იყო სახელმწიფოების უმაღლეს მწვერვალებზე. პაკეტი: საქართველოს მე-5 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/596პასუხი -
ამ მუსიკალური ინსტრუმენტის პროტოტიპს წარმოადგენდა ე.წ. ელეცკური როიალური გარმონი. თანამედროვე სახელწოდება მას 1829 წელს მისცა ვენელმა ოსტატმა დამიანმა, რათა ეჩვენებინა, რომ მის მიერ შექმნილ ინსტრუმენტზე ღილაკის ერთი დაჭერით შეიძლება ერთბაშად რამდენიმე ბგერის მიღება. დაასახელეთ ეს ინსტრუმენტი!
პასუხი: აკორდეონი პაკეტი: საქართველოს მე-5 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/595პასუხი -
ანჯეი საპკოვსკის ფანტასტიკურ რომანში “ვედმაკი” მოხსენიებულია ე.წ. “ნეჰალენას სარკეები”, რომლებსაც აქვთ უნარი უპასუხონ მათი ფლობელების კითხვებს. რაღაც მსგავსი შეგვიძლია ვიპოვოთ პუშკინის ნაწარმოებში “Сказке о мертвой царевне и семи богатырях”. რომანის მთავარი გმირის აზრით ეს სარკეები არსებობს ორი სახის – მლიქვნელურები და ... როგორი?
პასუხი: გატეხილი პაკეტი: საქართველოს მე-5 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/594პასუხი -
გერმანული ენის ერთ-ერთი დიალექტიდან ეს სიტყვა ითარგმნება, როგორც “დარტყმა, ბიძგი”. თანამედროვე მნიშვნელობით ის პირველად გამოყენებული იქნა 1839 წელს ციურიხის მოვლენებთან დაკავშირებით. დაასახელეთ ეს სიტყვა!
პასუხი: პუტჩი პაკეტი: საქართველოს მე-5 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/593პასუხი -
ის ცხოვრობდა ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მე-4 საუკუნეში თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში კი მისი სახელი გახდა ერთი ორგანიზაციის სახელწოდება. დაასახელეთ ამ ორგანიზაციის ყველაზე ცნობილი წევრის სახელი და გვარი!
პასუხი: მაიკროფტ ჰოლმსი (კლუბი “დიოგენე”) პაკეტი: საქართველოს მე-5 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/592პასუხი -
ჩერჩილს ერთხელ ჰკითხეს: “რითი განსხვავდება სტალინი ჰიტლერისაგან?”. ჩერჩილის პასუხი ქართულ თარგმანში შედგება 9 ასოიანი ერთი სიტყვისაგან. დაასახელეთ ჩერჩილის პასუხი!
პასუხი: ულვაშებით პაკეტი: საქართველოს მე-5 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/591პასუხი -
ლევ ტოლსტოის ეს შეემთხვა 1869 წელს, ილია ჭავჭავაძეს – 1872 წელს, დანტე ალიგიერის – 1293 წელს, თუმცა ეს უკანასკნელი თავის ერთ-ერთ ნაწარმოებში აღნიშნავს, რომ მას ეს შეემთხვა 7 წლით გვიან. რომელ მოვლენაზეა საუბარი?
პასუხი: სიციცხლის ნახევრის მიღწევა კომენტარი: დანტეს დროს სიციცხლის ნახევრად ითვლებოდა ასაკი – 35 წელი, ამიტომ ითვლება, რომ დაწერა სტრიქონი: “მიწიერი ცხოვრება გავლიე რა ნახევრამდის!”, დანტეს მხედველობაში ჰქონდა 1300 წელი პაკეტი: საქართველოს მე-5 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/590პასუხი -
ქალაქ იაუნდეში არის “მუსიე ვალერის” ქუჩა. დაასახელეთ იმ ადამიანის პროფესია, ვის საპატივცემლოდაც მიენიჭა სახელი ამ ქუჩას!
პასუხი: ფეხბურთის მწვრთნელი (ვალერი ნეპომნიაშჩი) პაკეტი: საქართველოს მე-5 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/589პასუხი -
მე-20 საუკუნის 70-იანი წლების მონაცემების მიხედვით ამ თანხად იმ დროს შეიძლებოდა გეყიდათ: ერთი ბოთლი ვისკი “ლონგ ჯონი”, წინდები, საფერფლე, საპონი, ნახევარი კილოგრამი ძეხვი, აჭიმები (подтяжки) და ერთი ბილეთი კინოში. კითხვა: გადახედეთ ისტორიას და დაასახელეთ ყველაზე ცნობილი შენაძენი, რომელიც ნაყიდი იქნა ამ თანხად!
პასუხი: 1626 წელს კუნძული მანჰეტენი პაკეტი: საქართველოს მე-5 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/588პასუხი -
არსებობს ვერსია, რომ ეს სიტყვა - არის ესპანელების მიერ დამახინჯებული კარიბების ერთ-ერთი სასტიკი ტომის სახელწოდება. რუსულ ენაში ის გამოჩნდა მე-18 საუკუნეში. ჩვენ არ ვიცით როდის გამოჩნდა ის ინგლისურ ენაში, მაგრამ, შექსპიროლოგების მტკიცებით, შექსპირი მას იცნობდა. კითხვა: რომელი მისი ნაწარმოები გვაძლევს საშუალებას გავაკეთოთ ასეთი დასკვნა?
პასუხი: “ქარიშხალი” კომენტარი: პერსონაჟ კალიბანის სახელი წარმოსდგება ”კანიბალიდან”, საუბარი კი სწორედ ამ სიტყვაზე იყო. პაკეტი: საქართველოს მე-5 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/587პასუხი