რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 104
-
აშშ-ში ეს ზეიმი ყოველწლიურად აღინიშნება 14 მარტს და სრულიად შემთხვევით დაემთხვა აინშტაინის დაბადების დღეს. მთავარი სადღესასწაულო ღონისძიებები იწყება ზუსტად 1 საათსა და 59 წუთზე შუადღის შემდეგ. რას ეძღვნება ეს ზეიმი?
პასუხი: მათემატიკურ მუდმივა პის (π) კომენტარი: 14 მარტი = 3.14 = π პაკეტი: საქართველოს მე-4 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/556პასუხი -
“კიდევ ერთი გმირი ან უბრალოდ კიდევ ერთი ადამიანი ტირის ფარდის მიღმა. ჩემი გული გატეხილია შიგნიდან. ჩემი გრიმი გახუნდა. მაგრამ ჩემი ღიმილი კვლავინდებურად ადგილზეა. ამ წყვდიადში მე შევძელი დავრჩენილიყავი თავისუფალი. მე უნდა ვიპოვო ქარი, რომელიც გამიტაცებს შორს...“
მითხარით შემდეგი ფრაზა, რომელიც დარწმუნებული ვარ ყველას არაერთხელ მოგისმენიათ ორიგინალში!პასუხი: “შოუ უნდა გაგრძელდეს!” (Show must go on!) კომენტარი: კითხვაში მოცემული იყო ცნობილი სიმღერის ტექსტის თარგმანი პაკეტი: საქართველოს მე-4 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/555პასუხი -
ყოველწლიურად გაზაფხულის ბოლოს - ზაფხულის დასაწყისში იტალიაში მცხოვრები 30-მდე ადამიანი იღებს უფლებას თავის ტანსაცმელზე მიმაგრებული ატაროს სპეციალური მისაკერი (ნაშივკა), რომელსაც აქვს ჰერალდიკური ფარის ფორმა და გასდევს იტალიის ეროვნული სამი ფერის ვერტიკალური ხაზი. რა ეწოდება ამ მისაკერს?
პასუხი: სკუდეტო კომენტარი: იგი კლუბის ემბლემის ნაცვლად უკეთიათ ხოლმე მთელი შემდეგი სეზონი ჩემპიონებს პაკეტი: საქართველოს მე-4 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/554პასუხი -
ეს უნიკალური პროფესია განსაკუთრებით ფართოდაა გავრცელებული შრი-ლანკაში. როდესაც ამ ხალხს ეკითხებინ, “როგორია მათი სამუშაო?”, ისინი პასუხობენ: “აბა, თქვენ სცადეთ ქოქოსის კაკლის ნაჭუჭით 24 აგურის დამუშავება!”. რას წარმოადგენს ამ ხალხის სამუშაო?
პასუხი: სპილოს კბილების მხეხავები (სპილოს სწორედ 24 კბილი აქვს) პაკეტი: საქართველოს მე-4 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/553პასუხი -
ისინი მუშაობენ, როგორც მსოფლიოში საუკეთესო ილუზიონისტები და ჟონგლიორები. მათი მოძრაობები ზუსტი და მკაფიოა. ისინი მუდამ უნდა იღიმებოდნენ, ყურადღებით აკვირდებოდნენ გარემოს და არასოდეს არ უნდა ცდებოდნენ. მათი სამუშაო ჯოჯოხეთურ დაძაბულობას მოითხოვს, ამიტომ წესის თანახმად ისინი ყოველ ორ საათში უნდა შეიცვალონ. დაასახელეთ ისინი!
პასუხი: კრუპიე კაზინოში პაკეტი: საქართველოს მე-4 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/552პასუხი -
ჩილეს ნაპირებთან განლაგებული არქიპელაგ ხუან ფერნანდესის ორი კუნძული დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებს შორის. ერთი კუნძული ატარებს რობინზონ კრუზოს სახელს. ვის სახელს ატარებს მეორე კუნძული?
პასუხი: ალექსანდრ სელკირკის (შოტლანდიელი მეზღვაურის) პაკეტი: საქართველოს მე-4 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/551პასუხი -
ამჟამად ეს ადამიანი 51 წლისაა და საქვეყნოდაა ცნობილი. 13 წლის ასაკში კი მან დაარასა პირველი საკუთარი ფირმა და უწოდა მას “ფლეიმაუნთი”. რა გვარია ეს ადამიანი?
პასუხი: სპილბერგი კომენტარი: ”ფლეიმაუნთი” კი არის მისი გვარის თარგმანი გერმანულიდან ინგლისურად პაკეტი: საქართველოს მე-4 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/550პასუხი -
1933 წელს ა. ალიოხინმა ჩიკაგოში ჩაატარა ერთდროული თამაშის სეანსი აშშ-ის 32 უძლიერესი მოჭადრაკის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა რომ ალიოხინმა აჩვენა მოკრძალებული შედეგი - 19 გამარჯვება, 9 ფრე, 4 დამარცხება - მან მაინც დაამყარა თავისებური რეკორდი. რაში მდგომარეობდა ეს რეკორდი?
პასუხი: ბრმად თამაში დაფების მაქსიმალურ რაოდენობაზე პაკეტი: საქართველოს მე-4 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/549პასუხი -
ინგლისელებს აქვთ 2, გერმანელებს - 4, რუსებს - 6, ტაბასარანებს (პატარა ეთნიკური ჯგუფია დაღესტანში) - 46. რამდენი გვაქვს ჩვენ ქართველებს?
პასუხი: 7 - საუბარი იყო გრამატიკული ბრუნვებზე პაკეტი: საქართველოს მე-4 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/548პასუხი -
კარნეგი მელონის (პიტსბურგი, აშშ) უნივერსიტეტის კვლევით ცენტრში შექმნილი იქნა ორი რობოტი, რომლებიც უნდა ჩაუშვან ვულკან ერებუსის ყელში და ასე გამოიკვლიონ ვულკანების გავლენა დედამიწის ოზონის ფენაზე. რომელი ორი რეალურად არსებული ადამიანების სახელები მისცეს ამ რობოტებს?
პასუხი: დანტე და ვირგილიუსი პაკეტი: საქართველოს მე-4 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/547პასუხი -
კარლ ლინემ თავის დროზე კაცობრიობა დაყო 4 რასად: თეთრი, წითელი, ყვითელი და შავი. აი, ბლიუმენახმა კი 1775 წელს კაცობრიობა დაყო 5 რასად: კავკასიელები, მონღოლები, ეთიოპიელები, მალაიელები... კითხვა: დაასახელეთ მე-5 რასა ბლიუმენახის მიხედვით!
პასუხი: ამერიკელები პაკეტი: საქართველოს მე-4 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/546პასუხი -
მსოფლიოს ბევრი ხალხებისათვის ის წარმოადგენდა ხანმოკლე სილამაზისა და აღორძინების სიმბოლოს. ჩინურ სიმბოლიკაში ის ამორალურობის სიმბოლოა, იაპონურში - არამუდმივობისა და თავქარიანობის. 1904 წლის 17 თებერვლის შემდეგ კი ერთი ევროპელის გამოისობით იგი ბევრისათვის სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლო გახდა. გაიხსენეთ ამ ევროპელის გვარი!
პასუხი: ჯ. პუჩინი (პეპელა) პაკეტი: საქართველოს მე-4 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/545პასუხი -
რას უწოდა ამერიკელმა პუბლიცისტმა ვენს პაკარდმა: “ხელოვნება დაუმიზნო თავში და მოარტყა საფულეში”?
პასუხი: რეკლამას პაკეტი: საქართველოს მე-4 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/544პასუხი -
1994 წელს ლონდონის მახლობლად, პატარა ქალაქ მანსფილდში გარდაიცვალა 73 წლის სიდნი დარნლი. ლუდისა და ხუმრობის მოყვარული, ის დიდი პოპულარობით სარგებლობდა ადგილობრივ მოსახლეობას შორის და ყოველთვის ამაყობდა თავისი პროფესიით, მიუხედავათ იმისა, რომ მისი პროფესია მეოთხედი საუკუნის წინ აკრძალეს. რა პროფესიის იყო სიდნი დარნლი?
პასუხი: ჯალათი კომენტარი: იგი ბრიტანეთის უკანასკნელი ჯალათი იყო პაკეტი: საქართველოს მე-4 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/543პასუხი -
თანამედროვე ამერიკული (აშშ) კანონმდებლობის მიხედვით არცერთი ადამიანის გაშვება არ შეიძლება პენსიაზე მისი სურვილის საწინააღმდეგოდ. ეს კანონი არ ვრცელდება სამი პროფესიის წარმომადგენლებზე: პოლიციელებზე, სამხედროებზე და... დაასახელეთ მესამე!
პასუხი: მეხანძრე პაკეტი: საქართველოს მე-4 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/542პასუხი