რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 117
-
რა არის, დეკურსელის აზრით, ”სიმდიდრის ქალიშვილი და სიღარიბის დედა”?
პასუხი: სიზარმაცე. ბმული: http://moazrovne.net/q/351პასუხი -
პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა თავისი წინასაარჩევნო კომპანიის დროს ერთ-ერთ გამოსვლაზე თქვა შემდეგი ფრაზა: ”თუ მე გავხდები პრეზიდენტი, შესაძლებელს გავხდი, რომ საზოგადოება გაეცნოს ყველა იმ ინფორმაციას ამის შესახებ, რომელიც გააჩნია ჩვენს ქვეყანას. მე დარწმუნებული ვარ მის არსებობაში, ვინაიდან მე იგი ერთხელ უკვე ვნახე”. რაზე საუბრობდა კარტერი?
პასუხი: იგი ამოუცნობ მფრინავ ობიექტზე საუბრობდა. ბმული: http://moazrovne.net/q/350პასუხი -
ნეილ სმელზერის წიგნში ”სოციოლოგია”, ერთ-ერთ თავში ავტორი ანვითარებს აზრს, სადაც ამტკიცებ რომ მამაკაცების და ქალების დასახასიათებლად ნახმარი ერთი და იგივე სიტყვა სხვადასხვა რამეს აღნიშნავს. ასე მაგალითად, იგი წერს: ”თუ აშშ-ში მამაკაცზე ამბობენ, რომ იგი პროფესიონალია, ეს აღნიშნავს იმას, რომ ეს კაცი ან ექიმია ან იურისტი. ხოლო როდესაც ქალზე ამბობენ რომ პროფესიონალია, ეს ქალი - ...” რა პროფესიის წარმომადგენელია ეს ქალი?
პასუხი: ”... ეს ქალი - მეძავია”. ბმული: http://moazrovne.net/q/349პასუხი -
ციტატა ალბერ კამიუს ერთ-ერთი ნაწარმოებიდან: ”პირველი ჰგავს თვალისმომჭრელ სინათლეს, რომელიც გაბრმავებს... მეორე კი ბინდბუნდს, რომლის ფონზეც საგნის მოხაზულობა დაიმზირება”. აქ ნახსენები პირველი და მეორე ანტონიმებია... დაასახელეთ პირველიც და მეორეც.
პასუხი: ესენია სიმართლე და სიცრუე. ბმული: http://moazrovne.net/q/348პასუხი -
შუასაუკუნოვანი წარმოდგენებით, ეშმაკს შეუძლია გარდაისახოს ნებისმიერ ცოცხალ არსებად, გარდა ერთი ფრინველისა და ერთი ძუძუმწოვრისა. დაასახელეთ ისინი.
პასუხი: მტრედი და კრავი. ბმული: http://moazrovne.net/q/347პასუხი -
რას ვუწოდებთ ჩვენ იმას, რაც იაპონურად აღინიშნება 3 იეროგლიფით: ”ქვევით”, ”მიწა” და ”რკინა”?
პასუხი: ჩვენ მას მეტროს ვუწოდებთ. ბმული: http://moazrovne.net/q/346პასუხი -
ზევით მათი რიცხვი მერყეობს 150-დან 200-მდე 8-12 მმ სიგრძით, ქვევით - 50-დან 100-მდე 6-8 მმ სიგრძით. ცნობილია, რომ მათი ცხოვრების ხანგრძლივობა საშუალოდ 150 დღეა. რაზეა საუბარი?
პასუხი: საუბარია წამწამებზე. ბმული: http://moazrovne.net/q/345პასუხი -
ნიუ-იორკის ერთ-ერთმა სატელევიზიო სტუდიამ დაიწყო სპეციალური გადაცემების გაშვება, რომელთა მეშვეობით სტუდია ეხმარება უძილობით დაავადებულ ხალხს. ამ გადაცემებში მონაწილეობს მხოლოდ ერთი მსახიობი. რას აკეთებს იგი გადაცემის დროს?
პასუხი: იგი ამთქნარებს. ბმული: http://moazrovne.net/q/344პასუხი -
60-იანი წლების ბოლოს როკ-ჯგუფ ”როკეტზ”-ის კარიერაში მოხდა საკმაოდ დიდი მნიშვნელობის მქონე მოვლენა. ამ მოვლენის შემდეგ, ჯგუფის სოლისტმა თქვა: ”ახლა ჩვენ მთელი მსოფლიო უკანალს აგვილოკავს”-ო. რა მოვლენაზეა საუბარი?
პასუხი: გამოვიდა საფოსტო მარკები ჯგუფის წევრების სურათებით (ხოლო მთელი მსოფლიო მათ უკანალს მაშინ ალოკავდა, როდესაც მარკას კონვერტზე დასაკრავად დაასველებდა ;-)). ბმული: http://moazrovne.net/q/343პასუხი -
რა გამოიგონა, ამერიკელი მწერლის ქრისტოფერ მორლის აზრით, ქალმა, რომელსაც ხშირად კოცნიდნენ შუბლში?
პასუხი: ფეხსაცმელი მაღალი ქუსლით. :-) ბმული: http://moazrovne.net/q/342პასუხი -
აინშტაინი თავმდაბლად ამბობდა საკუთარი თავის შესახებ: ”მე არავითარი ტალანტი არ გამაჩნია. მე მაქვს მხოლოდ ის, რაც ყველა ბავშვს ახასიათებს”. მაშ, რომელმა თვისებამ გახადა აინშტაინი დიდ მეცნიერად?
პასუხი: იგი დიდი მეცნიერი ცნობისმოყვარეობის წყალობით გახდა. ბმული: http://moazrovne.net/q/341პასუხი -
ვაშინგტონი, ჯეფერსონი, ლინკოლნი, ჰამილტონი, ჯექსონი, გრანტი... დაასახელეთ ამ თანმიმდევრობის მომდევნო წევრი.
პასუხი: ფრანკლინი (დოლარებზე გამოსახული პრეზიდენტები). ბმული: http://moazrovne.net/q/340პასუხი -
როდესაც აინშტაინი 72 წლის გახდა, გადაწყვიტეს რომ მისი დაბადების დღეს მისთვის სურათი გადაეღოთ. რა გააკეთა ფარდობითობის თეორიის ავტორმა, როდესაც იგი კადრში მოხვდა?
პასუხი: მან ენა გამოყო. ბმული: http://moazrovne.net/q/339პასუხი -
ეს ყველასათვის გარგად ცნობილი სიტყვა ძველი ბერძნული წარმოშობისაა. შუა საუკუნეებში ის ლათინურ ენაში მოხვდა, იქიდან კი პოლონურში. საიდანაც რუსულში და, სავარაუდოთ, რუსულიდან ქართულ ჟარგონში. ახლა კი შეეცადეთ უპასუხოთ კითხვას, რა სიტყვას ხმარობენ პოლონელები ”დასვრილი ქაღალდის ნაგლეჯის” აღსანიშნავად?
პასუხი: ”შპარგალკა”. ბმული: http://moazrovne.net/q/338პასუხი -
ერთხელ დამწყებმა მეცნიერმა სთხოვა ლანდაუს ეჩუქებინა მისი სტატია რაიმე გონებამახვილური წარწერით. ლანდაუმ აიღო სტატიის ასლი და დააწერა: ”ასპირანტ შირმანს ...” დაასრულეთ ეს წარწერა.
პასუხი: ”... გონებამახვილური წარწერით”. ბმული: http://moazrovne.net/q/337პასუხი