რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 115
-
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ერთმა მამაკაცმა თავის პირველ შვილს სიმბოლურად დაარქვა სახელად Start. შემდეგ შვილებს კი ჩვეულებრივად, სხვადასხვა სახელები. მე-14 შვილი რომ გაუჩნდა, იფიქრა, დროა გავჩერდეო და სიმბოლურად მასაც Finish დაარქვა.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მისი მეუღლე ისევ დაფეხმძიმდა და 1 წელში მე-15 ბავშვი გაჩნდა.
რა დაარქვა ამ კაცმა ამ ბავშვს?პასუხი: მამამ ამ ბავშვს P.S. დაარქვა :-)) ბმული: http://moazrovne.net/q/391პასუხი -
ძველი ინდური ამოცანა: მარი 24 წლისაა. იგი ორჯერ დიდია, ვიდრე ანა იყო, როცა მარი იყო იმდენის, რამდენისაც ანა არის ახლა.
რამდენი წლისაა ანა ახლა?პასუხი: ანა ახლა 18 წლისაა. ბმული: http://moazrovne.net/q/390პასუხი -
1762 წელს ინგლისელმა ჯეიმს დოდსონმა, შეისწავლა რა საეკლესიო წიგნების ჩანაწერები და გამოიკვლია რამდენიმე სოფლის სასაფლაო, შექმნა ე.წ. ”სოცოცხლის ცხრილები”. ამით მან ჩაუყარა საფუძველი ბიზნესს, რომელიც დღესდღეობითაც ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანია დასავლეთში (რა თქმა უნდა მათთვის, ვინც დაკავებულები არიან ამ ბიზნესით, და არა კლიენტები).
ბიზნესის რა სახეობა შეიქმნა დოდსონის გამოკვლევების შედეგად?პასუხი: დოდსონის გამოკვლევების შედეგად შეიქმნა სიცოცხლის დაზღვევის ბიზნესი (მან სტატისტიკურად გამოთვალა, რომ ასეთი სახის ბიზნესს გასაველზე ბევრად მეტი შემოსავალი ექნებოდა, რაც დღემდე ასეა ;-)). ბმული: http://moazrovne.net/q/389პასუხი -
ძველი იტალიური გამოცანა:
რაც უფრო მოკლდება წინ, მით უფრო გრძელდება უკან...
რა არის?პასუხი: გზა, ცხოვრება, ცხოვრების გზა (სამივე პასუხი ითვლება). ბმული: http://moazrovne.net/q/388პასუხი -
გლეხი წავიდა ბაზარში ცხენის საყიდლად. იყიდა 50 ოქროდ და რომ ნახა, ცხენების ფასი მაღლა იწევდა, მაშინვე გაყიდა 60 ოქროდ. მერე დაფიქრდა და მიხვდა, რომ ვერაფრით მოხნავდა მიწას ცხენის გარეშე. მოუწია იგივე ცხენის ყიდვა 70 ოქროდ. ისევ ჩაფიქრდა და მიხვდა, რომ ცხენში ამხელა თანხის გადახდისათვის, ცოლი ეჩხუბებოდა, ამიტომ გაყიდა 80 ოქროდ.
მიპასუხეთ, რამდენი მოიგო ან წააგო ამ კაცმა?პასუხი: ამ კაცმა მოიგო 20 ოქრო (პირველი ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის შემდეგ მან მოიგო 10 ოქრო, ხოლო მეორის შემდეგაც - 10 ოქრო). ბმული: http://moazrovne.net/q/387პასუხი -
უკვე მას შემდეგ რაც იულიუს კეისარმა ფეხი დადგა ბრიტანეთის მიწაზე, მან დაკარგა ბევრი ხომალდი. მიზეზი, რის გამოც ეს მოხდა, იმდროისათვის პრაქტიკულად უცნობი იყო რომაელებისა და ბერძნებისათვის. რა მიზეზი იყო ეს?
პასუხი: გემების დაკარგვის მიზეზი ოკეანის მოქცევა გახლდათ. ბმული: http://moazrovne.net/q/386პასუხი -
იყო დრო, როდესაც სამურაებს ანსხვავებდნენ გარეგნული ნიშნებით. ერთნი ატარებდნენ ”ტომაგე ჰონდას”, მეორენი - ”ოოიტოს”, მესამენი - ”იოსიბეი იაკოს”, მეოთხენი ”მიძურას”. რითი განსხვავდებოდნენ ისინი?
პასუხი: ისინი განსხვავდებოდნენ თმის ვარცხნილობით (ჩამოთვლილი იყო თმის სხვადასხვა სახის ვარცხნილობის სახელწოდებები). ბმული: http://moazrovne.net/q/385პასუხი -
1845 წელს სანქტ-პეტერბურგის საქალაქო ფოსტისთვის გამოუშვეს კონვერტი გაბარიტებით 86 x 48 მმ. ეს კონვერტი დღემდე რჩება მსოფლიოში ყველაზე პატარა კონვერტად. რის გადასაგზავნად გამოიყენებოდა ის?
პასუხი: იგი გამოიყენებოდა სავიზიტო ბარათების გასაგზავნად. ბმული: http://moazrovne.net/q/384პასუხი -
ინგლისური ფრაზა ”Hitler woman” შეიძლება ითარგმნოს ქართულად, როგორც ”ქალი-ჰიტლერი”, რაც შეიძლება ნიშნავდეს ძალიან ავ და ბოროტ ქალს. ფრაზა ”Hitler woman” წარმოადგენს ერთი ინგლისური სიტყვის ანაგრამას. გადათარგმნეთ ქართულად ეს ინგლისური სიტყვა.
პასუხი: ეს სიტყვა ქართულად ჟღერს, როგორც სიდედრი (Hitler Woman არის ანაგრამა სიტყვისა Mother-in-law :-D) ბმული: http://moazrovne.net/q/383პასუხი -
ნიუ-იორკის საერთაშორისო აეროპორტში კიდია დიდი სარეკლამო აბრა, რომელზეც American Express-ის საკრედიტო ბარათის გამოსახულების ქვეშ მოთავსებულია ფრაზა, რომელიც, ერთი შეხედვით, შეიცავს სრულიად ნეიტრალურ და ბანალურ ინფორმაციას. მაგრამ, სიტყვათა თამაშის წყალობით, ეს ტექსტი აღიქმევა, როგორც პირდაპირი და დაუმალავი მტკიცება American Express-ის პრიორიტეტისა გადახდის მეორე საერთაშორისო სისტემის წინაშე. ტექსტი კი ასეთია: ”If you have …, you don’t need …”. შეავსეთ გამოტოვებული ადგილები აღნიშნულ სარეკლამო ტექსტში.
პასუხი: If you have Green Card, you don’t need Visa. (ანუ ამ ფრაზას ეძლევა ორმაგი მნიშვნელობა: 1. თუ გაქვს გრინ-კარდი (ანუ ამერიკაში ცხოვრების უფლება), შენ აღარ გჭირდება ვიზა. და მეორე მნიშვნელობა - 2. თუ შენ გაქვს მწვანე ბარათი (ასე ეძახიან American Express-ის ბარათებს), მაშინ აღარ გჭირდება Visa :-))) ბმული: http://moazrovne.net/q/382პასუხი -
ბევრს წაუკითხავს, ან უნახავს ფილმებში ისტორია უჩინარი ადამიანის შესახებ. ალბათ ბავშვობაში გვიოცნებია კიდეც ამ თემაზე. მაგრამ, აბსოლუტურად უჩინარი ადამიანი რომც შექმნას ვინმემ, მაინც არსებობს აზრი, რომ ეს ქმნილება არც თუ ისე უნაკლო და ყოვლისშემძლე იქნება, როგორც ეს ამ ნაწარმოებებშია აღწერილი. გარდა იმისა, რომ ის უნდა იყოს მუდამ შიშველი, მას ექნება ერთი მნიშვნელოვანი ფიზიკური ნაკლი, რაც თითქმის აბათილებს მის უპირატესობას. დაასახელეთ ეს ნაკლი.
პასუხი: ის იქნებოდა ბრმა. (რადგანაც სინათლის სხივი აღარ აირეკლებოდა მის თვალში და შესაბამისად, იგი ვერაფერს დაინახავდა :-) ბმული: http://moazrovne.net/q/381პასუხი -
სულხან-საბა ორბელიანის "მემკვიდრის აღზრდაში" სედრაქი უფლისწულს ურჩევს, ჰქონდეს ის თვისებები, რა თვისებებიც გააჩნიათ: ძაღლს, ჭიანჭველას, სახედარს. რა თვისებებს მიაკუთვნებს სედრაქი ამ არსებებს?
პასუხი: ძაღლი - ერთგულება, ჭიანჭველა - ძალა, ხოლო სახედარი - გონიერება. ბმული: http://moazrovne.net/q/370პასუხი -
სპარსული იგავის მიხედვით, არსებობენ სამი სახეობის მტრები. პირველი – უბრალოდ მტერი, მეორე – მეგობრის მტერი... დაასახელეთ მტრის მესამე ”სახეობა”.
პასუხი: ხოლო მესამე - მტრის მეგობარი. ბმული: http://moazrovne.net/q/369პასუხი -
ანეკდოტი:
წარუმატებელი ფერმერი უჩვენებს სტუმრებს შეძენილ რანჩოს.
– რა სახელი შეურჩიეთ რანჩოს? – დაინტერესდნენ სტუმრები.
– მე მინდოდა დამერქვა ”ბარ-ჯეი”, ცოლს – ”სიუზი-ქიუ”, უფროს შვილს – ”ფლაინგ დაბლ-იუ”, უმცროსს – ”ლეიზი-უაი”. ამიტომაც ჩვენ რანჩოს ”ბარ-ჯეი სიუზი-ქიუ ფლაინგ დაბლ-იუ ლეიზი-უაი” დავარქვით.
– ...კი მაგრამ, თქვენი საქონელი სადღაა? - გაოცდა ხალხი.
– საქონელი დამეხოცა...
კითხვა: მაშ, რის გამო დაიხოცა საქონელი?პასუხი: საქონელმა დაღის დასმას ვერ გაუძლო :-D (როგორც მოგეხსენებათ, ამერიკის რანჩოებში თავიანთ საქონელს უკანა ნაწილში გახურებული შანთით, რომელზეც რანჩოს სახელია ამოტვიფრული, ასვამენ დაღს, ცხოველებმა კი ამსიგრძე დასახელების მქონე რანჩოს დაღს ვერ გაუძლეს) ბმული: http://moazrovne.net/q/368პასუხი -
არსებობს ინგლისური ენის შემსწავლელი მრავალი მეთოდი. ზოგიერთი მეთოდი ეფექტურია, ზოგიერთი - ნაკლებად ეფექტური. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ საუკეთესო შედეგებს შეიძლება მივაღწიოთ არაფორმალურ ატმოსფეროში, იძულებითი საჭიროებისა და დაინტერესების შემთხვევაში. ამიტომ, ყველაზე ეფექტურად ითვლება მეთოდიკა, რომელსაც ეწოდება ”sleeping dictionary”. დაასახელეთ ამ მეთოდისთვის საჭირო ძირითადი კომპონენტი.
პასუხი: ეს კომპონენტია ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე საყვარელი :-D ბმული: http://moazrovne.net/q/367პასუხი