რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 116
-
აღმოსავლეთის ზოგიერთ კულტურებში გავრცელებულია ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ოჯახში დაბადებულ პირველ ქალიშვილს არქმევენ სახელს ”უგულ”. ითვლება, რომ ეს სახელი, ერთის მხრივ, იცავს გოგონას ბოროტი ძალებისგან და, მეორეს მხრივ, ხელს უწყობს ოჯახს მომავალში ვაჟის დაბადებაში. ასეთი რამ დასავლეთში რომ მომხდარიყო, სპეციალისტები ჩათვლიდნენ, რომ ეს სახელი გოგნას შეუქმნიდა ფსიქოლოგიურ დისკომფორტს და პრობლემებს პიროვნების თვითიდენტიფიკაციაში. მაშ, როგორ ითარგმნება ქართულად სახელი ”უგულ”?
პასუხი: ქართულად სიტყვა ”უგულ” ნიშნავს ვაჟიშვილს, ბიჭს. ბმული: http://moazrovne.net/q/366პასუხი -
მეორე მსოფლიო ომის დროს უნგრული ქალაქის სეხეშფეხერვარისთვის მიმდინარეობდა სამთვიანი ბრძოლა. ქალაქის აღების შემდეგ ჯარისკაცები ხუმრობდნენ: ”უფრო ადვილია ეს ქალაქი აიღო, ვიდრე ...” დაასრულეთ ეს ხუმრობა.
პასუხი: ”... ვიდრე მისი სახელი წარმოთქვაო”... ბმული: http://moazrovne.net/q/365პასუხი -
რამოდენიმე წლის წინ ერთმა მილანურმა ფირმამ მილანის რამოდენიმე უბნის ბიჭებს აჩუქა ორიგინალური საჩუქრები წარწერით: ”ერთგული თანამშრომლობისთვის”, თუმცა, ბიჭებს ალბათ არასოდეს არ უფიქრიათ, რომ თავიანთი ქმედებით ისინი ზრდიან ამ ფირმის შემოსავალს. რას აწარმოებდა ნახსენები ფირმა?
პასუხი: ეს ფირმა ფანჯრის მინებს აწარმოებდა (ბიჭები ფეხბურთის თამაშისას ხშირად უმტვრევდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს ფანჯრის მინებს და, შესაბამისად, ფირმის შემოსავალიც იზრდებოდა :-) ბმული: http://moazrovne.net/q/364პასუხი -
ცნობილი ხუმრობის თანახმად, როგორ გრძნობს თავს ადამიანი, რომელსაც არა აქვს მარცხენა ხელი, მარცხენა ფეხი, მარცხენა თვალი და მარცხენა ყური? (პასუხი დაწერეთ ინგლისურად)
პასუხი: All Right! (პირდაპირ ქართულ თარგმანში - ”ყველაფერი მარჯვნივ”). ბმული: http://moazrovne.net/q/363პასუხი -
ლუჩანო პავაროტის სიტყვებით, ყველაზე სასიამოვნო კომპლიმენტი თავის ცხოვრებაში მას ერგო ერთი გოგონასგან, რომელიც შეეჯახა მას ველოსიპედით, და შემდეგნაირად მოუხადა ბოდიში: ”უკაცრავად, მე ...” დაასრულეთ გოგონას სიტყვები.
პასუხი: ”უკაცრავად, მე თქვენ ვერ შეგამჩნიეთ”. ბმული: http://moazrovne.net/q/362პასუხი -
ჯოან როულინგის ფანტასტიკურ მოთხრობაში ”ჰარი პორტერი და ფილოსოფიური ქვა” ფიგურირებს ჯადოსნური სარკე. ორიგინალში ამ სარკეს ქვია ”სარკე ერიზედ”. არ ვიცი, თარგმნილია თუ არა ეს ნაწარმოები ქართულად, მაგრამ ამ თარგმანში სარკის სახელის ერთ-ერთი ვარიანტი იქნებოდა ”არვტან”. რას უჩვენებდა ეს სარკე?
პასუხი: ეს სარკე უჩვენებდა ნატვრას (Erised უკუღმად იკითხება როგორც Desire (ნატვრა). ქართულად: ”არვტან” – ”ნატვრა”. სარკე უჩვენებდა ადამიანის ნატვრას). ბმული: http://moazrovne.net/q/361პასუხი -
ესკიმოსებში და უკიდურესი ჩრდილოეთის სხვა ხალხებში მამაკაცისათვის ყველაზე სასურველ საცოლედ ითვლება მრავალშვილიანი ქვრივი. რატომ?
პასუხი: მათ სახლში (იგლუში) რაც უფრო ბევრი ხალხია, მით უფრო თბილა ხოლმე :-D ბმული: http://moazrovne.net/q/360პასუხი -
დაახლოებით 24 საუკუნის წინ მწერალს და ფილოსოფოსს ჩჟუან-ცზის დაესიზმრა, თითქოს ის პეპელაა. მან შემდეგნაირად აღწერა საკუთარი განცდები: ”... მე გავახილე თვალი და ვერ მივხვდი, მე დამესიზმრა, რომ პეპელა ვიყავი, თუ ...” დაასრულეთ ფილოსოფოსის სიტყვები.
პასუხი: ”... თუ პეპელას დაესიზმრა, რომ ადამიანი იყო”. ბმული: http://moazrovne.net/q/359პასუხი -
სპორტის ამ სახეობის მიმდევარმა, ჯ. უ. პერეთმა მოკლა თოლია, ხოლო 1934 წელს, კლუბ მარგარეთ-ეთ-ქლიფში ერთმა პროფესიონალმა მოთამაშემ ჩააგდო ნოკაუტში ძროხა. სპორტის რომელ სახეობაზეა საუბარი?
პასუხი: საუბარია გოლფზე. ბმული: http://moazrovne.net/q/358პასუხი -
პოლონელი მწერლის იან ვერიხის აზრით, ეს ტექნოლოგია თავის დროზე არ იყო დაპატენტებული და ამიტომ დღეს მისი გამოყენება თავისუფლად შეუძლია ყველა იდიოტს. დაასახელეთ ორი ნიმუში, რომლებიც ცნობილი წყაროს თანახმად პირველად ”დამზადდნენ” ამ ტექნოლოგიით.
პასუხი: კაენი და აბელი (იან ვერიხმა თქვა, სამწუხაროა, რომ გამრავლების ტექნოლოგია თავის დროზე არ დაპატენტებულა, ამიტომ დღეს ყველა იდიოტს შეუძლია მისი თავისუფლად გამოყენებაო :-) . ბმული: http://moazrovne.net/q/357პასუხი -
ამბობენ, რომ ერთხელ იმპერატორმა კალიგულამ გასცა ბრძანება სასწრაფოდ შეეგროვებინათ ზღვის სანაპიროზე ყველა ნიჟარა. რა მიზნით?
პასუხი: რათა შემდეგ ეს ნიჟარები გამოეყენებინათ, როგორც ფულის ერთეული. ბმული: http://moazrovne.net/q/356პასუხი -
1978 წელს ამერიკელმა ჯონი დელმა დაამყარა უცნაური რეკორდი - ისროლა ქათმის კვერცხი 98 მეტრსა და 51 სანტიმეტრზე. მაგრამ უფრო უცნაური რეკორდი იმავე წელს დაამყარა მისმა თანამემამულემ და მეგობარმა კიტ გოლასმა. რაში მდგომარეობს ამ უკანასკნელის მიღწევა?
პასუხი: მან ეს კვერცხი დაიჭირა :-) ბმული: http://moazrovne.net/q/355პასუხი -
როგორც ცნობილია, რუსულ ტელეგადაცემაში ”100/1”, ერთსა და იგივე კითხვას უსვამენ 100 კაცს, რის შედეგადაც ავლენენ ამა თუ იმ კითხვაზე პასუხების რეიტინგს. დაასახელეთ ყველაზე პოპულარული პასუხი კითხვაზე: "ვის უყვარს ლუდი?"
პასუხი: ყველაზე ბევრმა ადამიანმა ამ შეკითხვას შემდეგი პასუხი გასცა: ”მე!” :-) ბმული: http://moazrovne.net/q/354პასუხი -
შარიათის მიხედვით, ხალიფად უნდა აირჩეს მხოლოდ ის პიროვნება, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ის უნდა იყოს მაჰმადიანი, საღი გონების, მამაკაცი, თავისუფალი, გაბედული, გამოცდილი, სამართლიანი, თავმდაბალი, კეთილშობილი, მეცნიერი და მუჯთაჰიდი. არსებობს კიდევ სამი ნაკლი, რომელიც არ უნდა გააჩნდეს ხალიფას. დაასახელეთ ეს სამი ნაკლი.
პასუხი: იგი არ უნდა იყოს ბრმა, ყრუ ან მუნჯი. ბმული: http://moazrovne.net/q/353პასუხი -
ყველასათვის კარგად არის ცნობილი, თუ რა ძნელი არის ხოლმე ფალსიფიცირებული პროდუქტების ნამდვილისაგან გარჩევა. ექსპერტები გვთავაზობენ, ყურადღება მივაქციოთ შტრიხ-კოდებს. მაგალითად, თუ შტრიხ-კოდი იწყება 2-ით, ეს პროდუქტი ნამდვილად ყალბია. რა საერთო ნიშანი გააჩნიათ ქვეყნებს, რომელთა კოდიც იწყება 2-ით?
პასუხი: ასეთი ქვეყნები არ არსებობს (ანუ კოდი 2 ჯერ არცერთი ქვეყნის ნაწარმისთვის არ მიუნიჭებიათ). ბმული: http://moazrovne.net/q/352პასუხი