რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 119
-
20 ავსტრიული შილინგის კუპიურაზე გამოსახულია მხატვარი დაფინგერი, 50-ზე - ზიგმუნდ ფროიდი, 100-ზე - სახელმწიფო მოღვაწე ბემ-ბავერკი, 500-ზე - არქიტექტორი ვაგნერი, 1000-ზე - ფიზიკოსი შრედინგერი. ვინ არის გამოსახული 5000-იან კუპიურაზე?
პასუხი: მასზე გამოსახულია მოცარტი. ბმული: http://moazrovne.net/q/321პასუხი -
აგზავნიდნენ რა განსაკუთრებით საიდუმლო წერილს, რომაელები აუცილებლად აწერდნენ მას სტანდარტულ ფრაზას, რაც ნიშნავდა ”შენ და ...” დაასახელეთ საიდუმლო წერილის მეორე ადრესატი.
პასუხი: ”... ცეცხლს”. ბმული: http://moazrovne.net/q/320პასუხი -
ყველასათვის ცნობილია დეზინფექციის უმარტივესი მეთოდი, რომელიც ინექციის გაკეთების წინ გამოიყენება - ადგილი, სადაც უნდა გაკეთდეს ინექცია, წინასწარ ”მუშავდება” ეთილის სპირტში დასველებული ბამბით, რაც ინფექციის გადატანას ხელს უშლის. ეს დაუწერელი კანონია მთელი მსოფლიოს ექიმებისათვის. აშშ-ს ზოგიერთ შტატში, მაგალითად, ეს გამოიყენება იმ შემთხვევებშიც, როდესაც ეს თავისთავად უკვე პარადოქსია. მაშ რა შემთხვევებში წარმოადგენს ეს მარტივი ოპერაცია საკმაოდ სასაცილო პარადოქსს (პასუხი დააკონკრეტეთ)?
პასუხი: აშშ-ს ზოგიერთ შტატში, ინექციის ადგილს ამუშავებენ სპირტით, ინექციის საშუალებით სიკვდილით დასჯის დროს. ბმული: http://moazrovne.net/q/319პასუხი -
სად ინახება ეროტიკული ლიტერატურის ყველაზე დიდი ბიბლიოთეკა (25400 ტომი), თუ ეს ადგილი ამგვარი ლიტერვტურის შენახვისთვის ალბათ ყველაზე უჩვეულოა?
პასუხი: იგი ინახება ვატიკანში. ბმული: http://moazrovne.net/q/318პასუხი -
ლევი-ბრიულმა უწოდა მათ ”ველური ადამიანის ბიბლია”. ბორხესი თვლიდა მათ ”ესტეტიკური მოღვაწეობის უძველეს ფორმად”. ტიბეტურ ბუდიზმში მათ მიიჩნევენ რთულ სამუშაოდ, რომლის შესრულება შეიძლება სპეციალური იოგის გამოყენებით. სატელევიზიო არხი MTV კი აპირებდა მათ ყიდვას მაყურებლებისაგან. დაასახელეთ ისინი.
პასუხი: საუბარია სიზმრებზე. ბმული: http://moazrovne.net/q/317პასუხი -
იაპონიის ქალაქ აზიფუს ერთ-ერთი რადიოსადგური გადასცემს 24 საათიან პროგრამას, რომელსაც ძალიან ბევრი მსმენელი ჰყავს. ისინი ამბობენ, რომ ამ პროგრამას მათთვის დიდი სულიერი სიმშვიდე მოაქვს. რას გადასცემს რადიოსადგური?
პასუხი: ამ სადგურის ეთერში 24 საათის განმავლობაში ისმის ადამიანის გულისცემა. ბმული: http://moazrovne.net/q/316პასუხი -
იგი ათასი წლის წინ გამოიგონეს ეგვიპტელებმა და თავდაპირველად მხოლოდ მაღალჩინოსან პირთათვის იყო განკუთვნილი. ძველ ეგვიპტეში მას მემკვიდრეობით გადასცემდნენ შთამომავლობას. მისი თანამედროვე ვარიანტის სამშობლოდ კი საფრანგეთია მიჩნეული. დღეს იგი თითოეული ჩვენთაგანისთვის ცხოვრების ჩვეულებრივი ატრიბუტია, თუმცა ზოგისთვის არც მისთვის ბრძოლაა უცხო. რა არის ეს?
პასუხი: საუბარია ჩვეულებრივ სკამზე. ბმული: http://moazrovne.net/q/315პასუხი -
რა შეადგენს ადამიანის წონის 3%-ს, მაგრამ მოიხმარს მთელი ორგანიზმის ჟანგბადის 20%-ს და კალორიების 20%-ს?
პასუხი: ეს არის ტვინი. ბმული: http://moazrovne.net/q/314პასუხი -
პლასტმასის სათამაშოების მწარმოებელმა ცნობილმა დანიურმა ფირმამ ”ლეგო” ამ ბოლო დროს დაიწყო პლასტმასის შემადგენლობაში ბარიუმის სულფატის შეყვანა, ამ ნივთიერების ერთი თვისების გამო. რა სასარგებლო თვისება გააჩნია ამ ნივთიერებას?
პასუხი: ჩანს რენტგენის გამოსახულებაში (და ეს ეხმარება ექიმებს ბავშვების მიერ გადაყლაპული დეტალების პოვნაში). ბმული: http://moazrovne.net/q/313პასუხი -
დაასრულეთ ერთ-ერთ ჟურნალში გამოქვეყნებულ, გარკველი ტიპის თამაშებისადმი მიძღვნილ სტატიაში მოყვანილი ერთი ამერიკელის სიტყვები: ”მე სულ მალე მივხვდი: იმისათვის, რომ გამდიდრდე თამაშით, უნდა იყიდო...”
პასუხი: ”... კაზინო”. ბმული: http://moazrovne.net/q/312პასუხი -
ერთხელ საღვთო სჯულის მასწავლებელმა თავის მოწაფეს ინგლისის პრინც ედუარდს სთხოვა დაესრულებინა ფრაზა: ”მეფეზე უფრო ძლიერი არის მხოლოდ...” პასუხმა გააოგნა მასწავლებელი. მაშ, რა უპასუხა პრინცმა მასწავლებელს?
პასუხი: მან უპასუხა: ”მეფეზე ძლიერი არის მხოლოდ ტუზი”. ბმული: http://moazrovne.net/q/311პასუხი -
ითვლება, რომ ეს გამოიგონეს ძველმა ბერძნებმა, მას მასტოდეტონი ერქვა და წარმოადგენდა მატერიის ვიწრო ზოლს. ის განავითარეს რომაელებმა, მიაღებინეს მას თანამედროვე ფორმა, დაიწყეს მისი ტყავისაგან დამზადება და სტოროფიუმი უწოდეს. ძველ ინდოეთში მას დევადასი ეწოდებოდა და ოქროთი და ძვირფასი ქვებით ამკობდნენ. დღეისათვის ის ქალების 90%-ის თეთრეულის აუცილებელი ატრიბუტია. დაასახელეთ მისი თანამეროვე სახელწოდება.
პასუხი: ბიუსტჰალტერი. ბმული: http://moazrovne.net/q/310პასუხი -
1976 წელს ამერიკელმა მოჭიდავემ მაიკლ ფარინამ შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება მიიღო მხოლოდ იმის შემდეგ, რაც გაიხადა მაისური, მოიხსნა სათვალე და გამოაფურთხა საღეჭი რეზინი. რა იყო ამის მიზეზი?
პასუხი: ზედმეტი წონა (ვერ ჯდებოდა თავის წონით კატეგორიაში). ბმული: http://moazrovne.net/q/309პასუხი -
ინგლისელები თვლიან, რომ ამ რუსულ ფრაზას გამართულად ვერასდიდებით ვერ გამოთქვამენ. საუკეთესო შემთხვევაში მათ გამოუვათ რაღაც, მსგავსი ინგლისური ფრაზისა ”ყვითელი ლურჯი ავტობუსი”. როგორ ჟღერს ეს რუსული ფრაზა?
პასუხი: Я Люблю Вас (Yellow Blue Bus - Я Люблю Вас). ბმული: http://moazrovne.net/q/308პასუხი -
მექსიკაში - ყვითელი, ბრაზილიაში - იასამნისფერი, აღმოსავლეთ აზიაში - თეთრი, ევროპაში - შავი. რა ფერებზეა საუბარი?
პასუხი: საუბარია სამგლოვიარო ფერებზე. ბმული: http://moazrovne.net/q/307პასუხი