რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 120
-
ბერლიოზი ამბობდა, რომ ეს უდიდესი მასწავლებელია. მაგრამ სამწუხაროდ ეს მასწავლებელი ყველა თავის მოსწავლეს კლავს. დაასახელეთ ეს მასწავლებელი.
პასუხი: ეს მასწავლებელია დრო. ბმული: http://moazrovne.net/q/306პასუხი -
ტრადიციულ იტალიურ პიცაში ცომის გარდა აუცილებლად უნდა იყოს 3 კომპონენტი: ტომატის სოუსი, ყველი ”მოცარელლა” და ოხრახუშის ფოთლები. პიცის ამ სამ კომპონენტს კულინარული მნიშვნელობის გარდა გააჩნია სიმბოლური მნიშვნელობაც. რაში მდგომარეობს ეს სიმბოლური მნიშვნელობა?
პასუხი: ამ კომპონენტების ფერები შეადგენენ იტალიის დროშის ფერებს (წითელი, თეთრი და მწვანე). ბმული: http://moazrovne.net/q/305პასუხი -
ერთი ანეკდოტის თანახმად, ჰენრი ფორდს ჰყავდა 6 საყვარელი. და ერთხელ მასთან მოვიდა ერთდროულად ექვსივე საყვარელი. თუ დავუჯერებთ ანეკტოდს, სწორედ მაშინ გამოიგონა ამ ამერიკელმა მეწარმემ ის, რაც დღესაც ფართოდ გამოიყენება და ბევრს უადვილებს შრომას. რა გამოიგონა ამ ცნობილმა ადამიანმა იმ რთულ სიტუაციაში, რომელშიც ის ჩავარდა ანეკდოტის სიუჟეტის მიხედვით?
პასუხი: მან გამოიგონა კონვეერი. ბმული: http://moazrovne.net/q/304პასუხი -
ერთხელ ჩინეთის მცოდნეობის ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტმა, რომელიც იმყოფებოდა ტაივანზე, გადაწყვიტა ენახა ბუდისტური მონასტერი. გზა აღმოჩნდა ძალიან დიდი და მას დილიდან საღამომდე მოუწია სიარული. როდესაც მან მიაღწია მონასტერს, ერთ-ერთმა ბერმა ის თავაზიანად შემოიპატიჟა და მათ დაიწყეს მონასტერის დათვალიერება. ერთ-ერთი კორიდორის ბოლოში სტუდენტმა შეამჩნია უცნაური მოციმციმე შუქი და რამოდენიმე ბერის სილუეტები, რომლებიც ისხდნენ იატაკზე. ”ალბათ ლოცულობენ”, - იფიქრა სტუდენტმა. რას აკეთებდნენ ბერები სინამდვილეში?
პასუხი: ტელევიზორს უყურებდნენ. ბმული: http://moazrovne.net/q/303პასუხი -
მისი დიზაინ-პროექტი, რომელიც დღემდე თითქმის არ შეცვლილა, დახატა რუსმა ემიგრანტმა სერგეი მაკრონოვსკიმ ჯერ კიდევ 30-იან წლებში. მასვე ეკუთვნის მის დიზაინში მსოფლიო წესრიგის მასონური სიმბოლოს გამოყენების იდეა. თავის სახელწოდებაში ის შეიცავს თავისი ქართველი ”კოლეგის” სახელს. დაასახელეთ ის.
პასუხი: დოლარი (ქართველი ”კოლეგა” კი ლარია). ბმული: http://moazrovne.net/q/302პასუხი -
1974 წლის გაზაფხულში ერთი ევროპელი არქიტექტორი და დიზაინერი მუშაობდა პრინციპულად ახალი არქიტექტორული კონსტრუქციის შექმნაზე, რისთვისაც მან დაამზადა სპეციალური მაკეტი. თავისი ვიწრო-პროფესიული პრობლემის გადაწყვეტაზე მუშაობის დროს მან აღმოაჩინა, რომ კონსტრუქციის ცალკეული ნაწილების ფორმის შეცვლის შემდეგ მათი დაბრუნება საწყის მდგომარეობაში ძალიან ძნელია... 1975 წლის იანვარში ამ არქიტექტორმა დააპატენტა თავისი ახალი გამოგონება. დაასახელეთ არქიტექტორის გვარი.
პასუხი: რუბიკი (ასე გამოიგონა ერნო რუბიკმა ”რუბიკის კუბიკი”). ბმული: http://moazrovne.net/q/301პასუხი -
ერთხელ რუსეთის ერთ-ერთი ტელეარხის გადაცემაში ”ასი ერთთან” მოიყვანეს ერთი საინტერესო გამოკითხვის შედეგები. მოსკოველებს უნდა დაესახელებინათ მათთვის ყველაზე ცნობილი ქართული სიტყვა. ყველაზე პოპულარულ ქართულ სიტყვებს შორის აღმოჩნდა სიტყვები: ქინძმარაული, გამარჯობა, ჩახოხბილი, გენაცვალე, წინანდალი. მეექვსე ადგილზე გავიდა სიტყვა, რომელიც შედგება 3 ასოსგან. დაასახელეთ ეს სიტყვა.
პასუხი: ”ვახ!” :-) ბმული: http://moazrovne.net/q/300პასუხი -
მისი გამართულად ფუნქციონირება აუცილებელია ჩვენს მიერ სამყაროს სრულყოფილად აღთქმისათვის, მას სხვებისაგან განსხვავებით საკუთარი ზომის ათჯერ შეცვლა შეუძლია, ხოლო მისი მუშაობის პრინციპის მქონე ტექნიკის საშუალებით შექმნილ პროდუქციას ყოველდღიურად ხვდება თვითოეული ჩვენთაგანი. რა არის ეს?
პასუხი: თვალის გუგა. ბმული: http://moazrovne.net/q/299პასუხი -
ტონგას კუნძულებზე ჯეიმს კუკი მიიღეს ძალიან მეგობრულად, რისთვისაც კაპიტანმა მიართვა ტონგელების ბელადს სუვენირი, რომელიც მან გალაპაგოსის კუნძულებზე იპოვა. სუვენირი აყვანილ იქნა ბელადის დონემდე, მას სახელად ტუი-მალილა უწოდეს და ის დღემდე კარგად გრძნობს თავს. რა აჩუქა კუკმა ბელადს?
პასუხი: კუკმა ბელადს კუ აჩუქა. ბმული: http://moazrovne.net/q/298პასუხი -
როდესაც ზევსმა გაიგო, რომ პრომეთემ ადამიანებს მოუტანა ცეცხლი და ამით გააბედნიერა ისინი, მასში იფეთქა ხალხისადმი სიძულვილმა და გადაწყვიტა მათთვის მოევლინა ყოველგვარი უბედურება. მან გამოგზავნა შავი ყუთი. ყუთიდან ამოფრინდა ტანჯვა, ქურდობა, ძარცვა, სიკვდილი და სხვა უბედურება. თავზარი ეცათ ამის შემყურეთ და უცებ დახურეს ყუთი. იქიდან კი ხმა შემოესმათ: ”ამომიშვით, რომ უბედურებაში განუგეშოთ”. ისევ გასნეს ყუთი და ამოუშვეს ისიც, ვინც თავისუფლებას ითხოვდა. ლეგენდის თანახმად, რა ამოვიდა ყუთიდან?
პასუხი: ყუთიდან იმედი ამოვიდა. ბმული: http://moazrovne.net/q/297პასუხი -
მის გამო ყოველწლიურად 50 იაპონელი კარგავს მხედველობას, ბევრს უზიანდება ლოყები და ენები. სინამდვილეში კი ის საერთოდ არ არის სახიფათო და ყოველი ჩვენთაგანი იყენებს მას ყოველდღიურ ცხოვრებაში. რა არის ეს?
პასუხი: ეს არის ჩანგალი. ბმული: http://moazrovne.net/q/296პასუხი -
10-15 წლის წინ დასავლეთის ერთ-ერთი სატელეფონო კომპანია დადგა პრობლემის წინაშე: ტარიფის გაუზრდელად როგორ მიეღწიათ, რომ ხალხს ცოტა ხნით ელაპარაკა სატელეფონო ჯიხურებიდან. როგორ გადაწყვიტეს მათ ეს პრობლემა?
პასუხი: მათ ყურმილები დაამძიმეს. ბმული: http://moazrovne.net/q/295პასუხი -
მისი მოხმარების რეჟიმის ასახსნელად საკმარისია სამი წერტილი: ერთი წერტილი აღნიშნავს - არაუმეტეს 120-სა, ორი წერტილი აღნიშნავს არაუმეტეს 160-სა, სამი წერტილი აღნიშნავს - 160-ზე მეტი. რა ჰქვია იმ ნივთს, რომელზეც ასეთი შინაარსის წერტილებია გამოსახული?
პასუხი: უთო (ციფრები კი გრადუსებს აღნიშნავენ). ბმული: http://moazrovne.net/q/294პასუხი -
ერთი იტალიური ანდაზის თანახმად, სალათი 4 მზარეულმა უნდა დაამზადოს, კერძოდ: გულუხვმა მზარეულმა უნდა გაუკეთოს ზეთი, ძუნწმა - ძმარი, ხელოვამა - მორთოს და გაალამაზოს ის, ფილოსოფოსმა კი... რისი გაკეთება ევალება ფილოსოფოს მზარეულს?
პასუხი: მას მარილის მოყრა ევალება. ბმული: http://moazrovne.net/q/293პასუხი -
1792 წლის სექტემბერში პარიზს პრუსიელები დაემუქრნენ. ქალაქში მოხალისეთა ჩაწერა დაიწყო. მათი რიცხვი მალე ასიათასობით განისაზღვრებოდა, მაგრამ, სამაგიეროდ, ქალაქში საკმარისი რაოდენობით არ იყო იარაღი. როგორც ხშირად ხდება ასეთ შემთხვევაში, მოსახლეობამ დაიწყო ზარების გადადნობა ზარბაზნებად, ხოლო ვერცხლის ნივთებისა - მონეტებად, მიმდინარეობდა თუჯის გალავნებისა და ჯაჭვებისაგან ხელშუბების გამოჭედვა... მაგრამ ყოველივე ეს საკმარისად არ იქნა ჩათვლილი და მოსახლეობამ ტყვიების გამოდნობაც დაიწყო. ამისათვის მასალად გამოყენებული იქნა ტყვიის ნაკეთობები, რომლებსაც სპეციფიკური დანიშნულება გააჩნდათ და რომელთაც დანიშნულებისამებრ გამოყენების შემდეგ მხოლოდ უაღრესად ზნედაცემული ადამიანი ან სასამართლოს დადგენილებით მოქმედი პირი თუ შეახებდა ხელს. რა ნაკეთობაზეა საუბარი?
პასუხი: საუბარია კუბოზე. ბმული: http://moazrovne.net/q/292პასუხი