რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 114
-
დიდი ხანი არაა, რაც ევროპაში გამოჩნდა სპორტის ახალი სახეობა, რომელსაც ”ილარ” ეწოდება. რას წარმოადგენს იგი?
პასუხი: ”ილარ” ეწოდება შეჯიბრს ავტომობილებით უკან სვლაში. კომენტარი: ”ილარ” არის შებრუნებული სიტყვისა ”რალი”. ბმული: http://moazrovne.net/q/406პასუხი -
არაბებმა ერთ-ერთი ქალაქის დაპყრობისას ამ ქალაქიდან გაიტანეს 3000 საპალნე ჯართი, რომელიც ერთ-ერთ მსოფლიო საოცრებას ეკუთვნოდა. ამას 1000-მდე აქლემი დასჭირდა. დაასახელეთ, თუ რისი ნაწილები გაიტანეს არაბებმა.
პასუხი: არაბებმა როდოსის კოლოსის ნაწილები გაიტანეს. ბმული: http://moazrovne.net/q/405პასუხი -
პლატონის თქმით ის ღმერთების საყვარელი ნივთიერებაა. მას აძლევდნენ რომაელ ჯარისკაცს ხელფასის სანაცვლოდ. იგი ერთი პერიოდი ეთიოპიის ფულის ერთეულიც კი იყო. დაასახელეთ იგი.
პასუხი: საუბარია მარილზე. ბმული: http://moazrovne.net/q/404პასუხი -
შეკითხვა #403 © თინათინ სუდაძე
ეს ნივთი საქართველოში დაახლოებით 1255 წელს შემოვიდა, ხოლო 16-ე საუკუნის დასაწყისში, როდესაც ეს ნივთი იონას ჰეინვეის დაუნახეს, მას დასცინეს. თუმცა იგი სწორედ მისი მეშვეობით გახდა პოპულარული მამაკაცებში. საქართველოში დაბრუნებული დავით ულუ ამ ნივთს როგორც ჯილდოს ისე ატარებდა. დღეს კი იგი საყოველთაოდ მიღებული აქსესუარია ნებისმიერი სქესის წარმომადგენელთათვის. რაზეა საუბარი, თუ აშშ-ს სტატისტიკის დეპარტამენტის მიხედვით, ყველაზე მეტი რაოდენობით ეს ნივთი ქალაქ სიეტლში იყიდება?
პასუხი: საუბარია ქოლგაზე. წყარო: გოჩა ტყეშელაშვილი - ”მსოფლიოს ყველაზე საინტერესო და საოცარი მოვლენები” ბმული: http://moazrovne.net/q/403პასუხი -
ახალდამწყები მსახიობი დაჟინებით ითხოვდა ბერნარდ შოუს გაეწია მისთვის რეკომენდაცია, რათა თეატრში მიეღოთ იგი. შოუ დათანხმდა და დაწერა შემდეგი შინაარსის წერილი: ”გულწრფელად ვუწევ რეკომენდაციას ახალგაზრდა მსახიობს. იგი თამაშობს ჰამლეტს, რომეოს, შეილოკს, კეისარს, ბილიარდს, მაგრამ ყველაზე უკეთესად თამაშობს...”
დაასრულეთ ბერნარდ შოუს სიტყვები.პასუხი: ”... ამ უკანასკნელს” ბმული: http://moazrovne.net/q/402პასუხი -
ერთ-ერთ ჟურნალში დაიბეჭდა მიხეილ დონსკის სტატია, რომელშიც ის ამბობს: ”უნარი იმისა, იმსჯელო იმ საკითხებზე, რომელთა არსშიც ჩახედული არა ხარ, უკვე გახდა ჩვენი ეპოქის თანმდევი ნიშანი.” რა მოიყვანა ჟურნალისტმა მაგალითად, რათა დაემტკიცებინა ამ ტენდენციის სისწორე?
პასუხი: თამაში ”რა? სად? როდის?” წყარო: აღებულია წიგნიდან ”1001 კითხვა ინტელექტუალთათვის” ბმული: http://moazrovne.net/q/401პასუხი -
ეს ქალი ისტორიაში შევიდა თავისი სხეულის ნაწილის გამოსახულებით, თანაც საკმაოდ უცნაური გამოსახულებით... გამოსახული იყო ხელის მტევანის ძვლები და საქორწინო ბეჭედი.
დაასახელეთ მისი მეუღლის გვარი, რომლის პრაქტიკაშიც ეს პირველი სურათი იყო.პასუხი: მისი მეუღლის გვარი იყო რენტგენი (რენტგენის სხივებით გადაღებული პირველი სურათი სწორედ მისი აღმომჩენის ცოლის ხელის მტევანი იყო). ბმული: http://moazrovne.net/q/400პასუხი -
ეს მოხდა XVII საუკუნის დასაწყისში. ბაიონის პოლკი, რომელიც ძირითადად ბასკებისგან შედგებოდა, გამაგრებული იყო პირენეის ერთ-ერთ მწვერვალზე და ესპანელებისგან თავს იცავდა. გაუთავდათ ტყვია-წამალი და მუშკეტები გამოუსადეგარი გაუხდათ. სიტუაცია უიმედოდ გამოიყურებოდა, რომ უცებ, ერთ წუთში შექმნეს ახალი იარაღი და ესპანელების ალყა გაარღვიეს. ეს იარაღი მაშინვე აიტაცა მთელმა მსოფლიომ და თანამედროვე შეიარაღებაშიც გამოიყენება.
რა გამოიგონეს ბასკებმა?პასუხი: ბასკებმა ხიშტი გამოიგონეს. ბმული: http://moazrovne.net/q/399პასუხი -
17 წლის გალილეო გალილეი პიზის უნივერსიტეტში მიაბარეს სასწავლებლად. იქ სწავლის წლებში მას აღმოაჩნდა ბუნების ჩვეულებრივ მოვლენებზე დაკვირვების გამორჩეული ალღო. კათედრალურ ტაძარში წირვებზე დასწრებისას იგი ყურადღებით აკვირდებოდა ტაძრის მაღალ ჭერზე ჩამოკიდებული ჭაღის მოძრაობას, რომლის ერთი სრული რხევა ერთსა და იმავე დროში სრულდებოდა, დამოუკიდებლად საწყისი გადახრისა თავდაპირველი მდგომარეობიდან... რისი საშუალებით ზომავდა იგი დროის ინტერვალებს?
პასუხი: გალილეო გალილეი დროის ინტერვალებს საკუთარი მაჯისცემის საშუალებით ზომავდა. ბმული: http://moazrovne.net/q/398პასუხი -
სიტყვას ორი რამ ამშვენებს: სიმართლე და სილამაზე. ერთ ორატორს ჰკითხეს: სამწუთიანი სიტყვისათვის რამდენი დრო გჭირდებაო მოსამზადებლად. ”სამი თვე”, - უპასუხა მან. რა პასუხი გასცა მან მორიგ კითხვას: სამსაათიანი სიტყვისათვის?
პასუხი: მან უპასუხა: სამსაათიანი სიტყვის წარმოთქმა ეხლა შემიძლია დავიწყოო. ბმული: http://moazrovne.net/q/397პასუხი -
რუსებს ასეთი რიცხვი აქვთ ორი: 3 და 11; ქართველებსა და ინგლისელებს კი - ერთი. დაასახელეთ ეს რიცხვი.
პასუხი: 4, ოთხი, four (ანუ რიცხვი, რომლის მნიშვნელობა უდრის მის სახელში ასოების რაოდენობას). ბმული: http://moazrovne.net/q/396პასუხი -
რომელი დაწესებულების სახელწოდებისგან შეადგინა ერთმა გონებამახვილმა იტალიელმა შემდეგი ანაგრამა: ”Capi mal uniti”, რაც ნიშნავს ”წარუმატებლად გაერთიანებული თავები”?
პასუხი: ეს არის ანაგრამა სიტყვისა Municipalita - მუნიციპალიტეტი. ბმული: http://moazrovne.net/q/395პასუხი -
ერთხელ ოთხმა ბიზნესმენმა: ჰოლანდერმა, ზელერმა, ტომსონმა და ქუინსიმ 2,250,000 დოლარად იყიდეს უფლებები კომპიუტერ ”სუკაბა”-ს წარმოებაზე. კონტრაქტის თანახმად, ”სუკაბა” სრულად იყო გამოკვლეული, იყო იაფი, უსაფრთხო, მოითხოვდა ნაკლებ ენერგიას, ვიდრე ნებისმიერი სხვა კომპიუტერი და იმუშავებდა არა ნაკლებ ათი წლისა. კონტრაქტის გაფორმების მეორე დღეს ბიზნესმენებმა მიიღეს ყუთი, რომელშიც ”სუკაბას” პირველი ეგზემპლიარი იდო. დაასახელეთ ნივთი, რომელიც იდო ყუთში, და რომელიც სავსებით აკმაყოფილებდა კონტრაქტის ყველა პუნქტს.
პასუხი: ყუთში ჩვეულებრივი საანგარიშო იდო :-)) ბმული: http://moazrovne.net/q/394პასუხი -
ჰაკერული სლენგის ლექსიკონის თანახმად, ის გამოიგონა ვინმე სკოტ ფალმენმა, რომელმაც პირველად გამოიყენა ის 1980 წელს ერთ-ერთ განცხადებების ელექტრონულ დაფაზე. ფალმენი ალბათ ვერც წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ მისი გამოგონება ასეთი პოპულარული გახდებოდა მთელი მსოფლიოს ტელესაკომუნიკაციო თუ ინტერნეტ-სამყაროში. მაქსიმალური ლაკონურობით დაასახელეთ ეს გამოგონება.
პასუხი: ფალმენმა 1980 წელს პირველად გამოიყენა სმაილი (სიცილაკი, სმაილიკი...), ანუ აღნიშვნა ” :-) ”. ბმული: http://moazrovne.net/q/393პასუხი -
ადამიანთა სამი ჯგუფის გამოკვლევის შედეგად ჰოლანდიელი ექიმები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ისინი, რომლებიც სარგებლობენ ოთხით, კვდებიან 3.5 წლით ადრე, ვიდრე ისინი, რომლებიც არ სარგებლობენ არც ერთით. მაგრამ ყველაზე დიდხანს ცოცხლობენ ისინი, რომლებიც იყენებენ ორს. რა აღინიშნება ამ რიცხვებით?
პასუხი: ამ რიცხვებით ბორბლების რაოდენობა აღინიშნება (ანუ, ამ გამოკვლეის მიხედვით, ის ხალხი, ვინც სარგებლობს მანქანით (ანუ ოთხი ბორბლით) უფრო ადრე კვდება, ვიდრე ის, ვინც ფეხით დადის, ხოლო ყველაზე დიდხანს კი ცოცხლობენ ველოსიპედის მქონეები). ბმული: http://moazrovne.net/q/392პასუხი