რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 118
-
აბრაამ ლინკოლნი ამბობდა: ”თვალთმაქცი მე მაგონებს ადამიანს, რომელმაც მოკლა მშობლები და სასამართლოს თხოვს შეწყნარებას იმის საფუძველზე, რომ იგი ...” დაასრულეთ ფრაზა.
პასუხი: ”... იმის საფუძველზე, რომ იგი ობოლია”. ბმული: http://moazrovne.net/q/336პასუხი -
დაასრულეთ სტანისლავ ეჟი ლეცის სიტყვები: ”სიცოცხლე მავნებელია, იგი იწვევს ...”
პასუხი: ”... იგი იწვევს სიკვდილს”. ბმული: http://moazrovne.net/q/335პასუხი -
ამერიკელი მწერლის ერიკა ჯუნგის აზრით, საკმარისია ამას უყურო 10 წუთის განმავლობაში და სურვილი გიჩნდება გაიქცე სახლში და იგივე შენც გააკეთო. მაგრამ კიდევ 10 წუთის მერე კი იღებ მტკიცე გადაწყვეტილებას ცხოვრებაში აღარ ჩაიდინო მსგავსი რამ. მაშ რის შესახებ თქვა მან?
პასუხი: მან ეს პორნოგრაფიული ფილმების შესახებ თქვა. ბმული: http://moazrovne.net/q/334პასუხი -
აშშ-ს პრეზიდენტის ბილ კლინტონის ირგვლივ ატეხილმა ბოლოდროინდელმა სკანდალებმა საკმაოდ შეარყია მისი ფინანსური მდგომარეობა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მისმა მომხრეებმა დაიწყეს ფულის შეგროვება პრეზიდენტის დაცვის ფონდისათვის. ჩვეულებრივ ისინი უგზავნიდნენ წერილებს მოსახლეობას და სთხოვდნენ დახმარებას. ხალხიც ჩვეულებრივ ან რაიმე თანხას რიცხავდა ფონდში, ანაც უპასუხოდ ტოვებდა წერილს. მაგრამ ერთ-ერთ ასეთ წერილს მოჰყვა ერთი კალიფორნიელის გაგულისებული პასუხი: ”თქვენ ალბათ სულელები ხართ, რომ ასეთი თხოვნით მე მომმართავთ”. დაასახელეთ ამ კაცის გვარი.
პასუხი: ლევინსკი (ეს იყო მონიკას მამა). ბმული: http://moazrovne.net/q/333პასუხი -
ყურადღებით წაიკითხეთ და არასტანდარტული აზროვნების გამოყენებით დაასრულეთ გონებამახვილი იტალიელი მწერლის იტალო ზვევოს სიტყვები: ”არსებობს სამი რამ, რაც მე ყოველთვის მავიწყდება. პირველი - ეს არის სახელები, მეორე - სახეები, ...” რა თქვა ზვევომ მესამეს შესახებ?
პასუხი: ”აი მესამეს კი ვერაფრით ვერ ვიხსენებ” :-) ბმული: http://moazrovne.net/q/332პასუხი -
მობილური ტელეფონები - 13000 ცალი, ქოლგები - 11000 ცალი, საფულეები - 11000 ცალი, საკრედიტო ბარათები - 10500 ცალი, ჩანთები - 9000 ცალი, გასაღებები - 8900 ცალი, სათვალეები - 7000 ცალი. ლონდონის რომელი დაწესებულება აერთიანებს ყველა ამ საგანს?
პასუხი: დაკარგული ნივთების ბიურო. ბმული: http://moazrovne.net/q/331პასუხი -
დაწერეთ ის ექვსი სიმბოლო (ქართული ვერსია არის 6 სიმბოლოიანი), რომლებიც, ლეონარდ ლივინსონის აზრით, ”ქმნიან ილუზიას, რომ თქვენ იცით გაცილებით მეტი, ვიდრე იცით სინამდვილეში”.
პასუხი: ”და ა.შ.” ბმული: http://moazrovne.net/q/330პასუხი -
ერთი რუსი მეცნიერის სტატია მთავრდება შემდეგი სიტყვებით: ”ადამიანი, რომელმაც იპოვა თავისი ღმერთი, იმსახურებს პატივისცემას. თუმცა, შეიძლება უფრო დიდ პატივისცემას იმსახურებს ის, ვინც გარისკა და დარჩა მარტო ამ სამყაროში”. დაასრულეთ ამ სტატიის პირველი წინადადება: ”მე ვფიქრობ, რომ ყველაზე რთული რელიგია არის ...”
პასუხი: ”... ათეიზმი”. ბმული: http://moazrovne.net/q/329პასუხი -
ეს იარაღი გამოიყენებოდა ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში, ციხესიმაგრეების დასაცავად. ცნობილია ამ იარაღის პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყენების ფაქტებიც, კერძოდ გერმანელების მიერ ინგლისელების წინააღმდეგ. რა იარაღზეა საუბარი, თუ ცნობილია, რომ მის გამო ყოველწლიურად იღუპება უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე შხამიანი გველების კბენისგან?
პასუხი: საუბარია ფუტკრებზე. ბმული: http://moazrovne.net/q/328პასუხი -
გლენ ვილსონისა და კრის მაკლაფლინის წიგნის წინასიტყვაობაში სწერია: “ამ ენის შესწავლა არც ისე ადვილია. შეიძლება ბრწყინვალედ იცოდეთ მისი “გრამატიკა”, მაგრამ მაინც წააწყდებით მთელ რიგ სირთულეებს ამ ენის პრაქტიკაში გამოყენების დროს. ამ ენის თავისებურება მდგომარეობს იმაში რომ სიგნალების უმრავლესობის გადაცემა და მიღება ხორციელდება გაცილებით უფრო სწრაფად, ვიდრე ადამიანის გონებას შესწევს უნარი შეგნებულად დააფიქსიროს ისინი.” რომელ ენას ეძღვნება ეს წიგნი?
პასუხი: ეს წიგნი ეძღვნება ჟესტების ენას. ბმული: http://moazrovne.net/q/327პასუხი -
დაასრულეთ ერთი რუსი იუმორისტის ხუმრობა: "შიდსის გავრცელების სისწრაფის გაზრდის გამო მოსკოვის სასწრაფო დახმარების მანქანები აღჭურვილი აქნებიან დამატებითი ..." რით?
პასუხი: სპიდომეტრით - (”სპიდ” - შიდსი). ბმული: http://moazrovne.net/q/326პასუხი -
იმის შემდეგ, რაც მიქელანჯელომ წმინდა პეტრეს ტაძარში დაასრულა მუშაობა მადონას ფრესკაზე, ის ღამით შეუმჩნევლად შეიპარა ტაძარში. რა მიზნით?
პასუხი: ხელმოწერა რომ დაესვა. ბმული: http://moazrovne.net/q/325პასუხი -
თურქმენეთში გავრცელებულია ტრანსპორტის 6 სახეობა: საავტომობილო, სარკინიგზო, მდინარის, საზღვაო, საჰაერო, ... დაასახელეთ თურქმენეთში გავრცელებული ტრანსპორტის კიდევ ერთი სახეობა.
პასუხი: მილსადენი (იგი სწორედ რომ სატრანსპორტო საშუალებებში ითვლება). ბმული: http://moazrovne.net/q/324პასუხი -
სამხრეთ პოლონეთში, ტატრას მთებში ცხოვრობს ეთნიკური ჯგუფი - გურალები. თუ გადავთარგმნით სიტყვას "გურალი" ქართულად, მივიღებთ საქართველოს ერთ-ერთი კუთხის წარმომადგენელს. როგორ იქნება ქართულად "გურალი"?
პასუხი: მთიული. ბმული: http://moazrovne.net/q/323პასუხი -
60-იანი წლების დასაწყისში აშშ-ს მეცნიერულ წრეებში ამბობდნენ: ”ჩვენ სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ გამოკვლევები ფიზიკაში, წინააღმდეგ შემთხვევაში 20 წელიწადში ჩვენ მოგვიწევს სხვა დისციპლინის შესწავლა”. დაასახელეთ ეს დისციპლინა.
პასუხი: ეს დისციპლინაა რუსული ენა. ბმული: http://moazrovne.net/q/322პასუხი