რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 121
-
60-იან წლებში NASA-მ გადაწყვიტა სპეციალური კალმის გამოშვება, რომელიც იმუშავებდა ნულოვანი გრავიტაციის პირობებში, იმისათვის რომ ასტრონავტებმა შეძლონ თავიანთი დაკვირვებების ჩაწერა. 2 წლის ინტენსიური გამოკვლევების, ექსპერიმენტების და ცდების შემდეგ გამოშვებულ იქნა სულ 50 უნიკალური "ასტრონავტის კალამი". ეს პროექტი NASA-ს დაუჯდა რამოდენიმე მილიონი დოლარი. ამავე დროს იგივე პრობლემა დადგა საბჭოთა კოსმონავტიკის წინაშეც. როგორ გადაწყვიტეს ეს პრობლემა საბჭოთა კავშირში ზედმეტი დანახარჯების გარეშე?
პასუხი: უბრალოდ მისცეს მათ ფანქრები. ბმული: http://moazrovne.net/q/291პასუხი -
რის კოლექციას აგროვებდა მარკ ტვენის ნაწარმოების გმირი, რომელიც ყიდულობდა დაუსახლებელსა და უდაბურ მთიან და კლდოვან ტერიტორიებს?
პასუხი: იგი ექოების კოლექციას აგროვებდა. ბმული: http://moazrovne.net/q/290პასუხი -
ნიუ-იორკის ერთ-ერთმა უდიდესმა ტიპოგრაფიულმა კომპანიამ ერთი გრანდიოზული შეკვეთის შესრულების დროს აღმოაჩინა, რომ საწყობში სხვადასხვა ფერის საღებავებიდან საკმარისი რაოდენობის (და უფრო მეტიც) მხოლოდ ერთი ფერის საღებავი იყო. რომელი?
პასუხი: მწვანე (ამ კომპანიას უნდა დაებეჭდა საერთაშორისო ფედერალური ფული. ასე გაჩნდა მწვანე დოლარები). ბმული: http://moazrovne.net/q/289პასუხი -
წინა საუკუნის ბოლოს ერთი ინგლისელი პიანისტი იმყოფებოდა გასტროლებით ახლო აღმოსავლეთში. როდესაც ის დაბრუნდა ინგლისში, ცნობილ დირიჟორთან ბილჰემთან საუბრისას მან გამოთქვა უკმაყოფილება: ”თქვენ წარმოიდგინეთ, არაბებმა მე ორჯერ მესროლეს ტყვია!” ბილჰემს გაუკვირდა: ”ღმერთო ჩემო! მე არ მეგონა, რომ არაბები ასე კარგად ...” დაასრულეთ გონებამახვილი ბილჰემის სიტყვები.
პასუხი: ”... ერკვევიან მუსიკაში?” ბმული: http://moazrovne.net/q/288პასუხი -
დაასრულეთ გამოჩენილი გერმანელი ფილოსოფოსის, იდეალისტის, პესიმისტისა და პროგრესის უარმყოფელი არტურ შოპენჰაუერის სიტყვები: ”საშუალო კაცი სულ იმის ფიქრშია, დრო როგორ გაატაროს, ნიჭიერი კი...”
პასუხი: ”... როგორ გამოიყენოს”. ბმული: http://moazrovne.net/q/287პასუხი -
60-იან წლებში ეს მაჩვენებელი ”თაიმსში” უდრიდა 32%-ს, ”დეილი ექსპრესში” - 34%-ს, ”დეილი ტელეგრაფში” - 48%-ს, ”მონინგ სტარში” - 3%-ს. ზოგიერთ თანამედროვე ქართულ გაზეთში კი ეს მაჩვენებელი უახლოვდება 90%. რას აღნიშნავს ეს რიცხვი?
პასუხი: რეკლამა. ბმული: http://moazrovne.net/q/286პასუხი -
მოისმინეთ დოსტოევსკის სიტყვები: ”თუ გინდათ კარგად გაიცნოთ ადამიანი, მიაქციეთ ყურადღება არა იმას, თუ როგორ ლაპარაკობს იგი, როგორ ტირის, ან როგორ აღელვებს მას კეთილშობილი იდეები. დააკვირდით მას, როდესაც ის ... . ადამიანი, რომელიც კარგად ... - კარგი ადამიანია.” რომელი სიტყვა არის გამოტოვებული ამ ფრაზაში?
პასუხი: იცინის. ბმული: http://moazrovne.net/q/285პასუხი -
ეს მელოდია შექმნეს კენტაკის შტატის ქალაქ ლენსიგტონის სკოლის პედაგოგებმა - დებმა პატიმ და მილდრედ ჰილებმა. ორი პროვინციელი პედაგოგი მაშინ ვერც კი წარმოიდგენდა თუ რა პოპულარობა ელოდა მათ სიმღერას. პირველად იგი 1935 წელს ნიუ-იორკში აჟღერდა. სიმღერის დღევანდელი მფლობელი, მუსიკალური ფირმა "უორნერ ჩაპლი" მკაცრად აკონტროლებს მის ყოველ შესრულებას. ერთჯერადი შესრულების ღირებულება მერყეობს 5 ათასი დილარიდან (სატელევიზიო პროგრამებისთვის) 50 ათასი დოლარამდე (კინოფილმებისთვის). საშუალო წლიური შემოსავალი სიმღერისა 1 მილიონ დოლარს აღწევს. რომელ სიმღერაზეა საუბარი?
პასუხი: საუბარია ყველასათვის ცნობილ სიმღერაზე ”Happy Birthday To You”. ბმული: http://moazrovne.net/q/284პასუხი -
ფეხბურთი იმდენად პოპულარულია მსოფლიოში, რომ ფეხბურთის ოსტატებისთვის განკუთვნილი ჯილდოთა რიცხვი მუდმივად იზრდება. მაგრამ აჯილდოვებენ არა მარტო ჩემპიონებს და ბომბარდირებს, არამედ ანტი-რეკორდების მფლობელებსაც. როგორ ფიქრობთ, რითი დააჯილდოვა ერთმა ბრაზილიურმა გაზეთმა ფეხბურთელი, რომელმაც სეზონში 4-ჯერ შეაგდო გოლი საკუთარ კარებში?
პასუხი: იგი კომპასით დაჯილდოვდა. ბმული: http://moazrovne.net/q/283პასუხი -
რომის სასამართლოში ნებისმიერი საქმის გარემოების გარჩევის პროცედურა შედგებოდა 7 კითხვისგან. აი ოთხი მათგანი: ვინ? ვისი დახმარებით? რისთვის? როგორ?..
დაასახელეთ დანარჩენი 3 კითხვა.პასუხი: რა? სად? როდის? :-) ბმული: http://moazrovne.net/q/282პასუხი -
ცნობილი ფრანგი იმპრესიონისტი ედუარდ მანე ისვენებდა პარიზის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ სოფელში. იქ მას დაუახლოვდა ადგილობრივი ეკლესიის წინამძღვარი, რომელმაც მანეს სთხოვა ეკლესიის მოხატვა. მანე დათანხმდა და საკმაოდ სწრაფადაც გააკეთა ეს. ეკლესიის წინამძღვარმა როგორც კი ნახა ფრესკები, აღშფოთდა და შესჩივლა მანეს: "კი მაგრამ, ბატონო, სად გინახავთ თქვენ ჩექმიანი ანგელოზები?" მანემ წარბიც არ შეიხარა და კითხვას კითხვითვე უპასუხა. რა პასუხი გასცა ეკლესიის წინამძღვარს მანემ?
პასუხი: "და სად გინახავთ თქვენ უჩექმო ანგელოზები?" ბმული: http://moazrovne.net/q/281პასუხი -
მოისმინეთ საფეხბურთო კურიოზი: ვენის "ვაკერისა" და კლაუგენფურტის "აუსტრიის" მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. მსაჯმა აუჩქარებლად გასწია გასახდელისკენ, ცოტა დაისვენა, შხაპი მიიღო, ჩაიცვა და შინ წასასვლელად გაემზადა. უცებ მას რაღაც გაახსენდა, რის შემდეგაც სასწრაფოდ გაიხადა, ფორმა გადაიცვა და მოედანზე გავარდა, მაგრამ იქ არავინ დახვდა. რა გაახსენდა მსაჯს?
პასუხი: დამატებითი დრო :-) ბმული: http://moazrovne.net/q/280პასუხი -
ერთხელ ონორე დე ბალზაკთან მივიდა ერთი მოხუცი ქალი, დაუდო მაგიდაზე მოწაფის რვეული და სთხოვა, კალიგრაფიით განესაზღვრა ბავშვის მომავალი. ბალზაკი დააკვირდა ხელნაწერს და რიხით განაცხადა: "მოძრავი, ცოცხალი ბავშვი ჩანს, მაგრამ გონებაჩლუნგია. მასგან არაფერი გამოვა". სინამდვილეში კი ამ ბავშვისგან გამოვიდა დიდი ადამიანი. ვისი რვეული მოუტანა ამ ქალმა ბალზაკს?
პასუხი: თავად ონორე დე ბალზაკის. ბმული: http://moazrovne.net/q/279პასუხი -
6 წლის წინ, 9 მაისის წინა დღეებში რუსეთის ცენტრალური გაზეთის ჟურნალისტმა მოსკოვის ერთ-ერთი სკოლის პირველკლასელებს დაუსვა კითხვა: "რა არის დიდი სამამულო ომი?" სამწუხაროდ, ბავშვების 80%-მა ამ კითხვას გასცეს ერთნაირი პასუხი: "ეს არის ომი ... წინააღმდეგ." ვის წინააღმდეგ?
პასუხი: ”... ჩეჩნების წინააღმდეგ.” ბმული: http://moazrovne.net/q/278პასუხი -
ეს ქალაქი სულ რაღაც ნახევარ საუკუნეზე ოდნავ მეტ ხანს ითვლის. ის დაარსებული იქნა ძალიან ცნობილი ბოროტმოქმედის მიერ. მაშინ ბევრი ფიქრობდა, რომ მთელი ამ იდეისაგან არაფერი გამოვიდოდა, რის გამოც ეს ბოროტმოქმედი მოკლეს კიდეც. მაგრამ მისი პროგნოზები გამართლდა და დღეს ეს ქალაქი საყოველთაოდ არის ცნობილი. ერთ-ერთ ამერიკულ ფილმში ისიც კი ითქვა, რომ ამ ქალაქში უფრო მეტს ლოცულობენ, ვიდრე მექაში. რა ჰქვია ამ ქალაქს?
პასუხი: ლას-ვეგასი (ლოცვით კი კაზინოს მოთამაშეები ლოცულობენ, სანამ ბურთულა რულეტში გაჩერდება ან სათამაშო ავტომატი სამ შვიდიანს ჩამოყრის :-). ბმული: http://moazrovne.net/q/277პასუხი