რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 122
-
ეს ადამიანი ცხოვრობდა ახ.წ. IVს.-ში ბიზანტიაში და იყო კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსი. მას სახელად კარლოსი ერქვა. ის ძალიან კეთილი და ხელგაშლილი ადამიანი იყო. მის ქველმოქმედებაზე ლეგენდები დადიოდა, სიკვდილის შემდეგ კი ის წმინდანად აღიარეს. ამ ადამიანს ყოველი ჩვენგანი იცნობს, თუმცა შეცვლილი სახელითა და საცხოვრებელი ადგილით. დღეს გავრცელებული აზრით, სად ცხოვრობს იგი ამჟამად?
პასუხი: ლაპლანდიაში (საუბარი იყო სანტა-კლაუსზე). ბმული: http://moazrovne.net/q/276პასუხი -
აფრიკულ სპილოს - 1,5 მეტრი; ინდურ სპილოს - 0,5 მეტრი; მელია-ფენეკს - 15 სანტიმეტრი. ამ ცხოველებს კი ეს ორგანო აქვთ საშუალო ზომის, თუმცა ერთ-ერთ მათ წარმომადგენელს ჩაუტარეს დაკითხვა, რომლის ერთ-ერთ პუნქტს უნდა დაედგინა ამ ორგანოს უჩვეულოდ დიდი ზომის მიზეზი. ვინ ჩაატარა ეს დაკითხვა?
პასუხი: წითელქუდამ (საუბარი იყო ცხვირზე). ბმული: http://moazrovne.net/q/275პასუხი -
ამასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული ისეთი პოპულარული ტერმინები, როგორიცაა: შეგროვება, უპირატესობა, საფრთხობელა, ხიდი და ბევრი სხვა. ის შეიძლება დაიყოს ოთხ ნაწილად: ფრინველებად, რელიგიურ სიმბოლოებად, სამშენებლო მასალად და შინაგან ორგანოებად. რა არის ეს?
პასუხი: ბანქო (და მისი მასტები - ყვავი, ჯარი, აგური, გული). ბმული: http://moazrovne.net/q/274პასუხი -
დაასრულეთ ცნობილი ფეხბურთელის და მწვრთნელის ფრანც ბეკენბაუერის აზრით იდეალური გუნდის რეცეპტი: "იმისათვის, რომ შევქმნა იდეალური გუნდი, მე მჭირდება 4 კაცი, რომლებიც უკრავენ როიალზე და 7 კაცი, რომლებიც ..."
პასუხი: "... ამ როიალს დაათრევენ". ბმული: http://moazrovne.net/q/273პასუხი -
ეს სიტყვა არაბული წარმოშობისაა და ის უცხო სიტყვათა ლექსიკონში განმარტებულია, როგორც სადილის შემდგომ დასვენება, სასიამოვნო უსაქმურობა. ამ სიტყვას ვხმარობთ ჩვენც, შეიძლება ითქვას, დაახლოებით იმავე მნიშვნელობით, ოღონდ ჟარგონული საუბრისას. დაასახელეთ ეს სიტყვა.
პასუხი: კაიფი ბმული: http://moazrovne.net/q/272პასუხი -
უინსტონ ჩერჩილი ამბობდა ამის შესახებ: "თუ თქვენ ღამე მოგინდებათ ბოლოკის ჭამა, ამაზე უკეთეს სამარილეს ვერ იპოვნით". რუსები კი თვლიან, რომ ეს დედამიწასაც აქვს. რაზეა საუბარი?
პასუხი: საუბარია ჭიპზე ბმული: http://moazrovne.net/q/271პასუხი -
არც თუ ისე დიდი ხნის წინ სამედიცინო ტერმინოლოგიაში შევიდა ახალი აბრევიატურა - PIU. ასო P წარმოადგენს შემოკლებას სიტყვისა ”Pathological” (პათოლოგიური), U - სიტყვის ”Usage” (გამოყენება). რომელი თქვენთვის კარგად ცნობილი სიტყვის შემოკლებას წარმოაგენს ასო I?
პასუხი: ინტერნეტის (”ინტერნეტის პათოლოგიური გამოყენება”). ბმული: http://moazrovne.net/q/270პასუხი -
”კოკა-კოლა”-ს პრეზიდენტმა 1996 წლის შემაჯამებელ მოხსენებაში თქვა: "მილიარდი წლის წინ დედამიწაზე გაჩნდა ადამიანი. მილიარდი წუთის წინ წარმოიშვა ქრისტიანობა. მილიარდი წამის წინ ”ბითლზ”-მა შეცვალა ჩვენი წარმოდგენა მუსიკაზე. ”კოკა-კოლას” მილიარდი ჭიქის წინ კი იყო ...” რა იყო?
პასუხი: გუშინდელი დღე (ანუ, ერთ დრეში ისმეოდა მილიარდი ჭიქა ”კოკა-კოლა”) ბმული: http://moazrovne.net/q/269პასუხი -
ღმერთმა აიღო მზის სხივთა კონა, მთვარის მელანქოლია, ფურ-ირმის თრთოლვა, ჯეირნის ალერსიანი გამოხედვა, გველის სილამაზე, ფარშევანგის სიდინჯე, ბულბულის ხმა, მტრედის უწყინარობა, ლერწმის ტანადობა, ვარდის სურნელება, თაფლის სიტკბო, ბულბულის სინაზე, მაგნიტის მიმზიდველობა, წყაროს სისპეტაკე და ჰაერის სიმჩატე, აურია მან ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან მსუყე რომ არ გამოსულიყო, მას სხვა თვისებებიც დაამატა: მელიის ეშმაკობა, გველის შხამი, ზვიგენის სიხარბე, ვეფხვის სისასტიკე, კაჭკაჭის ენა, ღრუბლის ცრემლთა დენა, ქარის ცვალებადობა და კურდღლის შიში.
რა მივიღეთ ამ ნარევისაგან?პასუხი: ქალი ბმული: http://moazrovne.net/q/268პასუხი -
”როდესაც საქმე მიდის კარგად, მაშინ ახლო მომავალში რაღაც უნდა გაფუჭდეს”.
”როდესაც საქმეები მიდის ისე, რომ უარესი არ შეიძლება, მაშინ ძალიან ახლო მომავალში ისინი წავა კიდევ უფრო უარესად”.
ამ პესიმიზმით თუ გავაგრძელებთ, დაასრულეთ შემდეგი ფრაზა:
”თუ თქვენ გეჩვენებათ, რომ რომ საქმე მიდის კარგად, ესე იგი ...”პასუხი: ”... თქვენ რაღაც ვერ შეამჩნიეთ.” ბმული: http://moazrovne.net/q/267პასუხი -
ისინი პირველად გაჩნდნენ ძველ ეგვიპტეში და ჰქონდათ მრგვალი და სამკუთხედის ფორმები. შემდეგ ისინი დაავიწყდათ და გაახსენდათ ლუდოვიკო XVI-ის ეპოქაში, მისცეს რა მათ კვადრატული ფორმა. რა ნივთია ეს?
პასუხი: ცხვირსახოცი ბმული: http://moazrovne.net/q/266პასუხი -
ანეკდოტი:
ორი განგსტერი ათვალიერებს საიუველირო მაღაზიის ვიტრინას.
ერთი ეკითხება მეორეს:
- ხედავ იმ დიდ ბრილიანტს მარცხნივ? შენი აზრით რამდენი შეიძლება მიიღო მისგან?
მეგობარმა უპასუხა:
- ყველაფერი დამოკიდებულია ...
დაამთავრეთ ეს ფრაზა ერთი სიტყვით.პასუხი: ...მოსამართლეზე. ბმული: http://moazrovne.net/q/265პასუხი -
დაასრულეთ ლიხტენბერგის სიტყვები:
”ვინც თავის თავშია შეყვარებული, მას თავის სიყვარულში აქვს ის უპირატესობა, რომ არ ჰყავს ...”პასუხი: ”...მეტოქე.” ბმული: http://moazrovne.net/q/264პასუხი -
ერთ-ერთ ბანქოს აფორიზმში ნათქვამია:
”კარგი მოთამაშე ის არაა, ვინც იგებს კარგი კარტებით, არამედ ის, ვინც ...”
დაასრულეთ ეს აფორიზმი.პასუხი: “…არ აგებს ცუდი კარტებით.” ბმული: http://moazrovne.net/q/263პასუხი -
ერთმა ექიმმა გამოაქვეყნა გაზეთში შემდეგი სარეკლამო განცხადება: "აშშ-ს მოსახლეობის დაახლოებით 50% ხმარობს სათვალეს. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ცხოვრება შეუძლებელია ... გარეშე". რის გარეშე?
პასუხი: "... ყურების გარეშე" (თავად ყელ-ყურის ექიმი იყო :-) ბმული: http://moazrovne.net/q/262პასუხი