რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 123
-
არსებობს მისი მრავალი ნაირსახეობა, ასე მაგალითად: რვა ბრძენი, ჰარამხანა. ბარიკადა, გოტიკური ტაძარი, იდილია, ფრანგული ბაღი, ეგოისტი, ცისარტყელა, საათი და მარაო, მოგზაურები და ბევრი სხვა. რაზეა ლაპარაკი?
პასუხი: ეს ყველა პასიანსის სახეობებია ბმული: http://moazrovne.net/q/261პასუხი -
ის გამოიგონა ერთ ძალზედ ცნობილ კომპანიაში მომუშავე ქიმიკოსმა ვიქტორ მილსმა და ის პირველად მსოფლიოში 1959 წლის მარტში ილინოისის მაღაზიებში გამოჩნდა. ვიქტორ მილსმა ამ გამოგონებას უწოდა სიტყვა, რომელიც ინგლისურად "განებივრებას" ნიშნავს... თანამედროვეობისათვის საკმაოდ უცნობია ვიქტორ მილსის სახელი, არადა ყველაფერი შეიძლება სხვაგვარად ყოფილიყო მას ამ გამოგონებისთვის თავისი სახელი რომ ეწოდებინა... მაგრამ ერთი ხუმრობის თანახმად მას ეს რომ გაეკეთებინა, მაშინ იმ პირველ სამ სიტყვაში, რომელსაც ბავშვები სწავლობენ პირველად, აუცილებლად მისი გვარი იქნებოდა. რა გამოიგონა ვიქტორ მილსმა?
პასუხი: პამპერსი (Pamper - განებივრება) ბმული: http://moazrovne.net/q/260პასუხი -
ფრანგულად ამ მდგომარეობას ეწოდება ”ხის სიფათი”, გერმანულად - ”კატის ტირილი”, პორტუგალიურად ”უკუსვლა”, ნორვეგიულად ”დურგლები თავში”. ჩვენ კი ამ შემთხვევაში ვხმარობთ არაქართულ სიტყვას. დაასახელეთ ეს სიტყვა...
პასუხი: ”პოხმელიე”, ”პახმელია” (ბახუსი) ბმული: http://moazrovne.net/q/259პასუხი -
ძველი ინგლისური ტრადიციის მიხედვით, წმინდა მიხეილის დღეს მიღებული იყო წმინდა ადგილებზე სალოცავად აუცილებლად ცხენზე ამხედრებული წასვლა. რომელი დანაშაული არ ისჯებოდა ამ დღეს?
პასუხი: ცხენის მოპარვა ბმული: http://moazrovne.net/q/258პასუხი -
რა სამსახური გაგვიწია XVIII საუკუნეში მდინარე სენიდან ამოღებულმა, 4 გრადუსი ცელსიუსი ტემპერატურის ერთმა კუბურმა დეციმეტრმა წყალმა?
პასუხი: ის მიიღეს 1 კილოგრამი მასის ერთეულად. ბმული: http://moazrovne.net/q/257პასუხი -
ამ მცენარის ფოთლებს სამხრეთ ამერიკელი ინდიელები ღეჭავდნენ დაღლილობის მოსახსნელად. ახლა ამ მცენარის სახელწოდება არის ცნობილი სასმელის და სამედიცინო პრეპარატის სახელწოდებაში. დაასახელეთ ეს უკანასკნელნი.
პასუხი: კოკა-კოლა და კოკაინი ბმული: http://moazrovne.net/q/256პასუხი -
ჩარლზ რიდი წერდა:
”დათესავ აზრს - მოიმკი ქცევას; დათესავ ქცევას - მოიმკი ჩვევას; დათესავ ჩვევას - მოიმკი ხასიათს”. რას მოიმკი, რიდის აზრით, თუ დათესავ ხასიათს?პასუხი: ბედს ბმული: http://moazrovne.net/q/255პასუხი -
ერთი ბრიტანული ფირმის აზრით, ავტომობილის ეს დეტალი შეიძლება გადაიქცეს არასასიამოვნო სუნის წყაროდ სალონში. ზუსტად ამიტომ ბოლო დროს მას აწარმოებენ არომატების დამატებით. მაგალითად, ”იაგუარის” ამ დეტალს აქვს ძვირფასი ტყავის სურნელი, ხოლო ”რენოსას” - შანელის სუნამოსი. რა დეტალია ეს?
პასუხი: ავტომობილის საბურავები ბმული: http://moazrovne.net/q/254პასუხი -
ბელინსკი თვლიდა მას ადამიანთა სიბრძნის ქვაკუთხედად; შოპენჰაუერი მას უწოდებდა საგარეო სინდისს; შილერი თვლიდა, რომ ის სიცოცხლეზე ძვირფასია; ფილდინგი ამბობდა, რომ ის ვერ იტანს ტყუილს. რაზეა საუბარი?
პასუხი: საუბარია ღირსებაზე ბმული: http://moazrovne.net/q/253პასუხი -
ჯიმი კარტერმა თავისი პრეზიდენტობის ერთ-ერთ ბოლო დღეს წარმოთქვა სიტყვა: ”რამდენიმე დღის შემდეგ მე მოვიხსნი უფლებამოსილებას და მივიღებ იმ ერთადერთ წოდებას, რომელიც ჩვენს დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტობაზე მაღალია”. რა წოდებაზეა საუბარი?
პასუხი: მოქალაქეობაზე ბმული: http://moazrovne.net/q/252პასუხი -
ლეგენდარული იბნ სენა ამბობდა, რომ ექიმს მეორე რიგში სჭირდება ბალახი, ხოლო მესამე რიგში რკინა. მისი აზრით, რა სჭირდება ექიმს პირველ რიგში?
პასუხი: სიტყვა ბმული: http://moazrovne.net/q/251პასუხი -
პირველი მარცვალი - ასოა ბერძნული,
მეორე მარცვალი - ღმერთი ძველეგვიპტური,
მესამე მარცვალი - ნოტი მუსიკალური,
მეოთხე მარცვალი - კავშირია ქართული.
გამოიცანით ეს სიტყვა...პასუხი: პირამიდა ბმული: http://moazrovne.net/q/250პასუხი -
დაასრულეთ ანდაზა:
”ერი, რომელიც უარს ამბობს შეინახოს თავისი არმია, ...”პასუხი: ”...შეინახავს სხვის არმიას.” ბმული: http://moazrovne.net/q/249პასუხი -
კანტს შეეკითხნენ:
- რომელი ქალია უფრო ერთგული, შავგვრემანი თუ ქერა?
რა უპასუხა კანტმა?პასუხი: ჭაღარა ბმული: http://moazrovne.net/q/248პასუხი -
საუდის არაბეთის მეფე იყო ინიციატორი პირველი საერთაშორისო კონფერენციისა ”ამის” გამოყენების შესახებ. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ”ეს” არასოდეს არ იყო და არ არის თვითონ საუდის არაბეთში. რაზეა საუბარი, თუ ეს საკითხი დღესაც აქტუალურია და სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს რიგი ქვეყნებისათვის?
პასუხი: აისბერგების სასმელ წყლად გამოყენება ბმული: http://moazrovne.net/q/247პასუხი