რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 125
-
ახლახან ამერიკაში გამოქვეყნდა "სტრესების სკალა". მისი მიხედვით უნივერსიტეტში ჩასარიცხი გამოცდებისაგან მიღებული სტრესი მხოლოდ 26-ე ადგილზეა. რომელი, ყველა ჩვენთაგანის მიერ გადატანილი სტრესი დგას ამ სიაში პირველ ადგილზე?
პასუხი: დაბადება. ბმული: http://moazrovne.net/q/231პასუხი -
გამოშვებიდან მხოლოდ 6 თვის განმავლობაში გაიყიდა ამ წიგნის მილიონი ეკზემპლიარი, ხოლო მისი მიხედვით გადაღებულმა ფილმმა მიიღო უამრავი "ოსკარი". თუმცა, მიუხედავად ამისა, მას ხუმრობით უწოდებენ "რომანს დისტროფიკებზე". რა ეწოდება ამ წიგნს სინამდვილეში?
პასუხი: "ქარწაღებულნი". ბმული: http://moazrovne.net/q/230პასუხი -
ძველი ჩინური მათემატიკური ამოცანა, რომელიც თარიღდება ძვ. წ. 27-ე საუკუნით:
გალიაში მოთავსებულია ხოხობები და კურდღლები. მათ ერთად აქვთ 35 თავი და 94 ფეხი. რამდენი ხოხობი და რამდენი კურდღელია გალიაში?პასუხი: 23 ხოხობი და 12 კურდღელი. ბმული: http://moazrovne.net/q/229პასუხი -
რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ სადალაქოში ასეთ პლაკატს წააწყდებით:
ადმინისტრაცია პატივცემულ კლიენტებს სთხოვს, პირის პარსვის დროს ოსტატ დალაქთან ნუ ჩამოაგდებენ ლაპარაკს ორ გარკვეულ თემაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაცია კლიენტის სახის გაჭრაზე პასუხს არ აგებს.
დაასახელეთ ეს ორი თემა, რომელზეც საუბარი ასე სახიფათოა რიო-დე-ჟანეიროში დალაქთან.პასუხი: ფეხბურთი და პოლიტიკა. ბმული: http://moazrovne.net/q/228პასუხი -
ერთმა ინგლისურმა კომპანიამ დაიწყო კომპიუტერზე მომუშავეთათვის ახალი აქსესუარის გამოშვება, რომელსაც უკვე დიდი ხანია იყენებენ მძღოლები. მაგრამ, თუ მძღოლებისათვის ეს აუცილებელი ატრიბუტია, კომპიუტერზე მომუშავეთათვის ეს მხოლოდ აქსესუარია, რომელიც აძლევთ მათ საშუალებას მუშაობისას არ მოწყდნენ თავიანთ საქმეს. რა აქსესუარია ეს?
პასუხი: უკანა ხედვის სარკე. ბმული: http://moazrovne.net/q/227პასუხი -
ეს ორი ყველასათვის ცნობილი სიტყვა ფინიკიური წარმოშობისაა. ერთი ნიშნავს დასავლეთს და სიბნელეს, ხოლო მეორე აღმოსავლეთს და სინათლეს. დაასახელეთ ეს ორი სიტყვა.
პასუხი: ევროპა და აზია. ბმული: http://moazrovne.net/q/226პასუხი -
არნოლდ შვარცენეგერს იგი გრძელი აქვს, მაიკლ ფოქსს - მოკლე, ჯოკონდას იგი საერთოდ არ აქვს, რომის პაპი კი დიდი ხანია მას არ იყენებს. რა არის ეს?
პასუხი: გვარი :-). ბმული: http://moazrovne.net/q/225პასუხი -
აშშ-სა და კანადაში - 1, რუსეთში - 7, იტალიაში - 39, იაპონიაში - 81, საქართველოში - ?
პასუხი: 995 (ეს არის საქართველოს საერთაშორისო სატელეფონო კოდი). ბმული: http://moazrovne.net/q/224პასუხი -
ერთხელ რომის იმპერატორი კალიგულა და ცნობილი მსახიობი აპელესი იდგნენ იუპიტერის ქანდაკებასთან. კალიგულამ ჰკითხა აპელესს: "ვინ არის უფრო მაღალი? მე თუ ეს ღმერთი?" წამიერი დუმილის შემდეგ აპელესმა უპასუხა: "რა თქმა უნდა, შენ, იმპერატორო!" კალიგულამ დაუყოვნებლივ გასცა ბრძანება აპელესის სიკვდილით დასჯის შესახებ. რატომ?
პასუხი: იმიტომ რომ აპელესი პასუხის წინ დაფიქრდა. ბმული: http://moazrovne.net/q/223პასუხი -
ეს საგანი შეგიძლიათ ნახოთ ნებისმიერ ავტომობილში. მძღოლების ერთი კატეგორია მას არასოდეს არ ტოვებს მანქანაში. თუმცა, თუ თქვენ გყავთ ავტომობილი, თქვენ აზრადაც არ მოგივათ ამ საგნის გამოტანა. რა საგანზეა საუბარი?
პასუხი: საუბარი იყო საჭეზე (თუ თქვენ გიდევნებიათ თვალყური "ფორმულა-1"-ის რბოლებისთვის, ალბათ შეამჩნევდით, რომ მძღოლები ბოლიდიდან გამოსვლის წინ ხსნიან საჭეს, ვინაიდან სხვანაირად ვერც გამოეტევიან მანქანიდან). ბმული: http://moazrovne.net/q/222პასუხი -
რთველი, ნისლი, რთვილი, თოვლი, წვიმა, ქარი, აღმოცენება, ყვავილი, ველი, თიბვა, სიცხე, ნაყოფი. დაასახელეთ ქვეყანა, რომელთანაც ეს სიტყვათა რიგი განუყოფლად არის დაკავშირებული.
პასუხი: საფრანგეთი (თუ თქვენ წაიკითხავთ მოცემულ 12 სიტყვას ფრანგულად, თქვენ მიიღებთ ფრანგული რესპუბლიკური კალენდრის თვეების დასახელებებს). ბმული: http://moazrovne.net/q/221პასუხი -
გინესის წიგნის მონაცემებით, შობადობის ყველაზე დიდი კოეფიციენტი იყო დაფიქსირებული კენიაში 1980-1985 წლებში. რომელი ქვეყანა დგას ამ სიის ბოლოში ყველაზე პატარა კოეფიციენტით?
პასუხი: ვატიკანი (ნულოვანი კოეფიციენტით). ბმული: http://moazrovne.net/q/220პასუხი -
ბრონქსი, ბრუკლინი, ქუინსი, სთეითენ-აილენდი, ... დაასახელეთ მეხუთე.
პასუხი: მანჰეტენი. ბმული: http://moazrovne.net/q/219პასუხი -
ანეკდოტი:
ერთ-ერთ რესტორანში კლიენტმა მოითხოვა წიწილა და დაამატა: "თუ შეიძლება, შემიწვით ყველაზე ახალგაზრდა წიწილა". გონებამახვილმა ოფიციანტმა მომენტალურად ჰკითხა: "სერ, ... ხომ არ მოგართვათ?" რა შესთავაზა კლიენტს ოფიციანტმა?პასუხი: "სერ, კვერცხი ხომ არ მოგართვათ?" ბმული: http://moazrovne.net/q/218პასუხი -
ჩვენთვის ის ცნობილია როგორც პოლიტიკური მოღვაწე და ფიზიკოსი, მაგრამ ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ის თავის დროზე ახალი მოდის ფუძემდებელიც გახდა. ერთხელ, თავის რეზიდენციაში დელეგაციის მიღებისას მას სიჩქარეში დაავიწყდა თავზე პარიკის დახურვა. მაგრამ მისი პოპულარობა იმდენად დიდი იყო, რომ ამას არანაირი დაცინვა არ მოჰყოლია. უფრო მეტიც, ეს მოდურად ჩაითვალა და განსაკუთრებით გაბედულებმა თვითონაც დაიწყეს საზოგადოებაში პარიკის გარეშე გამოჩენა. დაასახელეთ ეს "ნოვატორი", რომლის პორტრეტიც, დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენთაგანს აქვს ნანახი.
პასუხი: ბენჯამინ ფრანკლინი (რომლის პორტრეტიც ალბათ ყველას აქვს ნანახი 100 დოლარიანზე). ბმული: http://moazrovne.net/q/217პასუხი