რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 124
-
გელვეცი თვლიდა, რომ დედამიწაზე არ არსებობს უფრო ღირსეული პატივისცემა, ვიდრე ეს. ბელინსკი მას თვლიდა სულიერ იარაღად. ლევი-სტროსი თვლიდა, რომ მასზე ადვილია იმსჯელო კითხვებით, ვიდრე პასუხებით. ხოლო ლაროშფუკო კი თვლიდა, რომ ხალხი მას ხშირად იყენებს სისულელეების ჩასადენად. რაზეა საუბარი?
პასუხი: საუბარია ჭკუაზე ბმული: http://moazrovne.net/q/246პასუხი -
1924 წელს სტალინი ამბობდა, რომ ჯობია ამას დანებდე, ვიდრე, მოექცე საზღვარგარეთული კაპიტალის კაბალაში. 1925 წელს მისი გაყიდვა დაკანონდა ცკ-ს დადგენილებით. დიდი ხნის შემდეგ საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი გენერალური მდივანი ცდილობდა ებრძოლა ამის წინააღმდეგ, მაგრამ უშედეგოდ.
დაასახელეთ ამ ”მტრის” ძირითადი რიცხობრივი მახასიათებელი...პასუხი: 40% (საუბარი იყო არაყზე. პასუხი ”40 გრადუსი” არასწორია, რადგან არყის მახასიათებელი რიცხვი 40 არის პროცენტი, რომელიც გამოსახავს სასმელში სპირტის კონცენტრაციას.) ბმული: http://moazrovne.net/q/245პასუხი -
შტატ კონექტიკუტის მონადირეებმა 1978 წელს მოკლეს 973 ირემი. ამავე წელს სულ სხვა პროფესიის ადამიანებმა ამავე შტატში მოკლეს ათასზე მეტი ირემი. ვინ არიან ეს ადამიანები?
პასუხი: ავტომობილის მძღოლები ბმული: http://moazrovne.net/q/244პასუხი -
ჩვენ არ ვაცდით მას დამწიფებას, იმიტომ, რომ რაც უფრო მკვახეა, მით უფრო გემრიელია. საბერძნეთში მას ქვია - დაუმწიფებელი (”აგუროს”). რას ეძახიან მას ჩვენთან?
პასუხი: კიტრი (აქედანაა რუსული ”აგურეც”) ბმული: http://moazrovne.net/q/243პასუხი -
იტალიაში - ოლქი; შვეიცარიაში - კანტონი; აშშ-ში - შტატი; ხოლო გერმანიაში - ...?
პასუხი: მიწა ბმული: http://moazrovne.net/q/242პასუხი -
როდესაც ფრენსის დრეიკმა მიაღწია ამერიკის დასავლეთ ნაპირებს, მან იქ არც თუ ისე დიდ ადგილს თავისი სახელი უწოდა.
რა ქვია დღეს იმ ადგილს?პასუხი: სან ფრანცისკო ბმული: http://moazrovne.net/q/241პასუხი -
საყოველთაოდ ცნობილია, რომ პირველი ბირთვული ბომბი გამოიგონეს ამერიკელებმა და მის პირველ ეგზემპლარებს მოფერებითი სახელები "სქელუა" და "პატარა" უწოდეს. არც ისე დიდი ხნის შემდეგ გამოგონილი იქნა ტყალბადის ბომბიც. კიდევ ცოტა ხანში კი საბჭოთა კავშირის ხელთ აღმოჩნდა კიდევ ერთი გამანადგურებელი იარაღი - ნეიტრონული ბომბი. ამ ბომბის თავისებურება იმაში გამოიხატება, რომ ის ანადგურებს მხოლოდ ადამიანებს, სხვა ნებისმიერ საგნებს კი (მაგ. შენობებს) თითქმის უვნებლად ტოვებს. სწორედ ამ "კორექტულობის" გამო მას უწოდეს... რა უწოდეს მას?
პასუხი: "ჯენტლმენი". ბმული: http://moazrovne.net/q/240პასუხი -
ეს ნიშანი ძირითადად ორი მნიშვნელობით იხმარება. განსაკუთრებური მნიშვნელობა აქ ენიჭება მისი მთავარი "კუთხის" მიმართულებას. თუ ის ზევით არის მიმართული, მაშინ ის არის ბოროტისა და ავი სულებისაგან დაცვის ნიშანი. ხოლო თუ მისი მთავარი კუთხე ქვევით არის მიმართული, მაშინ ის მოიაზრება, როგორც ბოროტი ძალების ნიშანი და სატანის დამღა. თუ თქვენ მიხვდით, რა ნიშანი არის ეს, მაშინ არ გაგიჭირდებათ ცნობილი შენობისა და არანაკლებ ცნობილი ჟურნალის დასახელება, რომელთა სახელწოდებაც შეიცავს ამ ნიშნის პირველ, მთავარ ნაწილს.
პასუხი: პენტაგონი და "პენტჰაუზი" (ნიშანი - პენტოგრამა). ბმული: http://moazrovne.net/q/239პასუხი -
მისი სიმაღლე დაახლოებით 2 მეტრს შეადგენს. ის არის მოლურჯო სახის მქონე, სწორთმიანი, მხარბეჭიანი არსება, რომელსაც კისერზე ორი ჭანჭიკი აქვს. ის უზარმაზარი ძალის პატრონია. მას ორივე ფეხი მარცხენა აქვს. პირველად მის შესახებ მსოფლიომ გაიგო XIX ს-ის I ნახევარში. ვიზე ან რაზეა საუბარი?
პასუხი: საუბარია ფრანკენშტაინზე. ბმული: http://moazrovne.net/q/238პასუხი -
ამ ადამიანის პროფესია თავიდან ხატვა იყო. 21 წლის ასაკში ის შეხვდა პროფესორ ჯექსონს, რომლისგანაც გაიგო, რომ ელექტრობას თვისება აქვს გაიაროს ნებისმიერი სიგრძისა და განაკვეთის გამტარში. ამ შეხვედრის შემდეგ მისი ცხოვრების გზა სრულიად შეიცვალა და კაცობრიობის ისტორიაში შევიდა როგორც დიდი გამომგონებელი. დაასახელეთ მისი გვარი.
პასუხი: სემუელ მორზე (რომელმაც გამოიგონა პირველი ტელეგრაფის აპარატი). ბმული: http://moazrovne.net/q/237პასუხი -
ანდრე ჟიდი: "მე ვეთანხმები მას მთელი გულით";
ჰერბერტ უელსი: "მე არასოდეს არ შევხვედრილვარ ასეთ კარგ და პატიოსან ადამიანს";
რომენ როლანი: "ის უდიდესი ადამიანია, მე ბედნიერი ვიქნებოდი მისი გაცნობით";
ბერნარდ შოუ: "მე ქედს ვიხრი მის წინაშე";
პაბლო პიკასომ კი თავისი ხელით დაუხატა მას მისალოცი ბარათი 70 წლის იუბილეზე.
ვიზეა საუბარი?პასუხი: სტალინზე. ბმული: http://moazrovne.net/q/236პასუხი -
ხუმარა მარკ ტვენი შურით ამბობდა ადამზე: "ის ბედნიერი ადამიანი იყო - როდესაც მას თავში მოსდიოდა რაიმე სასაცილო, მას შეეძლო დაწმუნებული ყოფილიყო იმაში, რომ ..." რაში?
პასუხი: "... ის არ იმეორებს სხვის ხუმრობას". ბმული: http://moazrovne.net/q/235პასუხი -
ექიმების აზრით, ეს ხელს უშლის კარიესის წარმოქმნას, აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას და კალორიებს ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად წვავს. ეს აყოვნებს სიბერის პროცესს და ამაღლებს ცხოვრების ტონუსს. მწერალ ტომ რობინსის აზრით, ეს არის "კაცობრიობის უდიდესი გამონაგონი". რა არის ეს?
პასუხი: კოცნა. ბმული: http://moazrovne.net/q/234პასუხი -
ერთ-ერთმა გამოჩენილმა ქართველმა ხელოვანმა თავის მემუარებში დაწერა: "ის ჩემი ქმნილებაა, ჩემი შვილია. მაგრამ ამავე დროს ის ჩემი დედაა, ყოველი ჩვენთაგანის დედაა." რომელ ქმნილებაზე დაიწერა ეს სიტყვები?
პასუხი: "ქართლის დედა". ბმული: http://moazrovne.net/q/233პასუხი -
იმის შემდეგ, რაც ეს ღონისძიება ჩატარდა გერმანიაში, ჰიტლერს გაუჩნდა სურვილი, რომ შემდგომში ის ჩატარებულიყო იაპონიაში. უნდა ითქვას, რომ ფიურერის სიტყვები გამართლდა და ეს ღონისძიებები ჩატარდა იაპონიაში, თანაც სამჯერ, მაგრამ, უკვე ჰიტლერის სიკვდილის შემდეგ. რომელ ქალაქებში მოხდა ეს?
პასუხი: ტოკიო (1964), საპორო (1972) და ნაგანო (1998) (იაპონური ქალაქები, რომლებმაც უმასპინძლეს ოლიმპიურ თამაშებს). ბმული: http://moazrovne.net/q/232პასუხი