რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 126
-
დიდ ჰიპოკრატეს ერთხელ კითხეს: "მართალია, რომ გენიალურობა - ავადმყოფობაა?"
"დიახ, - უპასუხა ჰიპოკრატემ - ეს იშვიათი ავადმყოფობაა და, სამწუხაროდ, იგი არ არის..." დაასრულეთ ბრძენი ჰიპოკრატეს სიტყვები.პასუხი: "... გადამდები". ბმული: http://moazrovne.net/q/216პასუხი -
2000 წელს დიდი ბრიტანეთის ვეტერინართა ასოციაციამ ჩაატარა გამოკითხვა, რომლის თანახმადაც ბრიტანელთა 93% თურმე საშობაოდ თავიანთ საყვარელ ცხოველებს ჩუქნიან საჩუქრებს, ხოლო მათგან 60% საჩუქრის გარდა ჩუქნის თავის ოთხფეხა მეგობარს ისეთ რაღაცას, რასაც დღესასწაულებზე ადამიანები ჩვეულებრივ ჩუქნიან ერთმანეთს, მაგრამ ცხოველთათვის ის აბსოლუტურად გამოუსადეგარია. რა არის ეს?
პასუხი: მისალოცი ბარათი. ბმული: http://moazrovne.net/q/215პასუხი -
1987 წელს დიდ ბრიტანეთში ჩატარდა სოციოლოგიური გამოკითხვა, რომლის ერთ-ერთი კითხვა იყო შემდეგი: "დაასახელეთ ყველაზე ცნობილი ხომალდი". მეორე ადგილი ჯეიმს კამერონის ფილმამდე 10 წლით ადრე დაიკავა "ტიტანიკმა", მესამე ადგილი - "მფრინავმა ჰოლანდიელმა". რომელმა ინგლისურმა ხომალდმა 1987 წელსაც კი დაიკავა პირველი ადგილი?
პასუხი: ამ ყველასათვის კარგად ცნობილ ინგლისურ ხომალდს ერქვა ყვითელი წყალქვეშა ნავი (Yellow Submarine). ბმული: http://moazrovne.net/q/214პასუხი -
რომელი ქვეწარმავლის სახელი დაერქვა ამ საუკუნის შუაში შექმნილი კოპენჰაგენელი, ბრიუსელელი და ამსტერდამელი მხატვრების გაერთიანებას?
პასუხი: ამ გაერთიანებას ერქვა "კობრა" (<b>კო</b>პენჰაგენი, <b>ბრ</b>იუსელი, <b>ა</b>მსტერდამი). ბმული: http://moazrovne.net/q/213პასუხი -
წყნარ ოკეანეში მობინადრე ერთ-ერთ მოლუსკს ქვია ლამაზი სახელი "არისტოკრატი". მას აქვს ისეთი რამ, რითიც იგი გამოირჩევა ყველა სხვა ცოცხალი არსებისაგან და რაც ნაწილობრივ გამოიხატება მის სახელში. რა არის ეს?
პასუხი: ამ მოლუსკს სინამდვილეში აქვს ცისფერი სისხლი. ბმული: http://moazrovne.net/q/212პასუხი -
თქვენს წინაშეა ქვეყნების სია:
1 - მაროკო
2 - პანამა
3 - ერაყი
4 - ახალი ზელანდია
5 - ჰონდურასი
6 - ავსტრალია
7 - ვენესუელა
რა პრინციპით არის შედგენილი ეს სია?პასუხი: ყოველი ქვეყნის წინ მოცემული რიცხვები აღნიშნავენ მათ დროშებზე ვარსკვლავების რაოდენობას. ბმული: http://moazrovne.net/q/211პასუხი -
აშშ-ს ზოგიერთ შტატში ამ ბოროტმოქმედების ჩადენის მცდელობისათვის ჩვეულებრივ სჯიან. მიუხედავად ამისა, ყველა ის, ვისაც წარმატებით ჩაუდენია ეს ბოროტმოქმედება, დარჩა დაუსჯელი. რა ბოროტმოქმედებაზეა საუბარი?
პასუხი: ეს ბოროტმოქმედება, რომლის ჩადენისათვის არავის არ სჯიან (ყოველ შემთხვევაში, დედამიწაზე :-) არის თვითმკვლელობა. ბმული: http://moazrovne.net/q/210პასუხი -
აღადგინეთ ამ დაუსრულებელი რიცხვობრივი თანმიმდევრობის დასაწყისი:
... 159265358979 ...პასუხი: 3,14 (ყველასათვის კარგად ცნობილი რიცხვი π (პი): 3,14159265358979... და ა.შ.) ბმული: http://moazrovne.net/q/209პასუხი -
ვახტანგოვის სახელობის თეატრში გადიოდა "ანა კარენინა". სპექტაკლი გამოვიდა ძალიან გრძელი, 5 საათიანი. პრემიერის დროს, სადღაც მე-4 საათის ბოლოს მოხუცმა ებრაელმა ჩაჩურჩულა გვერდზე მჯდარ გრიგორი გორინს: "იცით, მე ცხოვრებაში არასოდეს ასე დიდხანს არ ველოდი ..." რას?
პასუხი: "... მატარებელს" (მან იგულისხმა, რომ იგი ელოდებოდა სპექტაკლის ფინალს, როდესაც ანა კარენინა მატარებელს უვარდებოდა ბორბლებქვეშ). ბმული: http://moazrovne.net/q/208პასუხი -
ადამიანთა რომელი ჯგუფის ჩამოსვლას მიეძღვნა 1998 წლის ზაფხულში გაზეთ "იზვესტია"-ში გამოქვეყნებული სტატია სახელწოდებით "ქვათაცვენის მოლოდინში"?
პასუხი: მოსკოვში ჩავიდა ჯგუფი "Rolling Stones". ბმული: http://moazrovne.net/q/207პასუხი -
ლეგენდის მიხედვით, ერთხელ სერ ჰიუ ბივერი, რომელიც ლუდისსახარში კომპანიის ხელმძღვანელი იყო, სანადიროდ მეგობრებთან ერთად წავიდა. იგი ცნობილი იყო, როგორც კარგი მსროლელი და ამიტომაც ძალზედ შერცხვა, როდესაც ერთ პატარა ჩიტს ესროლა და ააცილა. მან მეგობრებთან თავი იმით იმართლა, რომ ეს ჩიტი მსოფლიოში ყველაზე სწრაფად დაფრინავსო. რა ერქვა მის ლუდისსახარშ კომპანიას?
პასუხი: ”გინესი” (ეს ლეგენდა შეეხებოდა ”გინესის რეკორდების წიგნის” შექმნის იდეის დაბადებას). ბმული: http://moazrovne.net/q/206პასუხი -
დაასახელეთ წლის სიზუზტით, თუ რამდენი წელი გავიდა შემდეგ ორ თარიღს შორის: ჩვ. წ. აღ-მდე 16 წლის 17 აპრილიდან ჩვ. წ. აღ. 86 წლის 17 აპრილამდე.
პასუხი: 101 წელი (0,71 + 15 + 85 + 0,29). ბმული: http://moazrovne.net/q/205პასუხი -
არც ისე დიდი ხნის წინ რუსეთში გაზეთმა ”იზვესტია”-მ ჩაატარა გამოკითხვა, რომლის მიზანიც იყო გაერკვიათ, თუ ამ ქვეყნის რომელი წარმომადგენელი იყო ხალხში ყველაზე ცნობილი. შედეგად, ათეულში მოხვდნენ: საერთაშორისო გროსმეისტერი, კინორეჟისორი, მწერალი, კარიკატურისტი, ფილოსოფოსი, მოქანდაკე, ასტრონომი, ფიზიკოსი და მეზღაპრე. რა ”პროფესიის” იყო პირველ ადგილზე გასული პიროვნება?
პასუხი: იგი იყო პრინცი (საუბარი იყო დანიაზე. პირველ ადგილზე გავიდა დანიის პრინცი ჰამლეტი. დანარჩენები კი იყვნენ: ბენდტ ლარსენი, ლარს ფონ ტრიერი, მარტინ ანდერსენ-ნეკსე, ჰერლიუფ ბიდსტრუპი, სერენ კერკეგორი, ბერტელ ტორვალდსენი, ტიხო ბრაგე, ნილს ბორი და ჰანს ქრისტიან ანდერსენი). ბმული: http://moazrovne.net/q/204პასუხი -
60-იან წლებში დისიდენდები ხშირად დასცინოდნენ კა-გე-ბე-ს მუშაობის სტილს. მათ უამრავი მაგალითი მოჰყავდათ. აი ერთ-ერთი მათგანი: სატელეფონო საუბარი, რომელსაც აგენტები უსმენენ, მოულოდნელად ითიშება, ხოლო მას შემდეგ, რაც მოსაუბრეები ერთმანეთს გადაურეკავენ, ყველაფერი წესრიგდება და საუბარიც გრძელდება. რატომ თიშავდნენ ხოლმე დროებით კა-გე-ბე-შნიკები სატელეფონო საუბრებს?
პასუხი: რათა საუბრის ჩამწერ მოწყობილობაში ლენტი გამოეცვალათ. ბმული: http://moazrovne.net/q/203პასუხი -
”არცერთ ორგანოს არ ჭირდება იმდენი კუნთი, რამდენიც მას. ჩემს მიერ აღმოჩენილებს თუ არ ჩავთვლით, როგორც ცნობილია, ამ კუნთების რაოდენობა 24-ია. ხოლო მოძრაობების რაოდენობით, იგი ყველა ორგანოს უსწრებს წინ.” რომელ ორგანოს აღწერდა ასე ლეონარდო და ვინჩი?
პასუხი: ენას. ბმული: http://moazrovne.net/q/202პასუხი