რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 130
-
“ტეტჩერი თავის მშობლებთან წავიდა კონსტანტინოპოლში, და ჩემს ცხოვრებაში კარგი და გასახარი აღარაფერი დარჩა...” ვისი ნაწარმოებიდანაა ეს ციტატა?
პასუხი: მარკ ტვენის (“ტომ სოიერი”; ამ ციტატაში ტომ სოიერი თავის შეყვარებულზე, ბეკი ტეტჩერზე ლაპარაკობდა). ბმული: http://moazrovne.net/q/155პასუხი -
მიუხედავად იმისა, რომ ეინშტეინის სიკვდილის მომენტში მასთან რამოდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, ჩვენთვის მაინც უცნობია მისი უკანასკნელი სიტყვები. მან ეს სიტყვები საკმაოდ ხმამაღლა და გარკვევით წარმოსთქვა. მაშინ, რატომ არ ვიცით ჩვენ მათი შინაარსი?
პასუხი: ეინშტეინმა ისინი გერმანულად წარმოსთქვა, ხოლო იქ მასთან ერთად მყოფთაგან გერმანული არცერთმა არ იცოდა. ბმული: http://moazrovne.net/q/154პასუხი -
ფრანგმა მხატვარმა ჟან-მარი პიერემ და შვიდმა მისმა მეგობარმა შექმნეს მსოფლიოში ყველაზე დიდი სურათი, ზომებით 250 x 180 მეტრზე. რომელი ნაგებობის ზედაპირზე დახატეს მათ ეს სურათი?
პასუხი: ეს სურათი მათ კაშხალზე დახატეს. ბმული: http://moazrovne.net/q/153პასუხი -
ძველი იაპონელბის წარმოდგენით, ის კვადრატული ფორმის იყო, ამიტომაც მისი აღმნიშვნელი იეროგლიფიც კვადრატულია. მისი ჭეშმარიტი ფორმა ნებისმიერი თანამედროვე იაპონელისთვის ცნობილია. რა არის ეს?
პასუხი: საუბარი იყო მზეზე. ბმული: http://moazrovne.net/q/152პასუხი -
ეს მეცნიერება, “ხომალდის მართვის მეცნიერება”, სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა, XX საუკუნეში და მას არაფერი საერთო არ აქვს ხომალდის მართვასთან. ამ სიტყვის მეტაფორული გამოყენებით პლატონი სახელმწიფოს მართვის ხელოვნებასაც კი აღნიშნავდა. რა სიტყვაა ეს?
პასუხი: კიბერნეტიკა. ბმული: http://moazrovne.net/q/151პასუხი -
ეს ობიექტები შეიძლება დაალაგო ფერის, წონის, ზომის ან გამოყენების რაოდენობის მიხედვით. რა ეწოდება მათ ყველაზე ცნობილ განლაგებას მასისა და მსგავსების მიხედვით?
პასუხი: ელემენტების პერიოდულობის სისტემა (საუბარი იყო ქიმიურ ელემენტებზე). ბმული: http://moazrovne.net/q/150პასუხი -
როდესაც ანდრე მორუას შეეკითხნენ, ვინ უფრო შეცვალა ისტორია - ცეზარმა თუ ნაპოლეონმაო, მან კონკრეტული პიროვნების ნაცვლად დაასახელა გარკვეული პროფესიის წარმომადგენლები. რა პროფესიის?
პასუხი: მან სთქვა, რომ ისტრორია ყველაზე მეტად ისტორიკოსებმა შეცვალესო. ბმული: http://moazrovne.net/q/149პასუხი -
ეს თითქმის ყველა კანზინოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. მასთან საბრძოლველად მონტე-კარლოს ერთ-ერთი კაზინოს მფლობელმა ფრანსუა ბლანკმა სპეციალური სისტემაც კი შეიმუშავა. ნებისმიერ მომენტში კრუპიეს შეუძლია დააჭიროს ხელი ღილაკს და სპეციალურად გაწვრთნილი ჯგუფი მივარდება მოთამაშეს, რათა... რა უნდა მოიმოქმედოს ამ ჯგუფმა?
პასუხი: ამ ჯგუფის ფუნქციაა ხელი შეუშალოს თვითმკვლელობაში კლიენტს, რომელმაც დიდი თანხა წააგო. ბმული: http://moazrovne.net/q/148პასუხი -
“... მე ვფიცავ, რომ ამიერიდან არც წერილობით და არც ზეპირად არაფერი ისეთის მტკიცებას არ დავიწყებ, რის გამოც შეიძლება კვლავ დამადანაშაულონ ასეთ ქმედებაში... მე ჩემს თავზე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას და ამის დასამტკიცებლად სიტყვა სიტყვით ვიმეორებ და ხელს ვაწერ ჩემს წინაშე მდებარე აქტს, რომში, მინერვას მონასტერში 1633 წლის 22 ივნისს”. გადმოცემის თანახმად, როგორ ჟღერდა შემდეგი ფრაზა?
პასუხი: “... ის მაინც ბრუნავს!” ბმული: http://moazrovne.net/q/147პასუხი -
სარეკლამო პლაკატი: კედელთან დგას ტანსაცმლის კარადა, რომელსაც კუბოს ფორმა აქვს. რის რეკლამირებას ახდენს ეს პლაკატი?
პასუხი: ეს პლაკატი ემსახურებოდა ჩრჩილის საწინააღმდეგო საშუალების რეკლამას. ბმული: http://moazrovne.net/q/146პასუხი -
ჯენიფერ ლინჩის წიგნში “ლორა პალმერის დღიური” მთავარი გმირი წერს: “მედის ის ძალიან დიდი და სქელი აქვს. დინისი მისას არ ჰგავს, მაგრამ ჩემსაზე სქელი მაინცაა. არაუშავს, გპირდები, რომ მალე მედის რომ აქვს, იმნაირი და მასზე სქელიც კი გამიხდები!” რაზეა საუბარი?
პასუხი: საუბარია დღიურზე, რომელსაც წერდა ლორა პალმერი. ბმული: http://moazrovne.net/q/145პასუხი -
1400 წლის წინ მცხოვრებმა წმინდა ისიდორემ შეადგინა 20 ტომიანი ენციკლოპედია. სწორედ ამის გამო დანიშნა კათოლიკურმა ეკლესიამ იგი ამის მფარველად. რისი მფარველია წმინდა ისიდორე?
პასუხი: წმინდა ისიდორე ინტერნეტის მფარველია (იგი შეიძლება ჩაითვალოს პირველი მონაცემთა ბაზის შემქმნელად). ბმული: http://moazrovne.net/q/144პასუხი -
1972 წელს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამოუშვეს ოლიმპიური თამაშებისადმი მიძღვნილი მონეტა წარწერით: “1972 წლის ოლიმპიური თამაშები გერმანიაში”. ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა პროტესტი გამოთქვა. რა იყო ამ პროტესტის მიზეზი?
პასუხი: მიზეზი იყო ის, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი თამაშების ჩატარების უფლებას ანიჭებდა მხოლოდ გარკვეულ ქალაქებს და არა სახელმწიფოებს, ამიტომ მათ წარწერა “1972 წლის ოლიმპიური თამაშები გერმანიაში” არასწორად ჩათვალეს. ბმული: http://moazrovne.net/q/143პასუხი -
1980 წელს პირველად ევროპაში ეს მოიმოქმედა ვიგდის ფინბოგადოტირმა ისლანდიაში. მას შემდეგ იგივე ირლანდიაში, ფინეთში და ლატვიაშიც განმეორდა. რაზეა საუბარი?
პასუხი: საუბარია სახელმწიფოს ქალ პრეზიდენტებზე. ბმული: http://moazrovne.net/q/142პასუხი -
ნიუ-იორკის საერთაშორისო აეროპორტში ჰკიდია დიდი სარეკლამო აბრა, რომელზეც American Express-ის საკრედიტო ბარათის გამოსახულების ქვეშ მოთავსებულია ფრაზა, რომელიც, ერთი შეხედვით, შეიცავს სრულიად ნეიტრალურ და ბანალურ ინფორმაციას. მაგრამ, სიტყვათა თამაშის წყალობით, ეს ტექსტი აღიქმევა, როგორც პირდაპირი და დაუმალავი მტკიცება American Express-ის პრიორიტეტისა გადახდის მეორე საერთაშორისო სისტემის წინაშე. ტექსტი კი ასეთია: "If you have […..], you do not need […..]". შეავსეთ გამოტოვებული ადგილები აღნიშნულ სარეკლამო ტექსტში.
პასუხი: "If you have a Green Card, you do not need Visa" (როგორც ცნობილია, American Express-ის საკრედიტო ბარათი მწვანე ფერისაა). ბმული: http://moazrovne.net/q/141პასუხი