რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 132
-
ამა წლის იანვრის დასაწყისში მიხაელ შუმახერმა მიიღო მონაწილეობა აქციაში სახელწოდებით “5 წამი, რომელმაც შეიძლება სიკვდილს გადაგარჩინოთ”. რა დროს და რისთვის უნდა დახარჯოთ ეს 5 წამი?
პასუხი: ეს 5 წამი უნდა დახარჯოთ ავტომობილში ჩაჯდომისას უსაფრთხოების ქამრის გადაჭიმვისთვის. ბმული: http://moazrovne.net/q/125პასუხი -
ამ გამოგონების ავტორმა 1936 წელს იგი სულ ნახევარ საათში ააწყო. მან თავისი შემქმნელი არამარტო სიღარიბისაგან იხსნა, არამედ მას ასობით მილიონი დოლარი მოუტანა. დღეს კი იგი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ ოთხბორბლიან მოწყობილობას წარმოადგენს ავტომობილის შემდეგ. დაასახელეთ ეს.
პასუხი: საუბარია პროდუქტების საზიდავ ურიკაზე, რომელიც მრავლადაა მსოფლიოს ყველა სუპერმარკეტში. ბმული: http://moazrovne.net/q/124პასუხი -
კანადაში, საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიებში ცოტა ხნის წინ გამოჩნდა მოწყობილობა, რომელიც წარმოადგენდა დაახლოებით 10 სმ სიგრძის პრიზმას და რომლის ერთ-ერთი შიგნითა წახნაგი წებოვანი იყო. ამ მოწყობილობის ინსტრუქციაში სხვა რჩევებთან ერთად მითითებული იყო შემდეგი: “წარმატებულად გამოყენების შემდეგ, რეკომენდირებულია გაიტანოთ მოწყობილობა გარეთ და ...” დაასრულეთ რჩევა.
პასუხი: “... და გაუშვით თაგვი” (საუბარი იყო თაგვების დასაჭერ საკმაოდ ჰუმანურ მოწყობილობაზე). ბმული: http://moazrovne.net/q/123პასუხი -
ევროპელებმა მის შესახებ მარკო პოლოს წყალობით შეიტყვეს. ცნობილია, რომ მისგან ავეჯსაც ამზადებდნენ. შუა საუკუნეების ევროპაში მისგან დამზადებული საქონელი საკმაოდ ძვირად ფასობდა. მას ძვირფასი ქვების ფასი ედო და ამოტომაც ხშირად ოქროშიდაც კი სვამდნენ. რაზეა საუბარი?
პასუხი: საუბარია ფაიფურზე. ბმული: http://moazrovne.net/q/122პასუხი -
ნათელ ღამეში, ვარსკვლავებს შორის შეიძლება გაარჩიოთ რძისფერი ფართე ზოლი. ჩვენ მას ირმის ნახტომს ვუწოდებთ, ხოლო ინგლისურად, რუსულად და კიდევ მრავალ ენაზე მისი სახელწოდება ჟღერს, როგორც “რძიანი გზა”. ეხლა კი, გადათარგმნეთ “რძიანი გზა” ძველბერძნულად.
პასუხი: “რძიანი გზა” ძველბერძნულად ითარგმნება, როგორც “გალაქტიკა”. ბმული: http://moazrovne.net/q/121პასუხი -
როგორც წესი, მამაკაცთა ეს დაახლოებით 25 გრამს იწონის, ხოლო ქალების - 15-ს. ეტიკეტის თანახმად მისი ხალხში გამოჩენა არ არის რეკომენდირებული, მაგრამ თუ მაინც დადგება მისი ხმარების აუცილებლობის საკითხი, იგი მაქსიმალურად შეუმჩნევლად და უხმაუროდ უნდა გამოიყენოთ. რაზეა საუბარი?
პასუხი: საუბარია ცხვირსახოცზე. ბმული: http://moazrovne.net/q/120პასუხი -
ანეკდოტი: სამშობიარო. დაიბადა ბავშვი, მაგრამ ტირილის მაგივრად სიცილით კვდება. ყველა გაკვირვებულია, მას ვერავინ აწყნარებს. ბოლოს ექიმმა შენიშნა, რომ ბავშვს ხელი მომუშტული ჰქონდა და რაღაც ეჭირა. დიდი წვალების შემდეგ ხელი გაუხსნეს და იქ... რა ეჭირა ბავშვს ხელში?
პასუხი: ბავშვს ხელში ჩასახვის საწინააღმდეგო აბი ეჭირა. ბმული: http://moazrovne.net/q/119პასუხი -
გინესის რეკორდების წიგნის თანახმად, ყველაზე დიდი კაბა შეკერილ იქნა 1986 წელს. მასზე დაიხარჯა რამოდენიმე კილომეტრი სიგრძის ქსოვილი და მისმა წონამ საბოლოოდ 453,6 კილოგრამი შეადგინა. “ვისთვის” იყო განკუთვნილი ეს კაბა?
პასუხი: ეს კაბა თავისუფლების ქანდაკებას შეუკერეს. ბმული: http://moazrovne.net/q/118პასუხი -
ამოცანა: ერთი წყვილი ფეხსაცმლისთვის მაღაზიაში გადაიხადეს 70 ლარი და პლუს მთლიანი ღირებულების ნახევარი. რა ღირდა ფეხსაცმელი?
პასუხი: ფეხსაცმელი ღირდა 140 ლარი. ბმული: http://moazrovne.net/q/117პასუხი -
დაასრულეთ ალბერტ აინშტაინის ცოლის სიტყვები: “ჩემს ქმარს ყველაფრის კეთება შეუძლია, გარდა...” გარდა რისა?
პასუხი: “... გარდა ფულისა.” ბმული: http://moazrovne.net/q/116პასუხი -
1876 წელს ერთ გაზეთში გამოჩნდა ასეთი განცხადება: “პარიზში მცხოვრებ ასაკოვან ჯენტლმენს სურს დაიქირავოს სრულწლოვანი ქალბატონი, რომელიც იქნება მისი მდივანი და მარჯვენა ხელი”. ბერტა კლინსკიმ, რომელიც იმ პერიოდში ვენაში მუშაობდა, გადაწყვიტა მიეღო ეს წინადადება და პარიზში გადავიდა. მაგრამ მუშაობის სამი კვირის შემდეგ სამშობლო მოენატრა და უკან დაბრუნდა. მალე მან დაიწყო მიმოწერა მსოფლიოში მშვიდობის თემაზე პარიზში მცხოვრებ ჯენტლმენთან, რომელთანაც მან პარიზში ყოფნისას ბევრი საერთო გამონახა. ამ ქალბატონს რამოდენიმე საინტერესო პროექტი ჰქონდა მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებით და ჯენტლმენმაც მისი ფინანსურად დახმარება გადაწყვიტა. და მისი სიკვდილიდან 9 წლის შემდეგაც კი ბერტამ კვლავ მიიღო მისგან ფულადი დახმარება. რა ფორმით მიიღო მან ფული?
პასუხი: იგი გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი 1905 წელს (1905 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში, ბერტა ფონ ზუტნერი (ქმრის გვარია), ის ჯენტლმენი კი თვით ალფრედ ნობელი გახლდათ). ბმული: http://moazrovne.net/q/115პასუხი -
ონონელი ტუნგუსები თვლიან, რომ მთელს დედამიწაზე ხეების რაოდენობის დათვლა პირდაპირ თქვენი სახლთანაც შეგიძლიათ, მთავარია მოთმინება გეყოთ. რა უნდა დათვალოთ თქვენ, რათა გაიგოთ, თუ რამდენი ხეა დედამიწაზე?
პასუხი: თქვენ უნდა დათვალოთ ცაზე ვარსკვლავების რაოდენობა (მათი აზრით, ყოველ ხეს აქვს თავისი ვარსკვლავი და პირიქით). ბმული: http://moazrovne.net/q/114პასუხი -
დაასრულეთ დაოსელი მოაზროვნის ცზი ლაის სიტყვები: “ცხოვრება სიზმარია, ხოლო სიკვდილი - ...”
პასუხი: “... გამოღვიძება”. ბმული: http://moazrovne.net/q/113პასუხი -
არსებობს ერთი აფრიკული ლეგენდა, რომლის თანახმადაც, ადამიანი ცაში შეიქმნა. ვინ დაეხმარა მას დედამიწაზე ჩამოსვლაში?
პასუხი: ჟირაფი. ბმული: http://moazrovne.net/q/112პასუხი -
სიდნი შელდონის წიგნში “ღმერთთა წისქვილები” მოყვანილია ახლახანს მოსული დიქტატორის - იონესკოს საუბარი მზესთან:
- დილა მშვიდობისა, ამხანაგო მზე!
- დილა მშვოდობისა, - უპასუხა მზემ. - ყველა ისე ბედნიერია, თქვენ რომ გახდით რუმინეთის ახალი პრეზიდენტი!..
საუბარი საღამოს გაგრძელდა:
- საღამო მშვიდობისა, ამხანაგო მზე!
მზე მას არ პასუხობს.
- რა მოხდა, დილით მშვენივრად მესაუბრებოდი და ეხლა რატომ სდუმხარ?
- მოკეტე, რა! - პასუხობს მზე...
დაასრულეთ მზის სიტყვები მიზეზით, რომელიც მას საშუალებას აძლევდა, ასე ელაპარაკა.პასუხი: - მოკეტე, რა! - პასუხობს მზე. - მე უკვე დასავლეთში ვარ! ბმული: http://moazrovne.net/q/111პასუხი