რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 127
-
რა იყო ის, რაც 83 კილოგრამს იწონიდა და 1958 წლის 4 იანვარს დაიწვა?
პასუხი: ეს იყო დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრი. ბმული: http://moazrovne.net/q/201პასუხი -
1988 წელს აშშ-ს კონგრესში მიღებულ იქნა კანონი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი ხდებოდა გენური ინჟინერიის გზით მიღებული მრავალუჯრედოვანი ორგანიზმების დაპატენტება. მაგრამ იყო ერთი გამონაკლისი - ადამიანი ამ ორგანიზმების რიცხვში არ შედიოდა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ეს კანონი წინააღმდეგობაში მოვიდოდა აშშ-ს კონსტიტუციის მეცამეტე შესწორებასთან. რას გულისხმობს ეს შესწორება?
პასუხი: ამ შესწორების მიხედვით აკრძალულია მონათმფლობელობა, პატენტი კი გულისხმობს დაპატენტებული ობიექტის ფლობისა და გაყიდვის თავისუფლებას. ბმული: http://moazrovne.net/q/200პასუხი -
”საბჭოთა ენციკლოპედიურ ლექსიკონში” ამ სიტყვას შემდეგი განმარტებები ახლავს: ”არასპეციალისტი. წარმოება, რომელიც არ შედის მონოპოლისტურ გაერთიანებაში. სპორტსმენი ან დოღის მონაწილე ცხენი, რომელსაც არ აქვს გამარჯვების შანსები”. რომელ სიტყვაზეა საუბარი?
პასუხი: ეს სიტყვაა ”აუთსაიდერი”. ბმული: http://moazrovne.net/q/199პასუხი -
ჰოკეის გუნდ ”დეტროიტ რედ ვინგზის” ყველაზე პოპულარული მოთამაშეა მცველი პოლ კოფფი. ამ გუნდის გულშემატკივართა დევიზი იწყება სიტყვებით: ”ჩვენ გვყავს კოფფი, ჩვენ გვჭირდება...” დაასრულეთ დევიზი.
პასუხი: ”... ჩვენ გვჭირდება ჭიქა!” (კალამბური აგებულია იმაზე, რომ ინგლისურ ენაში სიტყვას “cup” აქვს ორმაგი დატვირთვა - იგი იხმარება როგორც ”ჭიქა” და აგრეთვე, როგორც ”თასი”. ორიგინალში კი დევიზი ასე ჟღერს: ”We have Coffee, we need cup!” – ”ჩვენ გვაქვს კოფფი, ჩვენ გვჭირდება თასი!”). ბმული: http://moazrovne.net/q/198პასუხი -
ერთ-ერთი რუსი პოეტის ამ ნაწარმოების ეპიგრაფი აღებულია ”უახლესი სამკითხაო წიგნი”-დან. მასში ნათქვამია, რომ ბანქოს ეს ქაღალდი ”ფარულ უსიამოვნებას აღნიშნავს”. თუ მიხვდებით, რომელ ბანქოზეა საუბარი, პოეტის დასახელებაც არ გაგიჭირდებათ...
პასუხი: პოეტია პუშკინი (ნაწარმოები - ”პიკის ქალი”, ხოლო ბანქოს ქაღალდი - ყვავის ქალი). ბმული: http://moazrovne.net/q/197პასუხი -
ის ერთი უბრალო კანონის დამცველი იყო. იგი ლოს ანჯელესში, როუზ პრიმ ლეინის ქუჩის ნომერ 1033-ში ცხოვრობდა. მისი პირადი ნომერი N548, ხოლო სახელი ალექს მერფი იყო, მაგრამ ჩვენთვის და მთელი მსოფლიოსთვის იგი სულ სხვა სახელით გახდა ცნობილი. დაასახელეთ ეს სახელი.
პასუხი: რობოკოპი (ან ”რობოტ-პალიცეისკი” :-). ბმული: http://moazrovne.net/q/196პასუხი -
1901-1909 წლებში მისი ექვსი შვილის წყალობით აქ ცხოვრობდა დათვი, ხვლიკი, სამი ზაზუნა, თუთიყუში არა, გოჭი, ქათამი, მამალი, ბუ, ვირთხა, ჰიენა, პონი, რამოდენიმე გველი და ძაღლების მთელი ხროვა. დაასახელეთ ამ ბავშვების მამაც და მათი საცხოვრებელი ადგილიც.
პასუხი: ამ ბავშვების მამა იყო თეოდორ რუზველტი, ხოლო საცხოვრებელი ადგილი კი, შესაბამისად, იყო თეთრი სახლი. ბმული: http://moazrovne.net/q/195პასუხი -
ფრანცისკო გოია თავის დღიურებში აღწერდა ნახატების შეფასების სასაცილო მეთოდს, რომელიც ძირითადად ქუჩის ვაჭრებში მოქმედებდა. ამ წესისი მიხედვით, მაგალითად, ”ჯოკონდა” უფრო იაფი აღმოჩნდებოდა, ვიდრე ”სიქსტის მადონა”, ორივე ერთად კი რემბრანდტის ”ღამის გუშაგზე” ბევრად იაფი ეღირებოდა. რა პრინციპით მოქმედებდა ეს მეთოდი?
პასუხი: ამ მეთოდის მიხედვით, სურათი მით უფრო ძვირი ღირდა, რაც უფრო მეტი პერსონაჟი იყო მასზე გამოსახული. ბმული: http://moazrovne.net/q/194პასუხი -
განცხადება გაზეთში: ”ჯეინ და მაიკლ ბენქსებს სჭირდებათ ყველაზე კარგი ძიძა ყველაზე პატარა ანაზღაურებით, თანაც, სასწრაფოდ!” დაასახელეთ იმის სახელი და გვარი, ვინც გამოეხმაურა ამ განცხადებას.
პასუხი: მერი პოპინსი. ბმული: http://moazrovne.net/q/193პასუხი -
დასავლეთ ევროპაში მისი სახელი ჟღერს დაახლოებით როგორც უფლის ცხვარი, მზის ხბო ან მზის ხოჭო. რუსეთშიც დაახლოებით იგივე სახელით მოიხსენიებენ. ჩვენთან, კი ეს სიტყვა ორი სხვა სიტყვის შერწყმას წარმოადგენს, რომლიდანაც ერთ-ერთი საკუთარი სახელია. ხოლო რაც შეეხება მეორე სიტყვას, იგი იმავე კლასის (რატომღაც) სხვა წარმომადგენლის სახელია, რომელშიც ჩვენი მთავარი გმირია მოქცეული. დაასახელეთ ეს სახელი.
პასუხი: საუბარი იყო ჭიამაიაზე (კლასი არის მწერები, ხოლო სიტყვა ”ჭიამაია”-ში რატომღაც მოხსენიებულია ამავე კლასის სხვა სახეობა - ჭიები). ბმული: http://moazrovne.net/q/192პასუხი -
ეს ნაწარმი აბრეშუმის უწვრილესი ძაფებით ნაწილ-ნაწილ იქსოვებოდა. მისი მოქსოვის ტექნოლოგია ერთმა პარიზელმა მკერავმა XVI საუკუნის დასაწყისში შექმნა. დაასახელეთ მისი გვარი.
პასუხი: მისი გვარი იყო გობელენი (და, შესაბამისად, ნაწარმიც არის გობელენის ქსოვილი). ბმული: http://moazrovne.net/q/191პასუხი -
უიმბლდონის პრეს-ცენტრში დგას მონიტორების დიდი რიგი, რომლებიც უჩვენებენ რა ხდება კორტებზე. 1998 წლის ტურნირის დროს დამატებული იქნა კიდევ ერთი მონიტორი. რას უჩვენებდა ეს დამატებითი მონიტორი?
პასუხი: მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩებს. ბმული: http://moazrovne.net/q/190პასუხი -
მისი სიგრძე შეადგენს 6500 კმ, მანძილი უკიდურეს წერტილებს შორის - 2450 კმ. ზოგი მას უწოდებს "მსოფლიოში ყველაზე გრძელ სასაფლაოს". რას ვუწოდებთ მას ჩვენ?
პასუხი: ჩვენ მას ჩინეთის დიდ კედელს ვუწოდებთ. ბმული: http://moazrovne.net/q/189პასუხი -
XVIII-XIX საუკუნეებში რუსეთში იყო პოპულარული ფაიფურის ჩაის სერვიზი ორ პერსონაზე, რომელიც ატარებდა ფრანგულ სახელწოდებას "ტეტ-ა-ტეტ". რა ლათინურ სახელწოდებას ატარებდა იმავე პერიოდის ფაიფურის სერვიზი ერთ პერსონაზე?
პასუხი: "ეგოისტი". ბმული: http://moazrovne.net/q/188პასუხი -
ეს კუნძული სარდინიასთან ერთად რომის ერთ-ერთ პირველ პროვინციად იქცა, რომის იმპერიის დაცემის შემდეგ ის ხელიდან ხელში გადადიოდა, ვიდრე საბოლოოდ საფრანგეთის საკუთრება არ გახდა. საინტერესოა, რომ მე-19 საუკუნეში მისი სახელის ხსენება რუსულ პრესაში აკრძალული იყო და მის ნაცვლად ძახილის ნიშანს ხმარობდნენ ხოლმე. რომელ კუნძულზე არის საუბარი?
პასუხი: საუბარია კორსიკაზე. ბმული: http://moazrovne.net/q/187პასუხი