რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 133
-
ერთ-ერთ თავის ინტერვიუში მან განაცხადა: “ჩემში, ისევე როგორც ყველა ადამიანში ცხოვრობს სატანაც და ქრისტეც, ბოროტება და სიკეთე... ამიტომაც ავირჩიე ეს სახელი - ლამაზმანი და მკვლელი”. რა სახელით იცნობს მას მთელი მსოფლიო ოჰაიოს შტატში დაბადებულ ამ ამერიკელს, თუ მისი ნამდვილი სახელია ბრაიან უორნერი?
პასუხი: მერლინ მენსონი (ლამაზმანი მერლინ მონრო და მკვლელი ჩარლზ მენსონი). ბმული: http://moazrovne.net/q/110პასუხი -
ყველა საკვებ პროდუქტზე უნდა იყოს მითითებული თარიღი - გამოშვების თარიღი ან თარიღი, რომლამდისაც შეიძლება პროდუქტის მოხმარება საკვებად. რა თარიღია მითითებული ყველ კამამბერის შეფუთვაზე?
პასუხი: თარიღი, რომლის შემდეგაც ყველი მომწიფდება და ნებადართული იქნება მისი ჭამა. ბმული: http://moazrovne.net/q/109პასუხი -
არხანგელსკში - 13 მაისიდან 30 ივლისამდე, პეტროზავოდსკში - 27 მაისიდან 17 ივლისამდე. 11 ივნისიდან 2 ივლისამდე კი რომელ ქალაქში?
პასუხი: სანკტ-პეტერბურგში (საუბარია თეთრ ღამეებზე). ბმული: http://moazrovne.net/q/108პასუხი -
1834 წელს ლომდონელმა მექანიკოსმა უ. მარმა ერთი ყუთი ჩადო მეორეში და მათ შორის არსებული სივრცის ამოსავსებად მარმარილო, ფაიფური და გამომწვარი თიხა გამოიყენა. რის გამომგონებლად ითვლება იგი?
პასუხი: იგი ითვლება სეიფის გამომგონებლად. ბმული: http://moazrovne.net/q/107პასუხი -
2003 წლის 15 ოქტომბერს ნიუ-იორკში გაიხსნა ძეგლი იმ ადამიანისა, რომელსაც ამერიკასთან პირდაპირი შეხება არ ჰქონია. მონუმენტზე ამოტვიფრული იყო 271 ამერიკელის სახელი და გვარი, რომელთაგან პირველი იყო თეოდორ რუზველტი. თუ მიხვდებით, თუ რა აერთიანებთ ამ ამერიკელებს, გამოიცნობთ იმასაც, თუ ვის დაუდგეს ეს ძეგლი.
პასუხი: ეს ძეგლი დაუდგეს ალფრედ ნობელს (ამოტვიფრული კი, 271 ნობელის ლაურეატი ამერიკელის სიაა). ბმული: http://moazrovne.net/q/106პასუხი -
ბევრი იაპონელი თევზის ჭერისათვის იყენებს სპეციალურად გაწვრთნილ ფრინველებს - ჩვამებს. ამ ფრინველს თევზაობის დროს აბია რკინის რგოლი. სად და რა მიზნით უკეთებენ იაპონელები ჩვამებს რკინის რგოლებს?
პასუხი: ჩვამებს რკინის რგოლები ყელზე უკეთიათ, რათა დაჭერული თევზი არ გადაყლაპონ. ბმული: http://moazrovne.net/q/105პასუხი -
გადათარგმნეთ ბერძნულად “ჯუჯა, ქონდრისკაცი”.
პასუხი: ნანო. ბმული: http://moazrovne.net/q/104პასუხი -
ბერნარდ შოუს აზრით, ბევრი მწერლის მთავარი უბედურება ის არის, რომ მათი ნაწარმოებების ეს ორი რამ ძალიან შორს არიან ერთმანეთისგან. დაასახელეთ ეს ორი რამ.
პასუხი: პირველი და ბოლო ფურცელი. ბმული: http://moazrovne.net/q/103პასუხი -
სუფრის დანები, რომელიც საჭმლის ჭამისას გამოიყენება ხმარებაში შემოიღო კარდინალმა რიშელიემ. მან გამოსცა ბრძანება იმის შესახებ, რომ სუფრის დანებს აუცილებლად მომრგვალებული თავი უნდა ჰქონოდათ და არა წვეტიანი, რადგან... რატომ?
პასუხი: იმიტომ, რომ ეს ხელს შეუწყობდა ეტიკეტის ნორმების დაცვას - მომრგვალებული თავებიანი დანებით ხალხი კბილს ვეღარ გამოიჩიჩქნიდა. ბმული: http://moazrovne.net/q/102პასუხი -
XX საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს საბჭოთა ხელისუფლებას გეგმაში ჰქონდა მარსზე გაფრენის პროექტი. წითელვარსკვლავიანი პილოტირებადი ვარსკვლავთმფრენი უნდა დაშვებულიყო მარსის ზედაპირზე და იქ აღემართა წითელი დროშა... რა ერქვა ამ პროექტს?
პასუხი: “აელიტა”. ბმული: http://moazrovne.net/q/101პასუხი -
მისი ხვედრი ძალიან მძიმეა. მის სამყოფელში ბალახიც კი ძნელად ხარობს. მას მეგობრები ხშირად აქცევენ ზურგს. მაგრამ, მიუხედავად ყველაფერი ამისა, თითქმის ყოველთვის იგი მაინც ნომერ პირველია. ვინ არის ის?
პასუხი: ფეხბურთის მეკარე. ბმული: http://moazrovne.net/q/100პასუხი -
ერთ რომაელ ელჩს ერქვა პომპეი სენეციუს როსციუმ მურენ სექსტ იულიუს ფრონტინ სილიუს დენციან გაი ევრიტ ჰერკულანიუს ვიბულიუს ვალენტ ნიგერ კლავდიუს საქსა ურუტიან სოსიუს პრისკი. რომაულ კალენდარში მისი სახელი იწერებიდა ასე: პომპეი სენეციუს... რა მოდიოდა შემდეგ?
პასუხი: “და ა.შ.” ბმული: http://moazrovne.net/q/99პასუხი -
არისტოტელე თვლიდა, რომ ამ ორ მეცნიერებას ერთმანეთთან საერთო არაფერი არ ჰქონდა, რადგან ერთი მათგანი შეისწავლიდა უცვლელ რამეებს, ხოლო მეორე - ცვალებადს. დაასახელეთ ეს ორი მეცნიერება.
პასუხი: მათემატიკა და ფიზიკა. ბმული: http://moazrovne.net/q/98პასუხი -
გადათარგმნეთ ლათინურად “მჩუქნელი, მიმცემი”.
პასუხი: დონორი. ბმული: http://moazrovne.net/q/97პასუხი -
ინგლისელმა სელექციონერმა ფოლკნერმა ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ კარგი იქნებოდა, თუ ცდებში გამოყენებულ გარკვეულ ცხოველთა ჯგუფს გაუზრდიდა იმ ორგანოს, რომელზეც მეცნიერები საკმაოდ ხშირად ატარებენ ბიოლოგიურ ექსპერიმენტებს. რამოდენიმე თვიანი მუშაობის შედეგად მან მიაღწია იმას, რომ ამ ორგანოს სიგრძე 45 სმ-მდე გაეზარდა. რომელ ცხოველსა და ორგანოზეა საუბარი?
პასუხი: ფოლკნერმა კურდღლებს ყურები გაუზარდა. ბმული: http://moazrovne.net/q/96პასუხი