რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 131
-
დღეისათვის ასეთი სახელმწიფო სულ 42-ია. მათ შორის: 15 - ევროპაში, 15 - აფრიკაში, 10 - აზიაში და 2 - ამერიკაში. მათ შორის ყველაზე პატარა არის ვატიკანი. დაასახელეთ ამ 42 სახელმწიფოდან ყველაზე დიდი.
პასუხი: ყაზახეთი (საუბარია სახელმწიფოებზე, რომლებსაც არ გააჩნიათ საზღვაო ნაპირი). ბმული: http://moazrovne.net/q/140პასუხი -
მისი პირველი მოდელი იწონიდა 50 კილოგრამს. დღეს ის შეიძლება იწონიდეს 115 გრამს და ჰქონდეს გაბარიტები 3 x 4 სმ. მას ამზადებენ სხვადასხვა მასალებისგან, მათ შორის იშვიათი მეტალებისგან, კარტონისგან და ქაღალდისგანაც კი. ზოგიერთ მათგანში ჩაყენებულია კომპასი, საათი და თერმომეტრი. ხოლო 2001 წლის ზამთარში შექმნეს მოდელი, რომელიც ანეკდოტებსაც კი ყვება. დაასახელეთ ის.
პასუხი: საუბარია ფოტოაპარატზე (ხოლო ანეკდოტებს ის ყვება რა თქმა უნდა იმისათვის, რომ გააცინოს ისინი, ვისაც სურათს უღებენ). ბმული: http://moazrovne.net/q/139პასუხი -
რუსებს ასეთი რიცხვი აქვთ ორი: 3 და 11; ქართველებსა და ინგლისელებს კი - ერთი. დაასახელეთ ეს რიცხვი.
პასუხი: საუბარია რიცხვებზე, რომელთა დასახელებაში ასოების რაოდენობა ამავე რიცხვების ტოლია (ქართულ და ინგლისურ ენებში ასეთი რიცხვი მხოლოდ ერთია - 4 - ოთხი, four). ბმული: http://moazrovne.net/q/138პასუხი -
თავისი კარიერის მწვერვალად ყველა ფეხბურთელი თვლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მონაწილეობის მიღებას. ამ პროფესიის წარმომადგენლები კი პირიქით, თავისი კარიერის მწვერვალს აღწევენ მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ეროვნული ნაკრების წარუმატებლობის შემთხვევაში. დაასახელეთ ეს ხალხი.
პასუხი: საფეხბურთო არბიტრები, რომელთა კარიერის მწვერვალად ითვლება მსოფლიო ჩემპიონატის საფინალო თამაშის მსაჯობა, რაც, როგორც ცნობილია, შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი ქვეყნის ეროვნული ნაკრები ფინალის მიღმა დარჩება. ბმული: http://moazrovne.net/q/137პასუხი -
ერთხელ კინომსახიობ ჟან გაბენს ექიმმა ამოუღო კბილი. რამოდენიმე დღეში მსახიობმა ამ ექიმისგან მიიღო წერილი, რომელშიც ოპერაციისთვის ანგარიშის ნაცვლად იდო ... ფული და განმარტებითი წარწერა. ექიმის სიტყვებით, რას წარმოადგენდა ეს ფული?
პასუხი: ეს იყო გაბენის "წილი" მისი კბილის გაყიდვისგან. ბმული: http://moazrovne.net/q/136პასუხი -
როგორც ცნობილია, სპორტის სხვადასხვა სახეობებში, მაგალითად ფეხბურთში ან ჰოკეიში მკაცრად ისჯება მოწინააღმდეგისთვის ფეხის დადება. აი, სპორტის ერთ-ერთ არაოლიმპიურ სახეობაში კი ეს დაშვებულია, უფრო მეტიც, არსებობს უამრავი ნაშრომი, რომლებშიც სიტყვების გარეშე აღწერილია ფეხის დადების სხვადასხვა ხერხი. დაასახელეთ სპორტის ეს სახეობა.
პასუხი: ჭადრაკი (საჭადრაკო პარტიის დასაწყისს, როდესაც ერთ-ერთი მხარე წირავს პაიკ(ებ)ს ან ფიგურას ინიციატივის მოსაპოვებლად ეწოდება გამბიტი. ტერმინი მოდის იტალიური გამოთქმიდან dare il gambetto, რაც ნიშნავს ფეხის დადებას. გამბიტების აღწერა ხდება სიტყვების გარეშე, სპეციალური საჭადრაკო სიმბოლოების გამოყენებით). ბმული: http://moazrovne.net/q/135პასუხი -
დედის სახელისგან წარმოიშვა ორი სხვადასხვა მეცნიერების სახელწოდება, რომლების შეისწავლიან ერთსა და იმავე ობიექტს, მაგრამ ერთი გარედან, ხოლო მეორე - შიგნიდან. მისი შვილის სახელისგან კი ამავე პრინციპით წარმოიშვა ერთი მეცნიერების ორი განსხვავებული სახელწოდება. დაასახელეთ დედაც და შვილიც.
პასუხი: გეა და ოკეანოსი (გეოგრაფია და გეოლოგია ორი განსხვავებული მეცნიერებაა, ხოლო ოკეანოგრაფია და ოკეანოლოგია ერთი და იგივეა). ბმული: http://moazrovne.net/q/134პასუხი -
ინგლისური ფრაზა "Hitler woman" შეიძლება ითარგმნოს ქართულად, როგორც "ქალი-ჰიტლერი", რაც შეიძლება ნიშნავდეს ძალიან ავ და ბოროტ ქალს. ფრაზა "Hitler woman" წარმოადგენს ერთი ინგლისური სიტყვის ანაგრამას. გადათარგმნეთ ქართულად ეს ინგლისური სიტყვა.
პასუხი: სიდედრი (ან დედამთილი - "Mother-in-law"). ბმული: http://moazrovne.net/q/133პასუხი -
ბოლივიის დედაქალაქ ლა-პასის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული ერთი მნიშვნელოვანი სამსახურის შენახვის ხარჯები. დაასახელეთ ეს სამსახური, რომელიც არის ყველა დიდ ქალაქში, მათ შორის თბილისშიც.
პასუხი: როგორც ცნობილია, ლა-პასი მდებარეობს ზღვის დონიდან 3684 მ სიმაღლეზე. ასეთ სიმაღლეზე კი ცეცხლი უბრალოდ არ ვრცელდება ჟანგბადის უკმარისობის გამო. ამიტომაც ბოლივიის დედაქალაქში არ არსებობს სახანძრო სამსახური. ბმული: http://moazrovne.net/q/132პასუხი -
ცოტა ხნის წინ შვეიცარულ ქალაქ რიოლინგენში ჩატარდა მტყორცნელთა ფესტივალი. გარდა შეჯიბრებებისა ბირთვის, დისკოს, შუბისა და უროს ტყორცნაში, ორგანიზატორებმა ფესტივალის პროგრამაში შეიტანეს კიდევ ერთი მძლეოსნური დისციპლინა, რომლის შეტანაც პროგრამაში მეტყველებს ორგანიზატორების განვითარებულ იუმორის გრძნობაზე. რომელ დისციპლინაზეა საუბარი?
პასუხი: ორგანიზატორებმა ფესტივალის პროგრამაში შეიტანეს ჭოკით ხტომა (მათ ჩათვალეს, რომ ეს არის ადამიანის ტყორცნა). ბმული: http://moazrovne.net/q/131პასუხი -
ეს კანონი პირველად 1970 წელს მიიღეს სპილოს ძვლის კუნძულებსა და ავსტრალიის შტატ ვიქტორიაში. ევროპაში კი ეს კანონი პირველად საფრანგეთმა მიიღო. ამ კანონის დარღვევისთვის ისრაელში ჯარიმა 88 აშშ დოლარს, ხოლო დიდი ბრიტანეთში 500 ფუნტ სტერლინგს შეადგენს. საქართველოში ეს კანონი დიდი ხანია, რაც მიღებულია, მაგრამ ბევრმა მისი არსებობის შესახებ არც კი იცის. რას მოითხოვს ეს კანონი?
პასუხი: ეს კანონი მოითხოვს საჭესთან დაჯდომისას უსაფრთხოების ქამრის გადაჭიმვას. ბმული: http://moazrovne.net/q/130პასუხი -
რამოდენიმე წლის წინ ჩატარებული გამოკვლევების თანახმად, ერთი წლის მანძილზე მთელი მსოფლიოს მიერ დახარჯული ოქროს 7% მოხმარდება ელექტროსაქონელს; 4% იხარჯება მედლების, თასების და სხვა ჯილდოების დასამზადებლად; 20 პროცენტი მიდის მონეტებში; 66%-ით სამკაულებს ამზადებენ. რაში იხარჯება დარჩენილი 3% ოქრო?
პასუხი: 3% ოქროს ხელოვნური კბილების დასამზადებლად იხარჯება. ბმული: http://moazrovne.net/q/129პასუხი -
რუზველტის სიტყვები: “როდესაც პატარა ბავშვი ამ ნივთს პირველად ათვალიერებს, იგი პირველ რიგში ამ ნივთის პირველ დეტალს ამჩნევს. გამორიცხული არაა, რომ მან ამ ნივთის მეორე დეტალიც შეამჩნიოს და დააკვირდეს მას, ხოლო რაც შეეხება ამ ნივთის მესამე დეტალს მისთვის ის თითქმის შეუმჩნეველია და ყურადღების ღირსიც არაა. როდესაც ადამიანი იზრდება, მაშინ ყველაფერი იცვლება. ამ ნივთზე დაკვირვებისას მოზრდილი ადამიანი პრიველ რიგში მესამე და შემდეგ მეორე დეტალს აკვირდება, ხოლო პირველ დეტალს კი იგი უმეტეს შემთხვევაში არც უკვირდება.” რა ნივთზე ჰქონდა საუბარი რუზველტს?
პასუხი: ეს ნივთია საათი (ამ ნივთის დეტალები კი საათის, წუთის და წამების ისრები, შესაბამისად). ბმული: http://moazrovne.net/q/128პასუხი -
რამოდენიმე თვის წინ მოსკოვში გამოვიდა წიგნი, რომელშიც მოყვანილია სიზმრების იუმორისტული ახსნები. რისგან მორიდებას გვირჩევენ ამ წიგნის ავტორები იმ შემთხვევაში, თუ მთელი ღამის მანძილზე მფრინავი და მბრუნავი მრავალკუთხედები გესიზმრებათ?
პასუხი: ისინი გვირჩევენ ცოტა ხნით მაინც მოვერიდოთ “ტეტრისის” თამაშს. ბმული: http://moazrovne.net/q/127პასუხი -
ჩინეთის პროვინცია ხუანში წყვილებმა ქორწილის წინ სპეციალურ ფონდში უნდა შეიტანონ გადასახადი, რომელიც დაახლოებით 850 აშშ-ს დოლარს უდრის. რა შემთხვევაში დაიბრუნებენ ისინი ამ ფულს თოთხმეტი წლის შემდეგ?
პასუხი: თუ ამ დროისთვის 1 შვილზე მეტი არ ეყოლებათ. ბმული: http://moazrovne.net/q/126პასუხი