რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 128
-
დაასრულეთ უინსტონ ჩერჩილის სიტყვები: "მხოლოდ ერთი რამ არის ომის მოკავშირეებთან ერთად წარმოებაზე უარესი და ეს არის ..."
პასუხი: "... ომის წარმოება მოკავშირეების გარეშე". ბმული: http://moazrovne.net/q/186პასუხი -
1997 წელს ჟურნალმა "გიტარისტი" გამოაქვეყნა ყველა დროის 100 საუკეთესო გიტარის სოლოების სია. პირველი ადგილი ამ სიაში დაიკავა სოლომ, რომელიც შესრულებული იყო ერთ ცნობილ სიმღერაში. ეს სიმღერა არის ლოს-ანჯელესის მთავარი ციხის სეხნია. რა ქვია ამ ციხეს?
პასუხი: "Hotel California". ბმული: http://moazrovne.net/q/185პასუხი -
ერთ-ერთი არერიკული სკოლის მოსწავლის აზრით, შექსპირის დროს ცხოვრობდა ერთი მწერალი, რომელმაც შექმნა ნაწარმოები სახელწოდებით "ვირი სახელად Hote". ვინ იყო ეს მწერალი?
პასუხი: ეს მწერალი იყო მიგელ სერვანტესი (ვირი ინგლისურად არის Donkey. ამერიკელ მოსწავლეს ეგონა, რომ მიგელ სერვანტესმა დაწერა წიგნი სახელწოდებით "Donkey Hote", ანუ "ვირი სახელად Hote"). ბმული: http://moazrovne.net/q/184პასუხი -
ამ პატარა ბელგიურ ქალაქში განიცადა უკანასკნელი მარცხი ერთმა ევროპელმა. 159 წლის შემდეგ ამავე ქალაქმა მოუტანა პირველი დიდი გამარჯვება სხვა ევროპელებს. დაასახელეთ ისინი მხოლოდ ორი განსხვავებული ასოს გამოყენებით.
პასუხი: “ABBA” (1815 წელს ვატერლოოში განიცადა უკანასკნელი მარცხი ნაპოლეონმა. 1974 წელს "Eurovision"-ის კონკურსზე ჯერ კიდევ უცნობმა ჯგუფმა "ABBA" შეასრულა სიმღერა "ვატერლოო" და ამით მიიპყრო მთელი მსოფლიოს ყურადღება). ბმული: http://moazrovne.net/q/183პასუხი -
არც ისე დიდი ხნის წინ ინდოეთის შტატ მადია-ფრადეშში ჩატარდა გრანდიოზული დემონსტრაცია ხურდა ფულის პაისის გაუქმების მოთხოვნით, რომელიც იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია ამ ფულით რაიმეს ყიდვა. ვინ ჩაატარა ეს დემონსტრაცია?
პასუხი: მათხოვრებმა. ბმული: http://moazrovne.net/q/182პასუხი -
ჰოვარდ კარტერმა ნახევრად ხუმრობით აღნიშნა, რომ ამ ადამიანის ცხოვრებაში ერთადერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ის, რომ იგი მოკვდა და იყო დასაფლავებული. ვის შესახებ იყო ეს ნათქვამი?
პასუხი: ტუტანხამონის შესახებ. ბმული: http://moazrovne.net/q/181პასუხი -
ეს ქვეყანა ოდესღაც საკმაოდ აგრესიული იყო, რაც თავის თავზე გამოსცადეს რუსეთმა და ავსტრიის იმპერიამ, და არა მარტო მათ. მაგრამ, ამის შემდეგ დიდი დრო გავიდა და ამ ქვეყანას უკვე კარგა ხანია არანაირი ომი არ უწარმოებია. ხოლო არც ისე დიდი ხნის წინ ამ ქვეყანაში დაიშალა ერთი საქვეყნოდ ცნობილი "საჯარისო" შენაერთი. რა ერქვა ამ შენაერთს?
პასუხი: ეს ქვეყანაა შვედეთი (ხოლო საქვეყნოდ ცნობილ "საჯარისო" შენაერთს, რომელიც დაიშალა არც ისე დიდი ხნის წინ, ერქვა Army of Lovers). ბმული: http://moazrovne.net/q/180პასუხი -
ეს პროცედურა აშშ-ში პირველად გამოყენებული იქნა 1868 წელს, თუმცა მისი სისრულეში მოყვანას დააკლდა ერთადერთი ხმა სენატში. ჩვენში გაბატონებული თვალსაზრისით აღნიშნულ პროცედურას 1974 წელსაც ჰქონდა ადგილი, თუმცა ეს სინამდვილეს არ შეეფერება. ვის წინააღმდეგ იქნა აღძრული ეს პროცედურა უკანასკნელად?
პასუხი: ბილ კლინტონის წინააღმდეგ (საუბარია იმპიჩმენტზე. 1868 წელს ეს პროცედურა აღიძრა ენდრიუ ჯონსონის წინააღმდეგ, ხოლო 1974 წელს კი რიჩარდ ნიქსონი არ დაელოდა კონგრესის მიერ იმპიჩმენტის შესახებ კენჭისყრას და თვითონ გადადგა. სწორედ მის გადადგომის, და არა იმპიჩმენტის საკითხს უყარა კენჭი 1974 წელს კონგრესმა). ბმული: http://moazrovne.net/q/179პასუხი -
XX საუკუნის 50-იან წლებში ამ ქვეყნის მესვეურებმა გადაწყვიტეს ახალი დედაქალაქის აშენება. გადაწყდა, რომ დედაქალაქი აეშენებინათ ქვეყნის გეოგრაფიულ ცენტრში. ამისათვის ქაღალდზე გააკეთეს ქვეყნის ტერიტორიის ზუსტი ნახაზი, ამოჭრეს ის, დაამაგრეს ფარგლის წვერზე და დაატრიალეს. რამოდენიმე ცდის შემდეგ ცენტრი მოიძებნა და ცოტა ხანში ჯუნგლების ადგილას აშენდა ქალაქი, რომლის სახელწოდებაც ქართულში ქვეყნის სახელწოდების იდენტურია. დაასახელეთ ეს ქვეყანა.
პასუხი: ბრაზილია. ბმული: http://moazrovne.net/q/178პასუხი -
ძველად არაბეთში ამ ტიტულით მოიხსენიებდნენ წარჩინებული გვარის წარმომადგენლებს, ტომის ბელადებს, ისლამის გავრცელების შემდეგ კი ასე უწოდებდნენ მუჰამედის შთამომავლებს. მაგრამ დღეს ჩვენში ეს სიტყვა გაიგივებულია სამართალდამცავ პირთან, რომელიც დიდ ბრიტანეთში სამეფო ხელისუფლების მიერ ინიშნება, ხოლო აშშ-ში მოსახლეობის მიერ ირჩევა. დაასახელეთ ეს ტიტული.
პასუხი: შერიფი (შარიფი). ბმული: http://moazrovne.net/q/177პასუხი -
"ნისანს", "მერსედესსა" თუ "ფოლკსვაგენს" აქვს თითო-თითო. "შევროლეს", "ფორდს" და "ჰონდას" არ აქვს არც ერთი. ავტომობილის რომელ მარკას აქვს 4 ცალი?
პასუხი: "აუდის" (მისი ემბლემა წარმოადგენს ოთხ გადაჯაჭვულ რგოლს). ბმული: http://moazrovne.net/q/176პასუხი -
არც თუ ისე დიდი ხნის წინ სამედიცინო ტერმინოლოგიაში შევიდა ახალი აბრევიატურა - PIU. ასო P წარმოადგენს შემოკლებას სიტყვისა "Pathological" (პათოლოგიური), U - სიტყვის "Usage" (გამოყენება). რომელი თქვენთვის კარგად ცნობილი სიტყვის შემოკლებას წარმოაგენს ასო I?
პასუხი: ინტერნეტის (ინტერნეტის პათოლოგიური გამოყენება. დროზე შეჩერდით :-) ბმული: http://moazrovne.net/q/175პასუხი -
ის სამჯერ იქნა გასამართლებული. პირველად, ის 1431 წელს დამნაშავედ სცნეს და როგორც ჯადოქარი კოცონზე დაწვეს. მეორედ, 1456 წელს ის მთლიანად გაასამართლეს. მესამე სასამართლოს გადაწყვეტილებით კი მეოცე საუკუნის დასაწყისში ის წმინდანად შერაცხეს. ვინ იყო ის?
პასუხი: ჟანა დ’არკი. ბმული: http://moazrovne.net/q/174პასუხი -
მარკ ტვენი ამბობდა, რომ პირველები რაიმეს იმიტომ აკეთებენ, რომ ამას ადრე აკეთებდნენ, ხოლო მეორეები რაიმეს იმტომ აკეთებენ, რომ ადრე არ გაუკეთებიათო. დაასახელეთ ის საერთო რამ, რაც ოსკარ უაილდის აზრით ყოფს ერთმანეთისგან პირველებს და მეორეებს, თუ ოსკარ უაილდი პირველებს ეკუთვნის, ხოლო მარკ ტვენი - მეორეებს.
პასუხი: ინგლისური ენა (პირველები არიან ინგლისელები, ხოლო მეორეები - ამერიკელები. ოსკარ უაილდის აზრით, ამერიკელებს და ინგლისელებს ერთი საერთო რამ - ინგლისური ენა ყოფსო). ბმული: http://moazrovne.net/q/173პასუხი -
1999 წლს აშშ-ში ჩატარებული გამოკვლევების შედეგების მიხედვით, გამომცემლობამ ”John & Sons” გამოსცა ალმანახის “Jobs Rated Almanac” მესამე გამოცემა. წიგნში მოყვანილია 250 პროფესიის (სახის სამუშაოს) რეიტინგები სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით: მუშაობის პირობები, უსაფრთხოება, სტრესის რაოდენობა, შემოსავლის რაოდენობა, პრესტიჟულობა და ა.შ. ერთი სახის სამუშაო პირველ ადგილზეა გასული ორ კატეგორიაში - როგორც ყველაზე სახიფათო და სტრესული სამუშაო, ხოლო ყველაზე შემოსავლიანი პროფესიების რეიტინგში მას მეხუთე ადგილი უჭირავს. შეიძლება ამიტომაცაა, რომ ამერიკაში ამ სახის სამუშაოს შესრულება საკმაოდ ბევრს სურს, თანაც კონკურსიც საკმაოდ დიდია. რა სამუშაოა ეს?
პასუხი: საუბარი იყო შეერთებული შტატების პრეზიდენტობაზე. ბმული: http://moazrovne.net/q/172პასუხი