რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 129
-
1991 წლის 1 თებერვლიდან ეს ბოსტნეული ხილად გადაიქცა. ევროსაბჭოს გადაწყვეტილების მიხედვით, მას შეიძლება ვუწოდოთ ხილი იმ შემთხვევაში, როდესაც მას ვიყენებთ კონფიტურის მოსამზადებლად. ამან საშუალება მისცა პორტუგალიელებს მოემზადებინათ კონფიტური ისე, რომ თან არ დაერღვიათ ევროპული ნორმები. რომელ ბოსტნეულზეა საუბარი?
პასუხი: საუბარია სტაფილოზე. ბმული: http://moazrovne.net/q/171პასუხი -
აი, როგორ აღწერა თვითმხილველმა ის, რაც მის თვალწინ ხდებოდა (ლექსი: ა. მილნი; თარგმანი მარშაკის):
...Первым в путь пустился Джим.
Джон покуда недвижим.
Джим немножко тяжелее,
Но за Джона я болею.
С места сдвинулся и он.
Поторапливайся, Джон!
Джим вперед летит без страха.
Джон ползет, как черепаха.
Но и Джим застрял в пути -
Должен муху обойти.
Джон догнал в дороге Джима
И спокойно мчится мимо,
Но и Джим неутомим -
Нажимает снова Джим,
Вниз несется что есть духу,
Налетел опять на муху.
Джон его и обогнал.
Молодец! Я так и знал.
Но исчез он, словно не был...
Тут и солнце вышло в небо!
დაასახელეთ ამ იმპროვიზირებული შეჯიბრების მონაწილეები.პასუხი: წვიმის წვეთები (ლექსს ეწოდება ”ფანჯრის წინ”. აი, მისი დასაწყისი:
Вот две капли дождевые
На стекле. Они живые.
Кто скорей домчится вниз,
Та получит первый приз.
Каждой капле дал я имя:
Это - Джонни, это - Джимми). ბმული: http://moazrovne.net/q/170პასუხი -
მისი სახელი ჰავაიურიდან დაახლოებით ასე ითარგმნება: ”ცივი მთის ქარი”. ის მართლა ქარივითაა: სწავლობდა ოთხ სკოლაში, ცხოვრობდა ამერიკაში, ავსტრალიაში და ახლო აღმოსავლეთში; სამსახურის გამო მოუწია მოხვედრილიყო წარსულში, მომავალში, ჯოჯოხეთში, სამოთხეში, ვამპირთა შორის, ლიფტის სახურავზე, ავტობუსის ქვეშ... და კიდევ ერთ ადგილზე, რომელსაც არ დავასახელებთ, შეკითხვა ძალიან მარტივი რომ არ გამოვიდეს. ვიზეა საუბარი?
პასუხი: საუბარია კიანუ რივზზე (აღწერილი იყო მისი ბიოგრაფია და ფილმოგრაფია. ის ერთი ადგილი კი, რომელიც არ დავასახელეთ, იყო მატრიცა). ბმული: http://moazrovne.net/q/169პასუხი -
ამ ორ ცნობილ სურათს ერთმანეთისგან მხოლოდ ფერთა გამა განასხვავებს. ისინი იმდენად მარტივი შესაქმნელია, რომ მისი ასლის დახატვა ბავშვსაც შეუძლია. დაასახელეთ მწერალი, რომლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოების სახელი ამ სურათების სახელწოდებებს უკავშირდება.
პასუხი: სტენდალი (და მისი ნაწარმოები ”წითელი და შავი”; ხოლო სურათები - კაზიმირ მალევიჩის ”წითელი კვადრატი” და ”შავი კვადრატი”). ბმული: http://moazrovne.net/q/168პასუხი -
გერმანიაში არსებული ამ კლუბის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა მისი წევრების თეატრის პირველი სამი რიგის ბილეთებით უზრუნველყოფაა. ვინ არიან ამ კლუბის წევრები?
პასუხი: ამ კლუბის წევრები ლილიპუტები არიან. ბმული: http://moazrovne.net/q/167პასუხი -
ძირითადად, რომელი ქვეყნიდან წამოსული ხალხი შეადგენდნენ ფეოდალური გერმანიის მრავალრიცხოვანი გრაფებისა და ბარონების სასახლის დაცვის უმრავლესობას?
პასუხი: შვეიცარიიდან (დღემდე სახლებსა და სასტუმროებს შვეიცარები ”იცავენ”). ბმული: http://moazrovne.net/q/166პასუხი -
ამ ცნობილი პოლიტიკოსის სამი გატაცება შეიძლება სამი სიტყვით მოვიხსენიოთ, რომლებიც ერთმანეთისგან მხოლოდ ერთი ასოთი განსხვავდებიან. ორ მათგანზე ძალიან უყვართ საუბარი ჟურნალისტებს, ხოლო რაც შეეხება მესამეს, ჟურნალისტები არც მასზე საუბარზე ამბობენ უარს, მაგრამ თავად პოლიტიკოსს ეს სულაც არ სიამოვნებს. დაასახელეთ ეს სამი სიტყვა.
პასუხი: სოქსი, საქსი და სექსი (საუბარი იყო ბილ კლინტონზე და მის საყვარელ კატა სოქსზე, ინსტრუმენტ საქსაფონზე, ხოლო მესამე - უკომენტაროდ). ბმული: http://moazrovne.net/q/165პასუხი -
ამ მაჩვენებლით ბოცვერი კურდღელს 2,5-ჯერ ჩამორჩება. ადამიანს ეს ვირზე მესამედით მცირე აქვს, ხოლო ყველაზე დიდი მაჩვენებელი სპილოს ეკუთვნის. რას აღნიშნავს ეს მაჩვენებელი?
პასუხი: ორსულობის ხანგრძლივობას (ცნობისათვის: ბოცვერი - 20 დღე, კურდღელი - 50 დღე, ვირი - 12 თვე და სპილო - 22 თვე). ბმული: http://moazrovne.net/q/164პასუხი -
სიყვითლე, ნდობა, პლასტიკა. ამ სამი სიტყვიდან ერთ-ერთი გადათარგმნეთ ლათინურად, აწარმოეთ მიღებული არსებითი სახელებისგან ზედსართავი სახელები და დაასახელეთ, თუ რა სატყვა აერთიანებთ მიღებულ ეპითეტებს.
პასუხი: მათ აერთიანებთ სიტყვა “ბარათი” (ლათინურად უნდა გადაგეთარგმნათ სიტყვა “ნდობა” - “კრედიტი”; შემდეგ უნდა მიგეღოთ ზედსართავი სახელები “ყვითელი”, “პლასტიკური” და “საკრედიტო”. სამივე მათგანი გამოიყენება ბარათის აღსანიშნავად). ბმული: http://moazrovne.net/q/163პასუხი -
მისი დაბადება ძალიან სწარაფდ მოხდა - სულ რამოდენიმე კვირაში. დაახლოებით 3 წლის ასაკში იგი თავში ჩაუდგა 9 შვილიან ოჯახს. ამ ცხრიდან ზოგიერთი თავის მხრივ წარმოადგენს ოჯახის თავს, თანაც ზოგი საკმაოდ მრავალრიცხოვანის. დღეს კი მისი ასაკი 60-65 წელი იქნება. დაასახელეთ იგი.
პასუხი: საუბარი იყო მზეზე (არსებობს ტერმინი “გალაქტიკური წელიწადი”, ამიტომაც საკმაოდ ხშირად გამოიყენება ისეთი ტერმინებიც, როგორიცაა “გალაქტიკური კვირა” ან “გალაქტიკური საათი”. გალაქტიკური წელიწადი უდრის დროის იმ მონაკვეთს, რომელსაც გალაქტიკა ანდომებს თავისი ღერძის გარშემო ერთხელ შემობრუნებას, რაც დაახლოებით 200 მილიონ დედამიწურ წელიწადს შეადგენს. მზის წარმოქმნის ხანგრძლივობა რამოდენიმე ათეული მილიონი დედამიწური წელია, მისი ასაკი - დაახლ. 5,1 მლრდ. წელი, ხოლო პლანეტების ასაკი კი - 4,5 მლრდ. წელიწადი. ცხრიდან შვიდ პლანეტას თანამგზავრები ჰყავს, და, თანაც იუპიტერს და სატურნს დაახლოებით 20 (მათი რაოდენობა სხვადასხვა წყაროში - სხვადასხვაა)). ბმული: http://moazrovne.net/q/162პასუხი -
ერთი ანეკდოტის თანახმად, საპატენტო ბიუროში მიიტანეს გამოგონება, რომელიც კედელში გასვლის საშუალებას იძლეოდა. რა ერქვა ამ გამოგონებას?
პასუხი: კარები. ბმული: http://moazrovne.net/q/161პასუხი -
ბრიტანეთში 1878-1896 წლებში მოქმედი კანონის შესაბამისად, ქუჩაში შეიძლებოდა დაგენახათ წითელი დროშებით ხელში მიმავალი ადამიანები. რისი დანახვა შეიძლებოდა მათგან რამოდენიმე მეტრში?
პასუხი: მოძრავი ავტომობილის (დროშებიანი ადამიანები ხალხს აფრთხილებდნენ, რომ ავტომობილი მოდიოდა). ბმული: http://moazrovne.net/q/159პასუხი -
კენ კიზის რომანში “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” ფსიქიატრიული საავადმყოფოს ორი პაციენტი მაკმერფი და ჰარდინგი კამათობენ, თუ რომელი მათგანი უფრო მეტად გიჟია:
მაკმერფი: - მე ისეთი შეშლილი ვარ, რომ ხმა ეიზენჰაუერს მივეცი.
ჰარდინგი: - მე კი ისეთი შეშლილი ვარ, რომ ეიზენჰაუერს ორჯერ მივეცი ხმა.
მაკმერფი: - მე კიდევ ისეთი შეშლილი ვარ, რომ...
დაასრულეთ მისი რეპლიკა.პასუხი: “... რომ კიდევ ვაპირებ ეიზენჰაუერისთვის ხმის მიცემას.” ბმული: http://moazrovne.net/q/158პასუხი -
ჩვენ ამას, ჩვეულებრივ, დღეში მინიმუმ ერთხელ მაინც ვაკეთებთ. მიკი მაუსი კი ერთ-ერთ ფილმში ამბობს, რომ არითმეტიკის ცოდნა ნიშნავს შეგეძლოს ოცამდე ისე დათვლა, რომ ეს არ გააკეთო. რაზეა საუბარი?
პასუხი: საუბარია ფეხსაცმელების გახდაზე (მიკი მაუსი ამბობდა, რომ არითმეტიკის ცოდნა ნიშნავს შეგეძლოს ოცამდე ისე დაითვალო, რომ ფეხზე არ გაიხადო, ანუ ფეხის თითებიც არ მოიშველიო, როცა ხელის ათი თითი დაგიმთავრდებაო). ბმული: http://moazrovne.net/q/157პასუხი -
მეხიკოში XX საუკუნის 30-იან წლებში შეიმუშავეს ახალი პროექტი, რომლის მიზანი იყო ლოთების რიცხვის შემცირება. ყოველ ქუჩაში მიმავალ მთვრალს და მის გამოსაფხიზლებელში მიყვანის პროცესს სპეციალურად დაქირავებული კინოოპერატორები იღებდნენ. გამოფხიზლების შემდეგ მას ჩანაწერს აჩვენებდნენ. რას აკეთებდნენ მაშინ, როდესაც ეს ზომა საკმარისი არ ხდებოდა და ის ადამიანი კიდევ დათვრებოდა?
პასუხი: ახალ ფილმს უკვე არა მარტო მას, არამედ მის ნათესავებს და ახლობლებსაც აჩვენებდნენ. ბმული: http://moazrovne.net/q/156პასუხი