რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 136
-
ცოტა ხნის წინ გამოუშვეს ერთი ტკივილგამაყუჩებელი წამლის სარეკლამო პლაკატი, რომელიც 3 ფოტოსაგან შესდგებოდა. პირველზე ტკივილისაგან სახედამანჭული ქალი იყო გამოსახული, მეორეზე - იგივე ქალი წამლის სმის პროცესში, მესამეზე კი, ისევ იგივე ქალი გაბადრული და ბედნიერი სახით. ასეთმა სარეკლამო კამპანიამ საუდის არაბეთში სრული ფიასკო განიცადა. დაასახელეთ ამის მიზეზი.
პასუხი: რადგანაც საუდის არაბეთში ტექსტს მარჯვნიდან მარცხნივ კითხულობენ, ნახატებიც და რეკლამის არსიც პირიქით აღიქვეს. ბმული: http://moazrovne.net/q/65პასუხი -
რამდენიმე წლის წინ აღინიშნა ამ ინტელექტუალური გასართობოს გამოგონების 15 წლისთავი. ამასთან დაკავშირებით საიუველირო ფირმა “Diamond Catters Internation”-მა ამ გასართობის უნიკალური მოდელი დაამზადა, რომელიც მას 1,5 მლნ. დოლარი დაუჯდა. დაასახელეთ ამ გასართობის გამომგონებელი უნგრელი პროფესორის გვარი.
პასუხი: ერნო რუბიკი (გამოიგონა ე.წ. “რუბიკის კუბი”). ბმული: http://moazrovne.net/q/64პასუხი -
ავტომობილის ეს დეტალი გამოიგონა შვედმა ინჟინერმა ნილს ბოხლინმა და დააპატენტა კომპანია “ვოლვომ” 1959 წელს. მისი დამზადების ტექნოლოგია ამავე კომპანიამ 1968 წელს შეიმუშავა. აშშ-ს ჩქაროსნული გზების მმართველობის ადმინისტრაციამ გამოთვალა, რომ მარტო ბოლო ათწლეულის განმავლობაში ამ დეტალმა სიკვდილს გადაარჩინა 55 600 ადამიანი. რა დეტალზეა საუბარი?
პასუხი: ეს დეტალია უსაფრთხოების ქამარი. ბმული: http://moazrovne.net/q/63პასუხი -
ამ კომპანიამ შექმნა უდიდესი საინფორმაციო იმპერია. მას ეკუთვნის “Fortune”, “Life”, “People” და სხვა პოპულარული ჟურნალები. მისი პირველი ჟურნალი გამოვიდა 1923 წელს. 1998 წლის მონაცემებით მარტო აშშ-ში 6 თვის განმავლობაში იგი 4 მილიონიანი ტირაჟით იბეჭდებოდა. დაასახელეთ ეს ჟურნალი.
პასუხი: ეს ჟურნალია “Time”. ბმული: http://moazrovne.net/q/62პასუხი -
ბისმარკის “ამის” წონა იყო 1,965კგ, ბეთჰოვენის - 1,750კგ, კანტის - 1,600კგ. ყველაზე დიდი “ამის” მფლობელი კი აშშ-ში მცხოვრები მარკ უილსონია. 1998 წლისათვის მისი წონა 2,300კგ-ს შეადგენდა. რაზეა საუბარი?
პასუხი: საუბარია ადამიანის თავის ტვინზე. ბმული: http://moazrovne.net/q/61პასუხი -
მარკ ტვენის სიტყვები: “... მის გამო ერთმანეთს ცემენ, ლანძღავენ და ომობენ.” რომელი ცნობილი ანდაზით იწყება ეს გამონათქვამი?
პასუხი: “გემოვნებაზე არ დაობენ, მის გამო ერთმანეთს ცემენ, ლანძღავენ და ომობენ.” ბმული: http://moazrovne.net/q/60პასუხი -
აფრიკელებმა პირველად რომ ნახეს ტანკი, მას უწოდეს “ფარუ”, რაც ერთ-ერთი ტომის ენაზე ნიშნავს ცხოველს, რომელსაც ასე თუ ისე ჩვენც ვიცნობთ. რომელი ცხოველია ეს?
პასუხი: ეს ცხოველია მარტორქა. ბმული: http://moazrovne.net/q/59პასუხი -
ლეგენდის თანახმად პირველი ევროპელი რომელმაც ნახა ისინი იყო მაგელანი. დიდმა მოგზაურმა მათ უცნაური ბატები უწოდა. რას ვუწოდებთ მათ ჩვენ?
პასუხი: მათ ჩვენ პინგვინებს ვუწოდებთ. ბმული: http://moazrovne.net/q/58პასუხი -
ნიუ-იორკში ეს წიგნი შესდგება 2889 გვერდისაგან, ხოლო კუნძულ ანგლიაზე კი მასში მხოლოდ 26 ჩანაწერია. რა წიგნზეა საუბარი?
პასუხი: ეს წიგნია სატელეფონო ცნობარი. ბმული: http://moazrovne.net/q/57პასუხი -
ლუდვიგ ბერნი ამბობდა, რომ სახელმწიფო ხომალდია, ხალხი ქარია და დრო ზღვაა... რა არის ამ ხომალდის აფრები?
პასუხი: აფრებია მთავრობა. ბმული: http://moazrovne.net/q/56პასუხი -
დეილ კარნეგი ამერიკელებს სთავაზობს, რომ მძიმე წუთებში ჯიბიდან ამოიღონ აბრაამ ლინკოლნის პორტრეტი და კარგად დააკვირდნენ მას. კარნეგის აზრით ლინკოლნის სახეს დამაწყნარებელი ეფექტის მოხდენა შეუძლია. სად და როგორ შეუძლიათ ამერიკელებს იშოვნონ ლინკოლნის პორტრეტი?
პასუხი: ლინკოლნის პორტრეტი ხუთდოლარიანზეა გამოსახული. ბმული: http://moazrovne.net/q/55პასუხი -
ქალაქ როსტოვში ერთ-ერთი მიწისქვეშა გადასასვლელის კედელზე არის პეტრე პირველისადმი მიძღვნილი უზარმაზარი პანო. ამ ნახატზე გამოსახულია დიდი მეფე, რომელსაც ფერხთით დაყრილი აქვს თევზი, კარტოფილი, ხახვი, პომიდორი, უზარმაზარი გოგრები და სხვა საკვები. რა არის ამ ნახატში ისეთი, რაც მისი ავტორის ისტორიულ უვიცობაზე მეტყველებს?
პასუხი: პეტრე I-ის დროს რუსეთი კარტოფილს და პომიდორს არ იცნობდა. ბმული: http://moazrovne.net/q/54პასუხი -
1910 წელს კალაშნიკოვის ლუდისსახარშმა ქარხანამ რეკლამის წყალობით თავისი პროდუქციის წარმოება ორჯერ გაზარდა. მაინც რაზე იყო გამოსახული ეს რეკლამა, თუ მისი ტირაჟი 500 000 ერთეულს აღწევდა?
პასუხი: ეს რეკლამა ასანთის კოლოფზე იყო დაბეჭდილი. ბმული: http://moazrovne.net/q/53პასუხი -
ამსტერდამელი უფოლოგი პროფესორი იან დერ მეერი თვლის, რომ თუ დედამიწაზე არამიწიერი ცვილიზაცია ჩამოფრინდება, ის დაინტერესდება უპირატესად სამი რამით: წყლით, ალკოჰოლით და ... რით?
პასუხი: ქალებით. ბმული: http://moazrovne.net/q/52პასუხი -
ლონოლეუმის მწარმოებელი ერთი რუსული ფირმის სარეკლამო სლოგანი მთავრდება ასე: "это не только женщины". როგორ იწყება ეს სლოგანი (რუსულად)?
პასუხი: “Прекрасный пол ...” ბმული: http://moazrovne.net/q/51პასუხი