რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 135
-
ერთი ბრიტანული სამეცნიერო ჟურნალის გამოკვლევებმა აჩვენა, რომ აშშ-ს მეცნიერებათა აკადემიის წევრებიდან ასეთი ადამიანები მხოლოდ 65 პროცენტია. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ისინი ბიოლოგებს (79%) და ფიზიკოსებს (76%) შორის არიან. რა ტიპის ხალხზეა საუბარი?
პასუხი: საუბარია ათეისტებზე. ბმული: http://moazrovne.net/q/80პასუხი -
გადათარგმნეთ ძველებრაულად “წითელი თიხა”.
პასუხი: ადამი. ბმული: http://moazrovne.net/q/79პასუხი -
XX საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს აშშ-ს ერთ-ერთ საბაჟოზე მოხდა ასეთი შემთხვევა: მებაჟეებმა ქვეყანაში არ შეუშვეს იაპონიიდან მომავალი ტვირთი, რომელიც მომცრო ყუთს წარმოადგენდა. ამერიკელმა მებაჟეებმა ეს ნივთი სექსუალურად გასარყვნ საშუალებად ჩათვალეს, რადგან ყუთზე ეწერა “გასართობი (სასიამოვნო) ჯოხი”. რა იდო ამ ყუთში სინამდვილეში?
პასუხი: ამ ყუთში იდო კომპიუტერის ჯოისტიკი. ბმული: http://moazrovne.net/q/78პასუხი -
2 წლის წინ ჟურნალ “Forbes”-ის გამოკვლევების თანახმად მამაკაცები თავისი ცხოვრების მანძილზე დაახლოებით 5 კგ ასეთ პროდუქტს მიირთმევენ. მართალია თავად პროდუქტს ნაკლებად შეიძლება მიენიჭოს საკვების სტატუსი, მაგრამ იგი ერთ-ერთი მონაწილეა იმ პროცესისა, რომელიც ზოგიერთი მეცნიერის აზრით სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის. რა “პროდუქტზეა” საუბარი?
პასუხი: ტუჩის პომადა. ბმული: http://moazrovne.net/q/77პასუხი -
მთელი ფილმის მსვლელობისას მისი მთავარი სუპერგმირი წარმოთქვამს არაუმეტეს 40 სიტყვისა, რომელტაგან ერთი მესამედი ცეცხლსასროლი იარაღების ჩამონათვალია, ხოლო მეორე მესამედი - ერთი და იგივე სახელის გამეორება. რომელი მსახიობი ასრულებს ამ გმირის როლს?
პასუხი: არნოლდ შვარცნეგერი (”საუბარია ტემინატორზე”). ბმული: http://moazrovne.net/q/76პასუხი -
ითვლება, რომ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ინფექციური დაავადებაა სურდო. რომელია მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებილი არაგადამდები ინფექციური დაავადება?
პასუხი: კარიესი. ბმული: http://moazrovne.net/q/75პასუხი -
მათი რაოდენობა თუ ორია, ისინი ვერტიკალურად არიან განლაგებულნი. სამის ერთად ყოფნა კი აუცილებლად ჰორიზონტალურ განლაგებას გულისხმობს. რა ფუნქცია აკისრია მას როცა ის ერთია?
პასუხი: ამთავრებს თხრობით წინადადებას (საუბარია სასვენ ნიშნებზე “.” “:” “...”). ბმული: http://moazrovne.net/q/74პასუხი -
იტალიის ქალაქ ლივორნოს მცხოვრებნი, რომელნიც ტურისტების ნაკლებობას განიცდიან, ოცნებობენ იმ დღეზე, როცა მათს მეზობელ ქალაქში დატრიალდება ის უბედურება, რომელსაც საუკუნეებია ელიან. მაინც რა ტრაგედია იგულისხმება?
პასუხი: იგულისხმება პიზას კოშკის წაქცევა. ბმული: http://moazrovne.net/q/73პასუხი -
ერთ დროს იყო სურვილი, რომ მათ შემდეგი სახელები დარქმეოდათ: ლენინის, მარქსის, რევოლუციის, სვერდლოვის, საბჭოთა კონსტიტუციის, ჭირნახულის აღების, დიდი რევოლუციის, მშვიდობის, ენგელსის, სტალინის და კომუნიზმის. სახელი არ უნდა შეცვლოდა მხოლოდ მეხუთეს. დაასახელეთ მეხუთის ის სახელწოდება, რომლოთაც მას ჩვენ მოვიხსენიებთ.
პასუხი: მაისი (საუბარი იყო წელიწადის დროებზე). ბმული: http://moazrovne.net/q/72პასუხი -
1993 წელს დირაკს მიანიჭეს ნობელის პრემია, მაგრამ იგი მის მიღებაზე უარის თქმას აპირებდა, რადგან რეკლამა თვალის დასანახავად ეჯავრებოდა, თუმცა რეზერფორდმა ძალზე მარტივად და ოსტატურად გადაათქმევინა გადაწყვეტილება. რა უთხრა მან დირაკს?
პასუხი: მან დირაკს უთხრა, რომ ნობელის პრემიაზე უარის თქმა უფრო დიდი რეკლამა იქნება, ვიდრე მისი აღებაო. ბმული: http://moazrovne.net/q/71პასუხი -
1925 წელს გი დე მოპასანმა გამოუშვა წიგნი სახელწოდებით “ფუნთუშა”. ეს წიგნი გამომცემელთათვის ძალზედ საზარალო აღმოჩნდა, რადგან ის უმცირესი ტირაჟით გაიყიდა. ბიზნესმენებმა ამ წიგნს შეუცვალეს ერთი დეტალი, რის შემდეგაც იგი ბესტსელერი გახდა. რა დეტალი იყო ეს?
პასუხი: ეს დეტალი იყო სათაური (“ფუნთუშას” მაგივრად წიგნს დაარქვეს “როგორ ასრულდა ერთი ფრანგი მეძავის წყევლა” და ისიც უზარმაზარი რაოდენობით გაიყიდა). ბმული: http://moazrovne.net/q/70პასუხი -
2500 წლის წინანდელი ბერძნული წარწერა: “მე ვარ რინო კუნძულ კოსიდან და ღმერთების ნებით სიზმრებს ვხსნი...” შესაძლოა ეს იყო ისტორიაში პირველი... რა?
პასუხი: რეკლამა. ბმული: http://moazrovne.net/q/69პასუხი -
დისნეის სტუდიის ეს მულტიპლიკაციური ფილმი გადაიღეს 1994 წელს. ეკრანებზე გამოსვლიდან 3 დღეში მან 766 მლნ. დოლარი შემოსავალი მოაგროვა. მას ახმოვანებდნენ ვუპი გოლდბერგი, ჯერემი აირონსი, როუენ ატკინსონი და სხვა ვარსკვლავები. ამ ფილმის საუნდტრეკმა კი 1995 წელს ოსკარი აიღო ნომინაციაში “საუკეთესო მუსიკა ფილმისათვის”. დაასახელეთ ამ სიმღერის ავტორი და შემსრულებელი.
პასუხი: ელტონ ჯონი (სიმღერა “Can You Feel The Love Tonight” ფილმისთვის “მეფე ლომი” - “The Lion King”). ბმული: http://moazrovne.net/q/68პასუხი -
ეს მოვლენა ყველაზე დიდხანს გაგრძელდა 1955 წელს - 7 წთ და 8 წმ. მეცნიერების პროგნოზის მიხედვით ეს 7 წთ და 29 წმ გაგრძელდება 2186 წელს. ჯორჯ ელიოტმა ამ მოვლენას შემდეგი ეპითეტი მოუძებნა: ორი მეგობარი, რომელთა შორის ჩამდგარია მტერი. დაასახელეთ, თუ რას ვუწოდებთ ჩვენ ამ მტერს.
პასუხი: ჩვენ ამ მტერს მთვარეს ვუწოდებთ (საუბარი იყო მზის დაბნელებაზე). ბმული: http://moazrovne.net/q/67პასუხი -
ყველაზე გრძელი ეს, რომელიც შესულია გინესის 2002 წლის რეკორდების წიგნში შეიმუშავა ჯეი ორბერგმა (კალიფორნია, აშშ). მისი სიგრძეა 30,5 მეტრი. სხვა აუცილებელი მოწყობილობების გარდა მას აგრეთვე გააჩნია საცურაო აუზი, უზარმაზარი საწოლი, 6 ტელეფონი და ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანიც კი. დაასახელეთ ეს.
პასუხი: ეს არის ლიმუზინი. ბმული: http://moazrovne.net/q/66პასუხი