რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 134
-
ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ყველაზე სახიფათო და მავნე ბგერებია ფ, პ, ტ, დ და ს. მათი ლოგიკის მიხედვით, რითი არიან ეს ბგერები საშიშნი ჩვენთვის?
პასუხი: ამ ბგერების წარმოთქმისას ისხმევა უფრო მეტი ნერწყვი და იბნევა უფრო მეტი მიკრობი. ბმული: http://moazrovne.net/q/95პასუხი -
1800 წელს იაპონიის ნაპირებთან ახლოს ჩაიძირა გემი, რომელიც ფასდაუდებელი საიმპერატორო ფაიფურით იყო დატვირთული. ასი წლის შემდეგ ძვირფასი ვაზების უმეტესობა ადგილობრივმა მეთევზეებმა ამოიტანეს. ისინი სახელმწიფომ საკმაოდ დიდი ფულით დააჯილდოვა, მაგრამ მათ ამ ფულიდან თავიანთ დამხმარეებს არაფერი მისცეს. “ვინ” ეხმარებოდა მათ ვაზების ამოღებაში?
პასუხი: რვაფეხები (თოკზე გამომბულ რვაფეხას წყალქვეშ უშვებდნენ და ისინიც თავშესაფრის ძიებაში ვაზებში შედიოდნენ. მეთევზეები თოკს ამოსწევდნენ და რვაფეხაც და ვაზაც ერთად ამოჰქონდათ). ბმული: http://moazrovne.net/q/94პასუხი -
ერთ-ერთ კონკურსანტს სურდა მსოფლიოში ყველაზე დიდი შადრევნის აგება, მეორეს - მსოფლოში ყველაზე დიდი გილიოტინის... რა სახელით ვიცნობთ ჩვენ ამ კონკურსის გამარჯვებულ პროექტს?
პასუხი: ეიფელის კოშკი. ბმული: http://moazrovne.net/q/93პასუხი -
ის იყო ქაიროს უნივერსიტეტის პროფესორი, შემდეგ ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე (მონაწილეობა მიიღო კემპ-დევიდის შეთანხმების ხელმოწერაში), შემდეგ - პარლამენტის დეპუტატი... დაასახელეთ მისი ყველაზე ცნობილი თანამდებობა.
პასუხი: გაერო-ს გენერალური მდივანი (ბუტროს ბუტროს გალი). ბმული: http://moazrovne.net/q/92პასუხი -
ევროპარლამენტი - ეს არის ევროსაბჭოს უმაღლესი ორგანო, რომლის მუშაობას საბჭოს ყველა წევრი ქვეყანა აფინანსებს. რაში ხარჯავს ევროპარლამენტი ყველაზე მეტ ფულს - საერთო დანახარჯების თითქმის 50 პროცენტს?
პასუხი: თარჯიმნების ხელფასში. ბმული: http://moazrovne.net/q/91პასუხი -
მდედრ მელიას საქორწინო პერიოდში უკან დაჰყავს ორი-სამი საქმრო, რომლებიც მის წინაშე ერთგვარ “ცეკვას” ასრულებენ და ამით ძალის და მოქნილობის დემონსტრირებას ახდენენ. რას უწოდებენ ხანდახან ამ მოძრაობებს?
პასუხი: ფოქსტროტს (“მელიის ნაბიჯი”. ეს სახელი ამ მოძრაობების მიხედვით ეწოდა არა ცეკვას, არამედ პირიქით. ფოქსტროტს კი სახელი მისი გამომგონებლის - ჰარი ფოქსის გვარის მიხედვით ეწოდა, რომელმაც ეს ცეკვა პირველად ნიუ-იორკში 1913 წელს შეასრულა ერთ-ერთ შოუზე). ბმული: http://moazrovne.net/q/90პასუხი -
XIX საუკუნის 40-იან წლებში გერმანიაში ნაპოვნი იქნა ადამიანის ძვლები. ამ ამბავმა დიდი მეცნიერული დავა გამოიწვია. ზოგი გერმანელი მეცნიერი ამბობდა, რომ ეს კაზაკის ძვლები იყო, რომელიც ნაპოლეონის ომების დროს დაიღუპა, ზოგი ამტკიცებდა, რომ ეს ავადმყოფი მოხუცის ძვლები იყო, რომელსაც თავში ჰქონდა ჩარტყმული მძიმე საგანი. ჩვენ არ გეკითხებით, თუ ვინ იყო მართალი, თქვენ უნდა მიხვდეთ, თუ რა ერქვა იმ ხეობას, რომელშიც იპოვეს ეს ძვლები.
პასუხი: ამ ხეობას ერქვა ნეანდერტალი, რომელმაც მისცა სახელწოდება Homo Sapiens-ის მთელ ქვეჯგუფს. ბმული: http://moazrovne.net/q/89პასუხი -
ისტამბულში საფრაგეთის საელჩოს მდივანმა ანტუან გალანმა ერთხელ ბაზარში შემთხვევით შეიძინა ძველი არაბული ხელნაწერი. მან იგი გადათარგმნა, წიგნად გამოსცა და მით თავისი სახელი უკვდავყო... რა ერქვა ამ ხელნაწერს?
პასუხი: “1001 ღამე”. ბმული: http://moazrovne.net/q/88პასუხი -
შავი იუმორი: ორი ზვიგენი მიცურავს სანაპიროს გასწვრივ და ამ დროს დაინახეს ვინდსერფინგისტი. ერთი ეუბნება მეორეს: აი, ეს მემსმის სერვისი - [ამაზე] და თანაც [ამით]! აღადგინეთ გამოტოვებული სიტყვები.
პასუხი: აი, ეს მესმის სერვისი - ლანგარზე და თანაც ხელსახოცით! ბმული: http://moazrovne.net/q/87პასუხი -
როგორც თვლიან, ეს დეტალი მიხაელ შუმახერს 10 ცხენის ძალას მატებს. იგი სპეციალურად შეიმუშავეს ახალი “ფერარი F2002”-სთვის. მან 3000 საათი გამოცდა გაიარა აეროდინამიკურ მილში და იგი რამოდენიმე ათასი ღირს. რა დეტალია ეს?
პასუხი: ეს დეტალია ჩაფხუტი. ბმული: http://moazrovne.net/q/86პასუხი -
სოლტ-ლეიკ-სიტის ოლიმპიადაზე ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში ეს მეორედ დაემართათ ძმებ ჰოკეისტებს მარტინ და რობერტ რაიჰელებს. პირველად კი ასეთი ფაქტი 1960 წელს სკვო-ველის ოლიმპიადაზე ჰოკეისტ ძმებს - ფრანტიშეკ და ზადენეკ პიკალოებს შეემთხვათ. რაზეა საუბარი?
პასუხი: ძმები თამაშობდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ (მარტინი გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში, რობერტი - ჩეხეთის, ფრანტიშეკი - ჩეხოსლოვაკიის და ზადენეკი - ავსტრიის). ბმული: http://moazrovne.net/q/85პასუხი -
1997 წელს იტალიაში მიღებულ იქნა კანონი, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელები და მსახიობები თავისუფლდებოდნენ... რისგან?
პასუხი: სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან. ბმული: http://moazrovne.net/q/84პასუხი -
ავტომობილიზმის გარიჟრაჟზე ახალბედა მძღოლებისთვის მთავარ საფრთხეს ცხენები წარმოადგენდნენ. ცხენებს ავტომობილის ძალიან ეშინოდათ და მათ დანახვაზე ისინი ორ ფეხზე დგებოდნენ და წინა ფეხებით მანქანას აზიანებდნენ. რისი ეშინიათ თანამედროვე ცხენებს დღეს ქუჩაში სიარულისას პარიზის საგზაო სამმართველოს მონაცემებით?
პასუხი: ცხენებს დღეს ქუჩებში სხვა ცხენის ეშინიათ. ბმული: http://moazrovne.net/q/83პასუხი -
ინგლისელ მეფეებს იაკობ I-ს, ვილჰელმ III-ს, ჯორჯ I-ს და მწერალ ჯოზეფ კონარდს ჰქონდათ ერთი ნაკლი, რომელიც ძალიან მცირე რაოდენობის ინგლისელებს თუ ახასიათებთ. რა ნაკლია ეს?
პასუხი: ეს ნაკლია ინგლისური ენის არცოდნა - მათ არ იცოდნენ ინგლისური ენა. ბმული: http://moazrovne.net/q/82პასუხი -
III ადგილი - მოსკოვი - 256 კმ;
II ადგილი - ლონდონი - 430 კმ;
I ადგილი - ვაშინგტონი - 612 კმ.
რაზეა საუბარი?პასუხი: საუბარია მეტროპოლიტენის საერთო სიგრძეზე (და არა მეტროპოლიტენის ფართობზე. ფართობის მიხედვით ყველაფერი პირიქითაა: ვაშინგტონი - III ადგილი, ლონდონი - II და მოსკოვი - I). ბმული: http://moazrovne.net/q/81პასუხი