რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 25
-
შეკითხვა #1742 © კონსტანტინ ნაუმენკო
ამას აკეთებს ბავშვი ჯონ მილეს ტილოზე, რითაც სიცოცხლის სიმოკლის სიმბოლიზებას ახდენს. ამასვე აკეთებს ბავშვი შარდენის ტილოზე "მრეცხავი ქალი". დაასახელეთ ეს ქმედება.
პასუხი: საპნის ბუშტების გაშვება წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1742პასუხი -
შეკითხვა #1741 © კონსტანტინ ნაუმენკო
ნაპოლეონის მიერ ქალაქ კადისის ალყისას ერთ საწყობში აღმოაჩინეს ნუშის დიდი რაოდენობით მარაგი. ერთი დოკუმენტალისტის აზრით, კადისის მოქალაქეებს მართებდათ ერთი ისტორიული პიროვნების რჩევის გათვალისწინება. დაასახელეთ ეს პიროვნება.
პასუხი: მარია-ანტუანეტა კომენტარი: ალყაშემორტყმულ ქალაქში პურის ნაკლებობა იქნებოდა, სამაგიეროდ ჰქონდათ ნუშის მარაგი. მარია-ანტუანეტას მიეწერება ცნობილი სიტყვები - თუ მათ პური არ აქვთ, მაშინ იკვებონ ნამცხვრებით. წყარო: დოკუმენტური ფილმი Geshichte eines Uberlebensmittels პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1741პასუხი -
შეკითხვა #1740 © ვიტალი დუბროვნერი
ვიკიპედიის სტატიაში "იქსი სამოქალაქო ომის დროს" საუბარია ვოლგოგრადის დაცვაზე და წითელი არმიის მარცხზე პოლონურ ფრონტზე. იქსზე საუბარისას შეიძლება ვახსენოთ რობერტ დიუვალი, მაიკლ კეინი, რამაზ ჩხიკვაძე, ბუხუტი ზაქარიაძე და კიდევ მრავალი. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: სტალინის როლი წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1740პასუხი -
შეკითხვა #1739 © მიხაილ კარპუკი
ამ პერსონაჟის პროტოტიპად მიიჩნევა ანა დე მორალესი, რომელსაც ავტორი ერთ წერილში "უტკბილესს" უწოდებს. დაასახელეთ არა ეს პერსონაჟი, არამედ ტოპონიმი, საიდანაც იყო ეს პერსონაჟი.
პასუხი: ტობოსა (ელ-ტობოსა) კომენტარი: საუბარია სერვანტესის დულსინეაზე. Dulce - ესპანურად "ტკბილს" ნიშნავს. წყარო: www.vokrugsveta.ru/vs/article/6742/ პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1739პასუხი -
შეკითხვა #1738 © კონსტანტინ ნაუმენკო
ამ კომპანიის ერთ-ერთ მოდელზე ამოტვიფრულია თავისუფლების ქანდაკების გამოსახულების ნაწილი. ეს კომპანია დაარსდა 1933 წელს და პოპულარობა მცირე ხანში ეწვია. დაასახელეთ ეს კომპანია.
პასუხი: ზიპო კომენტარი: მოდელზე ამოტვიფრულია თავისუფლების ქანდაკების ზედა ნაწილი ჩირაღდანით. ზიპომ პოპულარულობა ომის წლებში მოიპოვა. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1738პასუხი -
შეკითხვა #1737 © ვიტალი დუბროვნერი
ერთ კარიკატურაზე ორი უცხოპლანეტელი თამაშობს ერთ თამაშს. ერთი მათგანი იყენებს იქსებს. დაასახელეთ მაქსიმალური სიზუსტით, რით თამაშობს მეორე უცხოპლანეტელი.
პასუხი: წრეები მინდორზე კომენტარი: ისინი თამაშობენ თამაშს "ჯვრები-ნულები" (კრესტიკი-ნოლიკი). ალუზიაა იმ ვარაუდზე, რომ წრეები მინდორზე უცხოპლანეტელების შექმნილია. იქსები არ არის ცვლილება. წყარო: upload.wikimedia.org/wikipedia/commons/2/2a/Aliens პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1737პასუხი -
შეკითხვა #1736 © ირაკლი გუნია
თქვენს წინაშეა მოლოცვითი ღია ბარათი, რომელიც 1997 წელს ერთმა ცნობილ ადამიანმა გაუგზავნა მეორე ცნობილ ადამიანს. დაასახელეთ ამ წერილის ადრესატის სახელი და გვარი.პასუხი: ჯეიმს კამერონი კომენტარი: 1997 წელს ჯეიმს კამერონის "ტიტანიკმა" შემოსავლებით გადაასწრო ჯორჯ ლუკასის "ვარსკვლავური ომების" სერიას. ღია ბარათზე ლუკასის გმირები ტიტანიკის მსგავსად იძირებიან. წყარო: yaneznal.ru/facts/tag/dzhordzh-lukas პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1736პასუხი -
შეკითხვა #1735 © ილია ბერი
სლოვენიის ერთ გამოქვაბულში არის დარბაზი, სადაც ჭერიდან ჰკიდია თხელი და გრძელი სტალაქტიდები. მას ეწოდება "იქსების დარბაზი". მიიჩნევენ, რომ იქსები პირველად გამოჩნდა გენუაში. დაასახელეთ იქსები.
პასუხი: სპაგეტი (მაკარონი) წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1735პასუხი -
შეკითხვა #1734 © ვლადიმერ ულახოვიჩი
ამ ტოპონიმის სახელწოდება ნიშნავს ‘ბედნიერ კუნძულს’. ცნობილი კი გახდა სხვა ტოპონიმთან სამწუხარო შედარებით, რომელიც ‘ფართო კუნძულს’ აღნიშნავს. აქ მომხდარ მოვლენებს შორის ნახევარ საუკუნეზე მეტი აშორებთ. დაასახელეთ ორივე ტოპონიმი.
პასუხი: ფუკუშიმა, ჰიროშიმა კომენტარი: ორი დიდი ტრაგედია თანამედროვე იაპონიის ისტორიაში. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1734პასუხი -
შეკითხვა #1733 © დანიელ სინელნიკოვი
კითხვის ავტორი ზოგჯერ შენიშვნას აძლევს თავის ნაცნობებს ორთოგრაფიასთან დაკავშირებით. ამასთან ამაყობს, რომ თავად თითქმის ყოველთვის უშეცდომოდ წერს. ამისთვის ავტორის მეგობარმა ის გრამატიკულ ნაციზმში დაადანაშაულა. კითხვაში ერთ სიტყვას ჩამოკლებული აქვს სამი ასო. აღადგინეთ ეს სიტყვა თავდაპირველი ვარიანტით.
პასუხი: ნარცისიზმი პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1733პასუხი -
შეკითხვა #1732 © კონსტანტინ სმოლი
თავის ადრეულ ნაწარმოებში საქსონია-ანჰალტში დაბადებული პასტორის შვილი ამბობდა, რომ ესმოდა მესაფლავის წერაქვის ხმა, რომელიც ასაფლავდა მას. დაასახელეთ ის ერთი სიტყვით.
პასუხი: ღმერთი კომენტარი: ეს ადამიანი იყო ფრიდრიხ ნიცშე. წყარო: Ф. Ницше, «Весёлая наука» // Цит. по: М. Хайдеггер, «Работы и размышления разных лет», М., Гнозис, 1993, стр. 173 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1732პასუხი -
შეკითხვა #1731 © დენის სარკანიჩი
კინორეჟისორი გრიგორი კოზინცევი ამბობდა, რომ ერთი ოპერატორისგან ხმა გაიგონა ერთადერთხელ, როდესაც მან მეგობრის იუბილეზე ტრიბუნიდან წარმოთქვა სიტყვა "გილოცავ". დაასახელეთ ორი სიტყვით მეტსახელი, რასაც ეძახდნენ ამ ოპერატორს.
პასუხი: დიადი მუნჯი წყარო: Фильмы. Судьбы. Голоса. – Искусство, Ленинградское отделение, 1990. – С. 270. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1731პასუხი -
შეკითხვა #1730 © მიხეილ ციხელაშვილი
რამდენიმე დღის წინ, ერთ საფეხბურთო ბლოგზე ინგლისის პრემიერ-ლიგაში ერთი თამაში დაასათაურეს ცნობილი სატელევიზიო სერიალის სახელწოდების მიხედვით. იმ განსხვავებით, რომ ამ სახელწოდებაში ერთი ასო იყო შეცვლილი. დაწერეთ ინგლისურად არა სერიალის, არამედ თამაშის აღმწერი სახელწოდება.
პასუხი: Six And The City კომენტარი: გასული კვირის პრემიერლიგის მატჩში, ყველასთვის მოულოდნელად, შემდგარ დერბიში, ოლდ ტრაფორდზე მანჩესტერ სიტიმ 1-6 დაამარცხა მანჩესტერ იუნაიტედი. სახელწოდება ერთი ასოთი განსხვავდებოდა ყველასთვის ცნობილი ამერიკული სერიალისგან Sex And The City წყარო: blogs.tribune.com.pk/story/8611/six-and-the-city-l პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1730პასუხი -
შეკითხვა #1729 © იულია რომანოვსკაია
სპექტაკლში "ცეცხლის სიმფონია" მსახიობები უნიფორმაში არიან გამოწყობილები. სპექტაკლი ერთი მწერლის ნაწარმოების მოტივებზე არის დადგმული. დაასახელეთ ეს ავტორი.
პასუხი: რეი ბრედბერი კომენტარი: ნაწარმოებია "451 გრადუსი ფარენჰეიტით" წყარო: www.timeout.ru/theatre/event/144760/ პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1729პასუხი -
შეკითხვა #1728 © დენის ლაგუტინი
როდესაც მწერალ პიტერ ჰიოგის პერსონაჟი მუშის დიდი ზომის ხალათზე ქამარს იკრავს, ამბობს, რომ დაემსგავსა 160 სანტიმენტრი სიგრძის იქსს. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: ქვიშის საათი წყარო: Питер Хёг “Смилла и ее чувство снега” პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1728პასუხი