რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 26
-
შეკითხვა #1727 © ალექსანდრ როჟდესტვინი
კონსტანცია კენტი იყო ღვთისმოშიში ქალი, მუშაობდა ბებიაქალად. თუმცა 1865 წელს მან მხეცურად მოკლა თავისი მამინაცვლის შვილი. ოცი წლის მოხდის შემდეგ, ის ციხიდან გამოვიდა. ზოგიერთი მკვლევარი ამ ქალის შემდეგ ცხოვრებას უკავშირებენ ერთ სახელს. დაასახელეთ ეს სახელი
პასუხი: ჯეკი (ჯეკ მფატრავი) კომენტარი: მიიჩნევა, რომ მან კარგად იცოდა დანის ხმარება, მედიცინაში კარგად ერკვეოდა და კლავდა ზოგიერთ პაციენტს. არის მოსაზრება, რომ კონსტანცია კენტი იყო ჯეკ მფატრავი. წყარო: flibusta.net/b/202691/read#t26 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1727პასუხი -
შეკითხვა #1726 © ოლეგ პელიპეიჩენკო
1962 წელს ეს ადამიანი განკვეთეს ეკლესიიდან. მისი შვილი ალინა ამბობს, რომ მას შეეძლო მეგობრის გადარჩენა, მაგრამ განგებ არ გააკეთა. ამის მიზეზი ისაა, რომ მკვდარი მეგობარი უფრო ძვირფასი იყო, ვიდრე ცოცხალი. დაასახელეთ არა მისი მეგობარი, არამედ თავად ეს ადამიანი.
პასუხი: ფიდელ კასტრო კომენტარი: მისი მეგობარი ცხადია არის ჩე გევარა. 1962 წელს კასტრო კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანდა, რისთვისაც ეკლესიამ განკვეთა. მან შვილს რუსული სახელი ალინა უწოდა. წყარო: arcanus.ru/article82.html პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1726პასუხი -
შეკითხვა #1725 © ივან ერიომინი
დიზაინერმა იანკო ცვეტკოვმა შექმნა "სტერეოტიპების რუკა", მათ შორის ერთ-ერთი მათგანია "ევროპა ამერიკის ხედვით". ერთ ქვეყანაზე აწერია სიტყვა THANKSGIVING. დაასახელეთ ეს ქვეყანა.
პასუხი: თურქეთი კომენტარი: Thanksgiving day არის მადლიერების დღე, რომლის ტრადიციული ატრიბუტია ინდაური, ინგლისურად Turkey. წყარო: www.vz.ru/photoreport/434198/440458.html პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1725პასუხი -
შეკითხვა #1724 © ევგენი მიროტინი
1916 წელს დუბლინში ერთი ამბოხის ჩასახშობად ინგლისელმა სპეციალისტებმა უსწრაფესად, 10 საათში, ააწყვეს ბრონემანქანა. კორპუსის საფუძველი იყო ბოილერი. დაასახელეთ რომელი კომპანიის ქარხანას ეკუთვნოდა ეს ბოილერი.
პასუხი: გინესი კომენტარი: ეს მიღწევა თავად შევიდა გინესის რეკორდთა წიგნში. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Guinness_Improvised_Armored_ პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1724პასუხი -
ითვლება, რომ რკალზე მოძრაობისას ეს ბურთულა წუთში 5000 ბრუნს აკეთებს, სწორ ხაზზე მოძრაობისას კი - 20 000-ს. სად მდებარეობს ეს ბურთულა?
პასუხი: კალამში. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1723პასუხი -
გფრ-ს პრეზიდენტმა, ჰაინრიხ ლიუბკემ ოფიციალური ვიზიტის დროს ამ ადამიანს ოჯახურ ცხოვრებაში ბედნიერება უსურვა, რითიც ფაქტობრივად ანეკდოტების გმირი გახდა. ვის ხვდებოდა ლიუბკე?
პასუხი: რომის პაპს პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1722პასუხი -
1905 წელს პარიზში უჩვეულო შეჯიბრი მოეწყო, რომელშიც 300 მონაწილე 300 მეტრზე სირბილში ეჯიბრებოდა ერთმანეთს. გარაჯვებულმა მთელი დისტანცია 3 წუთსა და 12 წამში დაფარა. კონკრეტულად სად მიმდინარეობდა ეს შეჯიბრი?
პასუხი: ეიფელის კოშკზე პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1721პასუხი -
ძველი ჩინური ლეგენდის თანახმად ძვ.წ 2136 წელს დრაკონმა გადაწყვიტა ესადილა. დრაკონი ნელა ნთქავდა თავის მსხვერპლს, მაგრამ ჩინელები არ დაიბნნენ. მათ ხმაური ატეხეს, ბარაბანი და საყვირი აახმაურეს. დრაკონმა მსხვერპლი გაათავისუფლა. რის შეჭმას ცდილობდა დრაკონი?
პასუხი: მზის კომენტარი: აღწერილი იყო მზის დაბნელება. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1720პასუხი -
შუასაუკუნეების იაპონიაში ამ ნივთით სარგებლობის უფლება მხოლოდ იმპერატორებს და დიდგვაროვნებს ქონდათ. უბრალო მოსახლეობას უწევდა ფართო ფარფლებიანი ქუდით გასულიყო იოლას. რა ნივთზეა საუბარი?
პასუხი: ქოლგაზე პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1719პასუხი -
ლაბორატორიებში, სადაც ბაყაყებზე ატარებენ ექსპერიმენტებს, მათ საკვებად ხშირად იყენებენ სპეციალურ მბრუნავ კარუსელს, რომლებზეც საჭმელს აწყობენ. რატომ კვებავენ ასე ბაყაყებს?
პასუხი: ბაყაყები ვერ ხედავენ უძრავ ობიექტებს. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1718პასუხი -
1982 წელს ბრიტანელმა ლარი უოლტერსმა საკმაოდ უჩვეულო გზით მოგზაურობა გადაწყვიტა. მან თან წაიღო თერმომეტრი, მაკრატელი და საჰაერო თოფი (ე.წ კისტის თოფი). 4600 მეტრის სიმაღლეზე მან გადაწყვიტა, რომ უკან დაბრუნების დრო იყო და იარაღის გამოყენება დაიწყო. 1 წუთის შემდეგ აბსოლიტურად ზუსტად გვითხარით, რითი მოგზაურობდა ის.
პასუხი: ბუშტებით (საჰაერო ბურთებით) კომენტარი: ჰელიუმით გავსებული 400 ბუშტით. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Cluster_ballooning პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1717პასუხი -
ასოების ამ ნაკრებში ექვსი თანხმოვანი და ერთი ხმოვანია. ხმოვანი რიგის მიხედვით პირველია. დაწერეთ პირველი სამი ამ შვიდეულიდან.
პასუხი: I V X წყარო: en.wikipedia.org/wiki/Roman_numerals პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1716პასუხი -
1853 წელს სარატოგა-სპრინგსში მდებარე რესტორნის ერთ სტუმარს არ მოეწონა „ზედმეტად სქლად“ დაჭრილი კერძი და შეფ-პოვარს უსაყვედურა. გამწარებულმა მზარეულმა ისე თხლად დაჭრა საჭმელი, რომ უკმაყოფილო მომხმარებელმა დანა-ჩანგლის გამოყენებაც კი ვერ მოახერხა. ერთი ვერსიით სწორედ ასე შეიქმნა ეს. რა?
პასუხი: ჩიპსები პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1715პასუხი -
შუა საუკუნეების რუსეთში ზაფხულობით სპეციალური მოხელეები დადიოდნენ კარდაკარ და კეტავდნენ ყველა ღუმელს, სახლის პატრონები იძულებულები ხდებოდნენ საკვები ბაღებში, ღია ცის ქვეშ მოემზადებინათ. რისგან თავდასაცავად იქცეოდნენ ასე?
პასუხი: ხანძრის პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1714პასუხი -
არსებობს ლეგენდა ულამაზეს ნიმფაზე, რომელიც ცალმხრივი სიყვარულისგან იტანჯებოდა და ბოლოს ისე ჩამოხმა, რომ მისგან მხოლოდ ხმა დარჩა. რა ერქვა ნიმფას?
პასუხი: ექო წყარო: en.wikipedia.org/wiki/Echo_%28mythology%29 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1713პასუხი