რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 24
-
შეკითხვა #1757 © იური ვაშკულატი
რაფაელ საბატინის წიგნში გენუის დოჟი ცარიელ ქალაქში სეირნობისას წააწყდება დუქანს, სადაც ხმაურიანი თავყრილობაა. ერთი მთვრალი მოქეიფე დოჟს დუქანში შეიპატიჟებს და თან ეუბნება, რომ დუქანი აკეთებს ამას. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ მე-19 საუკუნეში მცხოვრები ადამიანი, რომელმაც ცნობილი გამონათქვამის მიხედვით გააკეთა ეს.
პასუხი: სემუელ კოლტი კომენტარი: დუქანი ათანაბრებს ადამიანებს. იგივე გააკეთა კოლტმა. წყარო: Р. Сабатини. Меч ислама პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1757პასუხი -
შეკითხვა #1756 © ლევან ცაგარელი
ერთ-ერთი ვერსიით არასასურველი თანამოსაუბრე მან მთვარესაც შეადარა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ის.
პასუხი: დიოგენე. კომენტარი: ცნობილი ისტორია, როდესაც მას ალექსანდრე მაკედონელმა მზე დაუბნელა. სავარაუდოდ ჯერ გაიწიეო უთხრა, შემდეგ კი მთვარეს შეადარა. წყარო: filosof.historic.ru/books/item/f00/s00/z0000707/st პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1756პასუხი -
შეკითხვა #1755 © ანტონ ვაჭარაძე
მარცხნივ, თქვენ ხედავთ ორ ცნობილ ფიზიკოსს, რომელთაგან იქსი იგრეკია. მარჯვნივ მდებარე სურათზე კი ხედავთ ყოფილ იქს იგრეკს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი და იგრეკი.პასუხი: ზემო ვოლტა კომენტარი: მარცხნივ სურათებიდან ქვემოთ რენტგენია [რასაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს :)], ზემო კი - ვოლტა. ზემო ვოლტა გახლდათ ბურკინა-ფასოს ძველი სახელწოდება. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1755პასუხი -
შეკითხვა #1754 © იური ვაშკულატი
გფრ-ში, კარიკატურებზე მისი სახით გამოხატავდნენ კომუნისტს, რომელიც დაპირებებით უძღვის მოსახლეობას წინ, ხოლო გდრ-ში ნაცისტ ოფიცერს, რომელსაც ნაცრისფერ შინელებში გამოწყობილი „SS“-ის ოფიცრები მიყვებიან. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ის ორი სიტყვით.
პასუხი: ჰამელნელი ვირთხიჭერია კომენტარი: სიმბოლური იყო კითხვაში საუბარი გერმანიაზე და აგრეთვე ნაცრისფერ შინელებიანი „SS“-ელები. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Гамельнский_крысолов პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1754პასუხი -
შეკითხვა #1753 © ალექსანდრ სპივაკოვი
ახალგაზრდული აქსესუარებისა და ატრიბუტების გამოყენება, ასაკთან შეუფერებელი ტანსაცმლის ჩაცმა, კოსმეტიკის და პლასტიკური ოპერაციების გადამეტება - ამ ყველაფერს უწოდებენ იქსის სინდრომს. იქსი დაიღუპა, როცა ცდილობდა ხელოვნების ნიმუშის განადგურებას. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი.
პასუხი: დორიან გრეი კომენტარი: დორიან გრეის სინდრომს უწოდებენ ახალგაზრდობის შენარჩუნებისკენ უაზრო მისწრაფებას. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Синдром_Дориана_Грея პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1753პასუხი -
შეკითხვა #1752 © გაგი გაბრიჭიძე
დოკ. ფილმის „დიადი ნაგებობები“ ერთ-ერთ სერიაში, რომელიც ალგამბრას შესახებაა, ნათქვამია, რომ გრანადის ემირმა მუჰამედ მეხუთემ დიდხანს ეძება შესაფერისი ადგილი ციხესიმაგრის ასაგებად და ბოლოს ნახა. ამასთან დაკავშირებით გადაცემაში წამყვანმა თქვა: „ბოლოს და ბოლოს იქსმა იპოვა თავისი იგრეკი“. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ რა არის შეცვლილი იქსით და იგრეკით.
პასუხი: მუჰამედი და მთა. კომენტარი: ციხესიმაგრეებს, როგორც წესი მთებზე აგებენ. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1752პასუხი -
შეკითხვა #1751 © ანტონ ვაჭარაძე
ვიქტორ პელევინის რომანის - „Шлем ужаса“ პერსონაჟი არის საშინელი არსება და ამავდროულად წინასწარმეტყველი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ 13 ასოიანი ნეოლოგიზმი, რომლითაც მოიხსენიებენ ამ პერსონაჟს.
პასუხი: მონსტრადამუსი. კომენტარი: ჩანთა სიტყვა: მონსტრი+ ნოსტრადამუსი. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/%D0%A8%D0%BB%D0%B5%D0%BC_%D1 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1751პასუხი -
შეკითხვა #1750 © ანდრეი სოლდატოვი
ბორის სტრუგაცკი იხსენებს თავის პირველ ნაბიჯს მწერლობაში - მოთხრობას „ვისკო“, რომელმაც საკმაოდ მაღალი შეფასება მიიღო. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ თუ ვისგან მიიღო მაღალი შეფასება.
პასუხი: ლიტერატურის მასწავლებლისგან (მასწავლებლისგან) კომენტარი: მაღალი შეფასება მიიღო პირდაპირი მნიშვნელობით, სკოლაში მასწავლებელმა 5-იანი დაუწერა. წყარო: www.rusf.ru/abs/books/bns-01.htm პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1750პასუხი -
შეკითხვა #1749 © გაგი გაბრიჭიძე
იქსის პირველი ნამარხები აღმოაჩინეს საფრანგეთში იურის მთებში. იქსი აგრეთვე ფიგურირებს 1993 წელს გამოსული ბლოკბასტერის სახელწოდებაში. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი.
პასუხი: იურიული პერიოდი. კომენტარი: 1993 წელს გამოვიდა სტივენ სპილბერგის ცნობილი ფილმი „იურიული პერიოდის პარკი“. წყარო: www.ucmp.berkeley.edu/mesozoic/jurassic/jurassintr პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1749პასუხი -
შეკითხვა #1748 © ზაზა მანია
ერთ-ერთ ქართულ ზღაპარში, თაგვს, რათა სხვა თაგვებისგან გამოარჩიონ სხეულის ნაწილს შეუღებავენ, რის შემდეგაც მას შეარქმევენ სახელს, რომელიც ერთი ასოთი განსხვავდება სხვა ზღაპრის პერსონაჟის სახელისგან. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს შერქმეული სახელი.
პასუხი: წითელკუდა. წყარო: ზაზა აბზიანიძე, წითელკუდა. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1748პასუხი -
შეკითხვა #1747 © გაგი გაბრიჭიძე
ჰოთმეილი იყო ერთ-ერთი პირველი ელექტრონული ფოსტის სერვისი, რომელიც არ იყო დამოკიდებული ინტერნეტ-პროვაიდერზე. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ თვე და რიცხვი, როდესაც აშშ-ში პირველად გაუშვეს ეს სერვისი.
პასუხი: 4 ივლისი. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Hotmail#Launch_of_Hotmail პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1747პასუხი -
შეკითხვა #1746 © ანდრეი სოლდატოვი
მას შემდეგ რაც 1986 წელს სპორტის ეს სახეობა ჩართეს ოლიმპიურ სახეობებში, საბჭოთა კავშირში ნაკრები დააკომპლექტეს ხელბურთელების და ჩოგბურთელებისგან. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ სპორტის ეს სახეობა.
პასუხი: ბეისბოლი. კომენტარი: ხელბურთელები - პიტჩერებად, ჩოგბურთელები - ბიტერებად. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1746პასუხი -
შეკითხვა #1745 © გაგი გაბრიჭიძე
ფილოსოფოსი ვინდელბანდი ამბობდა: „იდეები მხოლოდ ადამიანების თავში არსებობს“. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ სიტყვა, რომელიც გამოტოვებულია ამ ფრაზაში, თუ ასე ეწოდება ხელოვნების თქვენთვის კარგად ცნობილ შედევრს.
პასუხი: მოაზროვნე. წყარო: ჟურნალი კარუსელი 19.04.2011, გვ.23 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1745პასუხი -
შეკითხვა #1744 © იგორ ტიუნკინი
ცნობილია, რომ სარეკლამო სააგენტოსა და კლიენტს შორის ხელშეკრულების დადებისთანავე კლიენტისთვის დგება აღმაფრენის, ოპტიმიზმისა და საუკეთესო მომავლის იმედის პერიოდი. ერთ-ერთ წიგნში ეს პერიოდი შეადარეს ადამიანის ცხოვრების სხვა პერიოდს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს სხვა პერიოდი ორი სიტყვით, თუ ისინი ერთიდაიგივე ასოზე იწყება.
პასუხი: თაფლობის თვე. წყარო: К. Бове, У. Аренс. Современная реклама. - Тольятти: Издательский дом Довгань, 1995. – С. 113 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1744პასუხი -
შეკითხვა #1743 © ედუარდ გოლუბი
ერთ თანამედროვე მოთხრობაში ეს ადამიანი ეხმარება მოციქულ პეტრეს სამოთხის კარისთვის ისეთი ბოქლომის მოფიქრებაში, რომელსაც ვერასოდეს გატეხავენ. აგრეთვე ანგელოზების ორგანიზებაში, რათა მათ არ გაატარონ მტრები. ეს ადამიანი გარდაიცვალა 1997 წელს ვენეციაში. დაასახელეთ არა ეს ადამიანი, არამედ ის, რის გამომგონებლადაც ის მიიჩნევა.
პასუხი: კატენაჩო კომენტარი: ეს ადამიანია ლეგენდარული ელენიო ერერა. მან ფეხბურთში შეიმუშავა ტაქტიკური სქემა "კატენაჩო", იტალიურად "ბოქლომი" წყარო: www.barcamania.com/club/managers/1.html პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1743პასუხი