რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 27
-
სხვადასხვა ფორმების მიუხედავად, ეს ორ ძირითად კატეგორიად იყოდა: დაბრუნებადი და არადაბრუნებადი. რაზეა საუბარი?
პასუხი: ბუმერანგზე წყარო: en.wikipedia.org/wiki/Boomerang პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1712პასუხი -
შუა აზიის მთიან რეგიონებში გავრცელებული იყო ტრადიცია: შვილის შეძენისას ბავშვის მამა 40 ნერგს რგავდა. რა მიზნით?
პასუხი: რათა მოგვიანებით შვილს სახლი აეშენებინა. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1711პასუხი -
[შეკითხვაში ცვლილებაა] ზოგიერთი ცნობილი დიზაინერი ტანისამოსზე მუშაობის დასრულების შემდეგ აქლემის საპოვნელად მას რენტგენის აპარატში ატარებს. არსებობს გამონათქვამი, რომლის თანახმადაც აქლემის პოვნა იქ ძალზედ ძნელია. ჩვენ არ გეკითხებით თუ რა შევცვალეთ სიტყვით აქლემი. დაასახელეთ ორი სიტყვით, თუ სადაა ძნელი აქლემის პოვნა?
პასუხი: თივის ზვინში პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1710პასუხი -
ზედა რიგში მათი რაოდენობა მერყეობს 150-დან 200-მდე, სიგრძე კი 8-12 მმ-ია. ქვედა რიგში მათი რაოდენობა 50-100 ცალია, სიგრძე კი - 6-8 მმ. რის შესახებაა საუბარი?
პასუხი: წამწამების. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1709პასუხი -
იგი მეოცე საუკუნის დასაწყისში, ქალაქ ტურინში დაიბადა. მან თავისი მოღვაწეობა უბრალო სარეკლამო აგენტად დაიწყო და რომ არა ერთი გენიალური იდეა, სიცოცხლეს სიღარიბეში დაასრულებდა. იმ დროს კალმები ძვირი ღირდა. სწორედ ასეთი დიდი საფასურისგან თავის ასარიდებლად დაებადა მას იდეა ეწარმოებინა ერთჯერადი საწერი კალმები. ჩანაფიქრმა გაამართლა და მისმა კომპანიამ ზრდა დაიწყო. ცოტა ხნის შემდეგ მან ერთჯერადი წვერის საპარსისა და კიდევ ერთი ნივთის წარმოება დაიწყო, რის შემდეგაც მულტიმილიონერი გახდა. დაასახელეთ მესამე პროდუქტი.
პასუხი: სანთებელა კომენტარი: საუბარია მარსელ ბიკზე, კომპანია bic-ის დამაარსებელზე. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1708პასუხი -
გასული საუკუნის ბოლოს ერთ-ერთ ბრიტანულ გაზეთში გამოქვეყნდა განცხადება: „ოცი წლის გოგონა კარგი ოჯახიდან, რომელსაც გააჩნია 2 მილიონი ფუნტი სტერლინგი, ოჯახის შემქნის მიზნით გაიცნობს წესიერ ყმაწვილს.“ როგორც მოგვიანებით გაირკვა, ზემოთხსენებული გოგონა უბრალო კოლექციონერი იყო. რას აგროვებდა ის?
პასუხი: მარკებს კომენტარი: წერილები მთელი მსოფლიოდან მისდიოდა :) პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1707პასუხი -
ამბობენ, რომ თემურ ლენგის აკლდამაში ორი წარწერა იყო გაკეთებული. ერთი გარედან: „როდესაც მკვდრეთით აღვდგები, სამყარო შეირყევა“ და მეორე აკლდამის შიგნით: „ვინც აკლდამას გახსნის, ჩემზე საშინელ დამყრობელს გამოუშვებს.“ თემურ-ლენგის ექსგუმაციას საბჭოთა ანთროპოლოგი, მიხაილ გერასიმოვი ხელმძღვანელობდა. რომელ წელს გახსნეს აკლდამა?
პასუხი: 1941 კომენტარი: ალბათ უბრალო დამთხვევაა, მაგრამ აკლდამის გახსნიდან ორ დღეში გერმანიამ ოპერაცია ბარბაროსა დაიწყო. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Timur პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1706პასუხი -
ძველ რომში აქ ხშირად მოჰქონდათ დიდი რაოდენობით წითლად შეფერილი ქვიშა. არ გეკითხებით რა იყო ქვიშის მოტანის მიზეზი, სად მიჰქონდათ ქვიშა?
პასუხი: კოლიზეუმში კომენტარი: რათა ქვიშაზე სისხლი არ გამოჩენილიყო წყარო: www.bbc.co.uk/history/ancient/romans/colosseum_01. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1705პასუხი -
ითვლება, რომ ეს ევროპაში აზიიდან, ჩინეთიდან შეიტანეს. მას მაშინვე შეარქვეს „ვაშლი ჩინეთიდან“ და ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად გერმანიაში, ან რუსეთში მას დღესაც დაახლოებით იმავეს უწოდებენ. რაზეა საუბარი?
პასუხი: ფორთოხალზე. კომენტარი: გერმ. – Apfelsine, (Apple, China) პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1704პასუხი -
ბერძნები და რომაელები ამას ატარებდნენ, რადგან ბარბაროსობად მიიჩნევდნენ. სამაგიეროდ მას ატარენდნენ კელტები, ფრიგიელები, სკვითები და ა.შ. ჩვენს დროში რომ მოხვერდილიყვნენ, ბერძნები და რომაელები ბარბაროსებად ჩაგვთვლიდნენ. რა არ მოეწონებოდათ მათ ჩვენს ჩაცმულობაში?
პასუხი: შარვალი პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1703პასუხი -
ტუნისში მდებარე ამ ზღაპრული მუზეუმის სახელწოდებაში ოთხნიშნა ციფრი ფიგურირებს. დაასახელეთ ეს მუზეუმი.
პასუხი: ათას ერთი ღამის მუზეუმი პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1702პასუხი -
თანამედროვე მეცნიერება ამას შეუძლებლად მიიჩნევს, მაგრამ ნორვეგიული ტომის, ხუას, სწამს, რომ მამაკაცს ეს მოუვა თუ მას ვინმე მოაჯადოებს ან თუ შეჭამს საჭმელს, რომელსაც შეეხო ქალი, რომელსაც კრიტიკული დღეები აქვს. რაზეა საუბარი? მაშ რა დაემართება ხუას ტომის აზრით ამ შემთხვევებში კაცს?
პასუხი: დაფეხმძიმდება პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1701პასუხი -
ამ მტრებისგან თავდასაცავად კლდის ხვლიკები წრიულ ფორმას იღებენ. როდესაც თავდამსხმელი ვერ ახერხებს ვერც თავის და ვერც კუდის პოვნას, იგი გაწბილებული ბრუნდება უკან. რომელ მტრებზეა საუბარი?
პასუხი: გველებზე კომენტარი: გველი დაუღეჭავად ყლაპავს მსხვერპლს. მან ხვლიკის ყლაპვა ან თავიდან უნდა დაიწყოს, ან კუდიდან და მსხვერპლი მთლიანად გადაყლაპოს. მისი დაგლეჯა გველს არ ძალუძს. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1700პასუხი -
ბრიტანული კომედიის, Johnny English-ის სარეკლამო პოსტერზე საიდუმლო აგენტი სამი ფრაზითაა აღწერილი. 1) მან არ იცის რა არის შიში. 2) მან არ იცის რა არის საფრთხე. დაწერეთ მესამე ფრაზა.
პასუხი: მან არაფერი იცის. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1699პასუხი -
ეს საერთაშორისო სიტყვა შედგება ორი ბერძნული სიტყვისგან, რომლებიც ითარგმნება, როგორც „მარტო“ და „ვყიდი“. დაასახელეთ ეს სიტყვა.
პასუხი: მონოპოლია პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1698პასუხი