რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 28
-
მას გამოჩენისთავე ომი გამოუცხადეს. განსაკუთრებით ინგლისის მეფეს, იაკობ პირველს სძულდა. თურქეთის სულთნის, ამურატ მეოთხეს ბრძანებით ამის გამო სიკვდილით სჯიდნენ. შაჰაბაზ დიდის ბრძანებით, მას, ვისაც ამას აღმოუჩენდნენ, წვავდნენ ან ცხვირს და ტუჩებს აჭრიდნენ. რუსეთში მისი გავრცელება ინგლისელების დამსახურებაა, საქართველოში კი მე-17 საუკუნეში შემოვიდა თურქეთიდან. რაზეა საუბარი?
პასუხი: თამბაქოზე პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1697პასუხი -
ფრანგი მზარეულები კერძის მომზადების დროს, იმისთვის, რათა ეს კერძი უნიკალური გამოვიდეს, ხშირად იკიდებენ ხელს ყურის ბიბილოზე. რა არის ამის მიზეზი?
პასუხი: ამოწმებენ ცომის სიმკვრივეს. კომენტარი: თვლიან, რომ ცომის იდეალური სიმკვრივე ყურის ბიბილოს სიმკვრივეს უნდა ემთხვეოდეს. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1696პასუხი -
შვეიცარიელმა ჟან-ჟაკ ბაბელმა გამოითვალა, რომ ძვ.წ 3500 წლიდან დღემდე კაცობრიობამ მხოლოდ 292 წელი გაატარა მათ გარეშე. რის გარეშე?
პასუხი: ომების პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1695პასუხი -
ძველი ინკების საგზაო სისტემა საკმაოდ განვითარებული იყო. ჰქონდათ ყველაფერი: გზის საფარი, კემპინგები, საგზაო ნიშნები... მაგრამ აღმართებზე გზები კიბეებად იქცეოდა, რაც იძლევა იმის დასკვნის საშუალებას, რომ ინკები არ იყენებდნენ ამას. რას?
პასუხი: ბორბალს პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1694პასუხი -
თავდაპირველად იგი წარმოადგენდა ტყვიის, ოქროს ან ვერცხლის ჩხირს, რომელიც ლითონის ბუდეში იყო ჩასმული, მაგრამ მე-16 საუკუნეში ინგლისში გრაფიტის საბადოები აღმოაჩინეს, მას შემდეგ მან კიდევ რამდენჯერმე შეიცვალა გარეგნობა. რაზეა საუბარი?
პასუხი: ფანქარზე პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1693პასუხი -
ქიმიკოსებისთვის ცნობილია პოლიმერული ჟელეების განსაკუთრებული სახეობები, რომელთა მოლეკულებიც ერთმანეთზე მჭიდროდ გადაბმულ რგოლებს წარმოადგენენ. როგორ პოლიმერებად მოიხსენებენ მეცნიერები მათ?
პასუხი: ოლიმპიურ (ოლიმპ.პოლიმერებად) პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1692პასუხი -
1839 ამ ადამიანისთვის გამოდგა კარგი წელი, რადგან მან გამოიგონა კაუჩუკის ვულკანიზაციის მეთოდი. დაასახელეთ მისი გვარი.
პასუხი: გუდიარი კომენტარი: ინგლისურიდან საბურავების მწარმოებელი კომპანიის დამაარსებლის გვარი ითარგმნება, როგორც “კარგი წელი”. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Charles_Goodyear პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1691პასუხი -
ამერიკის შტატ მისისიპიში დგას ორი სანკტ-პეტერბურგელის ქანდაკება. დაასახელეთ ორივე.
პასუხი: ტომ სოიერი, ჰეკლბერი ფინი. კომენტარი: საუბარი იყო არა რუსულ სანკტ-პეტერბურგზე. წყარო: Крокодил, 19/89. - С. 15 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1690პასუხი -
[შეკითხვაში ცვლილებაა] ბარბაროსები შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელ ტანისამოსს იცვამენ, რომელსაც სხვადასხვა მორთულობას უმატებენ. ისინი ძირითადად შავ ფერში იმოსებიან, თუმცა ზოგი არც ფერად ტანსაცმელს ერიდება...მათთვის დამახასიათებელია სამხედრო ჩექმები... სხვადახვა ტიპის სამკაული, ლინზები და ეშვები... მითოლოგიური და ეზოთერული სიმბოლოები. რა სიტყვა შევცვალეთ ჩვენ სიტყვით ბარბაროსები?
პასუხი: გოთები წყარო: ტაბულა ART - შემოდგომა 2011, N2, გვ 103 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1689პასუხი -
შეკითხვის ავტორი ინტერნეტში გადააწყდა სტატიას, რომელშიც აღწერილი იყო სატელევიზიო რეკლამებში ნანახი საკვები პროდუქტების განსაკუთრებული მიმზიდველობის საიდუმლოებები. აი მაგალითად: თევზებს ფუნჯით უსვამენ გლიცერინს, რათა მათ ახლადდაჭერილის შეხედულება მიიღონ. სოსისების გარედან მსუბუქად წვავენ სარჩილავი ნათურით. არაფოტოგენურ სიროფებს და თაფლს ცვლიან სამანქანო ზეთით. ფეხსაცმლის საწმენდი ყავისფერი კრემით ღებავენ შემწვარ ხორცს და ა.შ. ერთი წუთის შემდეგ გვითხარით, რა ეფექტის მისაღებად გამოიყენება წყალში დასველებული და მიკროტალღოვან ღუმელში გაცხელებული ბამბის ბურთულები?
პასუხი: ორთქლის, ოხშივრის წყარო: www.libo.ru/libo6476.html პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1688პასუხი -
აშშ-სთან ომის დროს საზენიტო-სარეკტო კომპლექსების შესანიღბად ვიეტნამელები იყენებდნენ ერთ ბუნებრივ საშუალებას. იგი საშუალებას იძლეოდა დროის მცირე მონაკვეთში მტრისათვის პრაქტიკულად შეუმჩნეველი გაეხადა შეიარაღება. დამისახელეთ ის, რასაც ამ მიზნით იყენებდნენ ვიტნამელები
პასუხი: ბამბუკი წყარო: "Танец со смертью", "Интер", 12.02.2009, 14.00-15.20. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1687პასუხი -
ბაშკორტოსტანის დედაქალაქ უფაში, კარლ მარქსის ქუჩაზე რამდენიმე წლის წინ გაიხსნა ფეშენებელური ბიზნეს ცენტრი. დამისახელეთ ამ ცენტრის სახელწოდება
პასუხი: კაპიტალი წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Заглавная_страница პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1686პასუხი -
დაახლოებით ორასი წლის წინ, ლონდონში ვინმე პირს იგანმა შექმნა ორი პერსონაჟი, ორი ოხუნჯი ჯენტლმენი, რომლებსაც უამრავი თავგადასავალი გადახდათ. ერთი ვერსიით, სწორედ მათ საპატივცემულოდ უწოდა ვინმე უილიამმა თავის პერსონაჟებს მათი (ჯენტლმენების) სახელები. რა ერქვათ მათ?
პასუხი: ტომი და ჯერი კომენტარი: ვინმე უილიამი გვარად ჰანა იყო :) პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1685პასუხი -
ამ სიტყვის სინონიმები ქართულ ენაში მრავლადაა: დგვიფი, ჟოქო, შალამურა, შუმი, არმუჯი, შამანი, ახტაშირა, მახალი, ნუნუა. დაასახელეთ ამ სიტყვის ყველაზე გავრცელებული ვარიანტი.
პასუხი: ღვინო პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1684პასუხი -
სამხრეთ ამერიკაში ბინადრობს კალიების მეტად უცნაური სახეობა. ეს კალია იმითაა უნიკალური, რომ უკიდურესი შიმშილის პირობებში ჭამს ამას. რას?
პასუხი: საკუთარ სხეულს პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1683პასუხი