რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 22
-
XIX საუკუნის დასაწყისში ევროპაში პოპულარული იყო ანაგრამა: Bona Rapta, Leno Pone, რაც ლათინურად ნიშნავს: სუტენიორო, დააბრუნე ნაქურდალი. ვინ იყო ეს „სუტენიორი“?
პასუხი: ნაპოლეონ ბონაპარტე. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1787პასუხი -
ერთი ვერსიით, ერთი გაუნათლებელი მეზღვაურის დამსახურებით, რომელმაც არასწორად თარგმნა „მხიარული წითელი“ ფრანგულიდან, დამკვიდრდა ეს სახელწოდება. დაწერეთ ეს სახელწოდება 2 სიტყვით.
პასუხი: ჯოლი როჯერი (Jolly Roger) კომენტარი: მეზღვაურმა ფრანგულიდან არასწორად თარგმნა Rouge (წითელი) როჯერად. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1786პასუხი -
გასული საუკუნის დასაწყისში დიასახლისები იყენებდნენ ჩაქუჩს და სატეხს („ზუბილას“), რადგან ჯერ არ იყო გამოგონებული სპეციალური ხელსაწყო ამის გასაკეთებლად. რის გაკეთებაზეა საუბარი?
პასუხი: კონსერვის გახსნაზე პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1785პასუხი -
1972 წელს ახალგაზრდა ადვოკატმა, ლიონ ვაილდესმა მოიგო საქმე, რომლის შედეგადაც მისი კლიენტი არ დააბრუნეს ნიუ-იორკიდან ბრიტანეთში და მალე გრინქარდიც გადასცეს. რამდენიმე წლის შემდეგ ადვოკატი ამბობდა, რომ ეს მისი ერთადერთი საქმე იყო, რომლის მოგებასაც იგი საშინლად ნანობდა. ლიონ ვაილდესი და მისი კლიენტი ვერც კი წარმოიდგენდნენ, თუ რა ბედი ეწეოდა ამ უკანასკნელს. ვინ იყო ვაილდესის კლიენტი?
პასუხი: ჯონ ლენონი კომენტარი: ვაილდესი თვლიდა, რომ რომ არა მისი მოგებული საქმე, ლენონი ბრიტანეთში გადავიდოდა საცხოვრებლად და ჩეპმენის მსხვერპლი არ გახდებოდა. სიტყვა წარმოიდგენდნენ წარმოადგენდა მინიშნებას ლენონის სიმღერაზე Imagine. წყარო:- www.wwgw.com/content.asp?id=44
- დოკუმენტური ფილმი "Музыканты — Джон Леннон".
პასუხი -
როდესაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ამ სატელევიზიო შოუს (გნებავთ სერიალის) გაგრძელების შესახებ, რომლის მოქმედებაც მომავალში ვითარდება, მისმა ერთ-ერთმა შემქმნელმა აღნიშნა, რომ პერსონაჟების კიდევ 25 000 სერიის განმავლობაში ვერ დავეწეოდით. რა სერიალზეა საუბარი?
პასუხი: ფუტურამა (Futurama) კომენტარი: სერიალის მოქმედება 3000 წელს ვითარდება. 1000 წელში კი დაახლოებით 25 000 სერიის შექმნას მოასწრებენ. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1783პასუხი -
კომპანია “Dunlop Tyres” [დანლოპ თაიარს] თავის ერთ-ერთ ძირითად პრინციპად ინდივიდუალურ მიდგომას მიიჩნევს. ალბათ სწორედ ამიტომაა, რომ ერთ-ერთ სარეკლამო რგოლში ამ კომპანიის საბურავი იქსის ფორმის კვალს ტოვებს. ზოგიერთი ცნობით, იქსი გამოიყენებოდა ძველ ჩინეთში დოკუმენტებზე ხელმოწერის მაგივრად. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით
პასუხი: თითის ანაბეჭდი წყარო:- "Eurosport", 19.09.2010 г., 21:05.
- ru.wikipedia.org/wiki/Дактилоскопия
- en.wikipedia.org/wiki/Dunlop_Tyres
პასუხი -
ვკითხულობ ნელა და გარკვევით! დაასახელეთ ორი სიტყვით, ლათინურად ან ქართულად, ონსლოუს გრაფის საგვარეულო დევიზი.
პასუხი: იჩქარე ნელა (Festina Lente) კომენტარი: დევიზი წარმოადგენს კალამბურს გრაფის გვარზე, on-slow ინგლისურად აღნიშნავს იმავე სიტყვებს. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1781პასუხი -
[შეკითხვაში ცვლილებაა] შექსპირის ტრაგედიაში პრინცი ჰამლეტი ამბობს, რომ „სასტიკისგან“ ბრუტალური ქმედებაა კაპიტოლიუმში კაპიტალური სხეულის მოკვლა. დაასახელეთ, რომელი სიტყვაა შეცვლილი სიტყვით “სასტიკი“.
პასუხი: ბრუტუსი. კომენტარი: ჰამლეტი მიმართავს კალამბურს: ბრუტუსი - ბრუტალური, კაპიტოლიუმი - კაპიტალური. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1780პასუხი -
2009 წელს მათმა საერთო სიმძლავრემ 30 000 მეგავატს გადააჭარბა, თუმცა სტატია ჟურნალში „Наука и Жизнь“ ყურადღებას ამახვილებს მათ საშიშროებაზე ფრინველებისა და ღამურებისათვის. დამისახელეთ დიდგვაროვანი პერსონაჟი, რომელიც მოხსენიებულია ამ სტატიის სათაურში.
პასუხი: დონ კიხოტი კომენტარი: საუბარი იყო ქარის ელ-სადგურებზე წყარო: Наука и Жизнь. №11.2009. стр.60 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1779პასუხი -
ჟურნალ "ესქუაიერში" გამოქვეყნდა ინტერვიუ, რომელშიც ეს ადამიანი ამბობს: "ჩემს ქვეყანაში ჯერ ციხეში მდიხარ, შემდეგ კი პრეზიდენტი ხდები“. ყურადღებით, შეკითხვა: დაასახელეთ ეს ადამიანი
პასუხი: ნელსონ მანდელა პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1778პასუხი -
გალაქტიონ ტაბიძე ქართულ ენაში იმ დროს ახლადგამოჩენილ სიტყვაზე წერდა: „მთვარე მშვენიერი სიტყვაა, თუმცა ის რუსულიდან პირდაპირი კალკია, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის, რადგან ჩვენ ხომ დამოუკიდებლად ერთი ნაბიჯის გადაგმას კი არ შეგვიძლია“. რა სიტყვა შევცვალე მე სიტყით „მთვარე“
პასუხი: თანამგზავრი კომენტარი: „რადგან ჩვენ ხომ დამოუკიდებლად ერთი ნაბიჯის გადაგმას კი არ შეგვიძლია“ გვჭირდება თანამგზავრი, ამასთან მთვარე დედამიწის ხელოვნური თანამგზავრია... წყარო: ვახტანგ ჯავახაძე, „უცნობი“ გვ.393 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1777პასუხი -
ძველეგვიპტელები თვლიდნენ, რომ მეოთხე თითი (არათითი) სპეციალური არხით იყო დაკავშირებული გულთან. 1 წუთის შემდეგ დაასახელეთ ტრადიცია, რომელიც ერთი ვერსიით სწორად ამ რწმენაზეა დაფუძნებული
პასუხი: ნიშნობის ბეჭდის ტარება არათითზე პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1776პასუხი -
რუსი აკადემიკოსის, ბორის საპუნოვის აზრით მის ძარღვებში მნიშვნელოვანი წილი ბერძნული სისხლისა დიოდა და მას არ ჰქონდა სემიტური, ებრაული ნაკვთები. მის წარმოშობას მისი სხეულიც ადასტურებს - ის ბერძნულია. ამის შესახებ ცნობებს წერილობით წყაროებშიც ვხვდებით. რომაელ მწერალს, ცელსს ჩაუწერია გადმოცემა, რომლის თანახმადაც მისი მამა ბერძნული წარმოშობის რომაელი ლეგიონერი იყო. საინტერესოა, რომ ეს გადმოცემა თალმუდშიც აისახა, სადაც მას პანდერას ძე ეწოდება (ბენ პანდერა). ვის წარმოშობას იკვლევდა ბორის საპუნოვი?
პასუხი: იესო ქრისტეს. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1775პასუხი -
ჩარლი ჩაპლინის „პარიზელი ქალების“ გადაღების დროს მისი მუდმივი ოპერატორი ტოტერი რეჟისორისგან ფარულად იღებდა იმას, რის დამონტაჟებულ ვარიანტსაც იგივე სცენარი და სიუჟეტი ჰქონდა, როგორიც თვითონ ფილმს, მაგრამ ტოტერის ვარიანტს ფილმთან შედარებით ბევრად უფრო მეტი გამოხმაურება და წარმატება მოჰყვა. რა იყო ამის მიზეზი?
პასუხი: ტოტერის ვარიანტში ყველა როლს ჩაპლინი თამაშობდა. კომენტარი: ტოტერი მალულად იღებდა, თუ როგორ უხსნიდა ჩაპლინი მსახიობებს როლებს. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1774პასუხი -
ფსიქოლოგები გამოყოფენ სამ კომპლექსს, რომლებიც გვევლინებიან ომების დაწყების ძირითად მიზეზებად: ა) ე.წ „დამოკლეს კომპლექსი“, როდესაც მუდმივი დაუცველობის და საფრთხის გრძნობა აგრესიულობის და ძალადობის არაპროპორციულ რეაქციათა საფუძველია, რომელსაც ნებისმიერ მომენტში შეუძლია გამოიწვიოს პანეკა. ბ) „განტევების ვაცის კომპლექსი“, როდესაც ქვეყნის შინაგანი პრობლემებით გამოწვეული ფრუსტრაცია და აგრესიულობა მიემართება საგარეო მტრის წინააღმდეგ და გ) „მისი კომპლექსი“, როდესაც სახელმწიფოს მეთაურები ემორჩილებიან არაცნობიერ სურვილს, მსხვერპლად შეწირონ თავისი ქვეშევრდომები. რომელი ბიბლიური პერსონაჟის სახელითაა ცნობილი ეს ბოლო კომპლექსი?
პასუხი: აბრაამის. კომენტარი: აბრაამი აპირებდა მსხვერპლად შეეწირა თავისი შვილი. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1773პასუხი