რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 23
-
ცოტა ხნის წინ გამოსულ თამაშში „ტერარია“ ხშირად შეხვდებით ალუზიებს სხვა ფილმებისა თუ თამაშების პერსონაჟებზე. რომელ პერსონაჟზე მინიშნებას წარმოადგენს ყავისფერი ქურთუკი, შარვალი და ქუდი, რომელსაც „არქეოლოგის ტანსაცმელი“ ჰქვია?
პასუხი: ინდიანა ჯონსი პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1772პასუხი -
ცოტა ხნის წინ გამოსულ თამაშში „ტერარია“ ხშირად შეხვდებით ალუზიებს სხვა ფილმებისა თუ თამაშების პერსონაჟებზე. მაგალითად ერთ-ერთი პერსონაჟი მხოლოდ ტომ ჰენკსის მიერ განსახიერებული გმირების ფრაზებით საუბრობს და ა.შ
დაასახელეთ იტალიელი, რომელ მინიშნებასაც წარმოადგენს ორ ფერში გადაწყვეტილი კომბენიზონი, რომელსაც „სანტექნიკოსის ტანსაცმელი“ ჰქვია.პასუხი: მარიო. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1771პასუხი -
ძველი რომაელები მათ შორის ყველაზე მოკლეს უწოდებდნენ “აურიკულარის”–ს, ანუ ყურისათვის განკუთვნილს, ყველაზე გრძელს კი “იმპუდიკუს”–ს, ანუ გარყვნილს და აღვირახსნილს. დაასახელეთ კიდევ ერთი მათგანის ქართული სახელწოდება, რომელსაც ძველი რომაელები უწოდებდნენ “დემონსტრატუს”–ს
პასუხი: საჩვენებელი თითი კომენტარი: ნეკა თითი – აურიკულარის, შუა თითი – იმპუდიკუს. საჩვენებელი თითი – დემონსტრატუს. წყარო: P.G.W. Glare, Oxford Latin Dictionary, Oxford University Press, 1983 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1770პასუხი -
კითხვის ავტორი წააწყდა ინტერნეტ საიტს, რომელიც განკუთვნილია გარკვეული ტიპის მუსიკალური ინსტრუმენტების მოყვარულთათვის. საიტზე შესაძლებელია საკმაოდ ამომწურავი ინფორმაციის მიღება გიტარაზე, ვიოლინოზე, ბანჯოზე, მანდოლინზე და სხვა მსგავს ინსტრუმენტებზე. საიტის სახელწოდება კი მხოლოდ ორი ასოთი განსხვავდება დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ შექმნილი კლასიკური ნაწარმოების ორიგინალი სახელწოდებისაგან. ერთი წუთის შემდეგ დაწერეთ საიტის სახელწოდება ინგლისურ ენაზე.
პასუხი: The Lord of the Strings კომენტარი: საიტი ეძღვნება გარკვეული ტიპის, კონკრეტულად კი სიმებიან საკრავებს (გიტარა, ვიოლინო, ბანჯო და ა.შ.). სიმი ინგლისურად არის – String. წყარო: www.lordofthestrings.com პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1769პასუხი -
გერმანიაში მანქანის სანომრო ნიშნებზე გამოსახული ასოითი პრეფიქსი ქალაქის ან ფედერალური მიწის აღმნიშვნელია. მაგალითად ავტომობილი, რომლის ნომერი იწყება პრეფიქსით “B” დარეგისტრირებულია ბერლინში, “DD” – დრეზდენში და ა.შ. ნომენკლატურის საწინააღმდეგოდ, გერმანიის ერთ–ერთი რაიონი იყენებს თავისი დედაქალაქის, პირნის პრეფიქსს. ყოველივე ამის მიზეზი კი გასულ საუკუნეში შექმნილი ერთ–ერთი ორგანიზაციაა. არ გეკითხებით გერმანიის ამ რაიონს, უბრალოდ დაასახელეთ ეს ორგანიზაცია.
პასუხი: SS კომენტარი: საქსონურ შვეიცარიაში (Sächsische Schweiz) დარეგისტრირებული მანქანები უნდა ატარებდნენ პრეფიქსს “SS” რაც კანონით აკრძალულია. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Индекс_автомобильных_номеров პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1768პასუხი -
ეს თანამდებობა შემოღებულ იქნა 1587 წელს რომის პაპის სიქსტუს V–ის მიერ და გასტანა 1983 წლამდე, მანამ იოანე პავლე II-მ ის არ გააუქმა. ამ თანამდებობის პირებს ევალებოდათ ყოველგვარი არგუმენტაციის მოძიება, რომელიც ხელს შეუშლიდა ამა, თუ იმ ადამიანის კანონიზაციას ან ბეატიფიკაციას. პიროვნებას ვერ მიაკუთვნებდნენ წმინდანების, ან ნეტარეთა რიცხვს ამ თანამდებობის პირის ნებართვის გარეშე. არ გეკითხებით, რომელ თანამდებობაზეა საუბარი, დაასახელეთ იმ ადამიანის სახელი და გვარი, რომელიც თანამედროვე სამყაროში, ამ თანამდებობის სახელწოდებასთან ასოცირდება.
პასუხი: კიანუ რივზი კომენტარი: თანამდებობას ეწოდებოდა “ეშმაკის ადვოკატი”. 1997 წელს ტეილორ ჰეკფორდის მიერ გადაღებულ იქნა ამავე სახელწოდების ფილმი, რომელშიც ადვოკატის როლს კიანუ რივზი ასრულებდა. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1767პასუხი -
დაასრულეთ ნიკიტა ბოგოსლავსკის ფრაზა: „უფლებისათვის, ვიყოთ ახალგაზრდები, ჩვენ ვიხდით საფასურს, რომელსაც ეწოდება...“
პასუხი: სიბერე პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1766პასუხი -
მათი მორიგი ყრილობა ჩატარდა კოპენჰაგენში. მხოლოდ ეთიოპიისა და ავსტრალიის დელეგაციებს დართეს ნება მათთვის ტრადიციული შორტები ჩაეცვათ, დანარჩენები სტანდარტულ უნიფორმაში იყვნენ გამოწყობილები. ძირითადი საკითხები იყო სამუშაოს ხარისხის გაუმჯობესება და წვერის პარამეტრების სტანდარტიზაცია. ვინ შეიკრიბა კოპენჰაგენში?
პასუხი: სანტა კლაუსები პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1765პასუხი -
უილიამ გოლდინგის „ბუზთა ბატონის“ სამი მთავარი პერსონაჟი თითქმის თანატოლები არიან. პირველ მათგანს აქვს ნიჟარა - საყვირი და ლიტერატურის თეორიტიკოსთა აზრით განასახიერებს მთავარანგელოზ გაბრიელს. მეორეს აქვს წითური თმები და განასახიერებს ლუციფერს. მესამეს კი აქვს გადარჩენის ურყევი რწმენა. ამ უკანასკნელს გადაწყვეტილი აქვს დაადგინოს რას წარმოადგენს სინამდვილეში იდუმალი ურჩხული, მაგრამ მისი ეს მისია ტრაგიკულად მთავრდება და მას თავისივე ამხანაგები კლავენ. ვის განასახიერებს მესამე პერსონაჟი?
პასუხი: იესოს. კომენტარი: საიმონი დაადგენს ურჩხულის ვინაობას, მაგრამ მას მანამდე კლავენ, სანამ სხვებისთვის ამ სასიხარულო ამბის გაზიარებას მოასწრებს. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1764პასუხი -
ეს სამი სიტყვა ერთმანეთის ანაგრამას წარმოადგენს. 1) მუსიკალური ინსტრუმენტი 2) ინტერიერის ელემენტი 3) ცხოველთა ჯგუფი. დაწერეთ სამივე.
პასუხი: არფა, რაფა, ფარა. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1763პასუხი -
შეკითხვის ავტორი გადააწყდა კარიკატურას, რომელზეც გამოსახულია ლოგინზე წამომჯდარი ორი საკანცელარიო ნივთი. ერთ-ერთი მათგანი ამბობს: „ეს რომანი მე შემიწირავს“. დაასახელეთ ორივე ნივთი.
პასუხი: ფანქარი და სათლელი. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1762პასუხი -
ფრანგულად ამ მდგომარეობას ეწოდება guile de bois (გელ დე ბუა), „ხის თავი“, გერმანუკად - katzenjammer (კაცენიამერ) „კატის ტირილი“, პორტუგალიურად - ressaca - „უკან სვლა“, ნორვეგიულად - jeg har tommermenn (იეგ ჰარ ტომერმენ) „დურგლები თავში“. რას ვუწოდებთ ამ მდგომარეობას ჩვენ?
პასუხი: ნაბახუსევს. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1761პასუხი -
ეს უძველესი ტრადიცია დღესაც პოპულარულია ბევრ ქვეყანაში. მაგალითად იაპონიაში ამას აკეთებენ 10-დან 9 შემთხვევაში, ჩეხეთშიც ასევე, ბრიტანეთში - 10-დან 6 შემთხვევაში. მსოფლიოში არსებობს დაახლოებით 15 000 დაწესებულება, სადაც ამას აკეთებენ. ამის კეთების თანამედროვე მექანიზმი XIX საუკუნეში გამოიგონეს. ამ ტრადიციის პოპულარობის ზრდა დიდი ქალაქების გარშემო იქსების ზრდამ გამოიწვია. თბილისში სულ ??? იქსია. 1 წუთის შემდეგ დაასახელეთ ტრადიციაც და იქსიც.
პასუხი: კრემაცია, სასაფლაო. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1760პასუხი -
სამხედრო ტექნიკის ენციკლოპედიაში არსებობს თავი, რომელსაც „ყველაზე პოპულარული იარაღი“ ქვია. თავი დაყოფილია ოთხ ქვეთავად. პირველის სახელწოდებაა - „თქვენი ჯერია, ამხანაგო მაუზერ“ და შესაბამისად, ეძღვნება იარაღ მაუზერს. მეორეს ჰქვია - „ამერიკის სიმბოლო“ და ეძღვნება ცნობილ „კოლტს“. მესამეს ჰქვია - „დაწუნებული კონსტრუქცია“ და ეძღვნება თავის დროზე ამერიკელების მიერ დაწუნებულ „ბრაუნინგს“. რომელ იარაღს ეძღვნება მეოთხე თავი, სახელად „ემზადე ომისთვის“?
პასუხი: პარაბელუმს წყარო: სამხედრო ენციკლოპედია, გვ. 104 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1759პასუხი -
შეკითხვა #1758 © დავით ლომინაძე
ა/წ 17 ოქტომბერს გამართულ ლაციოს-რომას დერბის მიეძღვნა სტატია, რომლის სათაური ერთი ასოთი განსხვავდებოდა ინგლისური სიტყვისგან "Closed". ყურადღება შეკითხვა: დაწერეთ სტატიის სათაური.
პასუხი: Klosed კომენტარი: 90-ე წუთზე მიროსლავ კლოზემ გოლი გაუტანა რომას და ამით დახურა მატჩი. წყარო: www.eurosport.ru/football/serie-a/2011-2012/story_ პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1758პასუხი