რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 38
-
შეკითხვა #1547 © იგორ იაშკოვი
მოისმინეთ სამეცნიერო ანეკდოტი. სამსახურიდან დაბრუნებული იქსის ცოლი იქსს ეკითხება: "საყვარელი კარადაშია?" დაასახელეთ იქსის გვარი.
პასუხი: [ერვინ რუდოლფ იოზეფ] შრედინგერი წყარო: gosh.org.ru/2010/05/28/vozvrashhaetsya-kak-to-zhen პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1547პასუხი -
შეკითხვა #1546 © რატი შუბლაძე
თქვენს წინაშეა ორი ოჯახი. დაასახელეთ ორივე სახელწოდება, თუ ისინი ერთმანეთისგან ერთი სიტყვით განსხვავდებიან.პასუხი: შვედური სამეფო ოჯახი, შვედური ოჯახი წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1546პასუხი -
შეკითხვა #1545 © ივან სემუშინი
როდესაც პრუსტის პერსონაჟი აკეთებს ამას, მას ეჩვენება, რომ ორი ფარდა უშლის ხელს დაინახოს ზღვა. ეს ქმედება გვხვდება 1999 წლის ფილმის სახელწოდებაში. დაასახელეთ ამ ფილმის რეჟისორი.
პასუხი: სტენლი კუბრიკი კომენტარი: ეს ქმედებაა თვალების ფართოდ დახუჭვა. წყარო: მარსელ პრუსტი, ტყვე-ქალი პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1545პასუხი -
შეკითხვა #1544 © დენის სარკანიჩი
ყურადღება, შეკითხვაში ცვლილებაა. სიკვდილის წინ გოგოლმა მეგობრებს სთხოვა "კვამლი წყალზე". დაასახელეთ თუ რა არის შეცვლილი სიტყვებით "კვამლი წყალზე".
პასუხი: კიბე ზეცისკენ კომენტარი: ერთი ცნობილი სიმღერის სათაურით შეცვლილია მეორე. წყარო: А.Жолковский «Блуждающие сны» М СП 1992 г с 91 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1544პასუხი -
შეკითხვა #1543 © ვლადიმერ ოსტროვსკი
მცირე ხნის წინ სერბეთში დაიწყეს წყალზე გარკვეული წარწერების და ტელეფონის ნომრების პროეცირება. ამავე მიზნით ამერიკის რამდენიმე ქალაქში მოძრაობენ ავტობუსები, რომელთა სახურავზე შევხვდებით მოწოდებებს. დაასახელეთ თუ ვისთვის არის ისინი განკუთვნილი.
პასუხი: თვითმკვლელები კომენტარი: სერბეთში მთავარი ხიდების ქვეშ არის იმგვარი წარწერები, რომელსაც მხოლოდ ხიდის ნაპირზე მდგომი ადამიანი დაინახავს. ეს წარწერებია სასწრაფო დახმარების ტელეფონი და გამამხნევებელი სიტყვები. იმავე შინაარსი აქვს მოწოდებებს ამერიკულ ავტობუსებზე. წყარო: www.adme.ru/suicide-prevention-office/v-serbii-raz პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1543პასუხი -
შეკითხვა #1542 © ირაკლი გუნია
1668 წელს ამ პიროვნებამ დაწერა წიგნი ’ბეჰემოთი’. დაასახელეთ ეს პიროვნება.
პასუხი: თომას ჰობსი კომენტარი: მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია "ლევიათანი". ბეჰემოთი და ლევიათანი ბიბლიური ურჩხულებია. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Behemoth_(book) პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1542პასუხი -
შეკითხვა #1541 © სერაფიმ შიბანოვი
მწერალმა ალექსანდრე ნილინმა საბჭოთა ჰოკეის უწოდა ერთ-ერთი ნაღმი, რომელმაც ააფეთქა იქსი. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: რკინის ფარდა წყარო: Нилин А. ХХ век. Спорт. – М., 2005. – С. 373 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1541პასუხი -
შეკითხვა #1540 © ალექსეი შერედეგა
იენ მაკკიუენის გმირი-ჟურნალისტი ინტერესდება, თუ როგორ აგვარებენ ისინი კამათებს. ამაზე ისინი პასუხობენ, რომ მათ სახეზე არის კბენის ნაკვალევები. მათი სახელები ითარგმნება, როგორც "მარცხენა" და "მარჯვენა". დაასახელეთ ისინი.
პასუხი: სიამის ტყუპები წყარო: იენ მაკკიუენი, ამსტერდამი პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1540პასუხი -
შეკითხვა #1539 © ირაკლი გუნია
1982 წელს ლივერპულში დადგეს ძეგლი, რომელიც ეძღვნება ყველა მარტოხელა ადამიანს. დაასახელეთ ქალი, რომელსაც ეძღვნება ეს ძეგლი.
პასუხი: ელინორ რიგბი კომენტარი: ბითლზის ამავე სახელწოდების ცნობილი სიმღერის პერსონაჟის მიხედვით. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Eleanor_Rigby პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1539პასუხი -
შეკითხვა #1538 © ანდრეი სმეტანინი
ბიბლიოფილი უილიამ ბლეიდსი მეთხუთმეტე საუკუნის წიგნის აღწერისას ამბობს, რომ იქსებს შორის ყველაზე ჯიუტმა მიაღწია 87-ე გვერდს. თავად ბლეიდს ასევე შეიძლება ვუწოდოთ იქსი. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: წიგნის ჭია წყარო: www.gutenberg.org/files/1302/1302-h/1302-h.htm პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1538პასუხი -
შეკითხვა #1537 © გაგი გაბრიჭიძე
დევიდ ბრინის რომანში აღწერილია მომავალი, როდესაც ამზადებენ ადამიანთა დუბლიკატებს. ისეთ დუბლიკატებს, რომლებიც დამზადებისას სრულყოფილნი არ გამოდიან, მოიხსენიებენ ფრენკის სახელით. დაასახელეთ იმ ადამიანის გვარი, რომლის მიხედვითაც მიიღეს მათ სახელი.
პასუხი: ფრანკენშტეინი წყარო: en.wikipedia.org/wiki/Kiln_People პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1537პასუხი -
შეკითხვა #1536 © ალექსანდრე ზაგოროდნევი
სტეფანი მაიერის რომანის გმირი ეუბნება გოგონას, რომელმაც სხვა ამოარჩია, რომ თავის შანსს დაელოდება იქსზე. ერთი ჟურნალისტი ახსენებს იქსს საკადრო რეზერვზე საუბრისას. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით, თუ ისინი ერთი და იმავე სიტყვაზე იწყებიან.
პასუხი: სათადარიგოთა სკამი წყარო:- Стефани Майер. Затмение. – М.: АСТ, 2009. - С. 609
- www.nvspb.ru/stories/skameyka-zapasnyh-42842
პასუხი -
შეკითხვა #1535 © ოლეგ პელიპეიჩენკო
დაასახელეთ სიტყვა, რომელიც თქვენთვის დაფარულია.პასუხი: ბოულინგი კომენტარი: ფეხსაცმელს აქვს კეგლის ფორმა. წყარო: blog.echoenduring.com/2009/09/20/echoes-week-5-aug პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1535პასუხი -
შეკითხვა #1534 © ირაკლი გუნია
ბავშვობაში ალფრედს დედა ცუდად მოქცევის შემთხვევაში საათობით გაუნძრევლად დგომას აიძულებდა. დაასახელეთ მისი გვარი.
პასუხი: ჰიჩკოკი კომენტარი: ბავშვობისეული გამოცდილება მოგვიანებით აისახა მის შემოქმედებაში წყარო: en.wikipedia.org/wiki/Alfred_Hitchcock#Hitchcock.2 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1534პასუხი -
შეკითხვა #1533 © ალექსანდრე შიროკოვი
1990 წლის 14 თებერვალს კოსმოსურმა ხომალდმა „ვოიაჯერ 1“-მა ფოტო გადაუღო დედამიწას. ეს ფოტო ისტორიაში შევიდა სახელწოდებით „ფერმკრთალი ცისფერი იქსი“. ყურადღება შეკითხვა: გამოსახეთ თქვენს ფურცლებზე ის, რაც შეკითხვაში აღნიშნულია იქსით.
პასუხი: . (წერტილი) კომენტარი: ვოიაჯერ 1 მზის სისტემის გარეთ მდებარეობდა და რა თქმა უნდა დედამიწა იქიდან წერტილად მოჩანს. ეს იყო ტურის ბოლო კითხვა, რითიც ჩვენ წერტილი დავსვით. მიიღება მხოლოდ ის პასუხები, სადაც დასმულია წერტილი. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Pale_Blue_Dot პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1533პასუხი