თბილისის 42-ე ჩემპიონატი
VI ტური
IV ლიგა
29 მაისი, 2011
-
ჩინური მითოლოგიის თანახმად სამყაროს შექმნა უკავშირდება არსებას, სახელად პანგუ. მისი ამოსუნთქვისგან გაჩნდა ქარი და ღრუბლები, მისი თავიდან - ქუხილი, ხელებიდან და ფეხებიდან - ოთხი მხარე, სისხლიდან - მდინარეები, ოფლიდან - წვიმა და დილის ნამი. მითის თანახმად რა და რა გაჩნდა მისი თვალებიდან?
პასუხი: მზე და მთვარე ბმული: http://moazrovne.net/q/1456პასუხი -
არსებობს ლეგენდა, რომ მენის კუნძულზე მცხოვრები კატების წინაპრებმა ძლივს მოასწრეს ნოეს კიდობანზე ასვლა. სწორედ ამიტომ ამ ლეგენდარული კატების შთამომავლები დანარჩენი კატებისგან ერთი დეტალით განსხვავდებიან. დაასახელეთ ეს დეტალი.
პასუხი: კუდი კომენტარი: მძიმე კარები მათ ზურგს უკან დაიხურა და მათი კუდებიც შეიწირა. ბმული: http://moazrovne.net/q/1457პასუხი -
აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში, კაცი რომელსაც ჰყავდა თუნდაც ათი შვილი, მაინც შეიძლებოდა უშვილოდ ჩათვლილიყო. რა შემთხვევაში ხდებოდა ეს?
პასუხი: თუკი ყველა შვილი მდედრობითი სქესის იქნებოდა. ბმული: http://moazrovne.net/q/1458პასუხი -
1545 წელს ჩაძირული გალეონზე, „მერი-როუზზე“ აღმოაჩინეს გემის ექიმის კაიუტა, რომელშიც კოლბები, წამლის ბოთლები და ერთი დიდი ჩაქუჩი იპოვეს. რისთვის იყო განკუთვნილი ჩაქუჩი?
პასუხი: ანესთეზიისთვის ბმული: http://moazrovne.net/q/1459პასუხი -
მაასტრიხტის უნივერსიტეტის კლინიკის საოპერაციოში დამაგრებულია სპეციალური ელექტრონული სასწორი, რომელსაც ოპერაციის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ იყენებენ. რას წონიან ამ სასწორზე?
პასუხი: ქირურგიულ იარაღებს. კომენტარი: იმაში დასარწმუნებლად, რომ იარაღი პაციენტში არ „ჩარჩენიათ“. ბმული: http://moazrovne.net/q/1460პასუხი -
სიტყვა „ტინ-ლიალიატ“ ჩუკოტკურ ენაზე, პირდაპირ თარგმანში, ნიშნავს ყინულოვან თვალებს. რას უწოდებენ ჩუქჩები ტინ-ლიალიატს?
პასუხი: სათვალეს. ბმული: http://moazrovne.net/q/1461პასუხი -
ტალეირანი ამბობდა, რომ ეს ღამესავით შავი, ცოდვასავით ტკბილი, სიყვარულივით ცხელი და წყევლასავით მაგარი უნდა იყოს. რაზე საუბრობდა ამგვარად ტალეირანი?
პასუხი: ყავაზე ბმული: http://moazrovne.net/q/1462პასუხი -
1995 წლის ზაფხულში ბრიტანეთის საზოგადოებრივ საპირფარეშოებში ყველა სტანდარტული ნათურა ჩაანავცლეს ცისფერი ნათურებით. ეს გაკეთდა იმ მიზნით, რომ ადამიანთა ერთი ჯგუფისთვის შეუძლებელი გამხდარიყო გარკვეული ქმედების ჩადენა. ნათურებმა გაამართლა, თუმცა ეს ადამიანები საშინლად უკმაყოფილოები იყვნენ სიახლით. ადამიანთა რა ჯგუფზეა საუბარი?
პასუხი: ნარკომანებზე კომენტარი: ცისფერ განათებაში ისინი ვენებს ვერ პოულობდნენ ბმული: http://moazrovne.net/q/1463პასუხი -
შუა საუკუნეების ინგლისში მოგზაურობა იმდენად სახიფათო იყო, რომ მეურმეები და მეეტლეები ყოველ შემხვედრს პოტენციურ ყაჩაღდ აღიქვამდნენ და იძულებულები იყვნენ ცალ ხელში მუდმივად სჭეროდათ იარაღი. შეიძლება ითქვას, რომ ამის შედეგს დღესაც ვხედავთ. რა შედეგზეა საუბარი?
პასუხი: ინგლისში ტრანსპორტი გზის მარცხენა მხარეს მოძრაობს. კომენტარი: ხმალი მარჯვენა ხელში ეჭირათ, შესაბამისად მარცხენა მხარეს მოძრაობდნენ, რათა შემხვედრი ყაჩაღისგან თავი დაეცვათ ბმული: http://moazrovne.net/q/1464პასუხი -
1995 წელს ერთმა ცნობილმა კომპანიამ სარეკლამო კამპანია წამოიწყო. ამ კამპანიის ფარგლებში რამდენიმე ცნობილმა ადამიანმა წყალქვეშა ნავის მეშვეობით განახორციელა სიღრმეში ჩაშვება იმაში დასარწმუნებლად, რომ დახურულ, უფანჯრო სივრცეში ცხოვრება ძალიან ძნელია. დაასახელეთ მაქსიმალურად ზუსტად, თუ რისი რეკლამა იყო ეს.
პასუხი: Windows 95 ბმული: http://moazrovne.net/q/1465პასუხი -
იაპონიაში, რომელიც ცნობილია თავისი ზნე - ჩვეულებებიტ, არსებობს ასეთი დაუწერელი კანონი: არ შეიძლება გოგონა ერთსა და იმავე ტანისამოსში ზედიზედ ორი დღის განმავლობაში გამოჩნდეს სამსახურში. დაასახელეთ ამის მიზეზი.
პასუხი: რათა ხალხმა არ იფიქროს, რომ მას ღამე სახლში არ გაუთევია ბმული: http://moazrovne.net/q/1466პასუხი -
როდესაც ბოტკინს ჰკითხეს, თუ როგორი სახის ვარჯიშებია საუკეთესო წონის დაკლებისათვის, მან უპასუხა: თავის შემობრუნება მარცხნიდან მარჯვნივ და მარჯვნიდან მარცხნივ. გვითხარით, თუ რა ვითარებაშია ეს ვარჯიში ყველაზე ეფექტური?
პასუხი: როდესაც საჭმელს გთავაზობენ. ბმული: http://moazrovne.net/q/1467პასუხი -
ერთხელ, კომპანია „სონის“ ერთერთი წამყვანი ინსტრუქტორი გვარად მარიტა სახლში ძალიან დაღლილი დაბრუნდა და დასვენება მოისურვა, თუმცა მისი შვილები მუსიკას უსმენდნენ. შეკითხვა: გვითხარით რა გამოიგონა მარიტამ ამის შემდეგ?
პასუხი: პლეიერი (ვოქმენი) ბმული: http://moazrovne.net/q/1468პასუხი -
ჰიუგომ თქვა, რომ ისტორიას ეს არ გააჩნია. ეს ნივთი ყველა ჩვენგანს გამოუყენებია და მის ვირტუალურ სახეობასაც ხშირად ვხმარობთ. რა ნივთზეა საუბარი?
პასუხი: ნაგვის ყუთი ბმული: http://moazrovne.net/q/1469პასუხი -
დასასრულს კი შეეცადეთ გამოიცნოთ ძველი რუსული გამოცანა: „მრგვალია, კუზიანია, გარშემო ბალნიანია, თუკი მოვა ბედი ავი, მისგან წარმოსდგება წყალი“. მაშ დაასახელეთ ის.
პასუხი: თვალი ბმული: http://moazrovne.net/q/1470პასუხი
- პაკეტის კომენტარები: