რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 46
-
შეკითხვა #1427 © ალექსი სიუკაევი
რამდენიმე წლის წინ, გარიკ მარტიროსიანმა „პროჟეკტორპერისხილტონის“ ერთ-ერთ გადაცემაში იხუმრა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ბარაკ ობამა ჯანდაცვის სახელწიფო მდივნად დანიშნავდა ამ 1965 წელს დაბადებულ კალიფორნიელს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ადამიანი.
პასუხი: Dr. Dre წყარო: needforvid.com/tvshow/pph_11_2008.php პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - VI ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1427პასუხი -
შეკითხვა #1426 © ანტონ ვაჭარაძე
ამ ინგლისურენოვან ტექსტში პერიოდულად იცვლება პირის ნაცვალსახელები და ერთი სიტყვა. უკანასკნელი ცვლილება განხორციელდა 1952 წლის 6 თებერვალს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ტექსტი.
პასუხი: დიდი ბრიტანეთის ჰიმნი (God Save the Queen/King) კომენტარი: მონარქის სქესის მიხედვით. ელიზაბეთ II ამ დღეს ავიდა სამეფო ტახტზე. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - VI ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1426პასუხი -
შეკითხვა #1425 © ალექსეი ტრეფილოვი
ფილმში „გარჩევა კუნგ-ფუს სტილში“ მოწაფე სერიოზულ ჭრილობებს მიიღებს და მას თავიდან ფეხებამდე ბინტებში გაახვევენ. გამოჯანმრთელების შემდეგ ეს მოწაფე ხდება კუნგ-ფუს ნამდვილი ოსტატი. გმირის ამგვარი გარდასახვის სიმბოლო ფილმში არის ერთ-ერთ კადრში იქსის გამოჩენა. დაასახელეთ იქსი ერთი სიტყვით.
პასუხი: პეპელა კომენტარი: გმირი ისევე თავისუფლდება ბინტებისგან, როგორც პეპელა მუხლუხოს პარკისგან. წყარო: "გარჩევა კუნგ-ფუს სტილში", რეჟისორი, სტივენ ჩოუ, 2004 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - VI ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1425პასუხი -
შეკითხვა #1424 © ალექსეი გნოევიხი
ყურადღება, შეკითხვაში ცვლილებაა! ცნობილი ფრანგი ადამიანი ამბობდა, რომ მისი გმირი არსებობს კიდურების ყველა კუნთით, გადაბმული თითებითა და შეკრული მუშტით. არ გეკითხებით, რომელი სიტყვაა შეცვლილი სიტყვით ‘არსებობს’, დაასახელეთ ფრანგის გვარი.
პასუხი: როდენი კომენტარი: სიტყვით "არსებობს" შეცვლილია სიტყვა "აზროვნებს" (ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ). საუბარია "მოაზროვნეზე" წყარო: botinok.co.il/node/67277 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - VI ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1424პასუხი -
შეკითხვა #1423 © ალექსანდრე კორობეინიკოვი
მწერალ საირი ჯეიმსის ისტორიულ რომანში პერსონაჟ ქალს ურჩევენ აღწეროს, თუ როგორ სძულთ ქალს და მამაკაცს ერთმანეთი, შემდეგ ერთმანეთი უყვარდებათ და გადალახავენ იქსს. იქსი არის 1813 წელს გამოცემული ნაწარმოები. დაასახელეთ იქსი.
პასუხი: სიამაყე და ცრურწმენა წყარო: flibusta.net/b/198250/read პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - VI ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1423პასუხი -
შეკითხვა #1422 © მარია ტრეფილოვა
უმბერტო ეკოს რომანში ფრანგი კარდინალი აგზავნის გმირს ახალ სამყაროში [ამერიკაში], რათა იქსი დათესოს უცნობ მიწაზე. დაასახელეთ იქსი ერთი სიტყვით.
პასუხი: შროშანი კომენტარი: სიმბოლურად გაავრცელოს საფრანგეთის გავლენა, რომლის სიმბოლოა შროშანი. წყარო: lib.rus.ec/b/79269/read პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - VI ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1422პასუხი -
შეკითხვა #1421 © სერგეი ნიკოლენკო
არტურ ლანჯის მოთხრობაში, ის ტუჩებით ეხება თავისი შეყვარებულის თეთრ თმებს და ილევა სიყვარულისგან, მაგრამ მცირე ხანში მას ამჯობინებენ სხვა კავალერს. მისი შეყვარებული დღეს დილით [მო]იხმარა კითხვის ავტორმაც. დაასახელეთ მისი შეყვარებული ორი სიტყვით.
პასუხი: კბილის ჯაგრისი კომენტარი: მოთხრობაში აღწერილია კბილის პასტის სიყვარული კბილის ჯაგრისისადმი. წყარო: zhurnal.lib.ru/a/artur_l/tubik.shtml პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - VI ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1421პასუხი -
შეკითხვა #1420 © მარია ტრეფილოვა
ერთი რუსული ზღაპრის გმირებს ჰქვიათ ია, ალია და ამალია. დაასახელეთ არაქართული წარმოშობის სიტყვით, რას წარმოადგენენ ეს გმირები.
პასუხი: მატრიოშკა კომენტარი: მათი სახელები თავსდება მომდევნოში პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - VI ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1420პასუხი -
შეკითხვა #1419 © კონსტანტინე ნაუმენკო
თქვენს წინაშეა სოფია ენგასტრომენუს სურათი. სამკაულობა, რომელიც მას ამშვენებს, ენგასტრომენუმ ერთხელ შეუმჩნევლად გამოაპარა თურქ მესაზღვრეებს. დაასახელეთ ამ ქალბატონის ქმრის გვარი.პასუხი: შლიმანი კომენტარი: შლიმანმა ტროაში აღმოჩენილი პრიამოსის საგანძური აჩუქა თავის მეუღლეს. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/София_Шлиман პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - VI ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1419პასუხი -
შეკითხვა #1418 © კონსტანტინე ნაუმენკო
პურიტანულ ინგლისზე ფილმის პერსონაჟი სიყვარულით დაკავების წინ აკეთებს ამას. გადმოცემით, მრავალწლიანი ვარჯიშის შემდეგ შაოლინელ ბერს რამდენიმე მეტრის მანძილიდან შეეძლო ამის გაკეთება. დაასახელეთ ამის გაკეთება ორი სიტყვით.
პასუხი: სანთლის ჩაქრობა კომენტარი: ბერს მუშტის დარტყმით წარმოქნილი ჰაერის ნაკადით შეეძლო სანთლის ჩაქრობა. წყარო: "სემუელ პეპისის პირადი ცხოვრება", რეჟ. ოლივერ პარკერი პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - VI ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1418პასუხი -
შეკითხვა #1417 © ირაკლი გუნია
გამომცემლობა Eurosport–მა 2010 წლის იანვარში ერთ–ერთი ბრაზილიელი ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერის შესახებ ამტყდარ საეჭვო წარმომავლობის ხმებს უწოდა ერთი ბერძნული წარმოშობის შედგენილი სიტყვა. დაასახელეთ ეს სიტყვა.
პასუხი: კაკოფონია (კაკაფონია) კომენტარი: ფეხბურთელია კაკა წყარო: uk.eurosport.yahoo.com/football/early-doors/articl პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - VI ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1417პასუხი -
შეკითხვა #1416 © კონსტანტინე ნაუმენკო
დიდი დეპრესიის წლებში ამერიკელ ბირჟის მაკლერებში პესიმისტური განწყობა სუფევდა. ამიტომ ნიუ-იორკის ერთმა ობიექტმა მიიღო ის მეტსახელი, რომელსაც უწოდებენ სხვა ამერიკულ ობიექტს. დაასახელეთ ეს მეტსახელი ორი სიტყვით.
პასუხი: თვითმკვლელთა ხიდი კომენტარი: ბრუკლინის ხიდს უწოდებდნენ ისევე, როგორც სან-ფრანცისკოს ცნობილ "ოქროს კარიბჭეს" წყარო: ostmetal.info/stalnaya-raduga-mostov/ პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - VI ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1416პასუხი -
შეკითხვა #1415 © კონსტანტინე ნაუმენკო
ბეგბედერი თავის ესსეში „მეოცე საუკუნის საუკეთესო წიგნები“ ერთ-ერთი რომანის პერსონაჟზე წერს, რომ მას იმედი იმედი გაუცრუვდა, როდესაც იხილა ბავშვობასთან ერთად მშვენიერების გაუჩინარება. დაასახელეთ ეს პერსონაჟი.
პასუხი: ჰუმბერტ ჰუმბერტი კომენტარი: ბეგბედერი აღწერს ნაბოკოვის ლოლიტას და საგანგებოდ ამეორებს სიტყვას. წყარო: www.gumer.info/bibliotek_Buks/Culture/begb/03.php პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - VI ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1415პასუხი -
შეკითხვა #1414 © კონსტანტინე ნაუმენკო
ანდრეი ნიკიტინის სახუმარო ლექსში აღწერილია ახალგაზრდა წყვილის ტრაგიკული სიყვარულის შესახებ, ლექსში გოგოს ოჯახი ქორწინების წინააღმდეგია. გოგოს გვარი ალუზიურად უკავშირდება ერთ კლასიკურ ნაწარმოებს და ემთხვევა საქართველოს ერთ-ერთი რაიონული ცენტრის სახელწოდებას. დაასახელეთ ეს რაიონული ცენტრი!
პასუხი: ქობულეთი კომენტარი: სახუმარო ლექსს ეწოდება ‘ოთარი და ჯულიეტა’, ალუზია კაპულეტიზე. წყარო: www.hohmodrom.ru/project.php?prid=22184 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - VI ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1414პასუხი -
შეკითხვა #1413 © მარია ტრეფილოვა
ერთ ნაწარმოებში გამოუსწორებელ ოპტიმისტ პერსონაჟზე ნათქვამია, რომ იქსი მას არასოდეს ემსხვრეოდა, მაშინაც კი როდესაც იქსი უვარდებოდა. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: ვარდისფერი სათვალე წყარო: az.lib.ru/k/krzhizhanowskij_s_d/text_0270.shtml პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - VI ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1413პასუხი