თბილისის 42-ე ჩემპიონატი
VI ტური
I ლიგა
29 მაისი, 2011
-
შეკითხვა #1406 © ალექსეი გნოევიხი
თავდაპირველად იაპონელები გამოიყენებდნენ ფრაზას „ჰაი, იო გოძიმაუსი“ („მე მაქვს საქმე“). მოგვიანებით ის შეიცვალა სიტყვებით „მოსიმასუ, მოსიმასუ“ („ვლაპარაკობ, ვლაპარაკობ“), რომელიც დროთა განმავლობაში შემცირდა დღევანდელ „მოსი-მოსიმდე“. დაასახელეთ, თუ რას ვამბობთ ჩვენ ანალოგიურ ვითარებაში.
პასუხი: ალო წყარო: miuki.info/2011/02/10-interesnyx-faktov-yaponiya-p ბმული: http://moazrovne.net/q/1406პასუხი -
შეკითხვა #1407 © კონსტანტინე ნაუმენკო
უილიამ პაუნდსტოუნის წიგნის გმირი წინადადებით გამოდის ბილ გეიტსის სახლში დააყენონ ელექტრონული უბის წიგნაკი. თუ გეიტსს თავში მოუვა გენიალური იდეა, მოწყობილობა მას ჩაიწერს და დაიმახსოვრებს. დაასახელეთ სად იქნება ამ დროს თავად გეიტსი.
პასუხი: აბაზანაში კომენტარი: არქიმედესგან განსხვავებით მას არ მოუწევს იდეის დასაწერად აბაზანიდან წამოდგომა. წყარო: lib.rus.ec/b/117890/read#a002 ბმული: http://moazrovne.net/q/1407პასუხი -
შეკითხვა #1408 © კონსტანტინე ნაუმენკო
ერთხელ მსახიობ მერი პიკფორდის ძაღლი გადმოხტა მანქანიდან და ჩავარდა თხევად ცემენტში. ერთი ვერსია ამ ინციდენტს მიაწერს ლოს-ანჯელესში ამის წარმოშობას. დაასახელეთ ეს.
პასუხი: ვარსკვლავური ხეივანი წყარო: ფილმი „ჰოლივუდელი პოლიციელები“, რეჟ. რონ შელტონი ბმული: http://moazrovne.net/q/1408პასუხი -
შეკითხვა #1409 © ალექსანდრე კორობეინიკოვი
ერთ საფეხბურთო მიმოხილვაში ხორვატიის ეროვნული ნაკრები დასახელებულია რთულ ორგანიზმად. უნდა აღინიშნოს, რომ თქვენ ყველანი ხართ რთული ორგანიზმები. დაასახელეთ სიტყვა, რომელიც კითხვის ავტორმა შეცვალა სიტყვით "რთული".
პასუხი: მრავალუჯრედიანი კომენტარი: სიტყვების თამაში სახელმწიფოს სიმბოლიკაზე წყარო: "Футбол style", 2011, N2 ბმული: http://moazrovne.net/q/1409პასუხი -
შეკითხვა #1410 © ნაილ ფარუკშინი
გუნდის მიერ უკანასკნელ წამს აღმართულ პასუხის ცარიელ ფურცელს კითხვის ავტორი ადარებს ამას. დაასახელეთ ეს ორი სიტყვით.
პასუხი: თეთრი დროშა ბმული: http://moazrovne.net/q/1410პასუხი -
შეკითხვა #1411 © კონსტანტინე ნაუმენკო
მცირე ხნის წინ მოწყობილი გამოფენა ერთ კიევურ გალერეაში სხვებთან ერთან ეძღვნებოდა არაფორმალურ ხელოვნებას. ამიტომ გალერეის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენდა იქსი. იქსი გამოვიდა 1979 წელს. დაასახელეთ იქსი ერთი სიტყვით.
პასუხი: კედელი კომენტარი: ეს არაფორმალური ხელოვნება იყო გრაფიტი. 1979 წელს გამოვიდა პინქ ფლოიდის ალბომი „კედელი“. წყარო:- სტატია გაზეთში "Киевские ведомости"
- ru.wikipedia.org/wiki/The_Wall
პასუხი -
შეკითხვა #1412 © ევგენი ლევინი
"როდესაც საფრანგეთის და რესპუბლიკის ბედი ბეწვზე ეკიდა, როდესაც მას სამღვდელოება, თავადაზნაურობა, ემიგრანტები და ინგლისური გიენები ყველა მხრიდან საომრად უტევდნენ, პარიზი და კონვენტი იცავდა ფრანგულ რესპუბლიკას."
ამ ამონარიდში ალექსანდრე გერცენის წიგნიდან ერთ-ერთ სიტყვაში შეცვლილია ასოების თანმიმდევრობა. აღადგინეთ ეს სიტყვა თავდაპირველი ვარიანტით.პასუხი: გინეები კომენტარი: საუბარია ინგლისურ ფულზე. წყარო: smalt.karelia.ru/~filolog/herzen/texts/htm/herzen0 ბმული: http://moazrovne.net/q/1412პასუხი -
შეკითხვა #1413 © მარია ტრეფილოვა
ერთ ნაწარმოებში გამოუსწორებელ ოპტიმისტ პერსონაჟზე ნათქვამია, რომ იქსი მას არასოდეს ემსხვრეოდა, მაშინაც კი როდესაც იქსი უვარდებოდა. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: ვარდისფერი სათვალე წყარო: az.lib.ru/k/krzhizhanowskij_s_d/text_0270.shtml ბმული: http://moazrovne.net/q/1413პასუხი -
შეკითხვა #1414 © კონსტანტინე ნაუმენკო
ანდრეი ნიკიტინის სახუმარო ლექსში აღწერილია ახალგაზრდა წყვილის ტრაგიკული სიყვარულის შესახებ, ლექსში გოგოს ოჯახი ქორწინების წინააღმდეგია. გოგოს გვარი ალუზიურად უკავშირდება ერთ კლასიკურ ნაწარმოებს და ემთხვევა საქართველოს ერთ-ერთი რაიონული ცენტრის სახელწოდებას. დაასახელეთ ეს რაიონული ცენტრი!
პასუხი: ქობულეთი კომენტარი: სახუმარო ლექსს ეწოდება ‘ოთარი და ჯულიეტა’, ალუზია კაპულეტიზე. წყარო: www.hohmodrom.ru/project.php?prid=22184 ბმული: http://moazrovne.net/q/1414პასუხი -
შეკითხვა #1415 © კონსტანტინე ნაუმენკო
ბეგბედერი თავის ესსეში „მეოცე საუკუნის საუკეთესო წიგნები“ ერთ-ერთი რომანის პერსონაჟზე წერს, რომ მას იმედი იმედი გაუცრუვდა, როდესაც იხილა ბავშვობასთან ერთად მშვენიერების გაუჩინარება. დაასახელეთ ეს პერსონაჟი.
პასუხი: ჰუმბერტ ჰუმბერტი კომენტარი: ბეგბედერი აღწერს ნაბოკოვის ლოლიტას და საგანგებოდ ამეორებს სიტყვას. წყარო: www.gumer.info/bibliotek_Buks/Culture/begb/03.php ბმული: http://moazrovne.net/q/1415პასუხი -
შეკითხვა #1416 © კონსტანტინე ნაუმენკო
დიდი დეპრესიის წლებში ამერიკელ ბირჟის მაკლერებში პესიმისტური განწყობა სუფევდა. ამიტომ ნიუ-იორკის ერთმა ობიექტმა მიიღო ის მეტსახელი, რომელსაც უწოდებენ სხვა ამერიკულ ობიექტს. დაასახელეთ ეს მეტსახელი ორი სიტყვით.
პასუხი: თვითმკვლელთა ხიდი კომენტარი: ბრუკლინის ხიდს უწოდებდნენ ისევე, როგორც სან-ფრანცისკოს ცნობილ "ოქროს კარიბჭეს" წყარო: ostmetal.info/stalnaya-raduga-mostov/ ბმული: http://moazrovne.net/q/1416პასუხი -
შეკითხვა #1417 © ირაკლი გუნია
გამომცემლობა Eurosport–მა 2010 წლის იანვარში ერთ–ერთი ბრაზილიელი ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერის შესახებ ამტყდარ საეჭვო წარმომავლობის ხმებს უწოდა ერთი ბერძნული წარმოშობის შედგენილი სიტყვა. დაასახელეთ ეს სიტყვა.
პასუხი: კაკოფონია (კაკაფონია) კომენტარი: ფეხბურთელია კაკა წყარო: uk.eurosport.yahoo.com/football/early-doors/articl ბმული: http://moazrovne.net/q/1417პასუხი -
შეკითხვა #1418 © კონსტანტინე ნაუმენკო
პურიტანულ ინგლისზე ფილმის პერსონაჟი სიყვარულით დაკავების წინ აკეთებს ამას. გადმოცემით, მრავალწლიანი ვარჯიშის შემდეგ შაოლინელ ბერს რამდენიმე მეტრის მანძილიდან შეეძლო ამის გაკეთება. დაასახელეთ ამის გაკეთება ორი სიტყვით.
პასუხი: სანთლის ჩაქრობა კომენტარი: ბერს მუშტის დარტყმით წარმოქნილი ჰაერის ნაკადით შეეძლო სანთლის ჩაქრობა. წყარო: "სემუელ პეპისის პირადი ცხოვრება", რეჟ. ოლივერ პარკერი ბმული: http://moazrovne.net/q/1418პასუხი -
შეკითხვა #1419 © კონსტანტინე ნაუმენკო
თქვენს წინაშეა სოფია ენგასტრომენუს სურათი. სამკაულობა, რომელიც მას ამშვენებს, ენგასტრომენუმ ერთხელ შეუმჩნევლად გამოაპარა თურქ მესაზღვრეებს. დაასახელეთ ამ ქალბატონის ქმრის გვარი.პასუხი: შლიმანი კომენტარი: შლიმანმა ტროაში აღმოჩენილი პრიამოსის საგანძური აჩუქა თავის მეუღლეს. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/София_Шлиман ბმული: http://moazrovne.net/q/1419პასუხი -
შეკითხვა #1420 © მარია ტრეფილოვა
ერთი რუსული ზღაპრის გმირებს ჰქვიათ ია, ალია და ამალია. დაასახელეთ არაქართული წარმოშობის სიტყვით, რას წარმოადგენენ ეს გმირები.
პასუხი -
შეკითხვა #1421 © სერგეი ნიკოლენკო
არტურ ლანჯის მოთხრობაში, ის ტუჩებით ეხება თავისი შეყვარებულის თეთრ თმებს და ილევა სიყვარულისგან, მაგრამ მცირე ხანში მას ამჯობინებენ სხვა კავალერს. მისი შეყვარებული დღეს დილით [მო]იხმარა კითხვის ავტორმაც. დაასახელეთ მისი შეყვარებული ორი სიტყვით.
პასუხი: კბილის ჯაგრისი კომენტარი: მოთხრობაში აღწერილია კბილის პასტის სიყვარული კბილის ჯაგრისისადმი. წყარო: zhurnal.lib.ru/a/artur_l/tubik.shtml ბმული: http://moazrovne.net/q/1421პასუხი -
შეკითხვა #1422 © მარია ტრეფილოვა
უმბერტო ეკოს რომანში ფრანგი კარდინალი აგზავნის გმირს ახალ სამყაროში [ამერიკაში], რათა იქსი დათესოს უცნობ მიწაზე. დაასახელეთ იქსი ერთი სიტყვით.
პასუხი: შროშანი კომენტარი: სიმბოლურად გაავრცელოს საფრანგეთის გავლენა, რომლის სიმბოლოა შროშანი. წყარო: lib.rus.ec/b/79269/read ბმული: http://moazrovne.net/q/1422პასუხი -
შეკითხვა #1423 © ალექსანდრე კორობეინიკოვი
მწერალ საირი ჯეიმსის ისტორიულ რომანში პერსონაჟ ქალს ურჩევენ აღწეროს, თუ როგორ სძულთ ქალს და მამაკაცს ერთმანეთი, შემდეგ ერთმანეთი უყვარდებათ და გადალახავენ იქსს. იქსი არის 1813 წელს გამოცემული ნაწარმოები. დაასახელეთ იქსი.
პასუხი -
შეკითხვა #1424 © ალექსეი გნოევიხი
ყურადღება, შეკითხვაში ცვლილებაა! ცნობილი ფრანგი ადამიანი ამბობდა, რომ მისი გმირი არსებობს კიდურების ყველა კუნთით, გადაბმული თითებითა და შეკრული მუშტით. არ გეკითხებით, რომელი სიტყვაა შეცვლილი სიტყვით ‘არსებობს’, დაასახელეთ ფრანგის გვარი.
პასუხი: როდენი კომენტარი: სიტყვით "არსებობს" შეცვლილია სიტყვა "აზროვნებს" (ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ). საუბარია "მოაზროვნეზე" წყარო: botinok.co.il/node/67277 ბმული: http://moazrovne.net/q/1424პასუხი -
შეკითხვა #1425 © ალექსეი ტრეფილოვი
ფილმში „გარჩევა კუნგ-ფუს სტილში“ მოწაფე სერიოზულ ჭრილობებს მიიღებს და მას თავიდან ფეხებამდე ბინტებში გაახვევენ. გამოჯანმრთელების შემდეგ ეს მოწაფე ხდება კუნგ-ფუს ნამდვილი ოსტატი. გმირის ამგვარი გარდასახვის სიმბოლო ფილმში არის ერთ-ერთ კადრში იქსის გამოჩენა. დაასახელეთ იქსი ერთი სიტყვით.
პასუხი: პეპელა კომენტარი: გმირი ისევე თავისუფლდება ბინტებისგან, როგორც პეპელა მუხლუხოს პარკისგან. წყარო: "გარჩევა კუნგ-ფუს სტილში", რეჟისორი, სტივენ ჩოუ, 2004 ბმული: http://moazrovne.net/q/1425პასუხი
- პაკეტის კომენტარები: