რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 47
-
შეკითხვა #1412 © ევგენი ლევინი
"როდესაც საფრანგეთის და რესპუბლიკის ბედი ბეწვზე ეკიდა, როდესაც მას სამღვდელოება, თავადაზნაურობა, ემიგრანტები და ინგლისური გიენები ყველა მხრიდან საომრად უტევდნენ, პარიზი და კონვენტი იცავდა ფრანგულ რესპუბლიკას."
ამ ამონარიდში ალექსანდრე გერცენის წიგნიდან ერთ-ერთ სიტყვაში შეცვლილია ასოების თანმიმდევრობა. აღადგინეთ ეს სიტყვა თავდაპირველი ვარიანტით.პასუხი: გინეები კომენტარი: საუბარია ინგლისურ ფულზე. წყარო: smalt.karelia.ru/~filolog/herzen/texts/htm/herzen0 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - VI ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1412პასუხი -
შეკითხვა #1411 © კონსტანტინე ნაუმენკო
მცირე ხნის წინ მოწყობილი გამოფენა ერთ კიევურ გალერეაში სხვებთან ერთან ეძღვნებოდა არაფორმალურ ხელოვნებას. ამიტომ გალერეის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენდა იქსი. იქსი გამოვიდა 1979 წელს. დაასახელეთ იქსი ერთი სიტყვით.
პასუხი: კედელი კომენტარი: ეს არაფორმალური ხელოვნება იყო გრაფიტი. 1979 წელს გამოვიდა პინქ ფლოიდის ალბომი „კედელი“. წყარო:- სტატია გაზეთში "Киевские ведомости"
- ru.wikipedia.org/wiki/The_Wall
პასუხი -
შეკითხვა #1410 © ნაილ ფარუკშინი
გუნდის მიერ უკანასკნელ წამს აღმართულ პასუხის ცარიელ ფურცელს კითხვის ავტორი ადარებს ამას. დაასახელეთ ეს ორი სიტყვით.
პასუხი: თეთრი დროშა პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - VI ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1410პასუხი -
შეკითხვა #1409 © ალექსანდრე კორობეინიკოვი
ერთ საფეხბურთო მიმოხილვაში ხორვატიის ეროვნული ნაკრები დასახელებულია რთულ ორგანიზმად. უნდა აღინიშნოს, რომ თქვენ ყველანი ხართ რთული ორგანიზმები. დაასახელეთ სიტყვა, რომელიც კითხვის ავტორმა შეცვალა სიტყვით "რთული".
პასუხი: მრავალუჯრედიანი კომენტარი: სიტყვების თამაში სახელმწიფოს სიმბოლიკაზე წყარო: "Футбол style", 2011, N2 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - VI ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1409პასუხი -
შეკითხვა #1408 © კონსტანტინე ნაუმენკო
ერთხელ მსახიობ მერი პიკფორდის ძაღლი გადმოხტა მანქანიდან და ჩავარდა თხევად ცემენტში. ერთი ვერსია ამ ინციდენტს მიაწერს ლოს-ანჯელესში ამის წარმოშობას. დაასახელეთ ეს.
პასუხი: ვარსკვლავური ხეივანი წყარო: ფილმი „ჰოლივუდელი პოლიციელები“, რეჟ. რონ შელტონი პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - VI ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1408პასუხი -
შეკითხვა #1407 © კონსტანტინე ნაუმენკო
უილიამ პაუნდსტოუნის წიგნის გმირი წინადადებით გამოდის ბილ გეიტსის სახლში დააყენონ ელექტრონული უბის წიგნაკი. თუ გეიტსს თავში მოუვა გენიალური იდეა, მოწყობილობა მას ჩაიწერს და დაიმახსოვრებს. დაასახელეთ სად იქნება ამ დროს თავად გეიტსი.
პასუხი: აბაზანაში კომენტარი: არქიმედესგან განსხვავებით მას არ მოუწევს იდეის დასაწერად აბაზანიდან წამოდგომა. წყარო: lib.rus.ec/b/117890/read#a002 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - VI ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1407პასუხი -
შეკითხვა #1406 © ალექსეი გნოევიხი
თავდაპირველად იაპონელები გამოიყენებდნენ ფრაზას „ჰაი, იო გოძიმაუსი“ („მე მაქვს საქმე“). მოგვიანებით ის შეიცვალა სიტყვებით „მოსიმასუ, მოსიმასუ“ („ვლაპარაკობ, ვლაპარაკობ“), რომელიც დროთა განმავლობაში შემცირდა დღევანდელ „მოსი-მოსიმდე“. დაასახელეთ, თუ რას ვამბობთ ჩვენ ანალოგიურ ვითარებაში.
პასუხი: ალო წყარო: miuki.info/2011/02/10-interesnyx-faktov-yaponiya-p პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - VI ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1406პასუხი -
როგორც ცნობილია, ძველბერძნები მიცვალებულებს ენის ქვეშ სპილენძის მონეტას უდებდნენ, რათა ქარონს მათი სულები გაღმა ნაპირზე გაეყვანა. მონეტების გარდა მიცვალებულებს თაფლაკვერსაც ატანდნენ.
შეკითხვა: ვისთვის ან რისთვის იყო თაფლაკვერი განკუთვნილი?პასუხი: ცერბერისთვის პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1405პასუხი -
ამ ორი ერთმანეთის მსგავსი კულინარიული დანიშნულების მქონე მცენარიდან ერთ-ერთი აფრიკაში წარმოიშვა, მაგრამ დღეს მსოფლიოს მისით ამერიკა ამარაგებს. მეორე კი პირიქით - ამერიკაში წარმოიშვა, მაგრამ მისი ძირითადი ექსპორტი აფრიკიდან ხდება.
შეკითხვა: რომელ მცენარეებზეა საუბარი?პასუხი: კაკაო და ყავა პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1404პასუხი -
არ ვიცით როდიდან აღინიშნება ეს დღესასწაული საქართველოში, მაგრამ დანამდვილებით ვიცით, რომ იგი 1582 წლიდან არსებობს. შეკითხვა: დაასახელეთ მისი სახელწოდება სამი სიტყვით.
პასუხი: ძველი(თ) ახალი წელი პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1403პასუხი -
მას შემდეგ, რაც 2010 წელს მოხდა ,,სახალხო ბანკის“ რებრენდირება და იგი გადაკეთდა ,,ლიბერთი ბანკად“, ბანკირებში გავრცელებული ხუმრობის თანახმად ბანკის სახელის აბრევიატურა ,,LB” განიმარტებოდა არა ლიბერთი ბანკად, არამედ ორი სიტყვით, რომელთაგანაც ერთი წარმოადგენდა ადამიანის სახელს.
შეკითხვა: გვითხარით, თუ რას უწოდებდნენ ბანკირები ხუმრობით „ლიბერთი ბანკს“.პასუხი: ლადოს ბანკი კომენტარი: მას შემდეგ რაც ლადო გურგენიძის წყალობით მოხდა ,,სახალხო ბანკის“ რებრენდირება, ბანკის აბრევიაკურა ,,LB” ხუმრობის თანახმად განიმარტებოდა როგორც ,,ლადოს ბანკი“. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1402პასუხი -
გალური ტომების ქურუმები ასრულებდნენ ერთ მეტად ეფექტურ რიტუალს, რომლის წყალობითაც ომის შემთხვევაში ჯარის უსწრაფესად შეგროვება იყო შესაძლებელი. არ გეკითხებით, რას წარმოადგენდა ეს რიტუალი, დაასახელეთ თუ ვისი სიკვდილით მთავრდებოდა იგი.
პასუხი: ყველაზე ბოლოს გამოცხადებული მეომრის პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1401პასუხი -
ფილმში „ფროსტი ნიქსონის წინააღმდეგ“ არის ეპიზოდი, როცა პენსიაზე გასული ნიქსონი ერთ ქალბატონთან ერთად ფოტოს გადაიღებს და მიმართავს მას: ეს სურათი გაადიდეთ და ჩამოკიდეთ ოთახში, რათა თქვენმა ლიბერალმა მეგობრებმა ითამაშონ ფეხბურთი. შეკითხვა: სპორტის რომელი სახეობა შევცვალეთ ჩვენ ფეხბურთით?
პასუხი: დარტსი კომენტარი: ამერიკის მაცხოვრებელთა დიდი ნაწილი ნიქსონს სასტიკად აკრიტიკებდა ვოთერგეითის საქმის გამო. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1400პასუხი -
ძველ რომსა და საბერძნეთში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ხშირად შეხვდებოდით ხის ან სპილენძის დაფას, რომელზეც განცხადებები იყო ამოტვიფრული. ასეთ სტენდებს ერთი ლათინური წარმომავლობის მქონე სიტყვით მოიხსენიებდნენ.
შეკითხვა: დაწერეთ ეს სიტყვაპასუხი: რეკლამა პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1399პასუხი -
ერთ-ერთ ფანტასტიკური რომანის პერსონაჟი არის მცენარე, რომელსაც შეუძლია ტელეფონზე პასუხის გაცემა. რა მცენარეზეა საუბარი?
პასუხი: ალოე პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1398პასუხი