თბილისის 42-ე ჩემპიონატი
VI ტური
II ლიგა
29 მაისი, 2011
-
შეკითხვა #1426 © ანტონ ვაჭარაძე
ამ ინგლისურენოვან ტექსტში პერიოდულად იცვლება პირის ნაცვალსახელები და ერთი სიტყვა. უკანასკნელი ცვლილება განხორციელდა 1952 წლის 6 თებერვალს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ტექსტი.
პასუხი: დიდი ბრიტანეთის ჰიმნი (God Save the Queen/King) კომენტარი: მონარქის სქესის მიხედვით. ელიზაბეთ II ამ დღეს ავიდა სამეფო ტახტზე. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1426პასუხი -
შეკითხვა #1427 © ალექსი სიუკაევი
რამდენიმე წლის წინ, გარიკ მარტიროსიანმა „პროჟეკტორპერისხილტონის“ ერთ-ერთ გადაცემაში იხუმრა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ბარაკ ობამა ჯანდაცვის სახელწიფო მდივნად დანიშნავდა ამ 1965 წელს დაბადებულ კალიფორნიელს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ადამიანი.
პასუხი -
შეკითხვა #1428 © ანტონ ვაჭარაძე
ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ, თუ რა ეწოდებათ ამ ტიპის დაწესებულებებს.პასუხი: ბოტელი (Botel) კომენტარი: შედგენილი სიტყვა Boat+Hotel. პირველ სურათზე კარგად დაინახავდით სიტყვებს Double Room. ბმული: http://moazrovne.net/q/1428პასუხი -
შეკითხვა #1429 © ანტონ ვაჭარაძე
საოცარის შაიბის გატანის შემდეგ, კომენტატორმა ჰოკეისტ სტივენ აიზერმანს უწოდა იქსი. იქსი უკრავს ჰარმონიკაზე, ბას გიტარასა და დასარტყამ ინსტრუმენტებზეც კი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი
პასუხი: სტივი ვანდერი. კომენტარი: საოცარი შაიბის შემდეგ კომენტატორმა ჰოკეისტს, რომლის სახელიცაა სტივენი, სტივ ვანდერი უწოდა. წყარო: www.youtube.com/watch?v=W68bPm3oZS8&feature=re ბმული: http://moazrovne.net/q/1429პასუხი -
შეკითხვა #1430 © სერგეი იაკოვლევი
XV საუკუნის ბოლოს, ევროპის კათოლიკურ მონასტრებში ყოველი ფულადი შემოწირულობისათვის მღვდელს მკაცრად დადგენილი ფორმით უნდა გამოეწერა გრძელი ქვითარი. მკვლევარების აზრით ამით მდიდრდებოდა ცნობილი ადამიანი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ადამიანი.
პასუხი: იოჰანეს გუტენბერგი კომენტარი: მდიდარი ეკლესიები რიგში იდგნენ საბეჭდი მანქანის შესაძენად. წყარო: Ллойд Арнольд Браун. История географических карт. - М.: "Центрполиграф", 2006. - С. 235 ბმული: http://moazrovne.net/q/1430პასუხი -
შეკითხვა #1431 © ალექსეი გნოევიხი
თემუჩინს ქორწინებიდან მხირე ხანში მერგედებმა ცოლი მოსტაცეს. გამოსახსნელად თემუჩინმა გამტაცებლების სამეფოზე საპასუხო დარტყმა განახორციელა. ისტორიულ წიგნში, ამ მოვლენების აღმწერ თავს ეწოდება „იქსი სელენგასთან“. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: ტროას ომი კომენტარი: ფაქტიურად განმეორდა სიუჟეტი. წყარო: Гумилев Л.Н. Древняя Русь и Великая Степь. - М.,1993. – С. 345 ბმული: http://moazrovne.net/q/1431პასუხი -
შეკითხვა #1432 © გაგი გაბრიჭიძე
2011 წლისთვის უნდა გამოვიდეს ფილმი, რომლის მოქმედებაც ნიუ-იორკში ხდება, თუმცა ფილმს პარიზში იღებენ. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ აღნიშნული ფილმის რეჟისორი.
პასუხი: რომან პოლანსკი კომენტარი: რომან პოლანსკის აკრძალული აქვს აშშ-ში ჩასვლა მცირეწლოვანთან ურთიერთობის გამო. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Carnage_(2012_film) ბმული: http://moazrovne.net/q/1432პასუხი -
შეკითხვა #1433 © გაგი გაბრიჭიძე
2000-იან წლებში, NBA გუნდის, პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის (Trail Blazers) რამდენიმე კალათბურთელი სხვადასხვა დანაშაულებისთვის დაპატიმრების საფრთხის წინაშე დადგა. ამ პერიოდში, მედიასაშუალებები ტრეილ ბლეიზერსს ოდნავ განსხვავებულად მოიხსენიებდნენ. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს განსხვავებული სახელწოდება.
პასუხი: ჯეილ ბლეიზერსი (Jail Blazers) კომენტარი: ისინი ციხეში ჩაჯდომის საფრთხის წინაშე იდგნენ. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Trail_Blazers#.22Jail_Blazer ბმული: http://moazrovne.net/q/1433პასუხი -
შეკითხვა #1434 © ანტონ ვაჭარაძე
ამ ადამიანის ცხოვრების შესახებ „დისქავერიზე“ სულ ცოტა ხნის წინ გამოსული ფილმის პრომოში ჩნდება რიცხვები: 1,9,5,7,2,0,1,1 - რის შემდეგაც სამი მათგანი წითლდება. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ადამიანი.
პასუხი: უსამა ბინ-ლადენი. კომენტარი: ჯერ იწერება მისი ცხოვრების წლები და რა თქმა უნდა წითლდება - 911. წყარო: დისქავერი - „ბინ-ლადენის განადგურება“. ბმული: http://moazrovne.net/q/1434პასუხი -
შეკითხვა #1435 © ანტონ ვაჭარაძე
2010 წელს გადაღებული ფილმის კრეატიული პოსტერის შესაქმნელად გამოიყენეს: მაკარონები, კრიალოსანი და ყვავილები. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ფილმი.
პასუხი: ჭამე, ილოცე, გიყვარდეს. კომენტარი:
თითო სიტყვა თითო მასალის საშუალებით დაწერეს. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Eat,_Pray,_Love ბმული: http://moazrovne.net/q/1435პასუხი -
შეკითხვა #1436 © გაგი გაბრიჭიძე
მიშელ ობამას შესახებ ერთ-ერთი სტატიის სათაური ორი სიტყვით განსხვავდება 1915 წელს ამერიკაში გამოსული ნაწარმოების სათაურისგან. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ სტატიის სათაური.
პასუხი: თეთრი სახლის შავი დიასახლისი. კომენტარი: ალუზია ჯეკ ლონდონის - „დიდი სახლის პატარა დიასახლისზე“ წყარო: ჟურნალი კარუსელი, 25 ნოემბერი 2008 წელი, გვ.9 ბმული: http://moazrovne.net/q/1436პასუხი -
შეკითხვა #1437 © ალექსი სიუკაევი
ამელი ნოტომი თავის ერთ-ერთ რომანში, პატრიარქალურ იაპონურ კომპანიებში მომუშავე ქალებს მოუწოდებს მოაწყონ იქსი. იქსი ნეოლოგიზმია და წარმოადგენს ალუზიას ირლანდიურ გვარზე. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი.
პასუხი: Girlcott (გერლკოტი) კომენტარი: ალუაზიაა ბოიკოტზე, რომელიც ირლანდიური გვარია, ქალების შემთხვევაში კი Boy იქცევა Girl-ად. წყარო: ამელი ნოტომი. კრძალვითა და ცახცახით. ბმული: http://moazrovne.net/q/1437პასუხი -
შეკითხვა #1438 © არტიომ მატუხნო
რამზეს III-ის აშენებულ ტაძარში ამის როლს ასრულებდა მაღალ ბოძზე დამაგრებული ოქროს ღერძი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ადამიანი, რომელმაც ამის თანამედროვე ვარიანტი შექმნა XVIII საუკუნეში.
პასუხი: ბენჯამინ ფრანკლინი კომენტარი: საუბარი იყო მეხამრიდზე. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Громоотвод ბმული: http://moazrovne.net/q/1438პასუხი -
შეკითხვა #1439 © ალექსეი გნოევიხი
ორატორ დემოსთენეს მოშურნეები ავრცელებდნენ ხმას, რომ სახალხო კრებაზე პირველისათვის, მან მაკედონელებისგან მიიღო მეორე. ცნობილი გამონათქვამის მიხედვით, პირველი - მეორეა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ პირველი და მეორე.
პასუხი: დუმილი, ოქრო. კომენტარი: ანტიკურობის ყველაზე ცნობილი ორატორი გაჩუმდა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას. წყარო: www.krotov.info/lib_sec/16_p/plu/tarh_demosfen.htm ბმული: http://moazrovne.net/q/1439პასუხი -
შეკითხვა #1440 © ალექსეი გნოევიხი
ფარაონ თუტმოსის ჯარი მესოპოტამიაში იბრძოდა, როდესაც მეომრებმა პირველად იხილეს წვიმა. ნანახი მათ ასე აღწერეს: „იქსი ზეციდან წამოვიდა“. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი.
პასუხი: ნილოსი კომენტარი: ეგვიპტელებისთვის წყალთან მხოლოდ და მხოლოდ ეს მდინარე ასოცირდებოდა. წყარო: Азимов А. Египтяне. - М.: Центрполиграф, 2004. - С. 145 ბმული: http://moazrovne.net/q/1440პასუხი
- პაკეტის კომენტარები: