თბილისის 42-ე ჩემპიონატი
V ტური
ჩელენჯ-ლიგა
15 მაისი, 2011
-
ინგლისის დედოფლის პოლიტიკურმა მრჩეველმა და პოეტმა უოლტერ რაილიმ სიკვდილის წინ თქვა: „ეს ბასრი წამალია და ყველა დაავადებას კურნავს“
შეკითხვა: რომელ წამალს გულისხმობდა უოლტერ რეილი?პასუხი -
ალ ფირზა, ალ ფილი, ალ ფარაზი, ალ რეკი, ალ ფეიზაღი, ალ შახი.
შეკითხვა: რისი ჩამონათვალი გავაკეთეთ ახლა ჩვენ?პასუხი: ჭადრაკის ფიგურების ბმული: http://moazrovne.net/q/1392პასუხი -
სირიის დედაქალაქ დამასკოში ბევრ ღირსშესანიშნაობას შეხვდებით. მუჰამედის ქალიშვილის - ფატიმას საფლავს, 12 კილომეტრის სიგრძის გადახურულ ბაზარს და ა.შ ამ ღირსეშანიშნაობებს შორისაა „პირველი სისხლის ტაძარი“.
შეკითხვა: რა მოვლენას უკავშირდება ეს ტაძარი?პასუხი: მიაჩნიათ, რომ სწორედ ამ ადგილას მოკლა კაენმა აბელი. ბმული: http://moazrovne.net/q/1393პასუხი -
პლინიუს უფროსი ამბობდა, რომ ის რკინის იარაღები, რომლითაც ადამიანები ჩადიან დანაშაულს, დაწყევლილია.
შეკითხვა: რა წყევლაზეა საუბარი?პასუხი: ჟანგზე ბმული: http://moazrovne.net/q/1394პასუხი -
იაპონური სახლების დიდი ნაწილის შიდა კედლები დამზადებულია მუყაოსგან ან ქაღალდისგან.
შეკითხვა: რა არის ამის მიზეზი?პასუხი: იაპონელები მიწისძვრას უფრთხიან ბმული: http://moazrovne.net/q/1395პასუხი -
ევროპელებმა მათ შესახებ არაბებისგან შეიტყვეს და სწორედ ამიტომ უწოდებენ მათ „არაბულს“. სინამდვილეში კი მათი სამშობლო ინდოეთია.
შეკითხვა: რაზეა საუბარი?პასუხი: ციფრებზე ბმული: http://moazrovne.net/q/1396პასუხი -
1915 წელს პროფესორმა ნიკალაი ზელინსკიმ გამოიგონა ის, რამაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა როგორც ომის, ასევე მშვიდობის დროს, სხვადასხვა საწარმოო ავარიებისა და ხანძრის დროს.
შეკითხვა: რა გამოგონებაზეა საუბარი?პასუხი: აირწინაღზე ბმული: http://moazrovne.net/q/1397პასუხი -
ერთ-ერთ ფანტასტიკური რომანის პერსონაჟი არის მცენარე, რომელსაც შეუძლია ტელეფონზე პასუხის გაცემა. რა მცენარეზეა საუბარი?
პასუხი: ალოე ბმული: http://moazrovne.net/q/1398პასუხი -
ძველ რომსა და საბერძნეთში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ხშირად შეხვდებოდით ხის ან სპილენძის დაფას, რომელზეც განცხადებები იყო ამოტვიფრული. ასეთ სტენდებს ერთი ლათინური წარმომავლობის მქონე სიტყვით მოიხსენიებდნენ.
შეკითხვა: დაწერეთ ეს სიტყვაპასუხი: რეკლამა ბმული: http://moazrovne.net/q/1399პასუხი -
ფილმში „ფროსტი ნიქსონის წინააღმდეგ“ არის ეპიზოდი, როცა პენსიაზე გასული ნიქსონი ერთ ქალბატონთან ერთად ფოტოს გადაიღებს და მიმართავს მას: ეს სურათი გაადიდეთ და ჩამოკიდეთ ოთახში, რათა თქვენმა ლიბერალმა მეგობრებმა ითამაშონ ფეხბურთი. შეკითხვა: სპორტის რომელი სახეობა შევცვალეთ ჩვენ ფეხბურთით?
პასუხი: დარტსი კომენტარი: ამერიკის მაცხოვრებელთა დიდი ნაწილი ნიქსონს სასტიკად აკრიტიკებდა ვოთერგეითის საქმის გამო. ბმული: http://moazrovne.net/q/1400პასუხი -
გალური ტომების ქურუმები ასრულებდნენ ერთ მეტად ეფექტურ რიტუალს, რომლის წყალობითაც ომის შემთხვევაში ჯარის უსწრაფესად შეგროვება იყო შესაძლებელი. არ გეკითხებით, რას წარმოადგენდა ეს რიტუალი, დაასახელეთ თუ ვისი სიკვდილით მთავრდებოდა იგი.
პასუხი: ყველაზე ბოლოს გამოცხადებული მეომრის ბმული: http://moazrovne.net/q/1401პასუხი -
მას შემდეგ, რაც 2010 წელს მოხდა ,,სახალხო ბანკის“ რებრენდირება და იგი გადაკეთდა ,,ლიბერთი ბანკად“, ბანკირებში გავრცელებული ხუმრობის თანახმად ბანკის სახელის აბრევიატურა ,,LB” განიმარტებოდა არა ლიბერთი ბანკად, არამედ ორი სიტყვით, რომელთაგანაც ერთი წარმოადგენდა ადამიანის სახელს.
შეკითხვა: გვითხარით, თუ რას უწოდებდნენ ბანკირები ხუმრობით „ლიბერთი ბანკს“.პასუხი: ლადოს ბანკი კომენტარი: მას შემდეგ რაც ლადო გურგენიძის წყალობით მოხდა ,,სახალხო ბანკის“ რებრენდირება, ბანკის აბრევიაკურა ,,LB” ხუმრობის თანახმად განიმარტებოდა როგორც ,,ლადოს ბანკი“. ბმული: http://moazrovne.net/q/1402პასუხი -
არ ვიცით როდიდან აღინიშნება ეს დღესასწაული საქართველოში, მაგრამ დანამდვილებით ვიცით, რომ იგი 1582 წლიდან არსებობს. შეკითხვა: დაასახელეთ მისი სახელწოდება სამი სიტყვით.
პასუხი: ძველი(თ) ახალი წელი ბმული: http://moazrovne.net/q/1403პასუხი -
ამ ორი ერთმანეთის მსგავსი კულინარიული დანიშნულების მქონე მცენარიდან ერთ-ერთი აფრიკაში წარმოიშვა, მაგრამ დღეს მსოფლიოს მისით ამერიკა ამარაგებს. მეორე კი პირიქით - ამერიკაში წარმოიშვა, მაგრამ მისი ძირითადი ექსპორტი აფრიკიდან ხდება.
შეკითხვა: რომელ მცენარეებზეა საუბარი?პასუხი: კაკაო და ყავა ბმული: http://moazrovne.net/q/1404პასუხი -
როგორც ცნობილია, ძველბერძნები მიცვალებულებს ენის ქვეშ სპილენძის მონეტას უდებდნენ, რათა ქარონს მათი სულები გაღმა ნაპირზე გაეყვანა. მონეტების გარდა მიცვალებულებს თაფლაკვერსაც ატანდნენ.
შეკითხვა: ვისთვის ან რისთვის იყო თაფლაკვერი განკუთვნილი?პასუხი: ცერბერისთვის ბმული: http://moazrovne.net/q/1405პასუხი
- პაკეტის კომენტარები: