თბილისის 42-ე ჩემპიონატი
IV ტური
ჩელენჯ-ლიგა
1 მაისი, 2011
-
1876 წელს ბოსტონის სმენადაქვეითებულთა სკოლის მასწავლებელმა გამოიგონა მოწყობილობა, რომელიც მის მოწაფეებს არაფერში გამოადგებოდათ. დაასახელეთ ეს გამოგონება.
პასუხი: ტელეფონი. ბმული: http://moazrovne.net/q/1310პასუხი -
დაასახელეთ ჟურნალი, რომლის სრული სათაური ჟღერს, როგორც ,,დღეს ინფორმაცია ნიშნავს ყველაფერს“.
პასუხი: Time (Today Information Means Everything) ბმული: http://moazrovne.net/q/1311პასუხი -
ფიზიოლოგები თვლიან, რომ ეს ადამიანის ყველაზე დიდი ორგანოა. მასით ის ღვიძლსაც კი აღემატება. მისი ნაწილობრივი გადანერგვა უკვე ჩვეული ამბავია, მაგრამ მთლიანად ჯერ არავის გადაუნერგავს. რომელ ორგანოზეა საუბარი?
პასუხი: კანზე ბმული: http://moazrovne.net/q/1312პასუხი -
კარლ XII-ს პანიკურად ეშინოდა მოწამვლის. თანდათან ეს შიში მას ნამდვილ მანიაში გადაეზარდა. საბოლოოდ მეფე მაინც მოკვდა, მაგრამ არა საწამლავით. რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი?
პასუხი: შიმშილი ბმული: http://moazrovne.net/q/1313პასუხი -
გერმანიაში ამ სეზონური მუშების სიმაღლე 180 სმ უნდა იყოს, მათ უნდა ჰქონდეთ კარგი დიქცია და უნდა ატარებდნენ წვერს. სპეცტანსაცმელს მათ უფასოდ ურიგებენ. ვინ არიან ისინი?
პასუხი: სანტა კლაუსები ბმული: http://moazrovne.net/q/1314პასუხი -
კომპიუტერულ თამაშის, „Deer Hunter 4“-ის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, კბილებამდე შეიარაღებული ირმის სახელი თითო ასოთი განსხვავდება როგორც დისნეის 1942 წელს გამოსული მულტფილმის პერსონაჟის, ასევე 1982 წელს გამოსული ფილმის მთავარი გმირის სახელებისგან. დაწერეთ თამაშის გმირის სახელი მაქსიმალურად ზუსტად.
პასუხი: ბემბო კომენტარი: 1942 წელს გამოსული მულტფილმი - Bambi, 1982 წლის ფილმი - Rambo: First Blood. სახელი ბემბო ბემბისა და რემბოს კომბინაციაა. ბმული: http://moazrovne.net/q/1315პასუხი -
თეოდორ რუზველტს ერთ–ერთი საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას სიტყვა შეაწყვეტინეს შეძახილით ,,მე დემოკრატი ვარ!“. ,,შეიძლება ვიკითხო, რატომ არის ეს ადამიანი დემოკრატი?“ თქვა რუზველტმა და პასუხიც მიიღო: ,,პაპაჩემი დემოკრატი იყო და მამაჩემი დემოკრატია’’. სუსტი არგუმენტით დაიმედებულმა რუზველტმა კიდევ ერთი კითხვა დასვა: ,,პაპაშენი და მამაშენი სულელები რომ ყოფილიყვნენ, შენ ვინ იქნებოდი?“ შეკითხვა: ერთი სიტყვით დაასახელეთ, რა პასუხი გასცა ოპონენტნმა რუზველტს.
პასუხი: რესპუბლიკელი ბმული: http://moazrovne.net/q/1316პასუხი -
შეფილდის საფეხბურთო გუნდის მწვრთნელი ვარჯიშის დაწყებამდე გუნდის თითოეულ წევრს ორ ცალ ოქროს მონეტას აძლევდა ხელში. რატომ აკეთებდა ის ამას?
პასუხი: რათა მოთამაშეებს ბურთი ხელში არ აეღოთ. ბმული: http://moazrovne.net/q/1317პასუხი -
მე-18 საუკუნის საფრანგეთში უცნაური ქუდები გავრცელდა, რომელზეც ლითონის ღერო იყო დამაგრებული. ღეროზე ლითონის წვრილი, გრძელი ჯაჭვი იყო ჩამოკიდებული, რომელიც თითქმის მიწას ეხებოდა. რა ფუნქციას ასრულებდა ეს ქუდები?
პასუხი: მეხამრიდის. ბმული: http://moazrovne.net/q/1318პასუხი -
კითხვის ავტორმა ლექციაზე მოისმინა ისტორია ფეხსაცმლის მწარმოებელი ქარხნის ხელმძღვანელზე, რომელმაც ორი თანაშემწე გააგზავნა აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში ადგილობრივი ბაზრის შესასწავლად. ცოტა ხნის შემდეგ ერთმა მათგანმა დაასკვნა, რომ პერსპექტივა არ არსებობდა, მეორემ კი ჩათვალა, რომ მათი პროდუქტი კარგად გაიყიდებოდა. სასაცილოა ის ფაქტი, რომ ორივე თანაშემწემ თავისი დასკვნა ერთი და იმავე ფაქტის გამო გააკეთა. რა ფაქტზეა საუბარი?
პასუხი: ქვეყანაში ყველა ფეხსაცმლის გარეშე დადიოდა. ბმული: http://moazrovne.net/q/1319პასუხი -
ზღვის წყალში უამრავი ნივთიერება შედის, მათ შორის ოქრო და ურანი. ადამიანები დიდი ხანია ოცნებობენ ოკეანიდან მათ მოპოვებაზე, მაგრამ დღესდღეობით ზღვის წყლისგან ძირითადად 4 ნივთიერებას იღებენ: სუფრის მარილს, მაგნიუმს, ბრომს... დაასახელეთ მეოთხე.
პასუხი: მტკნარ წყალს ბმული: http://moazrovne.net/q/1320პასუხი -
ინდოელი რაჯა აკბარი, რომელიც მე-16 საუკუნეში ცხოვრობდა, ხშირად იხმობდა ხოლმე თავისთან, მარმარილოს კოშკში ათეულობით მოცეკვავეს, ცოტა ხნის შემდეგ ნელ-ნელა უშვებდა იმ გოგონებს, რომლებიც აღარ სჭირდებოდა. რის ფუნქციას ასრულებდნენ მოცეკვავეები?
პასუხი: ჭადრაკის ფიგურების კომენტარი: რაჯა ცოცხალი ფიგურებით თამაშობდა ჭადრაკს. ბმული: http://moazrovne.net/q/1321პასუხი -
ინგლისელები თვლიან, რომ ხანგრძლივი ვარჯიშის შემდეგაც კი ვერ შეძლებენ ამ რუსული ფრაზის სწორად გამოთქმას. საუკეთესო შემთხვევაში ისინი „ყვითელი-ლურჯი ავტობუსის“ თქმას თუ მოახერხებენ. 1 წუთის შემდეგ დაწერეთ ეს ფრაზა რუსულად.
პასუხი -
1893 წელს, ჟურნალ „სტრენდში“ გამოქვეყნებული პუბლიკაციის შემდეგ ლონდონის ქუჩებში დემონსტრანტები გამოჩდნენ შავი სამკლავურებით და ტრანსპარანტებით, რომლებზეც ეწერა: „არტური მკვლელია!“. ვისი მკვლელობა ედებოდა ბრალად არტურს?
პასუხი: შერლოკ ჰოლმსის ბმული: http://moazrovne.net/q/1323პასუხი -
მისი სიმაღლე 164 სანტიმეტრია, მკერდის გარშემოწეროლობა - 86 სმ, წელის - 69 სმ, თეძოების - 93 სმ. ზოგიერთი ამ პარამეტრებს ეტალონად მიიჩნევს. რამდენია მისი ხელის სიგრძე?
პასუხი: მას ხელები არ აქვს, შესაბამისად მათი ზუსტი სიგრძე უცნობია კომენტარი: საუბარია ვენერა მილოსელზე ბმული: http://moazrovne.net/q/1324პასუხი
- პაკეტის კომენტარები: